„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 13/03/2023
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016291
46
13/03/2023
ვებგვერდი, 14/03/2023
310150000.54.066.016291
„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №46

2023 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებით დამტკიცებულ „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 03.01.2021 წ., 310150000.54.066.016245) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის კონკრეტული ტიპებისა და/ან მათი კომპონენტების ტმ-სთან დაკავშირებული ნებადართული სამუშაოები, განისაზღვრება  სერტიფიკატით და მისი დანართით (დანართი №3). საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის დანართით განსაზღვრული ნებადართული სამუშაოების კლასების და  კატეგორიების განმარტებები განსაზღვრულია ამ წესის №6 დანართში.“.

2. მე-2 მუხლის:

) „..ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) დაემატოს შემდეგი შინაარსის.ქვეპუნქტი:

„ი.გ) დახრადი ხრახნის მქონე საჰაერო ხომალდი“.

3. მე-7 მუხლის:

) მე-7 პუნქტის“, „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით და აქედან 2 წელი საავიაციო სფეროში შესაბამის პოზიციაზე;

ე) ტექნიკური განათლება საავიაციო სპეციალობით ან საჰაერო ხომალდის ტექნიკოსის  კვალიფიკაცია დამატებითი სწავლების მიღების შემდეგ;“;

„ზ) ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდის შესაბამისი ტიპის ან/და კომპონენტის ცოდნა სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო გაცნობითი კურსის გავლის შედეგად, ხოლო სხვა სახის საჰაერო ხომალდის შემთხვევაში – მსგავსი ტიპის ცოდნა, რომელიც მან შეიძინა სასწავლო გაცნობითი კურსის გავლის შედეგად სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ან სხ-ის მწარმოებელთან“;

) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10) პერსონალი, რომელიც ახორციელებს სხ-ის კონსტრუქციის და/ან კომპონენტების ურღვევ კონტროლს, კვალიფიცირებული უნდა იყოს სსტ ენ 4179:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებულ ან აღიარებულ B1, B3 და L კატეგორიის პერსონალს შეუძლია განახორციელოს საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის ან/და კომპონენტის შემოწმება ურღვევი კონტროლით, ფერთა კონტრასტული საღებავით შეღწევადობის ტესტის მეთოდით (color contrast dye penetrant tests).“.

4. მე-8 მუხლის:

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალისთვის და დამხმარე პერსონალისთვის სიახლეების გაცნობა ტექმომსახურების შესაბამის ტექნოლოგიასთან და საორგანიზაციო პროცედურებთან დაკავშირებით და შემდეგი სწავლებების ჩატარება:

ა) ეროვნული და საერთაშორისო საავიაციო კანონმდებლობა;

ბ) ადამიანურ ფაქტორი;

გ) საწვავის ავზის უსაფრთხოება (FTS) - Appendix IV to AMC 145.A.30 (e) and 145.B.10(3) – Fuel tank safety training-ის შესაბამისად;

დ) ელექტრონული გაყვანილობის ურთიერთდაკავშირების სისტემები (EWIS) – AMC 20-22-ის შესაბამისად“.

5. მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საჰაერო ხომალდის ან კომპონენტის  მწარმოებლის მიერ; ან“.

6. 22- მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) განმცხადებელი, სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის №2 დანართით დადგენილ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე საწარმოს მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე სერტიფიკატის განახლებასთან, დუბლიკატის გაცემასთან, აგრეთვე სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.“.

7. 25- მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) სერტიფიკატის მფლობელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით (დანართი №2), რომელშიც აღინიშნება საწარმოს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“.

8. 28- მუხლის:

) 1-ელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, თუ ამ საწარმოს სერტიფიკატი (შემდგომში – უცხო სერტიფიკატი) აღიარებულია სააგენტოს მიერ, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

) მე-2 პუნქტის“, „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განაცხადი (დანართი №2);

ბ) უცხო სერტიფიკატის მფლობელთან ტმ-ის განხორციელებაზე დადებული ხელშეკრულება ამ მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;“;

„დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო და აღიარებასთან დაკავშირებული დამატება, რომელიც შემუშავებული უნდა იყოს ამ წესის №7 დანართის შესაბამისად“;  

) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. საჰაერო ხომალდზე პროგრამით გათვალისწინებული მარტივი გეგმური ტექმომსახურების სამუშაოების შესრულება არაუმეტეს 48 საათის ინტერვალით,  ერთჯერადად, შესაძლებელია განხორციელდეს EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, სხ-ის ძირითადი ადგილმდებარეობიდან გარეთ, სადაც არ არის ამ მუხლის შესაბამისად აღიარებული საწარმო.  

შენიშვნაამ პუნქტში მითითებული 48 საათი  მოიცავს რეალურ დროის ინტერვალს და მასში არ იგულისხმება საჰაერო ხომალდის ფრენა-საათი.“.

9. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

10. დაემატოს №7 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი