„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 13/03/2023
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016292
47
13/03/2023
ვებგვერდი, 14/03/2023
310150000.54.066.016292
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №47

2023 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016060) დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:  

1. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე „გათავისუფლების“ გაცემას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. თავდაცვის სამინისტროს თანხმობა არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როდესაც „გათავისუფლების“ გაცემას ითხოვს საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი და ფრენის დროს არ ხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო, მის ხელთ არსებულ ფრენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. შეტყობინება, გადასაზიდი ტვირთის დეტალური მონაცემების შესახებ, ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.“.

2. 174 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ასახოს სახიფათო ტვირთების კუთხით მოსამზადებელი პერსონალის სახეები და სასწავლო საგნების ჩამონათვალი, იკაოს დოკ. 9284-ის („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) შესაბამისად;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი