“სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადის გასაგრძელებლად უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ექიმების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ”

“სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადის გასაგრძელებლად უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ექიმების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 25/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 05/02/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.316
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25/ნ
22/01/2004
სსმ, 13, 05/02/2004
470.230.000.11.119.006.316
“სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადის გასაგრძელებლად უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ექიმების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/02/2004 - 19/07/2018)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №25/

2004 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ექიმების მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

„საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №18, 28.06.2001წ., მუხ. 61-62) 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

დამტკიცდეს:

 ა) სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების ყოველწლიურად მზარდი ოდენობები (დანართი 1);

ბ) უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამების აკრედიტაციის კრიტერიუმები (დანართი 2);

გ) უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებულ პროგრამებში მონაწილეობისთვის კრედიტსაათების გაცემის კრიტერიუმები (დანართი 3);

დ) უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამების წარმოდგენის ფორმა(დანართი 4).

ე) დასწრებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ფორმატი (დანართი 5);

ვ) მსმენელის მიერ პროგრამის ანონიმური შეფასების კითხვარი (დანართი 6);

ზ) უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწებული პროგრამის სიის ფორმის ძირითადი ელემენტები (დანართი 7);

თ) სერტიფიკატის გაცემის რეგისტრაციის ფორმა (დანართი 8);

ი) უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამების მომწოდებლებისათვის კრედიტსაათების მინიჭების კრიტერიუმები; პროგრამების აკრედიტაციის, მათი ჩატარების შესახებ შეტყობინების ვადები; პროგრამაში ექიმის წარმატებული მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები (დანართი 9);

კ)    უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების მინიჭების კრიტერიუმები (დანართი 10);

ლ) უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამების, სხვა ფორმების აკრედიტაციასთან, აგრეთვე პროგრამების განხორციელებასთან და კრედიტსაათების მინიჭებასთან დაკავშირებული საბუთების შენახვის ვადები და შენახვაზე პასუხისმგებელი პირების ნუსხა (დანართი 11);

2. სახელმწიფო სერტიფიკატის ვადის გასაგრძელებლად საჭირო უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათები დაგროვებული უნდა იყოს სერტიფიკატის ვადის გაგრძელების სურვილის მქონე ექიმის სპეციალობაში ან ამ სპეციალობის მომიჯნავე სპეციალობებში.

3. იმისათვის, რომ ექიმს გაუგრძელდეს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა, რესერტიფიკაციისათვის საჭირო უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათები ექიმმა უნდა დააგროვოს სისტემატური მუშაობით; ამასთანავე, დროის შუალედი, რომლის განმავლობაში ექიმს არ მოუპოვებია არც ერთი კრედიტსაათი, არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

4. განხორციელდეს 2002 და 2003 წლებში ჩატარებული უწყვეტი სამედიცინო განათლების გრძელვადიანი (1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის) პროგრამების რეტროსპექტული აკრედიტაცია. ხსენებულ პროგრამებში მონაწილეობისათვის კრედიტსაათების კვოტა განისაზღვროს შემდეგი პრინციპით: 1 თვე _ 10 კრედიტსაათი.

5. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 2002-2003 წლებში ჩატარებული პროგრამებში მონაწილეობისათვის კრედიტსაათები გაიცემა მოკლევადიანი პროგრამებისათვის დადგენილი წესით. კრედიტსაათების მინიჭება განხორციელდება პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობის (სერტიფიკატის) წარმოდგენის საფუძველზე.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 14 აპრილის № 91/ნ ბრძანება “სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III ნაწ., 01. 04. 03 წ., № 36 , მუხ. 319).

7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

დანართი 1

სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების ყოველწლიურად მზარდი ოდენობები

სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლის დრო

სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების რაოდენობა

2003 წელი

25 კრედიტსაათი

2004 წლის საგაზაფხულო სესია

35 კრედიტსაათი

2004 წლის საშემოდგომო სესია

50 კრედიტსაათი

2005 წლის საგაზაფხულო სესია

65 კრედიტსაათი

2005 წლის საშემოდგომო სესია

75 კრედიტსაათი

2006 წლის საგაზაფხულო სესია

85 კრედიტსაათი

2006 წლის საშემოდგომო სესია

100 კრედიტსაათი

სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების რაოდენობის, სულ მცირე, 50% პირველი კატეგორიის  უნდა იყოს; კრედიტსაათების დარჩენილი 50% შეიძლება მეორე კატეგორიას  განეკუთვნებოდეს.

დანართი 2

უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამების აკრედიტაციის კრიტერიუმები

დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭო უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამების აკრედიტაციის პროცესში ხელმძღვანელობს წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმებით. საბჭო განსაზღვრავს, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი პროგრამა ზემოთ მოხსენიებულ კრიტერიუმებს და ამის საფუძველზე იძლევა დადებით ან უარყოფით დასკვნას. ამასთან, უარყოფითი დასკვნის საფუძველზე უნდა მიეთითოს, რომელი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა პროგრამამ, რაც თავის მხრივ, პროგრამის სრულყოფის საფუძველი გახდება.

1. აქტუალურობა, საჭიროება

ფასდება, არის თუ არა პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებში უსგ-ის კურსის ჩატარების საჭიროება, რისთვისაც საბჭო, უპირველეს ყოვლისა, განიხილავს პროგრამის შესაბამის პუნქტებს – “პროგრამის მიზანს”, “პროგრამის ამოცანებს”, “სამიზნე კონტინგენტს” (ვისთვის არის პროგრამა განსაზღვრული) და “პროგრამის საჭიროების დასაბუთებას”.

პროგრამის აქტუალურობა შეიძლება დასაბუთდეს ქვემოთ ჩამოთვლილი არგუმენტებით. ამასთან, შესაძლებელია, რომ საკითხის აქტუალურობაზე მიუთითებდეს რამდენიმე ფაქტორი ერთად. მხოლოდ ერთი კრიტერიუმი, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს პროგრამის აქტუალურობის დასასაბუთებლად.

პროგრამის აქტუალურობის სასარგებლოდ შეიძლება მეტყველებდეს შემდეგი:

ა) პროგრამა ფოკუსირებულია დაავადებაზე/პათოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელიც ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით განაპირობებს ავადობის, სიკვდილობის, ინვალიდობის მაღალ მაჩვენებლებს ჩვენ ქვეყანაში, ქვეყნის რომელიმე რეგიონში ან სამედიცინო დაწესებულებაში;

ბ) პროგრამა ეთმობა ახალ, ფაქტებზე დამყარებული მედიცინის საფუძველზე შემუშავებულ და აღიარებულ[1] , სადიაგნოზო, სამკურნალო, საპროფილაქტიკო და/ან სარეაბილიტაციო რეკომენდაციას (გაიდლაინს), მეთოდს ან ტექნოლოგიას, რომელიც პროგრამის ავტორმა მოიძია სამეცნიერო-პროფესიული ლიტერატურის და ინფორმაციის სხვა წყაროების შესწავლის საფუძველზე, ანდა თავად აითვისა;

გ) პროგრამა ფოკუსირებულია ისეთი სფეროზე, სადაც აუცილებელია ცოდნისა და უნარ-ჩვევების პერიოდული განმტკიცება-განახლება, რადგან ამა თუ იმ სადიაგნოზო ან სამკურნალო მეთოდის არაადეკვატურად გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს სერიოზული გართულებების განვითარების რისკთან (მაგ., სხვადასხვა ინვაზიური პროცედურები, კარდიოპულმონური რეანიმაცია და სხვა; აღნიშნული საკითხებში მზადება შეიძლება რეკომენდებული იყოს გარკვეული პერიოდულობით, მაგ., ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ);

დ) პროგრამა ეთმობა ისეთ საპროფილაქტიკო, სადიაგნოზო თუ სამკურნალო მეთოდს, რომლის დაუსაბუთებელი გამოყენება ხშირია, რაც აძვირებს სამედიცინო მომსახურებას;

ე) პროგრამა ეხება სფეროს (დაავადების/პათოლოგიური მდგომარეობის მართვას, საპროფილაქტიკო ღონისძიებებს), სადაც დაფიქსირებულია საპროფილაქტიკო, სადიაგნოზო თუ სამკურნალო პრინციპების, მეთოდების და სტანდარტების მნიშვნელოვანი არაერთგვაროვნება (სხვადასხვა სპეციალისტები/დაწესებულებები იყენებენ მნიშვნელოვნად განსხვავებულ მიდგომას);

ვ) პროგრამაში წარმოჩენილი საკითხის პრიორიტეტულობა დადგენილია სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისას ექიმთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებში გამოვლენილი ნაკლის საფუძველზე;

ზ) საკითხი შედის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ პროფესიული ასოციაციებთან ერთად განსაზღვრულ პრიორიტეტებში.

თ) პროგრამაში წარმოჩენილი საკითხის აქტუალურობაზე მიუთითებს უსგ წინა ციკლების მონაწილეთა მიერ პროგრამის შეფასებისას დაფიქსირებული შედეგები (მსმენელთა გამოკითხვა);

ი) პროგრამაში წარმოჩენილი საკითხის აქტუალურობაზე მიუთითებს ექიმების გამოკითხვის შედეგები წინასწარ შემუშავებული კითხვარის გამოყენებით (დაწესებულებაში, რეგიონში).

2. გამოყენებული მასალა, ლიტერატურა და ა.შ.

ა) პროგრამაში ასახული მასალა (მსმენელისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია, რომელიც ანოტაციის და თეზისების სახით არის წარმოდგენილი სააკრედიტაციო პროგრამაში) უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის მიზანს და ამოცანებს;

ბ) პროგრამაში ასახული მასალა უნდა ეყრდნობოდეს კვლევის საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით მიღებულ შედეგებს, ფაქტებზე დამყარებული მედიცინის პრინციპებს (და არა ერთეული ექიმის ცოდნას და გამოცდილებას); ამასთან, მასალა უნდა იყოს ახალი და ასახავდეს თანამედროვე მედიცინაში დამკვიდრებულ პროფესიულ სტანდარტებს;

გ) დადებით ფაქტორად უნდა იყოს მიჩნეული, თუ გამოყენებულია საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ასოციაციების, ორგანიზაციების ან ჯგუფების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, სტანდარტები, ალგორითმები;

დ) პროგრამაში მითითებული ლიტერატურა უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის ძირითად მასალას – მსმენელისათვის მისაწოდებელ ინფორმაციას, რომელიც ანოტაციის და თეზისების სახით არის წარმოდგენილი სააკრედიტაციო პროგრამაში.

3. სწავლების მეთოდები:

ა) უნდა შეფასდეს, იძლევა თუ არა პროგრამაში მოცემული მეთოდები დასახული ამოცანების გადაჭრის საშუალებას. მაგალითად, თუ პროგრამა მიზნად ისახავს პრაქტიკული ჩვევების შეძენას/გამყარებას, შესაბამისად, პროგრამაში გამოყენებული უნდა მეთოდები, რომლებიც მსმენელს საშუალებას მისცემს პრაქტიკულად შეასრულოს ესა თუ ის სამუშაო. აღნიშნულისათვის შეიძლება გამოყენებული იყოს მულაჟი (მანეკენი), ექიმის ასისტირება რაიმე მანიპულაციის ჩატარებისას და სხვა;

ბ) გამოყენებული უნდა იყოს სწავლების ინტერაქტიული მეთოდები, რომელიც უზრუნველყოფს მსმენელის აქტიურ მონაწილეობას დისკუსიას, კონკრეტული შემთხვევების კლინიკური გარჩევებს, სიტუაციურ ამოცანებს, წინასწარ მიცემული დავალების საფუძველზე მომზადებულ მსმენელთა მოხსენებებს, კლინიკური შემთხვევის კომპიუტერულ იმიტაციას და სხვა;

საბჭომ უნდა შეაფასოს აღნიშნული მასალის დახასიათება (სიტუაციური ამოცანის თუ კლინიკური შემთხვევის ნიმუში და სხვა), რომელიც პროგრამაშია მოცემული, აგრეთვე თანდართული ნიმუშები, რათა დარწმუნდეს, რომ პროგრამის მომწოდებელს აქვს უნარი ასეთი მასალის შედგენის და გამოყენებისა;

გ) მნიშვნელოვანია გამოყენებული სადემონსტრაციო მასალის შეფასება. აუცილებელია, რომ პროგრამა სათანადოდ იყოს ილუსტრირებული. ამისათვის საბჭომ უნდა შეისწავლოს სადემონსტრაციო მასალის ჩამონათვალი და შეაფასოს თანდართული ნიმუშები. სადემონსტაციო მასალა უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის ძირითად შინაარსს;

დ) საბჭო აფასებს მსმენელთათვის მომზადებულ ნაბეჭდ მასალას. ნაბეჭდი მასალა უნდა ასახავდეს პროგრამის შინაარსს და მის ძირითად დასკვნებს, რეკომენდაციებს; აგრეთვე, რეკომენდებულ ლიტერატურას და სხვა რესურსებს (მაგ., ინტერნეტის მისამართები და სხვა);

4. პროგრამის ეფექტურობის შეფასების გზები:

ა) საბჭო განიხილავს, რამდენად ადეკვატურია მსმენელთა შეფასების მეთოდები. ამასთან, უნდა განისაზღვროს, მოიცავს თუ არა კითხვარი ან საგამოცდო საკითხები პროგრამით გათვალისწინებულ მასალის ძირითად ნაწილს;

ბ) გამოყენებულია თუ არა პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასების მეთოდი, თუ პროგრამის ამოცანებს განეკუთვნება პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლა მსმენელებისთვის;

გ) დაუშვებელია, რომ პროგრამა არ მოიცავდეს მსმენელების შეფასებას (ტესტურ გამოკითხვას, საჭიროებისას სიტუაციურ ამოცანებსა და პრაქტიკული ჩვევების შესაფასებელ მეთოდს);

დ) რამდენად ადეკვატურია მსმენელის მიერ პროგრამის შეფასების წარმოდგენილი მეთოდები; ამასთან, პროგრამა, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მსმენელის მიერ პროგამის შეფასებას. მსმენელის მიერ პროგრამის შესაფასებელი კითხვარი აუცილებლად უნდა მოიცავდეს საბჭოს მიერ მოწოდებულ ძირითად კითხვებს. პროგრამის განმხორციელებელს შეუძლია დაამატოს სხვა კითხვები (ან ცალკე კითხვარი).

5. ხანგრძლივობა, ჩატარების დრო და ადგილი:

ა) ფასდება, რამდენად ადეკვატურია პროგრამის ხანგრძლივობა; ხომ არ არის პროგრამის ხანგრძლივობა “გაწელილი” ან შემოკლებული; ხანგრძლივობის ადეკვატურობა პირველად უნდა შეფასდეს პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების (ლექცია-სემინარები, პრაქტიკული მუშაობა, ტესტირება და სხვა) წარმოდგენილი განრიგის მიხედვით. მეორე ეტაპზე უნდა განისაზღვროს, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი საქმიანობა პროგრამით გათვალისწინებული მასალის მოცულობას;

ბ) ფასდება, გათვალისწინებულია თუ არა პროგრამის განხორციელება რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამები ხელმისაწვდომი იყოს რეგიონის ექიმებისთვისაც. ამასთან, ამ ფაქტორმა გავლენა არ უნდა იქონიოს პროგრამის ხარისხზე.

6. მსმენელთა მონაწილეობის დოკუმენტირების მეთოდები:

ფასდება რამდენად ადეკვატურია მსმენელთა მონაწილეობის დოკუმენტირების მეთოდები – იძლევა თუ არა წარმოდგენილი მეთოდები საშუალებას:

ა) რეტროსპექტულად შეფასდეს რამდენი განაცხადი იყო წარმოდგენილი; მითითებულია თუ არა განაცხადში დეტალური ინფორმაცია „აპლიკანტის” შესახებ (სპეციალობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, სხვა საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა);

ბ) იძლევა თუ არა მსმენელთა აღრიცხვის ფორმა ინფორმაციის “აკურატულად”/ობიექტურად დაფიქსირების საშუალებას;

გ) ასახავს თუ არა სერტიფიკატი ყველა საჭირო ინფორმაციას;

დ) ადეკვატურია თუ არა სერტიფიკატის გაცემის ფაქტის დასაფიქსირებელი ფორმა, რაც, საჭიროებისას, რეტროსპექტულად სერტიფიკატის ავთენტიკურობის დადგენის საშუალება იქნება.

აღნიშნული მასალის საფუძველზე პროგრამის ჩატარების შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს პროგრამაში მსმენელთა მონაწილეობის რეტროსპექტული შეფასება, საჭიროებისას - მსმენელთა მოძიება და გამოკითხვა.

7. რამდენად თავისუფალია უსგ პროგრამა კომერციული ზეგავლენისა და ტენდენციურობისაგან:

დასაშვებია, რომ უსგ პროგრამა დააფინანსოს სამედიცინო/ფარმაცევტულ ბიზნესში მომუშავე ორგანიზაციამ (მაგალითად, ფარმაცევტულმა კომპანიამ), მაგრამ ამ ფაქტმა ზეგავლენა არ უნდა იქონიოს პროგრამის წარმართვაზე და მის შინაარსზე. კომერციული მასალა არ უნდა იყოს გამოფენილი ან გავრცელებული უშუალოდ უსგ პროცესში (მაგალითად, მასალა შეიძლება გამოიფინოს ფოიეში, კორიდორში და არა სასწავლო ოთახში). კომპანიის წარმომადგენელი შეიძლება ესწრებოდეს უსგ კურსს, მაგრამ უსგ პროგრამის წარმართვის პერიოდში (პროგრამის დასრულებამდე) არ უნდა იყოს დაკავებული პროდუქციის რეკლამირებით, გაყიდვით და ა.შ.

უსგ პროგრამის დამფინანსებელი არ უნდა მონაწილეობდეს უშუალოდ პროგრამის შემუშავებაში; მან შეიძლება დააფინანსოს მასალების მომზადება. სასწავლო მასალა რაიმე სახით არ უნდა უწყობდეს ხელს სპონოსორის კომერციული ინტერესების დაკმაყოფილებას.

8. უსგ პროგრამაში მონაწილეობის ფასი და პროგრამის დაფინანსება:

დასაშვებია უსგ პროგრამის დაფინანსების ნებისმიერი, კანონმდებლობით გათვალისწინებული, ფორმა. ამასთან, მხედველობაშია მისაღება წინა პუნქტში მითითებული შეზღუდვები, რაც აუცილებელია უსგ პროგრამის შინაარსის ობიექტურობის შესანარჩუნებლად.

9. უსგ პროგრამის განმხორციელებლის შეფასება:

საბჭო აფასებს შეესაბამება თუ არა პროგრამის განმხორციელებლის რესურსები (ტექნიკური და ადამიანური) პროგრამას; ანუ შეძლებს თუ არა განმცხადებელი პროგრამის განხროციელებას. უსგ პროგრამის განმხორციელებლის რესურსების შეფასება შეიძლება მოიცავდეს ადგილზე ვიზიტსაც.

ტექნიკური რესურსების შეფასებისას უნდა განისაზღვროს:

ა) აქვს თუ არა პროგრამის განმხორციელებელს საკმარისი ფართობი (არის თუ არა საკმარისი რაოდენობის და ფართობის ოთახები ლექციებისა და სემინარებისთვის), საჭიროებისას, – შესაბამისი პროფილის და სიმძლავრის კლინიკა, დიაგნოსტიკური განყოფილება და სხვა; აქ არსებული რესურსები უნდა შეფასდეს პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის განრიგთან და პროგრამაში მონაწილე მსმენელთა რაოდენობასთან ერთად;

ბ) აქვს თუ არა პროგრამის მომწოდებელს ტექნიკური აღჭურვილობა (სლაიდ-პროექტორი, მულტიმედია-პროექტორი, მულაჟი, სადიაგნოზო აღჭურვილობა, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა), რაც საჭიროა პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის; ეს პუნქტი უნდა შეფასდეს სწავლების მეთოდებთან ერთად (რა მეთოდებს, რა სადემონსტრაციო მასალას იყენებს პროგრამის განმხორციელებელი);

ადამიანური რესურსების შეფასება:

უნდა განისაზღვროს, დაკავებულია თუ არა პროგამის განხორციელებაში სათანადო მომზადების და კვალიფიკაციის პერსონალი, საკმარისია თუ არა მათი რაოდენობა. ამასთან, უნდა შეფასდეს, როგორც პედაგოგების/„ტრენერების”, ისე ტექნიკური პერსონალის მონაცემები (სამუშაოს აღწერილობა, ავტობიოგრაფია):

ა) პედაგოგებს/„ტრენერებს” უნდა ჰქონდეთ სათანადო გამოცდილება იმ კონკრეტულ სფეროში, რომელსაც ეთმობა უსგ პროგრამა;

ბ) თუ უსგ პროგრამა მოიცავს პრაქტიკული ჩვევების ათვისება/განმტკიცებას, პროგრამაში დაკავებული პედაგოგები/„ტრენერები” მაღალ პროფესიულ დონეზე უნდა ფლობდნენ აღნიშნულ ჩვევებს;

გ) ფასდება ინფორმაცია პროგრამაში დაკავებული პირების მიერ ამა თუ იმ კურსის/„ტრეინინგის”/სტაჟირების წარმატებით გავლის, პედაგოგიური საქმიანობის, სამეცნიერო ხარისხის შესახებ.

ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული რესურსების შეფასებისას უნდა განისაზღვროს:

ა) აქვს თუ არა პროგრამის განმხორციელებელს უსგ პროგრამების წარმართვის რაიმე გამოცდილება;

ბ) არსებობს თუ არა ორგანიზაციაში უსგ პროგრამების მომზადებასა და წარმართვაზე პასუხისმგებელი რგოლი ან პირი.

დანართი 3

უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებულ პროგრამებში მონაწილეობისთვის კრედიტსაათების გაცემის კრიტერიუმები

უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამაში მონაწილეობისათვის გასაცემი კრედიტსაათების რაოდენობა გამოითვლება უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსზე დასწრების საათების მიხედვით ცხრილში მოცემული პრინციპის საფუძველზე. ამასთან, კურსზე დასწრებად ჩაითვლება მხოლოდ უშუალოდ სწავლის/მზადების პროცესში მონაწილეობის დრო, შესვენების, აგრეთვე, წინასწარი და დასკვნითი ტესტირებისთვის განკუთვნილი დროის გამოკლებით.

პროგრამის ხანგრძლივობა

კრედიტსაათის მინიჭების კრიტერიუმი

შენიშვნა

1-10 დღე

1 საათი = 1 კრედიტსაათი

ერთ კურსში მონაწილეობისთვის შეიძლება გაიცეს არა უმეტეს 50 კრედიტსაათისა

   დანართი 4

უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამის წარმოდგენის ფორმა

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვერ მოთავსდება სააპლიკაციო ფორმაზე შეგიძლიათ ასახოთ ცალკე ფურცლებზე

პროგრამის დასახელება________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

პროგრამის განმხორციელებელი (დაწესებულება/ორგანიზაცია): ____________________________

დასახელება _________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

მისამართი: ქალაქი ________________________  საფოსტო ინდექსი ___________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

ტელეფონი ________________ფაქსი _________________________________________

ელ-ფოსტა        

პროგრამის განხორციელების ადგილი

მისამართი: ქალაქი ______________ საფოსტო ინდექსი           _________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

პროგრამის ხანგრძლივობა (საათებში)____________________________________________________

პროგრამის ჩატარების დადგენილი თარიღი (თარიღები) ___________________________________

_______________________________________________________________________________________

პროგრამის ჩატარების სავარაუდო თარიღი (თარიღები) ____________________________________

_______________________________________________________________________________________

პროგრამის წარმომდგენი:            თანამდებობა __________________________________________________

___________________________________________________________________________________

პროგრამის წარმოდგენის თარიღი ____________________________________________________

I. ვისთვის არის პროგრამა განსაზღვრული

1. მიუთითეთ საექიმო სპეციალობა ან სპეციალობები, საჭიროებისას – ექიმის თანამდებობა და/ან დაწესებულების ტიპი

--------------------------------------------------------------------------------------------------------

2. ერთდროულად რამდენი მსმენელის მონაწილეობაა შესაძლებელი ერთ კურსში

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

II. პროგრამის მიზანი

III. პროგრამის ამოცანები (რა უნდა იცოდეს, რისი გაკეთება უნდა შეეძლოს მსმენელს პროგრამის გავლის შემდეგ)

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

IV. პროგრამის საჭიროების დასაბუთება

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მიესადაგება თქვენს მიერ წარმოდგენილ პროგრამას (მონიშნეთ ერთი ან რამდენიმე)

     პროგრამაში განხილული დაავადება/პრობლემა შერჩეულია ქვეყანაში ან მის რომელიმე რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე (დააკონკრეტეთ ქვემოთ);

     პროგრამა ეხება ახალ სადიაგნოზო, სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო რეკომენდაციას (გაიდლაინს), ან მეთოდს, ან ტექნოლოგიას ან ექიმის პროფესიული საქმიანობისათვის მნიშვნელოვან სხვა ახალ ინფორმაციას (დააკონკრეტეთ ქვემოთ);

     პროგრამით გათვალისწინებული საკითხები მოცემული სპეციალობისთვის არატრადიციულია, მაგრამ მას შეიცავს სპეციალობის თანამედროვე აღწერილობა (დააკონკრეტეთ ქვემოთ);

     პროგრამით გათვალისწინებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით (დააკონკრეტეთ ქვემოთ);

     პროგრამით გათვალისწინებული საკითხების პრიორიტეტულობა წარმოჩნდა სამედიცინო ხარისხის შემოწმების პროცესში (დააკონკრეტეთ ქვემოთ);

     პროგრამით გათვალისწინებული საკითხები შეესაბამება დიპლომის შემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს რეკომენდაციებს ამა თუ იმ საკითხის აქტუალურობის შესახებ (დააკონკრეტეთ ქვემოთ);

     პროგრამით გათვალისწინებული საკითხები შეესაბამება პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციებს ამა თუ იმ საკითხის აქტუალურობის შესახებ (დააკონკრეტეთ ქვემოთ);

     პროგრამით გათვალისწინებული საკითხები შეესაბამება უსგ წინა ციკლების მონაწილეთა მიერ პროგრამის შეფასებისას დაფიქსირებულ აქტუალურ საკითხებს (მსმენელთა გამოკითხვის შედეგებს; დააკონკრეტეთ ქვემოთ);

     პროგრამით გათვალისწინებული საკითხები შეესაბამება წინასწარ შემუშავებული კითხვარის გამოყენებით ექიმების გამოკითხვის დროს დაფიქსირებულ აქტუალურ საკითხებს (დააკონკრეტეთ ქვემოთ);

     დააკონკრეტეთ ზემოთ თქვენს მიერ მონიშნული საკითხები; საჭიროებისას დაასახელეთ სხვა არგუმენტები და გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს პროგრამის აქტუალურობას:

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

V. სწავლების მეთოდები

1. პროგრამის განხორციელების ზუსტი განრიგი (ლექცია-სემინარების და სხვა კომპონენტების მითითებით) დღეების და საათების მიხედვით (დაურთეთ ცალკე)

2. ინფორმაციის მიწოდების რა ფორმა გამოიყენება (მონიშნეთ ერთი ან რამდენიმე):

     ლექცია/სემინარი

     ვიდეოფილმი

     აუდიო მასალა (საკლასო ან საშინაო დავალების სახით)

     ნაბეჭდი მასალა (საშინაო დავალების სახით)

     სხვა (დააკონკრეტეთ)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. გამოყენებული სადემონსტრაციო მასალა (მონიშნეთ ერთი ან რამდენიმე):

     ხელით გაკეთებული აღნიშვნები დაფაზე, დიდი ფორმატის ფურცლებზე

     პლაკატები, ნაბეჭდი სქემები

     გამჭირვალე ფირფიტები პროექტორით საჩვენებლად

     სლაიდები სლაიდ-პროექტორისთვის

     სლაიდები კომპიუტერული პროექტორისთვის ( Pover  Point პრეზენტაცია)

     სხვადასხვა „მულტიმედიური“ სადემონსტრაციო მასალა კომპიუტერული პროექტორისთვის

     მულაჟები

     სხვა (დააკონკრეტეთ)

___________________________________________________________________

4. რა ინტერაქტიური მეთოდები გამოიყენება (მონიშნეთ ერთი ან რამდენიმე):

     დისკუსია წინასწარ შერჩეულ საკითხებზე

     კონკრეტული შემთხვევების გარჩევა

     წინასწარ მიცემული დავალების საფუძველზე მომზადებული მსმენელთა მოკლე მოხსენებები

     სხვა

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. სხვა (შეავსეთ საჭიროებისას)

VI. პროგრამის განხორციელებისათვის არსებული რესურსები

1. ტექნიკური რესურსები (ფართობი, აღჭურვილობა სხვა)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. ადამიანური რესურსები (პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირების ფუნქციები; პროგრამის ხელმძღვანელის, პედაგოგების/ტრენერების ვინაობა, სპეციალობა, კვალიფიკაცია, გამოცდილება; დაურთეთ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული პროფესიული ავტობიოგრაფია - CV )

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. ორგანიზაციულ-ადმინისტრციული რესურსები:

ა) მონიშნეთ რამდენი აკრედიტებული (მათ შორის, რეტროსპექტულად აკრედიტებული) უსგ პროგრამა აქვს განხორციელებული პროგრამის მომწოდებელს (მიუთითეთ დეტალები ქვემოთ):

 არც ერთი;           1;        2-5;    5-10;  >10; 

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

ბ) ორგანიზაციაში უსგ პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი/სტრუქტურა (მიუთითეთ დეტალები ქვემოთ)

 არ არსებობს;       ერთი პირი;   სტრუქტურა; 

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

ბ) სხვა (შეავსეთ საჭიროებისას, მაგ. რაიმე გამოცდილება, საერთაშორისო თანამშრომლობა ან სხვა ნებისმიერი, თქვენი აზრით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია)

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

VII. ძირითადი მასალის დახასიათება, გამოყენებული ლიტერატურა

1. ანოტაცია, ძირითადი თეზისები, რა მასალას ეყრდნობა პროგრამაში ასახული ინფორმაცია

_________________________________________________________________________________________

2. ინტერაქტიური მუშაობის დროს გამოყენებული მასალის დახასიათება (დაურთეთ ნიმუში)

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

3. სადემონსტრაციო მასალის დახასიათება (დაურთეთ ნიმუში)

4. მსმენელთათვის დასარიგებელი მასალის ჩამონათვალი (დაურთეთ ნიმუში)

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

5. გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი

6. სხვა დამატებითი ინფორმაცია (მაგ. ხომ არ არის პროგრამა მომზადებული რომელიმე სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო სათანადოდ აკრედიტებული უსგ პროგრამის ბაზაზე, ან ხომ არ გამოიყენება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული უსგ პროგრამა)

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

VIII. პროგრამის ეფექტურობის შეფასების გზები

1. მსმენელის შეფასება პროგრამის განმხორციელებლის მიერ

ა) თეორიული ცოდნის შეფასება (მონიშნეთ შესაბამისი პუნქტები; დაურთეთ ნიმუში):

• ტესტური შეფასება კურსის დაწყებამდე;   • ტესტური შეფასება კურსის შემდეგ;

• სხვა სახის შეფასება კურსის დაწყებამდე;  • სხვა სახის შეფასება კურსის შემდეგ;

(დააკონკრეტეთ) ----------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება (მონიშნეთ შესაბამისი პუნქტები; ივსება იმ შემთხვევაში თუ პროგრამა მიზნად ისახავს პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლას):

• შეფასება კურსის დაწყებამდე;   • შეფასება კურსის შემდეგ;

დააკონკრეტეთ პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასების რა მეთოდი გამოიყენება (დაურთეთ შეფასების დასაფიქსირებელი ფორმის ნიმუში)

2. მსმენელების მიერ პროგრამის ანონიმური შეფასება

ა) რა მეთოდი გამოიყენება (დაურთეთ ნიმუში)

• კითხვარის შევსება; (პროგრამის შესაფასებელი აუცილებელი კითხვები მოწოდებულია საბჭოს მიერ; პროგრამის განმხორციელებელს შეუძლია კითხვარს დაამატოს სხვა კითხვებიც)

• სხვა (დააკონკრეტეთ)  ------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. პროგრამის ეფექტურობის შეფასების სხვა რა მეთოდი გამოიყენება

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

IX. პროგრამის ხანგრძლივობის დასაბუთება

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

X. მსმენელთა მონაწილეობის დოკუმენტირების მეთოდები (დაურთეთ ნიმუში)

• მსმენელთა სიის ფორმა; (სიის ფორმის ძირითადი ელემენტები მოწოდებულია საბჭოს მიერ; პროგრამის განმხორციელებელს შეუძლია დაამატოს სხვა ელემენტებიც)

• მსმენელთა დასწრების აღრიცხვის ფორმა; (ფორმის ძირითადი ელემენტები მოწოდებულია საბჭოს მიერ; პროგრამის განმხორციელებელს შეუძლია დაამატოს სხვა ელემენტებიც)

• პროგრამის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; (სერტიფიკატზე მითითებული უნდა იყოს, რომ პროგრამა აკრედიტებულია დიპლომის შემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ, აგრეთვე აკრედიტაციის თარიღი, ვადა და ნომერი)

• სერტიფიკატის გაცემის რეგისტრაციის ფორმა; (ფორმის ძირითადი ელემენტები მოწოდებულია საბჭოს მიერ; პროგრამის განმხორციელებელს შეუძლია დაამატოს სხვა ელემენტებიც)

• სხვა (დააკონკრეტეთ)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

XI. პროგრამაში მონაწილეობის ფასი ერთი მსმენელისთვის

XII. პროგრამის დამფინანსებელი

ა) ვინ იხდის მსმენელის პროგრამაში მონაწილეობის საფასურს (მონიშნეთ ყველა შესაბამისი პუნქტი)

• მსმენელი;           • დამქირავებელი;     • შჯსდ1 სამინისტრო; • ფარმ. კომპანია2

• სხვა

(დააკონკრეტეთ)--------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

XIII. რამდენად თავისუფალია პროგრამა კომერციული ზეგავლენისგან

(ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც პროგრამას ჰყავს სპონსორი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო საშუალების, აღჭურვილობის ან მეთოდის, ან სამედიცინო მომსახურების ან სხვა რაიმე პროდუქციის თუ მომსახურების რეალიზაციის ინტერესი)

1. აღწერეთ ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავს პროგრამის შინაარსსა და პროფესიულ ღირებულებაზე სპონსორის კომერციული ინტერესების ზეგავლენას

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2- ფარმაცევტული კომპანია

დანართი 5

დასწრებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ფორმატი

ქვემოთ სქემის სახით არის მოცემული უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) დასწრებული კურსების ფორმატი, რომელიც უსგ პროგრამების სააკრედიტაციო კრიტერიუმებს შეესაბამება. უსგ პროგრამა შემდეგი სტრუქტურული ერთეულებით უნდა იყოს წარმოდგენილი:

1. სატიტულო ფურცელი

● პროგრამის დასახელება;

● პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის (დაწესებულების) დასახელება, მისი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის მითითებით (საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შპს, სააქციო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციის ესა თუ ის ფორმა და სხვ.), იურიდიული მისამართი;

● პროგრამის განხორციელების ადგილი – სად ჩატარდება პროგრამა (მისამართი დაწესებულების მითითებით);

● პროგრამის ხანგრძლივობა;

● პროგრამის ჩატარების ზუსტად მითითებული და/ან სავარაუდო ვადები;

● პროგრამის მომზადებისა და განხორციელებისათვის პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და მისი ხელმოწერა;

● პროგრამის წარმოდგენის თარიღი.

2. ვისთვის არის პროგრამა განსაზღვრული

● იმ საექიმო სპეციალობის (ან სპეციალობების) დასახელება, რომლისთვისაც (რომელთათვისაც) არის პროგრამა განსაზღვრული (მაგ., შინაგანი სნეულებები, კარდიოლოგია, რევმატოლოგია; შინაგანი სნეულებები, ნევროლოგია და ა.შ.).

და/ან, თუ პროგრამის წარმომდგენი საჭიროდ ჩათვლის,

● იმ საექიმო თანამდებობების (მაგ., უბნის ექიმი, უბნის პედიატრი და ა.შ.), ან იმ რეგიონის დასახელება, რომელშიც მომუშავე ექიმთათვის არის უპირატესწილად გამიზნული პროგრამა (მაგ., მალარიის დიაგნოსტიკასთან და/ან მკურნალობასთან დაკავშირებული პროგრამა რომელიმე რეგიონის ექიმებისათვის, სადაც მალარიით დაავადება ხშირად აღინიშნება) .

3. პროგრამის მიზანი:

● პროგრამის სამიზნე კონტინგენტის პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებში რა კონკრეტულ ცვლილებებს, კონკრეტულად რის გაუმჯობესებას ან კონკრეტულად რომელი არსებული ნაკლის გამოსწორებას ისახავს პროგრამა მიზნად.

4. პროგრამის ამოცანები:

● რა უნდა იცოდეს (რის გაგება, ახსნა, გამოყენება, ინტერპრეტაცია უნდა შესძლოს) კურსის გავლის შემდეგ მსმენელმა.

● რისი გაკეთება უნდა შესძლოს მსმენელმა პრაქტიკულად კურსის გავლის შემდეგ (უნარ-ჩვევების გამომუშავება).

5. პროგრამის საჭიროების დასაბუთება:

პროგრამის საჭიროება შეიძლება დასაბუთდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმით:

● ეპიდემიოლოგიური მონაცემების ანალიზის საფუძველზე შერჩეული დაავადება, რომლით განპირობებული ავადობის, სიკვდილობის, ინვალიდობის მაჩვენებლები მაღალია ქვეყანაში, ქვეყნის რომელიმე რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში (მაგ., დედათა და ბავშვთა ავადობის, სიკვდილობის უხშირესი მიზეზები; ინსულტი, ინფარქტი, სეფსისი, ინფექციური პათოლოგია და ა.შ);

● ახალი სადიაგნოზო, სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო რეკომენდაცია (გაიდლაინი), მეთოდი ან ტექნოლოგია, რომელიც პროგრამის ავტორმა მოიძია სამეცნიერო-პროფესიული ლიტერატურის და ინფორმაციის სხვა წყაროების შესწავლის საფუძველზე, ანდა თავად აითვისა;

● ცალკეულ სპეციალობათა მიხედვით ექიმის პროფესიული საქმიანობის ისეთი სფეროების იდენტიფიცირება, სადაც აუცილებელია ცოდნისა და უნარ-ჩვევების პერიოდული განმტკიცება - განახლება (მაგ., კარდიოპულმონური რეანიმაციის ალგორითმი და ჩვევები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში, კრიტიკული მედიცინის განყოფილებებში, ინტენსიური თერაპიის ბლოკებში მომუშავე ექიმებისთვის; აღნიშნული საკითხებში მზადება შეიძლება რეკომენდებული იყოს ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ);

● სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისას ექიმთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებში გამოვლენილი ან ჩვეული ნაკლის მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტები;

● დიპლომის შემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს რეკომენდაციები ამა თუ იმ საკითხის აქტუალობის შესახებ;

● პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციები ამა თუ იმ საკითხის აქტუალობის შესახებ;

● უსგ წინა ციკლების მონაწილეთა მიერ პროგრამის შეფასებისას დაფიქსირებული აქტუალური საკითხები (მსმენელთა გამოკითხვა);

● ექიმების გამოკითხვის შედეგები წინასწარ შემუშავებული კითხვარის გამოყენებით (დაწესებულებაში, რეგიონში).

6. სწავლების მეთოდები:

● პროგრამის განხორციელების ზუსტი განრიგი (ლექციების, პრაქტიკული საქმიანობის, განხილვების, დისკუსიების და სხვ. თანმიმდევრობა და ხანგძლივობა);

● ინფორმაციის მიწოდების რა ფორმა გამოიყენება (ლექცია, აუდიო-ვიდეომასალა);

● სწავლების რა ინტერაქტიური მეთოდები გამოიყენება (დისკუსია, კონკრეტული შემთხვევების კლინიკური გარჩევები, წინასწარ მიცემული დავალების საფუძველზე მომზადებული მსმენელთა მოკლე მოხსენებები და სხვა);

● გამოყენებული სადემონსტრაციო მასალის ტიპები (უნარ-ჩვევების სრულყოფა/ათვისებისათვის საჭირო მულაჟები და სხვ.).

7. პროგრამის განხორციელებისათვის არსებული რესურსები

● ტექნიკური რესურსები (ფართობი, აღჭურვილობა, სადემონსტრაციო მასალა);

● ადამიანური რესურსები:

٧ პედაგოგების რაოდენობა;

٧ პედაგოგების სპეციალობა;

٧ პედაგოგების კვალიფიკაცია (გავლილი აქვს ტრეინინგი, სტაჟირება, არის ადგილობრივი ან უცხოური ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელი, აქვს სამეცნიერო ხარისხი, წოდება, პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება და ა.შ.);

٧ ორგანიზაციული და ადმინისტრაციული სტრუქტურა (უსგ პროგრამების დაგეგმვაზე, მართვაზე, ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი სტრუქტურები და პირები).

8. გამოყენებული მასალა, ლიტერატურა და ა.შ.

● მსმენელთათვის მისაწოდებელი ინფორმაციის ანოტაცია, ძირითადი თეზისები;

● ინტერაქტიური მუშაობის დროს გამოყენებული მასალა (კლინიკური შემთხვევები და სხვა);

● შეფასების დროს გამოყენებული მასალა (მაგ., ტესტკითხვარები, ჩვევების შეფასების კრიტერიუმები);

● გამოყენებული სადემონსტრაციო მასალის ნიმუშები;

● მსმენელთათვის დასარიგებელი ნაბეჭდი მასალის ჩამონათვალი და ნიმუშები (ასეთის არსებობისას);

● გამოყენებული ლიტერატურა;

● ხომ არ არის პროგრამა მომზადებული რომელიმე სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო სათანადოდ აკრედიტებული უსგ პროგრამის ბაზაზე, ან ხომ არ გამოიყენება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული უსგ პროგრამა.

9. პროგრამის ეფექტურობის შეფასების გზები

● კურსის გავლამდე მასალის ცოდნის და კურსის გავლის შემდეგ მიწოდებული მასალის ათვისების შეფასების მეთოდოლოგია (მათ შორის, ტესტური კითხვარების საშუალებით; ტესტკითხვარი თან უნდა ერთვოდეს);

● პრაქტიკული ჩვევების დაუფლების შეფასების მეთოდოლოგიის აღწერა;

● მსმენელების მიერ პროგრამის ანონიმური შეფასება სპეციალური კითხვარის შევსების გზით (ფასდება პროგრამის აქტუალურობა, სასწავლო მასალები, ლექტორები, აღჭურვილობა და სხვა).

10. ხანგრძლივობა, ჩატარების დრო და ადგილი

● პროგრამის ხანგრძლივობა და ხანგრძლივობის დასაბუთება;

● პროგრამის ჩატარების დადგენილი თარიღები;

● პროგრამის ჩატარების სავარაუდო თარიღები.

11. მსმენელთა მონაწილეობის დოკუმენტირების მეთოდები

● მსმენელთა სიის ფორმა, რომელიც დამოწმებულია პროგრამის ხელმძღვანელის მიერ;

● მსმენელთა დასწრების აღრიცხვის ფორმა;

● წინასწარი, შუალედური და დასკვნითი შეფასების (მათ შორის, ტესტური შეფასების) ფორმები (შუალედური შეფასება - პროგრამის განმახორციელებლის სურვილისამებრ).

12. რამდენად თავისუფალია უსგ პროგრამა კომერციული ზეგავლენისა და ტენდენციურობისაგან:

● მითითებული უნდა იყოს, თუ იგეგმება რომელიმე კომპანიის (სპონსორის) მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა. ეს უკანასკნელი დასაშვებია, მაგრამ მან ზეგავლენა არ უნდა იქონიოს პროგრამის ფორმაზე და შინაარსზე. კომერციული მასალა არ უნდა იყოს გამოფენილი ან გავრცელებული უშუალოდ უსგ პროცესში (მაგალითად, მასალა შეიძლება გამოიფინოს ფოიეში, კორიდორში და არა სასწავლო ოთახში). კომპანიის წარმომადგენელი შეიძლება ესწრებოდეს უსგ კურსს, მაგრამ უსგ პროგრამის წარმართვის პერიოდში არ უნდა იყოს დაკავებული პროდუქციის რეკლამირებით, გაყიდვით და ა.შ.;

● უსგ პროგრამის დამფინანსებელი არ უნდა მონაწილეობდეს უშუალოდ პროგრამის შემუშავებაში; მან შეიძლება დააფინანსოს მასალების მომზადება; სასწავლო მასალა რაიმე სახით არ უნდა უწყობდეს ხელს სპონოსორის კომერციული ინტერესების დაკმაყოფილებას.

13. უსგ პროგრამაში მონაწილეობის ფასი და პროგრამის დაფინანსება:

● მსმენელისათვის პროგრამაში მონაწილეობის საფასური;

● აფინანსებს თუ არა პროგრამის შემუშავებას და/ან განხორციელებას მესამე მხარე.

დანართი 6

მსმენელის მიერ უსგ პროგრამის ანონიმური შეფასების კითხვარი

მსმენელის მიერ პროგრამის შესაფასებელი კითხვარი უნდა მოიცავდეს ქვემოთ მოცემულ კითხვებს. ამასთან, თითოეული კითხვა უნდა შეფასდეს ხუთბალიანი სკალით, რომელშიც “1” ქულა არის მინიმალური, ხოლო “5” _ მაქსიმალური.

1.    როგორ აფასებთ პროგრამას ზოგადად (მთლიანობაში)?

2.    როგორ აფასებთ პროგრამის აქტუალურობას?

3.    როგორ აფასებთ პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი მასალის შესაბამისობას პროგრამის მიზნებთან და ამოცანებთან?

4.    როგორ აფასებთ პროგრამაში გამოყენებული მეთოდების (ლექცია, სემინარი, შემთხვევის გარჩევა, კლინიკაში ვიზიტი, ჩვევების დემონსტრირება, მუშაობა მულაჟებზე და სხვა) შესაბამისობას პროგრამის მიზნებთან და ამოცანებთან?

5.    როგორ აფასებთ პედაგოგების/”ტრენერების” საქმიანობას (ინფორმაციის მოწოდების, ახსნის, პრაქტიკული ჩვევების დემონსტრირების უნარი)?

6.    როგორ აფასებთ გამოყენებულ სადემონსტრაციო/საილუსტრაციო მასალას?

7.    როგორ აფასებთ პროგრამის პროცესში გამოყენებულ ტექნიკურ (ფართობი, აღჭურვილობა) რესურსებს?

8.    რამდენად გაამართლა პროგრამამ თქვენი მოლოდინი, რომელიც გაგიჩნდათ პროგრამის შესახებ ინფორმაციის (პროგრამის მიზანი, ამოცანები) მიღების შემდეგ?

9.    რამდენად გააუმჯობესებს თქვენ საქმიანობას პროგრამა?

10.  სხვა კომენტარები: ----------------------------------------------------------------------

გთხოვთ მიუთითოთ, რა საკითხებზე ისურვებდით უსგ პროგრამებში მონაწილეობას

თითოეული კითხვის შემდეგ მოცემული უნდა იყოს სკალა 1-დან 5-მდე, რათა მსმენელს შეეძლოს მისთვის სასურველი რიცხვის აღნიშვნა.

პროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაამატოს სხვა კითხვები (ან ცალკე კითხვარი).

დანართი 7

უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამის მსმენელთა სიის ფორმის ძირითადი ელემენტები

უსგ პროგრამის მსმენელთა სია უნდა მოიცავდეს შემდეგს:

1.    სახელი, გვარი;

2.    საექიმო სპეციალობა;

3.    სამუშაო ადგილი: დაწესებულება, თანამდებობა, დაწესებულების ზუსტი მისამართი;

4.    საცხოვრებელი ადგილი (ზუსტი მისამართი);

5.    დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა);

პროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაამატოს სხვა პუნქტებიც.

დანართი 8

სერტიფიკატის გაცემის რეგისტრაციის ფორმა

სერტიფიკატის გაცემის რეგისტრაციის ფორმა უნდა მოიცავდეს:

1.    სერტიფიკატის მფლობელის ვინაობას;

2.    სერტიფიკატის გაცემის თარიღს;

3.    სერტიფიკატის მფლობელის ხელმოწერას;

4.    სერტიფიკატის გამცემის ხელმოწერას;

5.    დამოწმების თარიღს.

ქვემოთ მოცემულია ფორმის სავარაუდო ნიმუში

N

სახელი, გვარი

სერტიფიკატის გაცემის თარიღი

სერტიფიკატის მფლობელის ხელმოწერა

სერტიფიკატის გამცემის ხელმოწერა

1.

2.

3.

სერტიფიკატის რეგისტრაციის ფორმის დამოწმების თარიღი:-----------------------------

პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა:               ----------------------------------

ორგანიზაციის ბეჭედი:

დანართი 9

უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამების მომწოდებლებისათვის კრედიტსაათების მინიჭების კრიტერიუმები; პროგრამების აკრედიტაციის, მათი ჩატარების შესახებ შეტყობინების ვადები; პროგრამაში ექიმის წარმატებული მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები

1. პროგრამის ავტორებს კრედიტსაათები მიენიჭება აკრედიტაციისთანავე.

2. პროგრამის ჩატარების შემდეგ ავტორებს განმეორებით, ხოლო განმახორციელებლებს პირველად მიენიჭებათ კრედიტსაათები. ორივე შემთხვევაში კრედიტსაათების რაოდენობა განისაზღვრება პროგრამის აკრედიტაციის პროცესში პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი კრედიტსაათების ოდენობით.

3. უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამების აკრედიტაციის და მათი ჩატარების შესახებ შეტყობინების ვადები:

ა.)    პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვროს 2 თვით.

ბ.)   პროგრამის ჩატარების თარიღის და ადგილის შესახებ ეცნობოს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

4. უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებულ პროგრამებში ექიმის წარმატებული მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმებია:

ა.)    აკრედიტებულ უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებულ პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის და შესაბამისი კრედიტსაათების მისაღებად ექიმმა (მსმენელმა) პროგრამის ბოლოს წარმატებით უნდა გაიაროს დასკვნითი შეფასება.

ბ.)   პროგრამის ათვისების დასკვნითი შეფასება აუცილებლად უნდა მოიცავდეს კითხვარს. კითხვარი წარმატებით შევსებულად ჩაითვლება, თუ სწორად გაცემული პასუხების რაოდენობა აღემატება 75%-ს.

გ.)   პროგრამის დასკვნითი შეფასება საჭიროებისას შეიძლება მოიცავდეს სხვა სახის შეფასებასაც (მაგ. გარკვეული ამოცანის გადაჭრა, პრაქტიკული ჩვევების დემონსტრაცია და სხვა).

       დანართი 10

უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების მინიჭების კრიტერიუმები

1. სამედიცინო მეცნიერებაში სამეცნიერო ხარისხის მოპოვების შემთხვევაში  სერტიფიცირებულ ექიმს ენიჭება 1(პირველი) კატეგორიის უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათები შემდეგი ოდენობით:

სამეცნიერო ხარისხი

კრედიტსაათების რაოდენობა

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

50

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

100

2. თითოეული სამეცნიერო ხარისხის მოპოვების საფუძველზე გაცემული უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათები სერტიფიცირებულ ექიმს სერტიფიკატის ვადის გაგრძელებისათვის („რესერტიფიკაციისათვის”) ჩაეთვლება მხოლოდ ერთხელ.

3. თუ სამეცნიერო ხარისხი დაცულია უცხო ქვეყანაში, უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათები გაიცემა აღნიშნული სამეცნიერო ხარისხის საქართველოში ნოსტრიფიკაციის შემთხვევაში.

4. მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს ან კლინიკური  რეკომენდაციების (“გაიდლაინი”) მომზადებისათვის სერტიფიცირებულ ექიმს ენიჭება 1 (პირველი) კატეგორიის უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათები, თუ ის:

ა) საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულია სახელმძღვანელოდ ან დამხმარე სახელმძღვანელოდ უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებისათვის;

ბ) დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ ან დამხმარე სახელმძღანელოდ დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი სამედიცინო განათლებისათვის;

გ) მომზადებულია სახელმძღვანელოდ ან დამხმარე სახელმძღვანელოდ შემდეგი დაწესებულებების მიერ:

გ.ა) თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

გ.ბ) ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

გ.გ) საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია;

დ) ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახელმძღვანელო დოკუმენტია.

5. ყველა სხვა შემთხვევაში მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს ან კლინიკური რეკომენდაციის გამოცემისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების მინიჭების საკითხს წყვეტს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭო, შესაბამისი პროფილის სამეცნიერო კვლევითი ცენტრ(ებ)ის და/ან პროფესიული ასოციაცია(ებ)ის წარდგინების საფუძველზე.

6. მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს მომზადებისათვის მინიჭებული იქნება უსგ 100 (ასი) კრედიტსათი, ხოლო დამხმარე სახელმძღვანელოსა და კლინიკური რეკომენდაციის მომზადებისათვის 50 (ორმოცდაათი) კრედიტსაათი.

7. მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და კლინიკური რეკომენდაციის მომზადებისათვის მიღებული კრედიტსაათები სერტიფიცირებულ ექიმს სერტიფიკატის ვადის გაგრძელებისათვის (“რესერტიფიკაციისათვის”) ჩაეთვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონოგრაფია/სახელმძღვანელო გამოცემულია “წინა” სერტიფიკატის მიღების თარიღის შემდეგ.

8. თუ მონოგრაფიას, სახელმძღანელოს და კლინიკურ რეკომენდაციას რამდენიმე ავტორი ჰყავს, კრედიტსაათები მიენიჭება იმ ავტორებს, რომელიც მითითებული იქნება პირველი ავტორის მიერ წარმოდგენილ განაცხადში.

9. სამეცნიერო ნაშრომის (სტატიის) გამოქვეყნებისათვის სერტიფიცირებულ ექიმს ენიჭება I (პირველი) კატეგორიის უწყვეტი სამედიცინო განათლების 15 (თხუთმეტი) კრედიტსაათი, თუ ნაშრომი გამოქვეყნებულია:

ა) პერიოდულ გამოცემაში, რომელიც შეტანილია საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს (სეს) მიერ დამტკიცებულ ჩამონათვალში;

ბ) პერიოდულ გამოცემაში, რომელიც რეკომენდებულია დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ.

10. უცხო ქვეყანაში სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისათვის სერტიფიცირებულ ექიმს ენიჭება I (პირველი) კატეგორიის უწყვეტი სამედიცინო განათლების 30(ოცდაათი) კრედიტსაათი, თუ ნაშრომი შესულია ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზაში (MEDLINE);

11. სამეცნიერო ნაშრომის (სტატიის) გამოქვეყნებისათვის მიღებული კრედიტსაათები სერტიფიცირებულ ექიმს სერტიფიკატის ვადის გაგრძელებისათვის („რესერტიფიცირებისათვის“) ჩაეთვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტატია გამოქვეყნებულია „წინა“ სერტიფიკატის მიღების თარიღის შემდეგ.

12. თუ სტატიას რამდენიმე ავტორი ჰყავს, კრედიტსაათები მიენიჭება იმ ავტორებს, რომლებიც მითითებული იქნებიან პირველი ავტორის მიერ წარმოდგენილ განაცხადში.

დანართი 11

უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამების, სხვა ფორმების აკრედიტაციასთან, აგრეთვე პროგრამების განხორციელებასთან და კრედიტსაათების მინიჭებასთან დაკავშირებული საბუთების შენახვის ვადები და შენახვაზე პასუხისმგებელი პირების ნუსხა

საბუთის დასახელება

შენახვის ვადა

შენახვაზე პასუხისმგებელი პირი

სააკრედიტაციოდ წარმოდგენილი საბუთები

ა)აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში;

ბ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში 6 თვის განმავლობაში ან აპელაციის შედეგების დამტკიცებამდე;

დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს უსგ სააკრედიტაციო ან სააპელაციო ქვეკომისია

უსგ პროგრამის ჩატარების ამსახველი საბუთები

პროგრამის ჩატარების თარიღიდან 5 წლის განმავლობაში

უსგ პროგრამების განმახორციელებელი

უსგ პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

მომდევნო სერტიფიცირებამდე

სერტიფიკატის მფლობელი

უსგ სხვა ფორმებში მონაწილეობისათვის კრედიტსაათების მინიჭებასთან დაკავშირებული საბუთები

კრედიტსაათების მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში

დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს უსგ სააკრედიტაციო ქვეკომისია

სხვა

5 წელი

-

[1] რეკომენდაცია, მეთოდი ან ტექნოლოგია შეიძლება აღიარებული იყოს ავტორიტეტული საერთაშორისო  ორგანიზაციის (მაგ., საერთაშორისო პროფესიული ასოციაციები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა) ან იმ ქვეყნების ნაციონალური ორგანოს (მაგ., პროფესიული ასოციაცია ან სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია სამედიცინო მომსახურების ხარისხზე) მიერ, სადაც სამედიცინო მეცნიერების დონე და სამედიცინო მომსახურების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება (მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, კანადა და სხვა).