„ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 24/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 470200000.10.003.023915
82
27/02/2023
ვებგვერდი, 27/02/2023
470200000.10.003.023915
„ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №82

2023 წლის 27 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, 470200000.10.003.023808) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგია, წესი და პირობები):

1. მეორე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეფერენტული ფასწარმოქმნა – ფიქსირებული ან მაქსიმალური ფასის დადგენა, ამ დადგენილების შესაბამისად;“.

2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21. ვადების განსაზღვრა

1. ამ დადგენილებით განსაზღვრული თვეებით გამოსათვლელი ვადის დინება იწყება შესაბამისი ფაქტის/გარემოების დადგომის დღიდან და გასულად ჩაითვლება უკანასკნელი თვის იმავე რიცხვიდან. თუ უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს.

2. ამ დადგენილებით საპრეტენზიო განაცხადის წარსადგენად განსაზღვრული კალენდარული დღეების გაანგარიშება ხდება გამოქვეყნების დღის მომდევნო დღიდან და აითვლება ბოლო კალენდარული დღის ჩათვლით. ამასთანავე, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, „დღე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მაღალი საზოგადოებრივი ან/და სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტ(ებ)ზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს ექსპერტული შეფასების საფუძველზე.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50 ლარი ან მეტია – მას ემატება 15% დარიცხვა, მაგრამ არაუმეტეს 60 ლარისა;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ამ დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ან/და სახელმწიფოებრივი ინტერესიისა და ექსპერტული შეფასების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტ(ებ)ზე შესაბამისი საბითუმო სარეალიზაციო ფასის შემოღების/განსაზღვრისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგების შესახებ;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტის), სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ორი პროფესიული პროფილის დამოუკიდებელი წევრი (ფარმაკოლოგი და ფარმაცევტი), აგრეთვე  სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი.“.

6. მე-13 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომისიის მიერ შესაძლებელია აგრეთვე განისაზღვროს ფარმაცევტულ პროდუქტზე დადგენილი ფასის (მათ შორის, განახლებული ფასის)  ძალაში შესვლის განსხვავებული ვადები და პირობები.“.

7. მე-15 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფასების კატალოგში აქვეყნებს იმავე ან განახლებულ ფასს. განახლებული ფასი ძალაში შედის ფასების კატალოგში გამოქვეყნებიდან  1 თვის ვადაში.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომისიის მიერ შესაძლებელია აგრეთვე განისაზღვროს ამ მუხლისაგან განსხვავებული ვადა და წესი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 24 თებერვლიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი