„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24/2023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016678
24/2023
27/02/2023
ვებგვერდი, 27/02/2023
010210010.15.008.016678
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №24/2023

2023 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2023, 010210010.15.008.016661):

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციის მინიჭება კომისიის წევრებისთვის ხორციელდება ამ დანართის მე-8 მუხლით დადგენილი წესით და ვადაში.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენით ამომრჩეველი მიდის ძირითად საარჩევნო ყუთთან და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ათავსებს საარჩევნო ბიულეტენს ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ აპარატში. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ვერ ახერხებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით აპარატში ბიულეტენის მოთავსებას, მას შეიძლება დაეხმაროს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი/სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველი პირი;“.

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ საარჩევნო უბანში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება და ამავდროულად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 1500-ს აღემატება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამ შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესი განხორციელდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის  წევრების მიერ.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეცჯგუფის წევრების მიმართ ვრცელდება საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 და 61 პუნქტებით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დადგენილი შეზღუდვები, გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონის ვალდებულებისა. სპეცჯგუფის წევრების შერჩევის პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს ამ მუხლის 71 პუნქტით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-75 პუნქტები:

„71. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ თავისი ხელმოწერით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრა ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების თანდასწრებით. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ.

72. საარჩევნო უბანში ერთზე მეტი გადასატანი საარჩევნო ყუთის გამოყენების შემთხვევაში:

ა) ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესი განხორციელდება წილისყრით შერჩეული პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრის მიერ;

ბ) დანარჩენი გადასატანი საარჩევნო ყუთის/ყუთების მეშვეობით ხმის მიცემის პროცესი განხორციელდება სპეცჯგუფის 2-2 წევრთან ერთად, ასევე წილისყრით შერჩეული პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის დამატებით თითო-თითო წევრის მიერ;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის 73 პუნქტით დადგენილი წესით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა, პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთაგან, წილისყრით გამოავლენს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრსა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადასატანი საარჩევნო ყუთის/ყუთების წამღები კომისიის დამატებით თითო-თითო წევრს.

73. გადასატანი საარჩევნო ყუთის/ყუთების წამღები კომისიის წევრების გამოვლენის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრების შესაბამისი რაოდენობის წილისყრის ფურცლებს და აღნიშნავს მათზე პარტიების მიერ დანიშნული კომისიის ყველა წევრის სახელსა და გვარს. აღნიშნულ ფურცლებს ამოწმებს თავისი ხელმოწერით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა;

ბ) ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სათითაოდ იღებს. თავდაპირველად გამოვლინდება №1 გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი, შემდგომ – №2 გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 1 წევრი, რომელიც დაემატება სპეცჯგუფის 2 წევრს და ა.შ.

74. ამ დანართის 72 პუნქტით გათვალისწინებულ წილისყრას უნდა ესწრებოდნენ პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. კომისიის წევრების გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს წილისყრის ჩატარების დამაბრკოლებელ გარემოებას.

75. წილისყრის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს აქტს, რომელშიც შეიტანება წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგები. აქტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კენჭისყრის დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს ჩაწერს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის შესაბამის გვერდზე.“;

ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად საარჩევნო უბნის გახსნისას ჩასატარებელ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“;

ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ჩატარებული კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (საჭიროების შემთხვევაში), ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი პროცედურების დაცვით, ათავსებს საარჩევნო ბიულეტენებს ძირითად საარჩევნო ყუთში/ყუთებში იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, ხორციელდება ხმის დათვლის პროცედურები.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი