„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 06/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.023903
70
21/02/2023
ვებგვერდი, 21/02/2023
010240030.10.003.023903
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №70

2023 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 010240030.10.003.020789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიზნებისთვის, სამინისტროს მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირები.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი;“;

გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტი;“.

2. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 81. ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო, წამლისა და ფარმაცევტულ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების  შემუშავება და მართვა;

ბ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინების) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;

გ) ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მარეგულირებელი მექანიზმებისა და ნორმების შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;

დ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, კომპეტენციის ფარგლებში, მისი მონიტორინგი და შეფასება;

ე) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისა და ჯანმრთელობის ანგარიშების სისტემის მომზადება;

ვ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მარეგულირებელი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;

ზ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, დონორ ორგანიზაციებთან/ საერთაშორისო პარტნიორებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;

თ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში, საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეფასების/ანალიზის და სტრატეგიული დოკუმენტების, მარეგულირებელი მექანიზმებისა და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;

ი) ციფრული ჯანდაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფის მარეგულირებელი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა;

კ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული რეგულირების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა;

ლ) სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომ განათლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის შემუშავება/სრულყოფა;

მ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკისა და რეგულირების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა;

ნ) პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკისა და რეგულირების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა.“.

3. 85 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 86 მუხლი:

მუხლი 86. სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტი

სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა მოსახლეობის  შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და საქმიანობის კოორდინაცია, აგრეთვე დევნილთა, ეკომიგრანტთა სოციალური დაცვისა და განსახლების, საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის ხელშეწყობისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. ამ მიზნით, სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სოციალური დაცვის მიმართულებით დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა.ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;

ა.ბ) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებების სუპერვიზია და მონიტორინგი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსარგებლეთა უფლებების დაცვის მიზნით;

ა.გ) სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, კომპეტენციის ფარგლებში, მისი მონიტორინგი და შეფასება;

ა.დ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქტების შემუშავება და სრულყოფა;

ა.ე) შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების სფეროში, ასევე სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ა.ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების  ხელშეწყობა;

ა.ზ) სოციალური დაცვის სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, დონორ ორგანიზაციებთან/ საერთაშორისო პარტნიორებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;

ბ) შრომის, დასაქმებისა და შრომითი მიგრაციის რეგულირების მიმართულებით დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ბ.ა) შრომისა და დასაქმების მიმართულებით:

ბ.ა.ა) შრომისა და დასაქმების, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, კომპეტენციის ფარგლებში, მისი მონიტორინგი და შეფასება;

ბ.ა.ბ) შრომისა და დასაქმების,  მათ შორის, შრომის უსაფრთხოებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ.ა.გ) შრომისა და დასაქმების სფეროში მოქმედი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, წინადადებების შემუშავება;

ბ.ა.დ) სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;

ბ.ა.ე) კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის მექანიზმის დახვეწა და ეფექტიანობის ამაღლება;

ბ.ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში (დამოუკიდებელ მედიატორთა ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში), კოლექტიური შრომითი დავის დროს მოდავე მხარეებს შორის მედიაციის პროცესის წარმართვა;

ბ.ა.ზ) შრომისა და დასაქმების სფეროში საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი; სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება/წარდგენა;

ბ.ა.თ) შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის (პროფორიენტაცია, პროფკონსულტირება, დასაქმებაში დახმარება) განვითარების მხარდაჭერა;

ბ.ა.ი) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის განმახორციელებელი სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

ბ.ა.კ) შრომისა და დასაქმების სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, დონორ ორგანიზაციებთან/ საერთაშორისო პარტნიორებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;

ბ.ა.ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შრომისა და დასაქმების სფეროში შესაბამის ინსტიტუტებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ბ.ბ) შრომითი მიგრაციის რეგულირების მიმართულებით:

ბ.ბ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, კომპეტენციის ფარგლებში, მისი მონიტორინგი და შეფასება;

ბ.ბ.ბ) შრომითი მიგრაციის სახელმწიფო რეგულირების სრულყოფის წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ.ბ.გ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი, კანონიერი დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება;

ბ.ბ.დ) ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმების პროექტების მომზადება;

ბ.ბ.ე) ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

ბ.ბ.ვ) შრომითი მიგრაციის სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, დონორ ორგანიზაციებთან/ საერთაშორისო პარტნიორებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;

ბ.ბ.ზ) შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი ბაზისა და, საჭიროებისამებრ, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება;

ბ.ბ.თ) საზღვარგარეთ დროებით, ლეგალურად დასაქმების სახელმწიფოთაშორისი სქემების იმპლემენტაციის პროცესში ჩართული, სამინისტროს შესაბამისი ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; აღნიშნული სქემების განხორციელების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე წინადადებების მომზადება;

ბ.ბ.ი) საქართველოდან შრომითი ემიგრაციის რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება, საზღვარგარეთ დასაქმებული ემიგრანტების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზის შექმნის/განვითარების წინადადებების მომზადება;

ბ.ბ.კ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების ორგანიზების მიზნით, დასაქმების სექტორში კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის თაობაზე წინადადებების მომზადება; აღნიშნული სააგენტოების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშების მიღება, სისტემატიზაცია და ანალიზი;

ბ.ბ.ლ) ცირკულარული შრომითი მიგრაციის სქემებში მონაწილე, საქართველოში დაბრუნებული შრომითი მიგრანტების, ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების შემუშავება;

ბ.ბ.მ) შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და ცირკულარული შრომითი მიგრაციის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ბ.ბ.ნ) საქართველოში შრომითი იმიგრაციის რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება, დასაქმებული იმიგრანტების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზის შექმნის/განვითარების წინადადებების მომზადება;

ბ.ბ.ო) საქართველოში შრომითი მიგრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) მარეგულირებელი ნორმების აღსრულება; ასევე, კანონმდებლობით დადგენილი  ნორმების აღსრულების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

ბ.ბ.პ) შრომითი მიგრაციის სფეროში სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი;

ბ.ბ.ჟ) შრომითი მიგრაციის რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და მათი შემცირების წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

გ) დევნილთა და ეკომიგრანტთა, აგრეთვე ინტეგრაციის/რეინტეგრაციის მიმართულებით დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

გ.ა) დევნილთა და ეკომიგრანტთა, აგრეთვე ინტეგრაციის/ რეინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, კომპეტენციის ფარგლებში, მისი მონიტორინგი და შეფასება;

გ.ბ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საჭიროებების ანალიზი და მის საფუძველზე სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

გ.გ) დევნილთა განსახლების პოლიტიკის შემუშავება და მართვა;

გ.დ) „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის“ წარმოების წესის თაობაზე შესაბამისი პროექტის/წინადადებების შემუშავება და მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ.ე) ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების პოლიტიკის შემუშავება;

გ.ვ) დევნილთა და ეკომიგრანტთა სფეროში შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში შესაბამისი მარეგულირებელი აქტების შემუშავება და მათი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება;

გ.ზ) ეკომიგრანტთა სოციალური დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

გ.თ) დევნილთა და ეკომიგრანტთა, აგრეთვე ინტეგრაციის/რეინტეგრაციის სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, დონორ ორგანიზაციებთან/ საერთაშორისო პარტნიორებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;

გ.ი) კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი მიგრაციული პროცესების ანალიზი;

გ.კ) უცხოელთა ინტეგრაციის, დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული პირების (ეკომიგრანტების) განსახლებისა და სოციალური უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

გ.ლ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა და სხვა პირთა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო მექანიზმების შემუშავება და განხორციელების მონიტორინგი;

გ.მ) დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით, მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავება;

გ.ნ) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

გ.ო) შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პოლიტიკისა  და პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

გ.პ) დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისა და უცხოელთა ინტეგრაციის კუთხით, არსებული სახელმწიფო პოლიტიკის, სერვისებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ, უცხოელთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი პლატფორმების ორგანიზება და მართვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 6 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი