,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.017037
15/ნ
14/03/2023
ვებგვერდი, 14/03/2023
040030000.22.035.017037
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №15/ნ

2023 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 19/05/2021, 040030000.22.035.016875) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის:

1. პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვით, მათი მომსახურებითა და განვითარებით ხელი შეუწყოს სამინისტროს, მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მართვაში არსებული ორგანიზაციების (სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის  დაავადებათა  კონტროლისა  და  საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის  ეროვნული  ცენტრი; სსიპ   −   სახელმწიფო   ზრუნვისა   და   ტრეფიკინგის   მსხვერპლთა,   დაზარალებულთა   დახმარების სააგენტო; სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; სსიპ  − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის  სახელმწიფო სააგენტო;  სსიპ –  ჯანმრთელობის  ეროვნული  სააგენტო;  სსიპ −  შრომის ინსპექციის სამსახური; ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი; ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდი (შემდგომში − საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციები) მიზნებისა და ამოცანების მიღწევას;“;

ბ) „გ“„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო ინტეგრირებული სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროსა, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების სერვისების მართვის ინტეგრირებული ინფორმაციული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება;

ზ) სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების ინფორმაციული სისტემების ქვეყნის ელექტრონული მმართველობის სისტემებში ინტეგრაცია.“.

2. მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს,  საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის არქიტექტურის შემუშავება, მოწყობის, ექსპლუატაციის მოთხოვნების განსაზღვრა და არქიტექტურის პრაქტიკული განხორციელება; სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება, რესურსების ოპტიმიზაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;“;

ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო აპარატურის საჭიროებების (ამოცანებიდან გამომდინარე) განსაზღვრა, დანერგვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება სრული ციკლის საშუალებით − ბიზნესპროცესების ანალიზი, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ტესტირება, დანერგვა, მხარდაჭერა, გაუმჯობესება;“;

გ) „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ1)  ხელშეკრულებების (კონტრაქტების, მემორანდუმებისა და სხვა) დადება, რომლებიც უკავშირდება სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების საჭიროებებისათვის, სამინისტროს/სააგენტოს  ბალანსზე რიცხული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში (სერვერებზე) განთავსებული სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების მიერ  ადმინისტრირებადი ელექტრონული  ბაზებიდან  მონაცემების გაცემის  (მონაცემებზე დაშვება  და ა.შ.) და/ან  მონაცემების მიღების საკითხებს და/ან უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებში (კონტრაქტებს, მემორანდუმებსა და სხვა) შესატანი ცვლილებების შესახებ შეთანხმებებს. ასევე, იმ ხელშეკრულებების, კონტრაქტებისა და ა.შ.  დადება, რომლებიც  უკავშირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ და სსიპ – ,,მონაცემთა გაცვლის სააგენტოდან“, სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების საჭიროებებისათვის, მონაცემების მიღების საკითხებს და/ან უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებში (კონტრაქტებს, მემორანდუმებსა და სხვა) შესატანი ცვლილებების შესახებ შეთანხმებებს“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი