„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2627-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.018059
2627-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
220010000.04.001.018059
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, მიკრობანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) მიკრობანკი − სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში, მიკრობანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის;“;

დ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ არის კომერციული ბანკი ან მიკრობანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ნაწილი;“;

ე) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) სარეზერვო ფული – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე), ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის ან მიკრობანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული კომერციული ბანკის ან მიკრობანკის) ანგარიშებზე არსებული სახსრები ეროვნულ ვალუტაში;“;

ვ) „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) საბანკო ჯგუფი – იურიდიული პირებისგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა ერთობლიობა, რომლებიც არიან კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მათი სათავო საწარმო/საწარმოები, კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და მათი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ და, იმავდროულად, არიან ფინანსური ინსტიტუტები ან/და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები ან/და საბანკო ჰოლდინგები;

2) საბანკო ჰოლდინგი – იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ან აკონტროლებს კომერციულ ბანკს, მიკრობანკს;“;

ზ) „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ4) კონსოლიდირებული ზედამხედველობა – ზედამხედველობის პროცესი, რომელიც გულისხმობს საბანკო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის/კომერციული ბანკების, მიკრობანკის/მიკრობანკების ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბანკო ჯგუფის ნებისმიერი წევრისთვის ინდივიდუალურად ან/და საბანკო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად (გაერთიანებულად) საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებას და საზედამხედველო უფლებამოსილებების/ქმედებების განხორციელებას;“;

თ) „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) ადმინისტრატორი – კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს კომერციული ბანკის/მიკრობანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა (აღნიშნულ პირთა შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს კომერციული ბანკის/მიკრობანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო); საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლის შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ანდა ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სახელით აიღოს ვალდებულებები;“.

2. 171 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუდიტის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და ზედამხედველობს ეროვნული ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.“.

3. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ან რეზოლუციას ან ლიკვიდაციას, უფლება არა აქვთ, იყვნენ საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს დროებით ადმინისტრატორად, ლიკვიდატორად ან სპეციალურ მმართველად, აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამის ადმინისტრატორად ან პროგრამის ლიკვიდატორად. თუ ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის საზედამხედველო უფლებამოსილებას ან სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ან რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით. მას ასევე უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა ან რეზოლუცია, რომლის წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი არის მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი.“.

4. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის დააწესოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და რომელთა ეროვნულ ბანკში შენახვა შეიძლება სავალდებულო გახდეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით.“.

5. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.“.

6. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკზე, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაზე, რომლებსაც ეროვნულ ბანკში ანგარიშები აქვთ გახსნილი, გასცეს კრედიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი უზრუნველყოფით.“.

7. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. კომერციული ბანკების, მიკრობანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, სარეზოლუციო ფონდის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო სააგენტოს ანგარიშები ეროვნულ ბანკში

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეების, საპენსიო სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისთვის გახსნას ანგარიში − სარეზოლუციო ფონდი.“.

8. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკზე, ამ კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი.“.

9. 48-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით შესაძლებელია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის (მათ შორის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის) გამოყენების წესი და პირობები და მათი იურიდიული ძალა.“;

გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარავი თანხა არ აქვს, ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის აუცილებელი ხარჯების დასაფარავად გასცეს თანხა, რომელიც დაკმაყოფილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული თანხის გაცემისა და დაკმაყოფილების წესს ადგენს ეროვნული ბანკი.“.

10. 483 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არავის არ აქვს უფლება, მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მიკრობანკს უფლება აქვს, ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.“.

11. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 49. კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების (მათ შორის, კომერციული ბანკისთვის პირობითი ლიცენზიის) გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაწესებას, საზედამხედველო ზომებისა და სანქციების გამოყენებას;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკისა და მიკრობანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრეების, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ და სამართლებრივი აქტით დაუწესოს მათ დამატებითი მოთხოვნები;

დ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები შესაბამის ორგანოებს გადაეცემა;

ე) კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;

ვ) კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან გათავისუფლება; კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია;

ზ) კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის ნორმატიული აქტით დაადგინოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები, განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

თ) კომერციული ბანკისთვის პირობითი ლიცენზიის გაცემისას რისკების შესამცირებლად განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები, აგრეთვე პირობითი ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები;

ი) გამონაკლის შემთხვევებში „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა კომერციული ბანკის, მიკრობანკის ადმინისტრატორის დანიშვნაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა არაუმეტეს 6 თვისა;

კ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისგან;

ლ) განიხილოს და შეაფასოს კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული და წარდგენილი გაჯანსაღების გეგმა, აგრეთვე მოსთხოვოს მას გაჯანსაღების გეგმაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მ) კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადრეული ინტერვენციის ზომა, ხოლო მიკრობანკის მიმართ − „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ნ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები: საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, დამატებით დაუწესოს დასვენების დღეები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეები გამოაცხადოს საბანკო დღეებად; დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები ან/და გაათავისუფლოს შეზღუდვებისგან და განახორციელოს საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი სხვა ქმედება;

ო) ამ კანონის 55​1 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად და რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად დააწესოს გამარტივებული საზედამხედველო მოთხოვნები;

პ) თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;

ჟ) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის საქმიანობას ზედამხედველობა გაუწიოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე;

რ) განახორციელოს იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის რეგულირება და ზედამხედველობა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების დროებით ადმინისტრატორსა და ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი. ისინი ანგარიშვალდებული არიან ეროვნული ბანკის წინაშე. დროებით ადმინისტრატორსა და ლიკვიდატორზე გადადის კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას განუსაზღვროს კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი.

4. კომერციული ბანკი, მიკრობანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით შეიძლება გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადდეს.

5. ეროვნული ბანკი საერთაშორისო ფინანსური კომპანიის შემოწმებას ახორციელებს თავის მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, მხოლოდ იმ შეზღუდვების დაცვის შესამოწმებლად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისთვის არის დაწესებული.“.

 12. 491 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის მიზანია საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის/კომერციული ბანკების, მიკრობანკის/მიკრობანკების ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაადგინოს საბანკო ჯგუფის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მათ შორის, მოითხოვოს კომერციული ბანკის, მიკრობანკის მფლობელობის სტრუქტურის ან/და საბანკო ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა (გამარტივება), თუ სტრუქტურის სირთულე აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან/და საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას;

ე) საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის/კომერციული ბანკების, მიკრობანკის/მიკრობანკების ან/და საბანკო ჯგუფის ერთი წევრის ან/და კონსოლიდირებულად რამდენიმე წევრის მიმართ დაადგინოს:

ე.ა) მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები;

ე.ბ) ლიკვიდობის მოთხოვნები;

ე.გ) მსხვილი რისკებისა და ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესაბამისი მოთხოვნები;

ე.დ) სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა;

ე.ე) ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ე.ვ) კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ე.ზ) ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ე.თ) ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები;

ე.ი) სხვა, დამატებითი მოთხოვნები.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო ჯგუფის რისკებიდან გამომდინარე, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების ან/და შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში კომერციულ ბანკს, მიკრობანკს დაუწესოს მოთხოვნები ან/და გასცეს წერილობითი მითითებები.“.

13. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტი მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან არაუგვიანეს 1 ნოემბრისა აირჩევს 1 აუდიტორულ ფირმას (აუდიტორს) არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წლის ვადით.“.

14. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით ლიკვიდაციის ან დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში მყოფი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ;

ბ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.“.

15. 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი წესით დადგენილი ელექტრონული ანგარიშსწორების ანგარიშებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში განსაზღვრული ფორმატები და სტანდარტები კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას ინდივიდუალური წესით გადაეცემა. ისინი მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2627-XIმს-Xმპ