„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2604-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.05.001.020822
2604-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
220090000.05.001.020822
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 238) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი;“.

2. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, მიკრობანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი) ან სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი.

 2. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, თუ:

ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები ან ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია;

ბ) იგი იყო ფინანსური ინსტიტუტის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გადახდისუუნარო გახდა;

გ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის მიმართ;

დ) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის;

ე) მას არ აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ყოველწლიურად მოიწვიოს აუდიტორი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.

4. 101 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისას (გარდა ამ კანონის 102 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 10მუხლი:

„მუხლი 102. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა

1.     მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირია, უფლებამოსილია შეიცვალოს საქმიანობის საგანი და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უწყვეტად ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

3.  საქართველოს ეროვნული ბანკი  საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ დადებით გადაწყვეტილებასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი კომერციული ბანკი ან მიკრობანკი.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია განაგრძობს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2604-XIმს-Xმპ