„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2610-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.020827
2610-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
200020000.05.001.020827
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან მიკრობანკი;“.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემა, თუ მონაწილე არის კომერციული ბანკი ან მიკრობანკი;“; 

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ოპერატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე არის კომერციული ბანკი ან მიკრობანკი;“.

3. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საბროკერო კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და საკრედიტო საინფორმაციო ბიურო უფლებამოსილი არიან ამ კანონის შესაბამისად განახორციელონ გადახდის ინიციირების მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება.“.

4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტების, მე-17 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე.“.

5. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;“.

6. 202 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20​2. რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში გახსნილ ანგარიშზე წვდომა

1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, გახსნას საგადახდო ანგარიში კომერციულ ბანკში, მიკრობანკში და ჰქონდეს ამ საგადახდო ანგარიშით მომსახურებაზე წვდომა ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და პროპორციულ საფუძველზე. წვდომა უნდა უზრუნველყოფდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურებების შეუფერხებლად და ეფექტიანად განხორციელების საშუალებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წვდომაზე უარის თქმის შემთხვევაში კომერციული ბანკი, მიკრობანკი ვალდებულია უარის თქმიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და საფუძვლიანი დასაბუთება.“.

7. 481 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისას (გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც მხოლოდ ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ან/და „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას/მომსახურებებს ახორციელებს, და ამ კანონის 482 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) ხდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 482 მუხლი:

„მუხლი 482. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კომერციულ ბანკად, მიკრობანკად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაქმნა

1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირია, უფლებამოსილია შეიცვალოს საქმიანობის საგანი და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უწყვეტად ახორციელებს საგადახდო მომსახურებას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ დადებით გადაწყვეტილებასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის მიღების შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი განაგრძობს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით.“.

9. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 49. გამონაკლისი ამ თავის მოქმედებიდან

ამ თავის (გარდა ამ კანონის 482 მუხლისა) მოქმედება არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე, მიკრობანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2610-XIმს-Xმპ