დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2606-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 220050000.05.001.020829 |
|
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 220050000.05.001.018461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ამავე კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის. 3. ამ კანონის მიზანია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ამავე კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება, კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დანაზოგების წახალისება და ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემა – დეპოზიტორებს, კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული, ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობები; ბ) დეპოზიტორი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელსაც კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში აქვს დეპოზიტი; გ) დეპოზიტი – დეპოზიტორის ანგარიშზე რიცხული თანხები (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშზე რიცხული თანხები, ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნამდე დეპოზიტი), რომლებიც უნდა გადაიხადოს კომერციულმა ბანკმა ან მიკრობანკმა დეპოზიტორსა და კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სადაზღვევო შემთხვევა – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება;“; გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) მიკრობანკი – „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი;“; დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ფინანსური ინსტიტუტი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით.“. 3. მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის პირს სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ხელმძღვანელობის, აუდიტორის ან თანამშრომლის არამართლზომიერი ქმედების გამო გაიზარდა სააგენტოს საერთო ფინანსური ვალდებულება.“. 4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; ვ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ ინფორმაცია ამ კანონის მიზნებისთვის;“; ბ) „თ“−„ლ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს დეპოზიტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია; ი) შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კ) შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია; ლ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მიღებული კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორების მეშვეობით; ლ1) საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ან/და იგი გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის მეშვეობით;“; გ) „ნ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ1) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან;“. 5. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომერციული ბანკისა და მიკრობანკის სავალდებულო შენატანის ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა;“; ბ) „კ.ი“−„კ.ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; კ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; კ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციას;“. 6. მე-7 მუხლის მე-2−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და უმაღლესი ფინანსური, ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი. არ შეიძლება ის ბოლო 6 თვის განმავლობაში იყოს კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მოქმედი ან ყოფილი ადმინისტრატორი ან/და მას ჰქონდეს სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი. 3. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები და მიკრობანკები ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. კენჭისყრას ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი. 4. საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ასარჩევი პირის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს. კენჭისყრის ჩატარების დროსა და პროცედურებს კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებს აცნობებს საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამის თარიღამდე არაუგვიანეს 10 დღისა. 5. საბჭოს თითოეული დამოუკიდებელი წევრის ასარჩევად კენჭისყრა ინდივიდუალურად ტარდება. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების უფლებამოსილი წარმომადგენლები. თითოეულ კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს აქვს 1 ხმის უფლება. კენჭისყრა ჩატარდება, თუ მასში კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების 2/3 მონაწილეობს.“. 7. მე-8 მუხლის „ბ.ი“−„ბ.ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; ბ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; ბ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციას;“. 8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი 1. საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს არა აქვთ უფლება, იყვნენ კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. საბჭოს წევრის, სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს თანამშრომლის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრები არ შეიძლება იყვნენ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. 2. საბჭოს წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს არა აქვთ უფლება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღონ ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისგან თავიანთი ან იმ პირთა სახელით, რომლებთანაც მათ ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვთ.“. 9. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების ან მიკრობანკების აქტივებიდან მიღებული თანხები;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები.“. 10. მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. პირველადი შენატანი 1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ფონდში ერთჯერადად გადაიხადონ პირველადი შენატანი ფულადი ფორმით, 100 000 ლარის ოდენობით. 2. ახალი კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ფონდში პირველადი შენატანი გადაიხადონ შესაბამისი ლიცენზიის მიღებიდან 30 დღის ვადაში. მუხლი 13. რეგულარული სადაზღვევო შენატანი 1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ყოველთვიურად გადაიხადონ რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად. 2. რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს: ა) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; ბ) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. 3. რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. კომერციული ბანკი და მიკრობანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდიან ეროვნული ვალუტით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად. 5. სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა, კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ამტკიცებს შემდგომი წლისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის მეთოდოლოგია ყველა კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის უნდა იყოს საჯარო, ხოლო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შეფასება – კონფიდენციალური.“. 11. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ერთჯერადად, დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში, მიკრობანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში.“. 12. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპოზიტორს უფლება აქვს, მიიღოს თავისი დაზღვეული დეპოზიტი, კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით ან სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრის ფარგლებში.“; ბ) მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაზღვეული დეპოზიტის თანხა დეპოზიტორისთვის განისაზღვრება კომერციულ ბანკში, მიკრობანკში არსებული ყველა დაზღვეული დეპოზიტის საკრედიტო ნაშთების შეკრებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის დარიცხული პროცენტის ჩათვლით. 4. დეპოზიტორის სხვადასხვა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში არსებული დეპოზიტები დადგენილი ზღვრის ფარგლებში თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ცალ-ცალკეა დაზღვეული. 5. კომერციული ბანკების, მიკრობანკების შერწყმის შემთხვევაში მათი შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში არსებული, დადგენილი ზღვრის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტების ცალ-ცალკე ანაზღაურება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტის (ინსტრუქციის) შესაბამისად.“. 13. მე-18 მუხლის: ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები; ბ) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის კაპიტალის 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები; გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა შესაბამის კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დეპოზიტები;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იმ დეპოზიტორთა დეპოზიტები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში;“. 14. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო ანაზღაურებას გასცემს წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) მეშვეობით. სააგენტო უფლებამოსილია შეარჩიოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი (აგენტი ბანკი) და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით გახსნას შესაბამისი ანგარიშები ამ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში. დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით კომერციული ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) შერჩევის წესი განისაზღვრება და ანაზღაურების გაცემის ორგანიზების საკითხები წესრიგდება შესაბამისი ინსტრუქციით. 3. შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია სააგენტოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღის მდგომარეობით, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისი ინფორმაცია მისი გამოგზავნის დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.“. 15. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. ანაზღაურების გაცემის შემდეგ წარმოქმნილი ვალდებულებები 1. სააგენტოს მიერ დეპოზიტორზე ანაზღაურების გაცემის შემდეგ დეპოზიტორის მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, შემცირდება გაცემული ანაზღაურების ოდენობით. 2. სააგენტოს მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, გაიზრდება ამ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის დეპოზიტორებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობითა და შესაბამისი ხარჯებით, რომლებიც სააგენტომ ანაზღაურების გაცემის პროცესში გასწია. 3. დეპოზიტორებზე ანაზღაურების გაცემისას კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ სააგენტოს მოთხოვნები დაკმაყოფილდება, შესაბამისად, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგითობით. მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება.“. 16. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება 1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, სააგენტოს დებულება, ინსტრუქცია, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და აუდიტორის ანგარიში. 2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან მოქმედ ან პოტენციურ დეპოზიტორს ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად მიაწოდონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტების შესახებ, ინფორმაცია დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის შესახებ. 3. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად, ელექტრონულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ. 4. სააგენტოს თანამშრომლებს, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და მათ თანამშრომლებს არა აქვთ უფლება, დაუშვან ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია. 5. სააგენტოში არსებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან მისი კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაბამის კომერციულ ბანკს, მიკრობანკს (აგენტ ბანკს) და ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს, რომლის წევრიც არის სააგენტოს უფროსი. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.“. 17. 22-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს ანგარიშგების აუდიტსა და ფონდის აქტივების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული აუდიტორი. 3. სააგენტოსთვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმას, რომელმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი. 4. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნა საჯაროა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.“. 18. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. სანქციები 1. ამ მუხლით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები: ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააკისროს ფულადი სანქცია. 2. კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს შეიძლება დაეკისროს ფულადი სანქცია, თუ იგი: ა) დეპოზიტორებს ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად არ მიაწვდის ინფორმაციას დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 1 000 ლარი; ბ) სააგენტოს შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით არ წარუდგენს ზუსტ ინფორმაციას დეპოზიტების შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 10 000 ლარი; გ) ამ კანონითა და შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის პირველად შენატანს, რეგულარულ სადაზღვევო შენატანს ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს. ფულადი სანქციის ოდენობაა გადასახდელი თანხის 0.06% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. 3. კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ გამოსაყენებელი სანქციის სახე თანხმდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან. 4. ამ მუხლის შესაბამისად კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის დაკისრებული ფულადი სანქციების თანხები მიიმართება ფონდში. 5. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი სანქციის თანხის გადახდა კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს არ ათავისუფლებს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისგან. 6. კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესი, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა და მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი განისაზღვრება შესაბამისი ინსტრუქციით.“. მუხლი 2. 2023 წლის 1 ივლისამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 22 თებერვალი 2023 წ. N2606-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები