„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 15/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018270
15/ნ
22/02/2023
ვებგვერდი, 23/02/2023
430210000.22.022.018270
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №15/ნ

2023 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით (სსმ, N14, 05/02/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.014168) დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება, გარდა სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისა.“.

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი  შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. აღნიშნული არ ვრცელდება სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე, რომელსაც სტატუსი შეუჩერდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით. თუ დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება ან თუ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტს შეუწყდა სტატუსი, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

3. 52 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმით, ავტორიზაციის გაუქმებით ან ავტორიზაციის ვადის გასვლით, ასევე, დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით, აკრედიტაციის გაუქმებით ან აკრედიტაციის ვადის გასვლით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, შესაბამისი გარემოების დადგომიდან მხოლოდ ერთხელ, რიგგარეშე მობილობა ტარდება გამარტივებული წესით: “;

4. მე-10 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წლამდე.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ წესის მე-3 მუხლის 41 და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დათქმა სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან დაკავშირებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8917 მუხლის შესაბამისად, არ ვრცელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N1612-VIIIმს-Xმპ;  06/06/2022) ამოქმედებამდე სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ მახარაშვილი