დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2617-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 080090020.05.001.020826 |
|
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება;“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.პ“ ქვეპუნქტი: „ა.პ) მიკრობანკი;“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურებაზე. 9. ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდებისას მასზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელების ვალდებულება.“. 3. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;“. 4. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მიზნებისთვის საკორესპონდენტო ურთიერთობა არის ერთი კომერციული ბანკის, მიკრობანკის (კორესპონდენტის) მიერ მეორე კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისთვის (რესპონდენტისთვის) საბანკო მომსახურების გაწევა საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნით და მასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების შესრულებით, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის მსგავსი საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ფულადი სახსრების გადარიცხვას, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას უკავშირდება.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 22 თებერვალი 2023 წ. N2617-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები