„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018268
13/ნ
22/02/2023
ვებგვერდი, 23/02/2023
430030000.22.022.018268
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №13/ნ

2023 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 02.07.2021; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.018042) დამტკიცებულ „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე და 33-ე პუნქტები:

,,32. ამ წესის შესაბამისად ჩარიცხულად ჩაითვალოს და პროფესიული განათლების მართვის სისტემაში პროფესიული სტუდენტის სტატუსი მიენიჭოს ამ წესის ამოქმედებიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ ყველა პროფესიულ სტუდენტს, რომლის ჩარიცხვა განხორციელდა ამ წესით განსაზღვრული ჩარიცხვის პროცედურებისგან განსხვავებული წესით;

33. დაევალოს მართვის სისტემას, ამ მუხლის 32-ე პუნქტის შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, დაწესებულების მიმართვის საფუძველზე.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ მახარაშვილი