დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/02/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.018265 |
|
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 50-ე პუნქტი:
„50. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებული ვადები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისათვის. ამ პუნქტის მიზნებისათვის, მე-13 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განხორციელდეს ანკეტის ელექტრონული ფორმით შევსების გარეშე, დოკუმენტბრუნვის ოფიციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსაზღვრული ფორმით. ამ პუნქტის მიზნებისათვის, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თავისუფალი ადგილების გაანგარიშების წესს და უზრუნველყოფს ცენტრისათვის დადასტურებული მონაცემების მიწოდებას.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები