დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2588-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/02/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 240120000.05.001.020781 |
|
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) 83 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აღნიშნული რეკლამა ვრცელდება იმ ვებგვერდზე განთავსებით, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება;“; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აღნიშნული რეკლამა ვრცელდება იმ ვებგვერდზე განთავსებით, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 9 თებერვალი 2023 წ. N2588-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები