„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.018260
05/ნ
06/02/2023
ვებგვერდი, 06/02/2023
010240030.22.022.018260
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №05/ნ

2023 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018002) დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების“:

1.  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დეპარტამენტის მიერ შედგენილ ინსპექტირების დასკვნაში/ანგარიშში დაფიქსირებულ მითითებებზე/რეკომენდაციებზე შემოწმებული ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის შესაბამის ვადებში წარმოდგენის საკითხის კონტროლი;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციების განხილვა, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება;“;

ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტისათვის მოწოდებული ინფორმაცია სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე არის ბუნდოვანი/დაუსაბუთებელი (მაგ.: არ არის მითითებული გადაცდომის კონკრეტული ფაქტი, გადაცდომის ჩამდენ პირთა ვინაობა, ჩადენის დრო, გარემოებები), დეპარტამენტი უფლებამოსილია მოსთხოვოს კორესპონდენციის ავტორს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს ვადას, ხოლო განსაზღვრულ ვადაში სათანადო ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, არ დაიწყოს ინსპექტირება.“.

3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე შედგენილ ინსპექტირების დასკვნას წარუდგენს მინისტრს;“.

4. მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დეპარტამენტის მიერ შედგენილ ინსპექტირების დასკვნაში/ანგარიშში დაფიქსირებულ მითითებებზე/რეკომენდაციებზე შემოწმებული ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის შესაბამის ვადებში წარმოდგენის საკითხის კონტროლი;“.

5. მე-17 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციების განხილვა, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება;

დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ინსპექტირების  დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება;“.

6. მე-19 მუხლის:

ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების სამსახური ახორციელებს ინსპექტირებას.

2. ინსპექტირება გულისხმობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების  მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დაცვის  შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას. ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ადგილზე მისვლით ან მის გარეშე.

3. ინსპექტირების საფუძველია ინსპექტირების სამსახურში შემოსული ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შესახებ, მათ შორის, განცხადებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები (გარდა ანონიმური შეტყობინებებისა), სამსახურის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ინსპექტირების დროს შესწავლის საგანი აღნიშნული დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია იყოს ადგილზე წამოჭრილი სხვა საკითხებიც.“;

7.  ე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20

1. ინსპექტირების შედეგად დგება ინსპექტირების დასკვნა ან/და სამსახურებრივი ბარათი.

2. ინსპექტირების დასკვნა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: შესწავლის შედეგებს, მოპოვებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებს ან/და ხარვეზებს, მათ სამართლებრივ შეფასებასა და გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს.

3. თუ არ დადგინდა სამართალდარღვევის ფაქტი, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აისახება ინსპექტირების დასკვნაში ან/და სამსახურებრივ ბარათში, რომელსაც ინსპექტირების სამსახურის თანამშრომელი წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს. სამსახურებრივ ბარათში აისახება ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლის მიერ განხორციელებული ქმედებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ან/და შესწავლის შედეგები.

4. ინსპექტირების დასკვნა შესათანხმებლად წარედგინება მინისტრს.“;

8. 21-ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. ინსპექტირების დასკვნა ეგზავნება სამინისტროს იმ სტრუქტურულ ერთეულს ან/და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ/მოქმედ დაწესებულებას,  რომელსაც ეხება მასში მითითებული საკითხი/საკითხები.

2. ინსპექტირების დასკვნა შესაძლებელია გადაეგზავნოს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს ან/და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ/მოქმედ დაწესებულებებს, დასკვნაში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე ან/და ხარვეზებზე სათანადო რეაგირების განხორციელების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.

3. ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე დეპარტამენტი უფლებამოსილია მისცეს მითითება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ/მოქმედ დაწესებულებებს, მოახდინონ რეაგირება გამოვლენილ სამართალდარღვევაზე, დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, ასევე მოსთხოვოს განხორციელებული ქმედებების თაობაზე დასაბუთებული ანგარიშისა და დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დეპარტამენტის მითითების/მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი