„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017652
19
26/01/2023
ვებგვერდი, 27/01/2023
190040000.22.033.017652
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №19

2023 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30.11.2009, №147, მუხლი 1731) დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველო;“.

2. 43 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 43. ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველო

ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: სამსახურის სისტემაში დანაშაულთა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი; სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში დაყადაღებული ან/და ამოღებული ქონების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია; სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, სისტემატიზაცია და მათი ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფებისთვის მიწოდება; საგამოძიებო დეპარტამენტის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანალიზი და შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ3“ ქვეპუნქტი:

„ბ3) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;“;

ბ) 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი:

„43. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის მასშტაბით, სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ კიბერკომპონენტის შემცველ დანაშაულთა ჩადენის სახეების და ხერხების იდენტიფიცირება და ანალიზი;  სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ კიბერკომპონენტის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და გამოძიების სრული მოცულობით  წარმოება.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი