დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 37 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.023870 |
|
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“:
1. 121 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პროგრამის ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამით განსაზღვრული სარგებლის მიღების მიზნით სააგენტოსთან გაფორმებული აქვს ბენეფიციარის ხელშეკრულება, ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად და სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირებისა, რომლებიც ახორციელებენ ან გეგმავენ აქციზური საქონლის წარმოებას) და მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 122 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ბიზნესის წამოწყებისათვის ან/და არსებულის გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.“. 3. 123 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო კონტრაქტორი ორგანიზაცი(ებ)ის მეშვეობით ახდენს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროგრამის შესაბამისი ეტაპ(ებ)ის განხორციელებას, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ისა და სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.“; ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ინსპექტირება და მონიტორინგი.“. 4. 124 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ პროგრამით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობა არ აქვს ამავე პროგრამის 2020 და 2022 წლების რაუნდის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარს.“. 5. 125 მუხლის: ა) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;“; გ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი ფიზიკური პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება.“; დ) მე-9 პუნქტის: დ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა და მისაბმელის, მსუბუქი მისაბმელის, ნახევარმისაბმელის, სპეციალიზებული მანქანების, სპეცტექნიკის შეძენა;“; დ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება ან/და ვაჭრობა (ლუდის, ყურძნის ღვინის, სიდრისა და სხვა ხილის ღვინოების გარდა);“. 6. 1216 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრით. აღნიშნული ვადის დასრულების შემდეგ, ამ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების სააგენტოში წარდგენის ვადა გაგრძელდება 2023 წლის 3 იანვრიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.“. 7. 1227 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ, ასევე შენობის ერთი ან რამდენიმე ნაწილი, ერთად ან ცალ-ცალკე, რომელშიც პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროს არანაკლებ 10 (ათი) ნომრისა, დანართ №3-ის შესაბამისად;“. 8. 1228 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა მათთვის ბიზნესის ხელშემწყობი მრავალფეროვანი და უნივერსალური მექანიზმის შეთავაზებით.“. 9. 1229 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის ფარგლებში, ერთ სესხთან მიმართებით, მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, გამოიყენოს როგორც თანადაფინანსების მიმართულება, ასევე საგარანტიო მიმართულება. ამასთან, იგი უფლებამოსილია, ისარგებლოს საგრანტო მიმართულებითაც, თუ მისი საქმიანობა თავსდება დანართ №9-ით დადგენილ ჩამონათვალში. ამასთან, საპილოტე რეგიონებში ბიზნესის განმახორციელებელი ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ კომერციულ ბანკში (2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით) აღებული სესხის მოცულობა არის 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ფარგლებში, უფლებამოსილია, სესხის კომპონენტით სარგებლობასთან ერთად ისარგებლოს საგრანტო მიმართულებითაც (მიუხედავად იმისა, მისი საქმიანობა თავსდება თუ არა დანართ №9-ის ჩამონათვალში), ამ პროგრამის 1240 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი ოდენობების გათვალისწინებით. 4. პროგრამის ფარგლებში, ერთ სალიზინგო პროექტთან მიმართებით, მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, გამოიყენოს თანადაფინანსების მიმართულება. ამასთან, იგი უფლებამოსილია, ისარგებლოს საგრანტო მიმართულებითაც, თუ მისი საქმიანობა თავსდება დანართ №9-ით დადგენილ ჩამონათვალში. ამასთან, საპილოტე რეგიონებში ბიზნესის განმახორციელებელი ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ (2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით) აღებული სალიზინგო პროექტის მოცულობა არის 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ფარგლებში, უფლებამოსილია, ლიზინგის კომპონენტით სარგებლობასთან ერთად ისარგებლოს საგრანტო მიმართულებითაც (მიუხედავად იმისა, მისი საქმიანობა თავსდება თუ არა დანართ №9-ის ჩამონათვალში), ამ პროგრამის 1240 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი ოდენობების გათვალისწინებით.“. 10. 1230 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საპილოტე რეგიონებში 50 000-დან – 1 500 000-მდე მოცულობის კომერციული ბანკის/სალიზინგო კომპანიის სესხის/სალიზინგო პროექტის ფარგლებში (რომელიც გაცემულ იქნა 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით) პროგრამის საგრანტო კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს პროგრამის ყველა ბენეფიციარს, მიუხედავად იმისა, მათი საქმიანობა თავსდება თუ არა დანართ №9-ში.“. 11. 1232 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით ჩამოყალიბებულ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი შინაარსის კოდი:
12. 1239 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამაში მონაწილე თითოეული კომერციული ბანკისთვის საკრედიტო გარანტია გაიცემა შემდეგი ლიმიტების შესაბამისად: ა) პროგრამის ფარგლებში დროის ნებისმიერი მომენტისთვის არსებული ფაქტობრივი პორტფელის არაუმეტეს 35 პროცენტის ოდენობაზე; ბ) პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებით მოთხოვნილ, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 80 პროცენტის ოდენობაზე; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ლიმიტების გათვალისწინებით, ბანკი ყოველთვიურად უზრუნველყოფს (სააგენტოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დადგენილი ოდენობით) საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს ჩარიცხვას სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე. ამასთან, საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს მოცულობის დადგენისას სააგენტო, სესხის გარანტირებული ნაწილის მოცულობის გათვალისწინებით, იყენებს დიფერენცირებულ მიდგომას სესხის ძირი თანხის 60%-ის ჩათვლით მოცულობაზე და სესხის ძირი თანხის 60%-ის ზემოთ ოდენობაზე.“. 13. 1240 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საპილოტე რეგიონებში 50 000 – 1 500 000 ლარის მოცულობის ფარგლებში კომერციული ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ (2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით) გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის მქონე ბიზნესის განმახორციელებელი ყველა ბენეფიციარი უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს კომერციული ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ დამტკიცებული სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 10%-ის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ ამ ბენეფიციარის საქმიანობა თავსდება პროგრამის დანართ №9-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში, ბენეფიციარი უფლებამოსილია, მიმართოს პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ დამტკიცებული სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 20%-ის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით (გრანტის განაცხადით) საგრანტო კომპონენტით დადგენილი წესითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში (500 000 ლარი).“. 14. 1242 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ თავის შესაბამის მიმართულებებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების სააგენტოში წარდგენის ვადა განისაზღვრება არა უგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრით. აღნიშნული ვადის დასრულების შემდეგ, ამ თავის შესაბამის მიმართულებებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების სააგენტოში წარდგენის ვადა გაგრძელდება 2023 წლის 3 იანვრიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.“. 15. დანართ №11-ის: ა) ეკონომიკური საქმიანობის კოდი 55.20.0 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) დაემატოს შემდეგი ეკონომიკური საქმიანობის კოდი:
16. დანართ №3-ის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმები ახალი სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში – მინ. 10 ნომერი ან არსებული სასტუმროს გაფართოებისას/გადაიარაღებისას სავალდებულოა სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება №3 დანართის შესაბამისად.“. 17. დანართ №4-ის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმები ბალნეოლოგიური ინდუსტრიის ფარგლებში ახალი სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში − მინ. 10 ნომერი ან არსბული სასტუმროს გაფართოებისას/გადაიარაღებისას სავალდებულოა სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება №4 დანართის შესაბამისად.“. 18. დანართ №7-ს დაემატოს შემდეგი ეკონომიკური საქმიანობის კოდი:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები