„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 20/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016046
46
20/01/2023
ვებგვერდი, 24/01/2023
010210060.74.086.016046
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №46

2023 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    

მუხლი 1.    
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) დანართი 20-ით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებებები:

1. „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები ნაწილდება განჩინების/გადაწყვეტილების გამომტან/ საქმის განმხილველ მოსამართლეზე  შემდეგ შემთხვევებში:

ა) სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სარჩელის განმეორებით წარდგენისას;

ა​1) სარჩელის მიღების შემდეგ იმავე მხარეების მიერ იმავე საგანზე იმავე საფუძვლით სარჩელის განმეორებით წარდგენისას;

ბ)  სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენისას;

გ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განმეორებით წარდგენისას;

დ) სარჩელის აღძვრამდე სარჩელის ან მტკიცებულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღების შემდეგ სარჩელის წარდგენისას;

ე) სარჩელის აღძვრამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ დროებითი განჩინების მიღების შემდეგ სარჩელის წარდგენისას;

ე​1) პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ სხვა განმცხადებლის მიერ იმავე პირის მიმართ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენისას ან პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენისას;

ე​2) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ მოვალის ქონებასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას;

ვ) გადაწყვეტილებაში უსწორობათა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ განცხადების წარდგენისას;

ზ) დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენისას;

თ) სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების წარდგენისას;

ი) სააღსრულებო ფურცლის ან მისი დუბლიკატის გაცემის, სააღსრულებო ფურცელში უზუსტობის აღმოფხვრის, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის, აგრეთვე აღსრულების პროცესში უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენისას;

კ) ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ლ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენისას;

მ) ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

2. „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, მასალები და შუამდგომლობები დაერთვის მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს.“.

3. „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მოსამართლის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენებისას, ასევე მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა სასამართლოში/კოლეგიაში/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში გადასვლის ან სხვა სასამართლოში მივლინების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საქმეები ნაწილდება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, ხოლო იმავე სასამართლო კოლეგიის/პალატის სხვა ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლის გადასვლის შემთხვევაში მასზე ნაწილდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ვ–ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმეები. ამავე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების (განაჩენის, განჩინების ან სასამართლოს სხვა ნებისმიერი აქტის) გასაჩივრების შემთხვევაში საქმე ნაწილდება ზემდგომი სასამართლოს შესაბამის ვიწრო სპეციალიზაციაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში),  საქმეთა დადგენილი კატეგორიების შესაბამისად, ამ წესის მე-4 მუხლის მიხედვით.“.

4.  „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის მე-13  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, წინასწარ ცნობილი დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საფუძვლის გამო მოსამართლის სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 2 დღით შეჩერებისას მასზე არ ნაწილდება საქმეები; საქმეთა განაწილება შეწყდება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებამდე 2 სამუშაო დღით ადრე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში, 3 სამუშაო დღით ადრე კი – სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში. მოსამართლის სამსახურებრივი უფლებამოსილების ერთი დღით შეჩერებისას საქმეები მასზე განაწილდება საერთო წესით, გარდა იმ საქმეებისა, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს. მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება აგრეთვე ისეთ შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ობიექტური გარემოება და საქმის განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს.“.

5.  „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. აღნიშნული მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ №9 დადგენილების პირველი მუხლის, პირველი პუნქტის, დ.ბ. ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეებზე. ამ ვიწრო სპეციალიზაციაში განაწილებული საქმე(ები), რომლებზეც წინასასამართლო სხდომების გამართვა ემთხვევა მოსამართლის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდს – შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, წინასწარ ცნობილი დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საფუძვლის გამო, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე, არაუგვიანეს ერთი დღით ადრე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილდება ამავე ვიწრო სპეციალიზაციის სხვა მოსამართლეზე.“.


მუხლი 2.    
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე უკვე  განაწილებულ საქმეებზე.

 



საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი