ინსტრუქცია სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისათვის გადასახადის (მიწის გადასახადის) გამოანგარიშების და გადახდის წესის შესახებ

ინსტრუქცია სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისათვის გადასახადის (მიწის გადასახადის) გამოანგარიშების და გადახდის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 08-1-16
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 16/07/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 16/08/1996
სარეგისტრაციო კოდი 090012000.22.116.000016
08-1-16
16/07/1996
გამოუქვეყნებელი, -, 16/08/1996
090012000.22.116.000016
ინსტრუქცია სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისათვის გადასახადის (მიწის გადასახადის) გამოანგარიშების და გადახდის წესის შესახებ
ფინანსთა სამინისტრო

ინსტრუქცია

სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისათვის გადასახადის (მიწის გადასახადის) გამოანგარიშებიდა გადახდის წესის შესახებ

მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია „საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისათვის გადასახადის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 18 დეკემბრის №398 ბრძანებულების, „მიწის რეფორმის ეგიდით განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოსწორების, მიწის რეფორმის დაჩქარებისა და მიწათსარგებლობაში სათანადო წესრიგის დამყარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისათვის გადასახადის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 18 დეკემბრის №398 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 თებერვლის №182 ბრძანებულების, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონის, „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე.

I. ზოგადი დებულებები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული ან რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობის და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის ‒ მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე, ასევე კომლის (ოჯახის) საკუთრების წილი სოფლის, თემის, იურიდიული პირების საძოვრების, სათიბების, ტყეების ტერიტორიაზე და სასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.

2. საადგილმამულო (ფერმერულ) მეურნეობებად ითვლება სასოფლო-სამეურნეო
მიწის ნაკვეთები, მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტები და მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს.

3. საადგილმამულო (ფერმერულ) მეურნეობად მიიჩნევა აგრეთვე მებაღეობის და მებოსტნეობის ამხანაგობათა და სააგარაკო ნაკვეთი, თუ მისგან მიღებული შემოსავალი შეადგენს ოჯახის შემოსავლის ნახევარზე მეტს.

4. საადგილმამულო ფერმერული მეურნეობა შეიძლება არსებობდეს საკომლო
(გლეხური, ფერმერული) მეურნეობის ან სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის
სახით.
5. საკომლო მეურნეობა განისაზღვრება ზემოაღნიშნულ საადგილმამულო ფერმერული) მეურნეობით, რომელიც ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას, აგრეთვე მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების თანასაკუთრებას წარმოადგენს.

6. სოფლის მეურნედ ითვლება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური
იურიდიული პირი, რომელიც ძირითად შემოსავალს (შემოსავლის ნახევარზე მეტს)
იღებს ამ საქმიანობიდან და დამოუკიდებლად უძღვება საადგილმამულო მეურნეობას, განურჩევლად, იგი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა თუ ეს ნაკვეთი ხელშეკრულებით აქვს აღებული.

II. გადასახადის გადამხდელები

7. მიწის გადასახადის გადამხდელები არიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელებსაც მიწა სახელმწიფო აქტებით გადაცემული აქვთ საკუთრებაში ან უვადო სარგებლობაში, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც იჯარით ან ქვეიჯარით აქვთ აღებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მიწის გადასახადს არ იხდიან. ამ ნაკვეთებზე მიწის გადასახადის გადახდა შესაბამისად ეკისრებათ მეიჯარე ‒ მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებს და მიწის იჯარით გაცემისათვის სახელმწიფოსაგან უფლებამოსილ პირებს ანუ რაიონის (ქალაქის) გამგეობებს.


III. დაბეგვრის ობიექტი

8. მიწის გადასახადით იბეგრება შემდეგი სახის მიწის ნაკვეთები:

‒ სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო მიწები, გაკულტურებული ბუნებრივი სათიბები და საძოვრები;

‒ დასახლებული პუნქტების ფარგლებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ვარგისი ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი გამოყენება ჯერ არ არის შეცვლილი, აგრეთვე სასოფლო (სადაბო) დასახლებული პუნქტების ფარგლებში მოქცეული სამოსახლო, საცხოვრებელი სახლების და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ნაკვეთები;

‒ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გამოყენებული ან გამოსაყენებლად ვარგისი მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი გამოყენება ჯერ არ შეცვლილა;
‒ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ტყის ფონდის და წყლის
ფონდის მიწის ნაკვეთები;

‒ საბაღე (საბოსტნე) და სააგარაკო ნაკვეთები.

IV. საგადასახადო შეღავათები და მათი მინიჭების წესი

9. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებით სარგებლობისათვის მიწის გადასახადისაგან თავისუფლდებიან:

‒ სახელმწიფო ბიუჯეტის (ან პროფესიული კავშირების) სახსრებით დაფინანსებული კულტურის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბუნების დაცვის საწარმოები და ორგანიზაციები, თავდაცვის ობიექტები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები;

‒ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო პროფილის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ექსპერიმენტული მეურნეობები და საცდელი სადგურები, სახელმწიფო ჯიშთსაცდელი სადგურები და ნაკვეთები, ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრები, გარემოს გაჭუჭყიანების კონტროლის სადგურები და დანადგარები;

‒ ნაკრძალები, ბოტანიკური ბაღები, ეროვნული და დენდროლოგიური პარკები;
ბუნების, ისტორიული ან კულტურის ძეგლებით დაკავებული მიწები, სასაფლაოები,
დასახლებული პუნქტების საერთო სარგებლობის მიწები, სასმელი წყლით
მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და საირიგაციო სისტემების
ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავების, სამონასტრო და სახელმწიფო
სასაზღვრო ზოლში მოქცეული მიწები;

‒ პენსიონერები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილენი და მათთან გათანაბრებული პირები, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, რომლებსაც არა ჰყავთ შრომისუნარიანი მეურვე პირები.

10. დასახლების დღიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში მიწის გადასახადისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად განსახლებული, აგრეთვე ნასოფლარების ტერიტორიაზე ჩასახლებული მიწათმოსარგებლეები;

ახლად შექმნილი ფერმერული მეურნეობები პირველი ორი წლის განმავლობაში სარგებლობენ 50-პროცენტიანი შეღავათიანი გადასახადით.

11. ათვისების პერიოდში გადასახადით არ დაიბეგრება ახლად ათვისებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, აგრეთვე სახელმწიფო მარაგის, ტყის და წყლის ფონდის ის მიწები, რომლებიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
12. არსებული წესის შესაბამისად იჯარით გაცემამდე მიწის გადასახადით არ დაიბეგრება პრაქტიკულად გამოუყენებელი ალპური საძოვრები და სახელმწიფო ტყის ფონდში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.

13. დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ განლაგებული მეცხოველეობის ფერმების მიმდებარე ნაკვეთები, რომლებიც მიწის ბალანსში აღრიცხულია სახნავი მიწის კატეგორიაში და პრაქტიკულად გამოყენებულია პირუტყვის გასაძოვებლად, აღირიცხება საძოვრების სახით. აღნიშნული ნაკვეთებით სარგებლობისათვის მიწის გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება ამ ინსტრუქციის №1 დანართის მე-6 სვეტის მიხედვით.

14. გადასახადის გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მიწის გადასახადში შეღავათის უფლების მოპოვების ან დაკარგვის შემთხვევაში არ გადაიანგარიშება გასულ საანგარიშო პერიოდში გადასახდელად გამოანგარიშებული თანხები.

15. მიწის გადასახადის გამოსაანგარიშებლად შეღავათების მინიჭებამდე საგადასახადო ინსპექციებს უნდა ჰქონდეთ შემოწმებული მონაცემები სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ გადასახადში შეღავათის მინიჭების უფლებას.

V. მიწის გადასახადის განაკვეთი

16. ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით მიწის გადასახადი დაწესებულია სტაბილური გადასახადის სახით და განსაზღვრულია მყარ ვალუტაში (აშშ დოლარებში);

გადასახადის გადახდა უნდა განხორციელდეს ეროვნული ვალუტით ‒ ლარებში გადახდის მომენტში აშშ დოლარის მიმართ მისი კურსის შესაბამისად.

17. დასახლებული პუნქტების არსებული წესით დადგენილ საზღვრებს გარეთ სასოფლო რაიონის საზღვრებში მოქცეული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით
დაკავებული ნაკვეთებით სარგებლობისათვის მიწის გადასახადის საშუალო რაიონული განაკვეთები დაწესებულია ამ ინსტრუქციის №1 დანართის მე-7 სგეტის, ხოლო მიწის
ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული განაკვეთები კი ამავე დანართის მე-2, მე-3, მე-4 სვეტების შესაბამისად; ამასთან, დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ
არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული კარგი, საშუალო და
მწირი მიწების წილი განისაზღვრება იმ პირობით, რომ ხარისხის მიხედვით
დიფერენცირებული განაკვეთების საფუძველზე გაანგარიშებულმა მიწის გადასახადმა, ჯამში ზემოაღნიშნული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით სარგებლობისათვის
გადასახადის საშუალო რაიონულ განაკვეთზე ნამრავლის ტოლი სიდიდე შეადგინოს.
18. რესპუბლიკური და რაიონული დაქვემდებარების ქალაქების, რაიონული
ცენტრების არსებული წესით დადგენილ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისათვის მიწის გადასახადის განაკვეთები დაწესებული №2
დანართის შესაბამისად.

19. დასახლებული პუნქტების არსებული წესით დადგენილ საზღვრებში მოქცეული სააგარაკო ნაკვეთების სარგებლობისათვის მიწის გადასახადის განაკვეთები დაწესებულია №3 დანართის შესაბამისად.

20. გაკულტურებული ბუნებრივი სათიბებით და საძოვრებით სარგებლობისათვის მიწის გადასახადის განაკვეთები დაწესებულია №1 დანართის მე-7 სვეტში შესაბამისი რაიონებისათვის დადგენილი განაკვეთის 35 პროცენტის ოდენობით.

21. ბუნებრივი სათიბებით, ბუნებრივი ან ხელოვნური თევზსაშენი ტბორებით, გუბურებით, წყალსაცავებით, აგრეთვე მხოლოდ თევზის მოშენებისა და რეწვის მიზნით გამოყენებული წყალსაცავებით სარგებლობისათვის მიწის გადასახადის განაკვეთები დაწესებულია №1 დანართის მე-5 სვეტის შესაბამისად, ხოლო ბუნებრივი საძოვრებით სარგებლობისათვის კი ამავე დანართის მე-6 სვეტში რაიონებისათვის დადგენილი შესაბამისი განაკვეთებით.

22. შესაბამისი რაიონებისათვის სასოფლო (სადაბო) დასახლებული პუნქტების არსებული წესით დადგენილ საზღვრებში მოქცეული და საცხოვრებელი ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფუნქციონირებისათვის არსებული წესის შესაბამისად განკუთვნილი ან ამ მიზნით გამოყოფილი სამოსახლო ნაკვეთებით სარგებლობისათვის, აგრეთვე საბაღე (საბოსტნე), დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ არსებული სააგარაკო ნაკვეთებით სარგებლობისათვის მიწის გადასახადის განაკვეთები დაწესებულია №1 დანართის მე-7 სვეტის მიხედვით განსაზღვრული განაკვეთებით.

23. „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყოფილი ფართობის გადამეტებით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების სარგებლობისათვის, დაწესებულია მიწის გადასახადის სამმაგი სიდიდის ტოლი ჯარიმა. ჯარიმის გადახდა არ ნიშნავს დაჯარიმებული პირის უფლების აღიარებას შესაბამის ნაკვეთზე. ამასთან, მიწების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების აუცილებლობით განპირობებულ შემთხვევაში და იმ პირობით, რომ არ შეილახება სხვა მიწათმოსარგებლეთა კანონიერი უფლებები, შესაბამის მიწათმოსარგებლეს ენიჭება აღნიშნული ნაკვეთის იჯარით გამოყენების უფლება.

24. სასოფლო ადმინისტრაციული რაიონების გამგეობებს მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის სამსახურებთან ერთად შეუძლიათ დააწესონ დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ შესაბამისი რაიონების ტერიტორიის ფარგლებში არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებით, სათიბებითა და საძოვრებით სარგებლობისათვის გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთები საირიგაციო ქსელების ფუნქციონირების კონკრეტული პირობების, აგრეთვე ნაკვეთების ადგილმდებარეობების და
ხარისხის გათვალისწინებით. აღნიშნული განაკვეთები განისაზღვრება იმ პირობით, რომ იგი შეესაბამებოდეს ამ თავის მე-17 და მე-20 პუნქტებში მოცემული დასარიცხი გადასახადის ოდენობას.

VI. მიწის გადასახადის გამოანგარიშებასა და გადახდევინებასთან დაკავშირებით ჩასატარებელ სამუშაოთა ორგანიზაცია

25. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად და მათი დახმარებით წყვეტენ მიწის მოსარგებლეთა აღრიცხვასთან და საშეღავათო მასალების დროულად მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

26. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები, მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის დაწყებამდე ვალდებულნი არიან:

‒ შეადგინონ მიწის გადასახადის გატარებისა და მოსახლეობაში ახსნა-განმარტებითი მუშაობის ორგანიზაციის ღონისძიებათა გეგმა;

‒ შესაბამისი ორგანიზაციებისა და სასოფლო საკრებულოების მონაცემების საფუძველზე შეადგინონ იმ გადამხდელთა წინასწარი სიები, რომელთაც მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით აქვთ მიწის გადასახადში შეღავათების უფლება;

‒ მიწის გადასახადში შეღავათის უფლების მქონე ფიზიკურ პირთა წინასწარი სიების შედგენისას გამოყენებული უნდა იქნეს სოცუზრუნველყოფის განყოფილების, სამხედრო კომისარიატის და სხვა უფლებამოსილი ორგანიზაციების მონაცემები;

საჭიროების შემთხვევაში აწარმოონ მიწის გადასახადის გამოსაანგარიშებლად და შეღავათების მისანიჭებლად აუცილებელი მონაცემების ადგილზე შემოწმება ან მოითხოვონ სათანადო საბუთების წარმოდგენა.

27. გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის, გადასახადის გამოანგარიშების და შეღავათების მინიჭების სისწორეს თითოეული სააღრიცხვო წიგნის მიხედვით ამოწმებს საგადასახადო ინსპექციის უფროსი და ადასტურებს ხელის მოწერით წიგნის ბოლო გვერდზე.

28. გადამხდელთა აღრიცხვის, გადასახადის გამოანგარიშების და შეღავათების მინიჭების მონაცემების დამტკიცების შემდეგ საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოიწერება საგადასახადო უწყება ინსტრუქციის დანართი №4 ფორმის მიხედვით.

29. საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ შემოწმებული და ხელმოწერილი საგადასახადო უწყებების საფუძველზე ხდება გადამხდელთა პირადი ანგარიშების გახსნა.

30. საგადასახადო უწყებები მიწის გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს უნდა ჩაჰბარდეთ არაუგვიანეს 1 აგვისტომდე, ამ უწყებათა ყუებზე ხელმოწერის ქვეშ.

31. მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის, გადასახადის გამოანგარიშების და შეღავათების მინიჭების ყველა საბუთი, მათ შორის, საგადასახადო უწყებათა ყუები ინახება სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის საქმეებში. გადამხდელთა აღრიცხვის ყველა მონაცემი შეიტანება მიწის გადასახადის აღრიცხვის წიგნებში იმ ფორმით, რომელიც ამ ინსტრუქციის №5 დანართშია მოცემული. აღრიცხვის წიგნი შემოიღება, როგორც წესი, 3 წლისათვის თითოეული სასოფლო საკრებულოზე; იმ სასოფლო საკრებულოების მიხედვით, სადაც გადამხდელთა რიცხვი დიდია შეიძლება შემოღებული იქნეს რამოდენიმე წიგნი. თითოეული წიგნი უნდა იქნეს ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული.

VII. მიწის გადასახადის გამოანგარიშების წესი და გადახდის ვადები

32. მიწის გადასახადით დაბეგვრის საფუძვლად მიჩნეულია მმართველობის ადგილობრივი სასოფლო, სადაბო, საქალაქო ორგანოების მიერ დამტკიცებული სიები ინსტრუქციის №6 დანართის მიხედვით (სიების შევსების წესი მოცემულია №7 დანართში).

33. მმართველობის რაიონული (საქალაქო) ორგანოს მიერ დამტკიცებული სია წარედგინება შესაბამის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას.

34. მიწის გადასახადი გამოიანგარიშება დაბეგვრას დაქვემდებარებული კონკრეტული კატეგორიის მიწის ფართობისა და გადასახადის განაკვეთიდან გამომდინარე.

35. ფიზიკურ პირებზე მიწის გადასახადის გამოანგარიშებას და დარიცხვას აწარმოებენ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები პირველი ივლისის მდგომარეობით.

36. საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და სხვა მიწათმოსარგებლე იურიდიული პირები დამოუკიდებლად გაიანგარიშებენ გადასახადის თანხას საქართველოს მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის მონაცემების, მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სხვა საბუთების საფუძველზე და სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით არაუგვიანეს საანგარიშო წლის 1 ივნისისა წარადგენენ მიწის გადასახადის გაანაგრიშებას ინსტრუქციის №8 დანართი ფორმის მიხედვით.

37. თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან მიწის იჯარით გაცემისათვის სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი პირის გამგებლობაში გადაცემულია საანგარიშგებო წლის მაისის თვის შემდეგ, მაშინ ამ წლის ბოლომდე ამ ნაკვეთით სარგებლობისათვის მიწის გადასახადს გადაიხდის ნაკვეთის განმკარგველი შესაბამისი ფიზიკური ან იურიდული პირი.

38. იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირი
ან მიწის იჯარით გამცემი სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი პირი თავისი სურვილით იტყვის უარს მიწის ნაკვეთზე საანგარიშგებო წლის პირველი აპრილის შემდეგ, მაშინ მასვე ეკისრება აღნიშნულ წელს ამ ნაკვეთით სარგებლობისათვის მიწის გადასახადის გადახდა.

39. ფიზიკურმა პირებმა მიწის გადასახადი უნდა გადაიხადონ საანგარიშო წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო იურიდიული პირები გადასახადის 25 პროცენტს იხდიან 15 აგვისტომდე, დარჩენილ ნაწილს კი ‒ 15 ნოემბრამდე.

ფიზიკურ პირებზე მიწის გადასახადის გადახდევინება საგადასახადო ინსპექტორების მიერ წარმოებს სპეციალური ქვითრების მეშვეობით.

VIII. გადასახადის გადამხდელთა პასუხისმგებლობა და საგადასახადო ორგანოების მოქმედების გასაჩივრება

40. მიწის გადასახადის გდამხდელთა პასუხისმგებლობა რეგულირდება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისათვის გადასახადის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, „საქართველოს საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონით, „საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ კანონისა და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

41. გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც არ ჩაჰბარდა საგადასახადო უწყება, გადახდებათ არაუმეტეს წინა სამი წლის გადასახადი. გადასახადით არასწორად დაბეგვრის გადასინჯვა დაიშვება აგრეთვე არაუმეტეს ვიდრე წინა სამი წლისა.

წინა წლების გადასახადით გადამხდელთა დაუბეგრაობის შემთხვევაში გადასახადის გადახდევინება წარმოებს საგადასახადო უწყების ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

42. მიწის გადასახადის თანხების თავისდროულად გადაუხდელობის შემთხვევაში გადამხდელს დამატებით დაეკისრება საურავი გადაუხდელი თანხის 0,3 %-ის ოდენობა თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის.

43. მიწის გადასახადის თანხები, რომლებიც გადაუხდელია გადამხდელის მიერ
გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, გადაიხდევინება გადამხდელისაგან თავის არიდების მთელი პერიოდისათვის „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად.

IX. გადასახადის ბიუჯეტში ჩარიცხვა და მისი გამოყენება

44. 1996 წლისათვის გადასახადის მთლიანად ან ნაწილობრივ ამოღებისა და დავალიანების ხანდაზმულობის მიუხედავად გადახდილი თანხის 50 % მიწის ნაკვეთების გამოყოფილი ფართობების მიხედვით ჩაირიცხება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში, ხოლო 50% საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალში. 1997 წლის მიწის გადასახადის გადახდილი თანხის ჩარიცხვის წესს განსაზღვრავს 1997 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი.

45. სასოფლო რაიონის ტერიტორიის მიკუთვნებული და სხვა რაიონის მოსარგებლისათვის დროებით ან უვადო სარგებლობაში გადაცემული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით სარგებლობისათვის მოსარგებლის მიერ გადახდილი მიწის გადასახადის ნაწილი ზემოაღნიშნული პროპორციით ჩაირიცხება იმ რაიონის ბიუჯეტში, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც არის მოქცეული ეს მიწები.

46. არსებული წესის შესაბამისად გამოყოფილი ფართობის გადამეტებით
დაკავებული ნაკვეთების სარგებლობისთვის ჯარიმის თანხების 83% ჩაირიცხება ამ
ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში, ხოლო 17% საქართველოს ცენტრალურ
ბიუჯეტში.


საქართველოს ფინანსთა მინისტრი                                                      დ. იაკობიძე


საქართველოს სახელმწიფო

საგადასახადო სამსახურის უფროსი                                                     დ. სალარიძე


საქართველოს სოფლის მეურნეობის

და სურსათის მინისტრი                                                                          ბ. გულუა