ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2028
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023839
6
16/01/2023
ვებგვერდი, 17/01/2023
240110000.10.003.023839
ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №6

2023 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2028 წლის პირველი იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესი

მუხლი 1

1. „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ფერმერული მიზნით ცხოველთა მოშენებისას ან შენახვისას.

2. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

3. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) ველურ ბუნებაში მყოფ ცხოველებზე;

ბ) ცხოველებზე, რომლებიც განკუთვნილნი არიან შეჯიბრების, სანახაობის, კულტურული თუ სპორტული ღონისძიების ან  აქტივობისათვის;

გ) ექსპერიმენტულ ან ლაბორატორიულ  ცხოველზე;

დ) ნებისმიერ უხერხემლო ცხოველზე.

4. ეს წესი გამოიყენება ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად, განსაკუთრებით „ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს №443 დადგენილებისა და „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31 აგვისტოს №445 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად.

მუხლი 2

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ცხოველი – ნებისმიერი ცხოველი (მათ შორის თევზები, ქვეწარმავლები ან ამფიბიები), რომელიც მოშენებულია ან ინახება სურსათის, მატყლის, კანის, ბეწვის წარმოების ან სხვა ფერმერული მიზნებისათვის;

ბ) მფლობელი ან მომვლელი – ფიზიკური ან იურიდიული პირ(ებ)ი, რომელიც (რომლებიც) დროებით ან მუდმივად პასუხისმგებელია  (პასუხისმგებლები არიან) ცხოველზე.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3. მფლობელის ან მომვლელის მხრიდან უნდა გადაიდგას ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა დაცული იყოს მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველების კეთილდღეობა და არ მიადგეთ არასაჭირო ტანჯვა, ტკივილი ან დაზიანება.

მუხლი 4. მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირობები, სადაც ცხოველთა (თევზების, ქვეწარმავლების ან ამფიბიების გარდა) გამრავლება ან შენახვა ხდება, ესადაგება მათ სახეობებს და გათვალისწინებულია მათი განვითარების, ადაპტაციისა და მოშინაურების ხარისხი და მათი ფიზიოლოგიური და ეტიოლოგიური საჭიროებები დადგენილია სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად, რაც შეესაბამება ამ წესის დანართ №1-ით – „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 5. სააგენტომ ყოველი წლის ბოლოს სამინისტროს უნდა წარუდგინოს  დანართ №2-ის – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში 01.01.(XXXX)-იდან 31.12(XXXX)-მდე“ შესაბამისად, წინა წლის წლიური ანგარიში მის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შესახებ, რათა დაადასტუროს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ანგარიშს უნდა დაერთოს გამოვლენილი ძირითადი ხარვეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა.

დანართი №1

ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ცხოველების მოვლა უნდა განხორციელდეს შესაბამისი რაოდენობის, შესაძლებლობების, ცოდნისა და პროფესიული კომპეტენციის მქონე პერსონალის მიერ.

2. მეცხოველეობის სისტემაში შენახული ყველა ცხოველი, რომელთა კეთილდღეობა დამოკიდებულია ადამიანთა ხშირ ყურადღებაზე, უნდა იქნეს შემოწმებული, სულ მცირე, დღეში ერთხელ. სხვა სისტემაში შენახული ცხოველები უნდა იქნეს შემოწმებული შესაბამისი ინტერვალებით, რათა ნებისმიერი სახის ტანჯვა თავიდან იქნეს აცილებული.

3. ნებისმიერ დროს, ცხოველთა საფუძვლიანი შემოწმებისათვის, ხელმისაწვდომი უნდა იქნეს შესაბამისი განათება (სტაციონარული ან მოძრავი).

4. ავადმყოფ ან დაშავებულ ცხოველს დაუყონებლივ უნდა გაეწიოს დახმარება და თუკი ცხოველი დახმარებაზე არ რეაგირებს, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ვეტერინართან კონსულტანცია. საჭიროების შემთხვევაში, ავადმყოფი ან დაშავებული ცხოველი უნდა მოთავსდეს იზოლირებულ გარემოში და, საჭიროებისას, მშრალ, კომფორტულ ქვეშსაგებზე.

5. ცხოველის მფლობელმა ან მომვლელმა უნდა აღრიცხოს ცხოველთათვის გაწეული მკურნალობისა და თითოეული შემოწმების დროს აღმოჩენილი სიკვდილიანობის რაოდენობა. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია (ჩანაწერები), რომელიც შენახული უნდა იქნეს სხვა მიზნებისათვის, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს  ამ წესის მიზნებისთვისაც.

6. ამ დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები უნდა ინახებოდეს, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში და ამასთანავე, შემოწმების დროს ან სხვა საჭიროებისას, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის.

7. სახეობებიდან გამომდინარე, ცხოველთა გადაადგილების თავისუფლება (არსებული გამოცდილებისა და მეცნიერული ცოდნის გათვალისწინებით) არ უნდა შეიზღუდოს ისე, რომ  გამოიწვიოს  ცხოველთა ზედმეტი ტანჯვა ან დაზიანება. როდესაც ცხოველი მუდმივად ან რეგულარულად არის დაბმული ან დამწყვდეული, არსებული გამოცდილებისა და სამეცნიერო ცოდნის გათვალისწინებით, მას უნდა მიეცეს მისი ფიზიოლოგიური და ეტიოლოგიური საჭიროების შესაბამისი  ფართი.

8. ცხოველთა სადგომის ასაშენებლად გამოყენებული სამშენებლო  მასალები, რომლებთან შეხება ცხოველებს შესაძლოა, ჰქონდეთ, არ უნდა იყოს ცხოველთათვის საზიანო და შესაძლებელი უნდა იყოს მათი სრულყოფილი დასუფთავება და დეზინფექცია.

9. ცხოველთა სადგომი უნდა იყოს ისე აშენებული და მოწყობილი, რომ არ ჰქონდეს ბასრი კიდეები ან გამოწეული ადგილები, რომელთაც ცხოველთა დაზიანების გამოწვევა შეუძლია.

10. ცხოველებისთვის ჰაერის ცირკულაცია, მტვრის დონე, ტემპერატურა, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა და გაზის კონცენტრაციის დონე უსაფრთხოების ფარგლებში უნდა რეგულირდებოდეს.

11. ცხოველები, რომლებიც იმყოფებიან შენობაში, არ უნდა იყვნენ მუდმივ სიბნელეში და არაბუნებრივი განათებისგან დასვენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. თუკი ცხოველთა ფიზიოლოგიური და ეტიოლოგიური მოთხოვნილებების  დასაკმაყოფილებლად არსებული ბუნებრივი განათება საკმარისი არ არის, მაშინ შესაბამისი ხელოვნური განათება უნდა იქნეს მიწოდებული.

12. ცხოველები, რომლებიც არ იმყოფებიან შენობაში, საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, დაცულნი უნდა იყვნენ არასასურველი ამინდისაგან,  მტაცებლებისა და სხვა ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი საფრთხეებისგან.

13. ყველა ავტომატური ან მექანიკური მოწყობილობა, რომელიც ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის აუცილებელია, სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს. დეფექტები, აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას ან თუკი აღმოფხვრა შეუძლებელია, მაშინ ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული.

როდესაც ცხოველთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ხელოვნური ვენტილაციის სისტემაზე, მნიშვნელოვანია, არსებობდეს სარეზერვო ვენტილაციის სისტემა, რათა, მთავარი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს ცხოველთათვის საკმარისი ჰაერის მიწოდება, აღნიშნულს წინ უნდა უსწრებდეს საგანგაშო სიგნალი. განგაშის სისტემა რეგულარულად უნდა შემოწმდეს.

14. ცხოველები უნდა იკვებებოდნენ მათი ასაკისა და სახეობის შესაბამისი სრულფასოვანი საკვებით, რათა შენარჩუნდეს მათი ჯანმრთელობა და დაკმაყოფილდეს კვებითი მოთხოვნილებები. საკვები ან სითხე, რომელიც შეიცავს ნებისმიერ ნივთიერებას (სუბსტანციას), არ უნდა იყოს ცხოველისთვის ზიანის ან ზედმეტი ტანჯვის მომტანი.

15. ყველა ცხოველს უნდა შეეძლოს კვება, მათი ფიზიოლოგიური საჭიროების შესაბამისი ინტერვალებით.

16. ყველა ცხოველს უნდა ჰქონდეს წყლის შესაბამის რესურსთან წვდომა ან შეეძლოს სითხის მოთხოვნილების დაკმაყოფილება სხვა საშუალებებით.

17. საკვებურები და დასაწყურებლები უნდა დაიგეგმოს, აშენდეს და განთავსდეს ისე, რომ საკვებისა და წყლის დაბინძურება და ცხოველთა შორის კონკურენციის უარყოფითი გავლენა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

18. არცერთი სხვა ნივთიერება (სუბსტანცია), გარდა თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის ან „მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა-აგონისტების გამოყენების აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №10 დადგენილებით განსაზღვრული ზოოტექნიკური მკურნალობისთვისთვის, არ უნდა მიეწოდოს ცხოველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცხოველთა კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევებით ან არსებული გამოცდილებით დადასტურებულია, ხოლო აღნიშნული ნივთიერების მოქმედება ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის საზიანო არ არის.

19. იკრძალება ბუნებრივი ან ხელოვნური გამრავლება ან გამრავლების პროცედურები, რომელსაც შეუძლია ცხოველის ტანჯვის       ან დაზიანების გამოწვევა. ეს მოთხოვნა არ გამორიცხავს გარკვეული პროცედურების გამოყენებას, რომლებსაც შეუძლია მინიმალური ან წამიერი დაზიანების ან ტანჯვის გამოწვევა, ან იმ სახის ინტერვენცია/ჩარევა, რომელიც ცხოველისთვის არ იქნება ხანგრძლივი დაზიანების მომტანი და დაშვებულია კანონმდებლობით.

20. აკრძალულია ფერმერული მიზნებისათვის ცხოველთა შენახვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცხოველთა გენოტიპისა და ფენოტიპიდან გამომდინარე, ცხოველის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე აღნიშნულს უარყოფითი გავლენა არ ექნება.

დანართი №2

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში 01.01.(XXXX)-იდან 31.12. (XXXX)-მდე

 

ცხოველთა კეთილდღეობა ფერმაში

ფერმერული მიზნით შენახული ცხოველები (ცხოველთა კატეგორიები)

საწარმოო ადგილის/

ობიექტის რაოდენობა

ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის რაოდენობა

შეუსაბამობა

ქმედება/ზომები

შემოწმებული საწარმოო ადგილის/ობიექტის

რაოდენობა *

შემოწმებული საწარმოო ადგილის/

ობიექტის რაოდენობა, სადაც გამოვლინდა შეუსაბამობა

ადმინისტრაციული

სასამართლო

ღორები (ღორისებრთა სახეობის ცხოველი, ნებისმიერი ასაკით, რომელიც ინახება სანაშენედ ან სასუქად)

 

 

 

 

 

 

კვერცხმდე-ბელი ქათმები (Gallus gallus-ის სახეობის ქათამი, რომელმაც მიაღწია

მომწიფების ვადას და ინახება კვერცხის

წარმოების-თვის და არ არის განკუთვნილი სანაშენედ/

ინკუბატორის-თვის

 

 

 

 

 

 

ქათამი (Gallus gallus-ის სახეობის ცხოველი, რომელიც ინახება ხორცის წარმოების-თვის)

 

 

 

 

 

 

ხბოები (ექვს თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონელი)

 

 

 

 

 

 

სხვა (დააზუსტეთ)

 

 

 

 

 

 

ფერმაში ცხოველთა კეთილდღეობის ანალიზი და სამოქმედო გეგმა

 

 

* სააგენტოს შეუძლია, აირჩიოს-შეავსოს ან ცარიელი დატოვოს ვარსკვლავით მონიშნული ტექსტური ველები ან უჯრები (*)