დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „წვრილი სავაჭრო ქსელის, არასასურსათო საქონლის ორგანიზებული საცალო ბაზრობების მუშაობის წესი“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 122/61 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 06/01/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000160.01(2).000.000178 |
|
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „წვრილი სავაჭრო ქსელის, არასასურსათო საქონლის ორგანიზებული საცალო ბაზრობების მუშაობის წესი“
|
I. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესი არეგულირებს წვრილი სავაჭრო ქსელის, არასასურსათო ორგანიზებული საცალო ბაზრობების მუშაობას და ითვალისწინებს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების ძირითად მოთხოვნებს. 1.2. წვრილ სავაჭრო ქსელს მიეკუთვნება: ფარდული, ჯიხური, სავაჭრო ავტომატი, დატარებითი და გარე ვაჭრობის სახეობები. 1.3. არასასურსათო საქონლის ორგანიზებული საცალო ბაზრობები ეწყობა ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე (სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე). აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს შემორაგული, შესასვლელ-გასასვლელის ჩვენებით (აბრით).
1.4. წვრილი სავაჭრო ქსელის მეშვეობით ვაჭრობის უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და 1.5. არასასურსათო საქონლის ორგანიზებულ-საცალო ბაზრობაზე ვაჭრობის უფლება აქვთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელიც გადაიხდის დადგენილ ერთჯერად გადასახადს და დაიცავს მუშაობის წესებს. 1.6. სტაციონარულ წვრილ სავაჭრო ქსელს უნდა გააჩნდეს აბრა, რომელზედაც აღინიშნება მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსი, საფირმო სახელწოდება და მესაკუთრის ვინაობა, არასტაციონარულ სავაჭრო ქსელს (დატარებითი და გარე ვაჭრობის სახეობები) სავალდებულოა ჰქონდეს საქონლის მესაკუთრის მიერ გაცემული მოწმობა. II. ვაჭრობის ორგანიზაცია 2.1. არასასურსათო საქონლის ორგანიზებულ საცალო ბაზრობაზე საგადასახადო ნიხრს ადგენს ბაზრობის დირექცია (ხელმძღვანელობა) და ამტკიცებს ადგილობრივი მმართველობითი ორგანო. საგადასახადო ნიხრი უნდა შედგებოდეს მომსახურების სახეების ღირებულების ოდენობიდან და გამოყოფილი სავაჭრო ადგილის ღირებულებიდან. 2.2. არასასურსათო საქონლის ორგანიზებულ საცალო ბაზრობაზე დასაშვებია წვრილი სავაჭრო ქსელის და საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირება არსებული წესების და მოთხოვნების დაცვით. 2.3. არასასურსათო საქონლის ორგანიზებულ საცალო ბაზრობებზე დასაშვებია სასურსათო პროდუქციის რეალიზაცია, თუ ამისათვის შექმნილია სათანადო პირობები (სამაცივრო-ტექნოლოგიური და სხვა დანადგარების არსებობა). არ არის დასაშვები კვების პროდუქტების რეალიზაცია მიწის ზედაპირიდან (იატაკიდან). 2.4. არასასურსათო საქონლის ორგანიზებულ საცალო ბაზრობებზე იმ პირებს, რომელნიც ხელიდან ვაჭრობენ ისეთი პროდუქციით, როგორიც არის ხაჭაპური, ჰამბურგერი, ბუტერბროდი, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი და ა.შ. აუცილებელია გააჩნდეთ სანიტარიული წიგნაკები (შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ცნობები), რომელნიც მოწმდება დადგენილი წესით.
2.5. არასასურსათო საქონლის ორგანიზებულ საცალო ბაზრობის ადმინისტრაცია - არ დაუშვას ვაჭრობა ღია ადგილებში (გარდა დატარებით ვაჭრობისა), თუ სტაციონარული ადგილები (დახლები და ა. შ.) თავისუფალია.
- უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორია საჭირო რაოდენობის სანაგვე ყუთებით - იქონიოს და დადგენილი წესით აწარმოოს სანიტარიული წიგნაკი. - ბაზრობის გაღების შემდეგ უზრუნველყოს მოვაჭრეებისაგან ერთჯერადი გადასახადისა და მომსახურების ღირებულების ამოღება სალაროს მეშვეობით. - კატეგორიულად აკრძალულია მოვაჭრეებისაგან გადასახადის აკრეფა სათანადო დოკუმენტის გაცემის გარეშე. - განახორციელოს კონტროლი მოვაჭრეების მიერ ვაჭრობის წესებზე და სანჰიგიენური ნორმების დაცვაზე. 2.6. წვრილი სავაჭრო ქსელის მეშვეობით შეიძლება გაიყიდოს სასურსათო საქონლის და საზოგადოებრივი კვების პროდუქციის ის სახეობები, რომელთა შენახვა და რეალიზაცია არ მოითხოვს სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმს, აგრეთვე არასასურსათო საქონლის ის ასორტიმენტი, რომელთა გამოფენისა და გასინჯვისათვის შექმნილია შესაბამისი პირობები. 2.7. იმპორტული წარმოების კვების პროდუქტების რეალიზაციისას მათზე უნდა არსებობდეს პროდუქტის ხარისხიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი). 2.8. წვრილ სავაჭრო ქსელში აკრძალულია მალფუჭადი პროდუქტების შესყიდვა ან საკომისიოდ მიღება კერძო პირებისაგან.
2.9. წვრილ სავაჭრო ქსელში და არასასურსათო საქონლის ორგანიზებულ საცალ - მალფუჭადი პროდუქტები სამაცივრო მოწყობილობების გარეშე. - კუსტარული წესით დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელები. - კუსტარული წესით (ოჯახურ პირობებში) დამზადებული ხორცის, ხორცის პროდუქტების და თევზის შებოლილი ნაწარმი, შაშხი, ხილბოსტნეულისა, ხორცის და თევზის კონსერვები. - დიდგაბარიტიანი საქონელი (ავეჯი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და ელექტრო-საქონელი წვრილ სავაჭრო ქსელში). 2.10. გაყიდვაში არსებული საქონლის ნიმუშებზე სავალდებულოა გამოცხადებული იყოს ფასი. საქონლის ნიმუში შესაბამისი ფასმაჩვენებლით გამოდებული უნდა იყოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილას. 2.11. წვრილ სავაჭრო ქსელში, არასასურსათო საქონლის ორგანიზებულ საცალო ბაზრობებზე ნაყიდობის ოდენობა და მომხმარებელთა ანგარიშსწორების ფორმა დგინდება გამყიდველსა და მყიდველს შორის ურთიერთშეთანხმებისა და ნებაყოფლობის საფუძველზე. 2.12. წვრილი სავაჭრო ქსელის, არასასურსათო საქონლის ორგანიზებული საცალო სამუშაო რეჟიმი დგინდება ობიექტის (ბაზრობის, მესაკუთრის ბაზრობის ხელმძღვანელობის) მიერ. 2.13. წვრილ სავაჭრო ქსელში გამოყენებული ზომა-წონის ხელსაწყოები უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში და გააჩნდეს სტანდარტების შესაბამისი სამსახურების მიერ გაკეთებული დამღა მათი უკანასკნელი შემოწმების თარიღის ჩვენებით.
2.14. წვრილ სავაჭრო ქსელში სასურსათო საქონლით ვაჭრობისას ობიექტის მუშაკებს სავალდებულოა ჰქონდეთ სანიტარიული წიგნაკები, რომლებიც მოწმდება დადგენილი წესით. - პირებს, რომლებიც იმყოფებიან არაფხიზელ მდგომარეობაში; - არასრულწლოვან ბავშვებს. 2.16. წვრილ სავაჭრო ქსელში მიღებული საქონლის ყველა პარტია უნდა გატარდეს შემოსავლის ჟურნალში დადგენილი წესით - მომწოდებლის, საქონლის დასახელების, მიღების თარიღის, რაოდენობისა და ფასის ჩვენებით. 2.17. წვრილი სავაჭრო ქსელში არასასურსათო საქონლის ორგანიზებულ საცალო ბაზრობებზე ვაჭრობის წესების დაცვაზე პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ობიექტის მეპატრონე, ბაზრობის დირექცია (მეპატრონე).
2.18. წვრილი სავაჭრო ქსელის, არასასურსათო საქონლის ორგანიზებული საცალო 2.19. წვრილი სავაჭრო ქსელის მუშაკები და არასასურსათო საქონლის ორგანიზაციული საცალო ბაზრობის გამყიდველები ვალდებულები არიან: მომხმარებლის მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მათ საქონლის ხარისხიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მისცენ საშუალება მომხმარებლებს შეამოწმონ მოცემულ ობიექტში შეძენილ საქონელზე ანგარიშსწორებისა და ზომა-წონის სისწორე; იცნობდნენ გაყიდვაში არსებული საქონლის რეალიზაციის სპეციფიკურ პირობებს და იცავდნენ მათი შენახვისა და გაყიდვის წესებს; ობიექტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიცვან სრული სანიტარიული წესრიგი და პირადი ჰიგიენის მოთხოვნები. IV. კონტროლი წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი კ. ზალდასტანიშვილი
|
დოკუმენტის კომენტარები