დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ფიჭვის მერქნის ნემატოდის Bursaphelenchus xylophilus (Steiner et Buhrer) Nickle et al. ქვეყანაში გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 620 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.023831 |
|
ფიჭვის მერქნის ნემატოდის Bursaphelenchus xylophilus (Steiner et Buhrer) Nickle et al. ქვეყანაში გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული წესი – „ფიჭვის მერქნის ნემატოდის Bursaphelenchus xylophilus (Steiner et Buhrer) Nickle et al. ქვეყანაში გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო ღონისძიებები“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივნისიდან.
|
|
ფიჭვის მერქნის ნემატოდის Bursaphelenchus xylophilus (Steiner et Buhrer) Nickle et al. ქვეყანაში გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო ღონისძიებები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
„ფიჭვის მერქნის ნემატოდის Bursaphelenchus xylophilus (Steiner et Buhrer) №ickle et al. ქვეყანაში გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო ღონისძიებები“ (შემდგომში – წესი) ადგენს ფიტოსანიტარიულ ღონისძიებებს საქართველოსთვის საკარანტინო მავნე ორგანიზმის – ფიჭვის მერქნის ნემატოდის Bursaphelenchus xylophilus (Steiner et Buhrer) №ickle et al. (შემდგომში – ფმნ) ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრისა და გავრცელების პრევენციის მიზნით. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მასპინძელი მცენარეები – Abies Mill. – სოჭი, ნაძვი, ცრუცუგა; Cedrus Trew. – კედარი; Larix Mill. – ევროპული ლარიქსი; Picea A. Dietr. – ნაძვი; Pinus L. – ფიჭვი; Pseudotsuga Carr. – ცრუცუგა; Tsuga Carr. – ცუგა, გარდა მათი ნაყოფისა და თესლისა; ბ) მიმღები მერქანი – წიწვოვანი სახეობის (Coniferales) ხემცენარეების მერქანი, რომლებზეც ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: ბ.ა) მცენარეების მერქანი, რომელიც შეიძლება, წარმოდგენილი იყოს, როგორც მთლიანი ან ნაწილობრივ მრგვალი ფორმით, ქერქით ან მის გარეშე, ან წვრილად დაჭრილი ფორმით, დახერხილი ან ხის ნარჩენის სახით, ასევე შესაფუთი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება ნივთების ტრანსპორტირებისას; ბ.ბ) მერქანი, რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული საკუთარი მრგვალი ფორმა; ბ.გ) მერქანი ფუტკრის სკის ან ფრინველის ბუდეყუთების ფორმით; ბ.დ) მიმღებ მერქანს არ მიეკუთვნება: Taxus L.-ის ურთხელისა და Thuja L.-ის ტუიას დახერხილი მორები და მერქანი, რომლებსაც გავლილი აქვს დამუშავება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ შეიცავენ ფმნ-ის გავრცელების რისკს; გ) მიმღები ქერქი – წიწვოვანი სახეობის (Coniferales) ხემცენარეების ქერქი; დ) წარმოების ადგილი – ნიშნავს ნებისმიერ ტერიტორიას, რომელიც მუშაობს, როგორც ერთიანი საწარმოო ერთეული. ეს შეიძლება, მოიცავდეს საწარმოო ადგილებს, რომელთა ცალკე მართვა ხდება ფიტოსანიტარიული მიზნებისთვის; ე) ვექტორი – ნიშნავს ხოჭოებს, რომლებიც მიეკუთვნებიან Monochamus (Megerle in Dejean, 1821)-ის გვარს; ვ) ვექტორის ფრენის სეზონი – ნიშნავს პირველი აპრილიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სამეცნიერო და ტექნიკური საფუძველი ვექტორის ფრენის სეზონის განსხვავებული ხანგრძლივობის განსაზღვრისათვის, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ოთხკვირიან უსაფრთხოების დიაპაზონს მოსალოდნელი ფრენის სეზონის დასაწყისისა და ბოლოსათვის; ზ) შესაფუთი ხის მასალა (შემდგომში – შხმ) – ხე ან ხის ნაწარმი, რომელიც გამოიყენება ტვირთის დაცვის ან გადაზიდვისათვის, შესაფუთი კოლოფების, ყუთების, გალიების, დოლებისა და მსგავსი შეფუთვების, პალეტების, ყუთის პალეტებისა და სხვა ჩასატვირთი დაფების, ხის სათავსებისა და საგებების სახით, იმისდა მიუხედავად, რეალურად გამოიყენება თუ არა ისინი საგანთა ტრანსპორტირებისათვის; თ) ხანძრით ან ქარიშხლით დაზიანებული მცენარე (შემდგომში – დაზიანებული მცენარე) – ნებისმიერი მასპინძელი მცენარე, რომელიც ხანძრით ან ქარიშხლით იმგვარად არის დაზიანებული, რომ ვექტორს კვერცხის დების საშუალებას აძლევს; ი) შეკავება – ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენება დასნებოვნებულ ზონაში და მის გარშემო ფმნ-ის გავრცელების პრევენციის მიზნით; კ) დემარკაცია – დასნებოვნებული ზონისა და ბუფერული ზონის საზღვრების დადგენა, რომლებიც მიჰყვება სხვადასხვა ბარიერს (საძოვარს, ტყეს, გზას, მდინარეს შემოღობვას, ხნულს და ა. შ.) და ფმნ-ის შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება; ლ) დემარკირებული ტერიტორია – ტერიტორია, სადაც მოხდა ტერიტორიის დემარკაცია; მ) დასნებოვნებული ზონა – ტერიტორია, სადაც დადგენილია ფმნ-ის არსებობა. ის მოიცავს ყველა მასპინძელ მცენარეს, რომელსაც გამოუვლინდა ფმნ-ის მიერ გამოწვეული სიმპტომები; ნ) ბუფერული ზონა – ტერიტორია, რომელიც, სულ მცირე, 20 კმ რადიუსით დაშორებულია დასნებოვნებული ზონის საზღვრიდან და ექვემდებარება ფმნ-ის წინააღმდეგ ფიტოსანიტარიული ან კონტროლის სხვა შესაბამისი ზომების გატარებას; ო) საზედამხედველო ორგანო – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო); პ) ტყის მართვის ორგანო – საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლით დადგენილი ტყის მართვის ორგანოები. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, საქართველოს ტყის კოდექსით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებით, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. იმ ადგილების გამოკვლევა, სადაც ფმნ-ის გავრცელება არ არის ცნობილი 1. ფმნ-ის არსებობის რაიმე ნიშნების გამოსავლენად, საზედამხედველო ორგანომ და ტყის მართვის ორგანომ ყოველწლიურად უნდა ჩაატარონ ფმნ-ის მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის ფმნ-ის ვექტორზე იმ ტერიტორიების გამოკვლევა (მათ შორის, ნიმუშის აღება შემდგომი ლაბორატორიული კვლევისათვის), სადაც ადრე ფმნ-ის გავრცელება არ იყო ცნობილი. 2. შესაბამისი მეთოდით ნიმუშის აღება უნდა მოხდეს მასპინძელი მცენარიდან, მიმღები მერქნიდან და ქერქიდან, აგრეთვე ფმნ-ის ვექტორიდან. მუხლი 4. ლაბორატორიული გამოკვლევა 1. მასპინძელი მცენარის, მიმღები მერქნისა და ქერქის, აგრეთვე ფმნ-ის ვექტორის ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა ეფუძნებოდეს EPPO-ის დიაგნოსტიკური პროტოკოლის PM 7/4 (2) სტანდარტს Bursaphelenchus xylophilus (Steiner et Buhrer) №ickle et al.-ისთვის. აღნიშნული სტანდარტის მეთოდებს შეიძლება, დაემატოს ან ისინი ჩანაცვლდეს მოლეკულურ-დიაგნოსტიკური მეთოდებით. 2. მასპინძელი მცენარიდან, მიმღები მერქნიდან და ქერქიდან, აგრეთვე ფმნ-ის ვექტორიდან აღებული ნიმუშების გამოკვლევა უნდა მოხდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში. მუხლი 5. საგანგებო მართვის სამოქმედო გეგმა 1. ტყეში ფმნ-ის გამოვლენისას ტყის მართვის ორგანომ, ფმნ-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფმნ-ის დადასტურებული არსებობის ან არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, უნდა შეადგინოს და საზედამხედველო ორგანოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და ტყის დეპარტამენტთან (შემდგომში – ბიომრავალფეროვნებისა და ტყის დეპარტამენტი) შეათანხმოს საგანგებო მართვის სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა), რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ამ წესის მე-6 – მე-16 მუხლების შესაბამისად. 2. სამოქმედო გეგმაში ასახული უნდა იყოს: ა) რისკის შეფასების შემაჯამებელი ინფორმაცია ფმნ-თან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს: ა.ა) ბიოლოგიის თაობაზე ზოგად ინფორმაციას; ა.ბ) მოსალოდნელ სიმპტომებსა და დაზიანებულ მასპინძელ მცენარეებს; ა.გ) გამოვლენის მეთოდებს; ა.დ) ქვეყანაში შემოჭრისა და შემდგომი გავრცელების ძირითად გზებს, მათ შორის, იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება, შემცირდეს ფმნ-ის შემოსვლის, დამკვიდრებისა და გავრცელების რისკები; ბ) ფმნ-ის დადასტურებული არსებობის ან არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, საზედამხედველო ორგანოსა და ტყის მართვის ორგანოს როლი და პასუხისმგებლობა; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმაში ჩართული პირების კოორდინირებული საქმიანობის პროცედურები (ფმნ-ის დადასტურებული არსებობის, ან არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, საზედამხედველო ორგანო აწესებს შესაბამის ფიტოსანიტარიულ ღონისძიებებს ქვეყნის ტერიტორიაზე ფმნ-ის შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ, გამოვლენისას კი ორგანიზებას უწევს ან/და ატარებს შესაბამისი კონტროლის ღონისძიებებს); გ) საზედამხედველო ორგანოსა და ტყის მართვის ორგანოს, გადაზიდვაზე პასუხისმგებელი ოპერატორებისა და სხვა პირების ტერიტორიებზე დაშვების პირობები; დ) საჭიროების შემთხვევაში, საზედამხედველო ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში, ლაბორატორიაზე, მოწყობილობებზე, პერსონალზე, გარე ექსპერტიზასა და რესურსებზე წვდომის პირობები, რომლებიც აუცილებელია ფმნ-ის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის ან, საჭიროების შემთხვევაში, ფმნ-ის შეკავებისათვის; ე) საზოგადოებისათვის ფმნ-ის არსებობის დადასტურების ან არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; ვ) ფმნ-ის აღმოჩენის თაობაზე ჩანაწერების წარმოების წესები; ზ) ფმნ-ის ვიზუალური შემოწმების, ნიმუშის აღებისა და ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდები; თ) საჭიროების შემთხვევაში, ფმნ-ის გავრცელების წინააღმდეგ, მეზობელი სახელმწიფოების მცენარეთა დაცვის ეროვნულ ორგანიზაციებთან კოორდინაციის პროცედურები და პასუხისმგებელი პირები, იმ რისკის გათვალისწინებით, რომელ სახელმწიფოსაც საფრთხეს უქმნის ფმნ. 3. სამოქმედო გეგმა საზედამხედველო ორგანოსა და ბიომრავალფეროვნებისა და ტყის დეპარტამენტის მიერ ექვემდებარება შეფასებასა და გადახედვას. მუხლი 6. ტერიტორიის დემარკაცია 1. თუ ყოველწლიური გამოკვლევის შედეგები აჩვენებს ფმნ-ის არსებობას მასპინძელ მცენარეებში, იმ ტერიტორიაზე, რომელშიც მანამდე არ იყო გამოვლენილი ფმნ, ან აღნიშნულის თაობაზე მტკიცებულება მოპოვებულია სხვა საშუალებით, საზედამხედველო ორგანოს მიერ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის დემარკაცია. თუ ფმნ აღმოჩენილი იქნება მიმღებ მერქანში, მიმღებ ქერქში, ვექტორში, ან შხმ-ში, საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ, ტყის მართვის ორგანომ უნდა გამოიკვლიოს უშუალოდ ის ტერიტორია, რომლის სიახლოვესაც ნაპოვნი იქნა ფმნ-ის ვექტორი, ან უშუალოდ, სადაც მდებარეობს მიმღები მერქანი, მიმღები ქერქი ან შხმ. 2. დემარკირებული ტერიტორია უნდა შედგებოდეს დასნებოვნებული ზონისგან, რომელშიც აღმოჩენილ იქნა ფმნ და დასნებოვნებული ზონის ირგვლივ ბუფერული ზონისგან. ბუფერული ზონა უნდა იყოს, სულ მცირე, 20 კმ სიგანის. თუ ამ წესის მე-7 მუხლის თანახმად გამოყენებული იქნება სალიკვიდაციო ღონისძიებები, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს ბუფერული ზონის 6 კმ-ით შემცირების შესახებ გადაწყვეტილება იმ პირობით, რომ ასეთი შემცირება საფრთხეს არ შეუქმნის სალიკვიდაციო ღონისძიებებს. 3. ბუფერულ ზონაში ფმნ-ის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს ახალი დემარკირებული ტერიტორია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. შესაძლებელია, არსებული დემარკირებული ტერიტორია შეიცვალოს, როდესაც ეს ტერიტორია, ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება სალიკვიდაციო ღონისძიებებს. 4. როდესაც მასპინძელი მცენარეებისა და ვექტორის ამ წესის დანართ №1-ის („ფიჭვის მერქნის ნემატოდის სალიკვიდაციო ღონისძიებები“) მე-6 პუნქტით განსაზღვრული წლიური გამოკვლევებით ნაჩვენები იქნება, რომ შესაბამის დემარკირებულ ტერიტორიაზე უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში არ იყო დადგენილი ფნმ-ის არსებობა, აგრეთვე, თუ ამ წესის დანართ №1-ის მე-5 პუნქტში განსაზღვრული პირობის დროს, ფმნ-ის არარსებობა დამტკიცებული იქნება ამ წესის დანართ №1-ის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ნიმუშის აღებითა და გამოკვლევით, საზედამხედველო ორგანოს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ტერიტორიის დემარკაციის შეწყვეტის თაობაზე. მუხლი 7. სალიკვიდაციო ღონისძიებები 1. დემარკირებულ ტერიტორიაზე არსებული ფმნ-ის ლიკვიდაციისათვის საზედამხედველო ორგანომ ორგანიზება უნდა გაუწიოს, ხოლო ტყის მართვის ორგანომ უნდა გაატაროს ამ წესის დანართ №1-ში მითითებული სალიკვიდაციო ღონისძიებები. 2. ფმნ მიჩნეული იქნება ლიკვიდირებულად, როდესაც მასპინძელი მცენარეებისა და ვექტორის ამ წესის დანართი №1-ის მე-6 პუნქტით დადგენილი ყოველწლიური გამოკვლევებით ნაჩვენები იქნება, რომ შესაბამის დემარკირებულ ტერიტორიაზე უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში არ იყო გამოვლენილი ფმნ-ის არსებობა ან იმ შემთხვევაში, თუ ფმნ-ის არარსებობა დადასტურებულია ამ წესის დანართ №1-ის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ნიმუშის აღებითა და გამოკვლევით. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სალიკვიდაციო ღონისძიებებს განახორციელებს ტყის მართვის ორგანოს მიერ ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. მუხლი 8. შეკავება 1. როდესაც მასპინძელ მცენარეებსა და ვექტორზე ამ წესის დანართი №1-ის მე-6 პუნქტით დადგენილი ყოველწლიური გამოკვლევებით გამოვლენილი იქნება ფმნ-ის არსებობა დემარკირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში (და მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ აღნიშნულ ვითარებაში შეუძლებელია ფმნ-ის ლიკვიდაცია) უნდა გატარდეს შეკავების ღონისძიებები. 2. საზედამხედველო ორგანოს შეუძლია, გადაწყვიტოს და კოორდინაცია გაუწიოს ფმნ-ის შეკავებას, სულ მცირე, მომდევნო ოთხი წლის დასრულებამდე, იმ შემთხვევაში, როდესაც დასნებოვნებული ზონის დიამეტრი აღემატება 20 კილომეტრს, არსებობს მტკიცებულება, რომ ფმნ მთლიანად დასნებოვნებულ ზონაში არსებობს და მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ ვითარებაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ფმნ-ის ლიკვიდაცია შეუძლებელია. 3. შეკავების ზომები უნდა განხორციელდეს ამ წესის დანართ №2-ის –„ფიჭვის მერქნის ნემატოდის შეკავების ღონისძიებების“ შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეკავების ზომები უნდა განხორციელდეს ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ. მუხლი 9. გადაზიდვაზე პასუხისმგებელი ოპერატორებისა და საზოგადოების ინფორმირება ფმნ-ის ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული სალიკვიდაციო ღონისძიებების ან მე-8 მუხლით განსაზღვრული შეკავების ზომების თაობაზე, გადაზიდვაზე პასუხისმგებელი ოპერატორებისა და საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10. მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის გადაზიდვა 1. დემარკირებული ტერიტორიიდან არა დემარკირებულ ტერიტორიაზე და დასნებოვნებული ზონიდან ბუფერულ ზონაში მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ ამ წესის დანართ №3-ის („მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის გადაზიდვისადმი დაწესებული მოთხოვნები“) პირველ ნაწილში – „მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის დემარკირებული ტერიტორიიდან არადემარკირებული ტერიტორიის გარდა სხვა ტერიტორიებზე და დასნებოვნებული ზონიდან ბუფერულ ზონაში გადაზიდვისადმი დაწესებული მოთხოვნები“ განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში. 2. დასნებოვნებულ ზონაში, რომელიც ექვემდებარება სალიკვიდაციო ღონისძიებებს, მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის გადაზიდვა მოხდება მხოლოდ ამ წესის დანართ №3-ის მე-2 ნაწილით – „დასნებოვნებული ზონის შიგნით, სალიკვიდაციო ღონისძიებებს დაქვემდებარებული მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის გადაზიდვისადმი დადგენილი მოთხოვნები“ განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში. 3. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის გადაზიდვა შეზღუდოს იმ დასნებოვნებული ზონის შიგნით, რომელიც ექვემდებარება შეკავების ღონისძიებებს. მუხლი 11. დემარკირებული ტერიტორიიდან სხვა არადემარკირებულ ტერიტორიაზე და დასნებოვნებული ზონიდან ბუფერულ ზონაში გადაზიდვასთან დაკავშირებული შემოწმებები 1. საზედამხედველო ორგანო, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, ამოწმებს მასპინძელ მცენარეებს, მიმღებ მერქანსა და ქერქს, რომელიც გადაზიდულ იქნა დემარკირებული ტერიტორიიდან სხვა არა დემარკირებულ ტერიტორიაზე და დასნებოვნებული ზონიდან ბუფერულ ზონაში. 2. შესამოწმებელი ადგილის შერჩევა ეფუძნება რისკს, რომ შესამოწმებელი მცენარეები, ან მერქანი და ქერქი, არიან ცოცხალი ფმნ-ის მატარებლები. შემოწმებისას მხედველობაში მიიღება ტვირთების წარმოშობა, შესამოწმებელი მცენარეების, მერქნისა და ქერქის მიმღეობის დონე და გადაზიდვაზე პასუხისმგებელი ოპერატორის მიერ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შესაბამისობა. 3. მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის შემოწმება ჩატარდება შემდეგ ადგილებში: ა) იმ პუნქტებში, სადაც ხორციელდება მათი გადაზიდვა დასნებოვნებული ზონიდან ბუფერულ ზონაში; ბ) იმ პუნქტებში, სადაც ხორციელდება მათი ტრანსპორტირება ბუფერული ზონიდან, არადემარკირებულ ტერიტორიაზე; გ) ბუფერულ ზონაში მათი დანიშნულების ადგილას; დ) დასნებოვნებულ ზონაში მათი წარმოშობის ადგილას, როგორიცაა ხე-ტყის სამხერხაო, საიდანაც მასპინძელი მცენარეები, მიმღები მერქანი და ქერქი არის გატანილი. 4. საზედამხედველო ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ადგილებისა, უფლებამოსილია, დამატებით სხვა ადგილებში ჩაატაროს შემოწმება, რომელიც მოიცავს: ა) დოკუმენტურ შემოწმებას, ამ წესის დანართ №3-ის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე; ბ) იდენტურობის შემოწმებას, აღნიშნულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან შეუსაბამობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში; გ) მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმებას, რომელიც ასევე მოიცავს ფმნ-ის არსებობაზე გამოკვლევას. 5. საზედამხედველო ორგანო, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, ამოწმებს მასპინძელ მცენარეებს, მიმღებ მერქანსა და ქერქს, რომელიც გადაზიდულ იქნა მათი ტერიტორიის გარეთ არსებული დემარკირებული ტერიტორიიდან შემოსაზღვრული ტერიტორიის გარდა მათ სხვა ტერიტორიაზე. 6. შემოწმებები უნდა მოიცავდეს დოკუმენტურ შემოწმებას დანართ №3-ის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებზე, იდენტურობის შემოწმებასა და მცენარის სიჯანსაღის შემოწმებას, რომელიც ასევე მოიცავს ფიჭვის მერქნის ნემატოდას არსებობაზე ლაბორატორიულ გამოკვლევას შესაბამისი პროფილის მქონე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. მუხლი 12. მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის გადაზიდვისას შეუსაბამობის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები თუ ამ წესის მე-11 მუხლში მითითებული შემოწმება აჩვენებს, რომ დანართ №3-ის პირველი ან მე-2 ნაწილის მოთხოვნები არ არის დაცული, ტყის მართვის ორგანომ საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ უნდა უზრუნველყოს შეუსაბამო მასალის: ა) განადგურება; ბ) გადაზიდვა, სპეციალურად ამ მიზნისათვის რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმომდე, სადაც ის გაივლის შესაბამის თერმულ დამუშავებას. ცოცხალი ფმნ-ის და ცოცხალი ვექტორის მოცილების უზრუნველსაყოფად მერქანსა და ქერქში მინიმუმ 56°C ტემპერატურას მიაღწევს, სულ მცირე, 30 წუთის განმავლობაში; გ) უკან დაბრუნება გაგზავნის ადგილზე, ამ წესის დანართ №3-ის მოთხოვნათა დარღვევის გარეშე, ან იმ ახლომდებარე ადგილზე, სადაც ხდება აღნიშნული ტვირთის ხელახალი შეფუთვა და შხმ-ის განადგურება, ფმნ-ის გავრცელების რაიმე რისკის თავიდან აცილებით. მუხლი 13. დამამუშავებელ საწარმოთა რეგისტრაცია 1. დემარკირებულ ტერიტორიაზე სააგენტო ახდენს დამამუშავებელი საწარმოს რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამამუშავებელი საწარმო (შემდგომში – რეგისტრირებული დამამუშავებელი საწარმო) უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართ №3-ით დადგენილ მოთხოვნებს და შეუძლია განახორციელოს: ა) მიმღები მერქნისა და ქერქის დამუშავება, ამ წესის დანართ №3-ის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ბ) მცენარის პასპორტის გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმღები მერქნისა და ქერქისათვის, რომლებიც დამუშავდა რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმოში ამ წესის დანართ №3-ის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) შხმ-ის დამუშავება, ამ წესის დანართ №3-ის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე დანართის მე-2 ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად; დ) ფუტკრის სკების, ფრინველის ბუდეყუთებისა და შხმ-ის დამუშავება, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და მარკირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ წესის დანართი №3-ის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე დანართის მე-2 ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. სააგენტოს მიერ რეგისტრირებული დამამუშავებელი საწარმო უზრუნველყოფს დამუშავებული მიმღები მერქნის, მიმღები ქერქისა და შხმ-ის მიკვლევადობას. მუხლი 14. მარკირების გამოყენების უფლების მინიჭება 1. დემარკირებულ ტერიტორიაზე შხმ-ის, ფუტკრის სკებისა და ფრინველის ბუდეყუთების მწარმოებელ ბიზნესოპერატორს (შემდგომში – შხმ-ის მწარმოებელი რეგისტრირებული ბიზნესოპერატორი) სააგენტო ანიჭებს მარკირების გამოყენების უფლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთ რეგისტრირებულ დამამუშვებელ საწარმოში დამზადებულ შხმ-ს, ფუტკრის სკებსა და ფრინველის ბუდეყუთებს თან უნდა ახლდეს მცენარის პასპორტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. შხმ-ის მწარმოებელმა რეგისტრირებულმა ბიზნესოპრატორმა შხმ-ის წარმოებისათვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმოში დამუშავებული მერქანი, რომელიც მარკირებულია და თან ახლავს მცენარის პასპორტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, და უზრუნველყოს ამ მიზნისთვის გამოყენებული მერქნის რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმომდე მიკვლევადობა. მუხლი 15. რეგისტრირებული დამამუშავებელი საწარმოსა და შხმ-ის მწარმოებელი რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი რეგისტრირებული დამამუშავებელი საწარმოსა და შხმ-ის მწარმოებელი რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 16. რეგისტრირებული დამამუშავებელი საწარმოსა და შხმ-ის მწარმოებელი რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის შეჩერება და გაუქმება 1. თუ ცნობილი გახდება რეგისტრირებული დამამუშავებელი საწარმოს მიერ დამუშავებულ მიმღებ მერქანში, მიმღებ ქერქში ან შხმ-ში ფმნ-ის არსებობის შესახებ, სააგენტო შეაჩერებს საწარმოს რეგისტრაციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ ცნობილი გახდება შხმ-ის მწარმოებელი რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ მარკირებულ, მიმღებ შხმ-ში ფმნ-ის არსებობის შესახებ, სააგენტო შეაჩერებს ბიზნესოპერატორის რეგისტრაციას და მარკირების გამოყენების უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააგენტო რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმოს ან შხმ-ის მწარმოებელ რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორს გაუუქმებს რეგისტრაციას და მარკირების გამოყენების უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 17. სახელმწიფო კონტროლი 1. ქვეყნის მასშტაბით ფმნ-ის გავრცელების საწინააღმდეგო სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებებს ახორციელებს საზედამხედველო ორგანო და ტყის მართვის ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი დაწესებულებები და ტყით მოსარგებლეები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ტყის მართვის ორგანო: ა) სამუშაოების დაწყებამდე საზედამხედველო ორგანოს შესათანხმებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გამოყენებით შედგენილი სამუშაოების ზუსტს აღწერილობას, რომელთა შესრულებასაც გეგმავს; ბ) ტყის მონიტორინგს ახორციელებს „ტყის პათოლოგიური კვლევისა და ტყის პათოლოგიური მონიტორინგის ინსტრუქციის“ შესაბამისად; გ) გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდის საზედამხედველო ორგანოს. მუხლი 18. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილება სსიპ – შემოსავლების სამსახური, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ფარგლებში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული რისკების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მიწოდებული მეთოდური მითითებების საფუძველზე, უზრუნველყოფს ფმნ-ის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, ფმნ-ის ლაბორატორიულ გამოკვლევას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №1 ფიჭვის მერქნის ნემატოდის სალიკვიდაციო ღონისძიებები 1. საზედამხედველო ორგანომ, ფმნ-ს ლიკვიდაცის მიზნით, დემარკირებულ ტერიტორიაზე კოორდინაცია უნდა გაუწიოს, ხოლო ტყის მართვის ორგანომ განახორციელოს, ამ დანართის მე-2 – მე-12 პუნქტების შესაბამისი ღონისძიებები. 2. დემარკირებული ტერიტორიის დადგენისას, ყოველი მასპინძელი მცენარის გარშემო, რომელშიც ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ფმნ, ტყის მართვის ორგანო, საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ: ა) სატყეო კვარტლის საზღვრებში, საშუალოდ 150-200 ჰა. ფართობზე ( შემდგომში სანიტარიული ჭრის ზონა) მოჭრის მასპინძელი მცენარეების ყველა ხმელ, ხმობად, ზეხმელ და ფმნ-თი დასახლებულ ეგზემპლარებს; ბ) დემარკირებული ტერიტორიის სანიტარიული ჭრის წესით გაწმენდის შემდგომ მოჭრილი ხეების განკარგვა განხორციელებული იქნება უსაფრთხოების ყველა საჭირო წინასწარი ზომების გათვალისწინებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფმნ-ს და მისი ვექტორის გავრცელება; გ) მოჭრის შემდეგ, ყველა მცენარისგან, რომელიც გამხმარია, დაავადებულია, ან ჯანსაღად გამოიყურება, ფმნ-ს გავრცელების რისკის შეფასების საფუძველზე, აიღებს ნიმუშებს თითოეული მცენარის რამდენიმე ნაწილიდან. მათ შორის ვარჯიდან და განსაკუთრებით იმ ნაწილიდან, სადაც ვექტორის მოქმედების ნიშნები თვალსაჩინოა. ნიმუშები ასევე აღებული იქნება მოჭრილი ღეროდან და ჭრის ბუნებრივი ნარჩენებისგან, რომლებსაც აღენიშნებათ ვექტორის მოქმედების ნიშნები და რომლებიც დემარკირებული ტერიტორიის იმ ნაწილში მდებარეობენ, სადაც მასპინძელ მცენარეთა ჭკნობის სიმპტომების გამოვლენა არ აღინიშნება, ან ჭკნობის სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს უფრო გვიან ეტაპზე. აღნიშნული ნიმუშები გამოკვლეული იქნება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ფმნ-ს არსებობაზე და გამოკვლევის შედეგები ეცნობება საზედამხედველო ორგანოს; დ) საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ფმნ-ს სალიკვიდაციო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების კატეგორიებში დაშვებული (აკრძალული და დაშვებული საქმიანობა) რეჟიმის ფარგლებში“. 3. თუ ტყის მართვის ორგანო გადაწყვეტს, რომ: ა) დადგენილი სანიტარიული ჭრის ზონა გარემოზე იქონიებს ზემოქმედებას, სანიტარიული ჭრის ზონის მინიმალური რადიუსი თითოეული მასპინძელი მცენარის გარშემო, რომელშიც აღმოჩენილია ფმნ, შეიძლება შეამციროს 100 მეტრამდე; ბ) სანიტარიული ჭრის ზონის შიგნით მოხვდა ინდივიდუალური მცენარეები და მათი ჭრა არ არის მიზანშეწონილი, მხოლოდ ასეთი მცენარეების მიმართ შეიძლება გამოიყენოს განკარგვის ალტერნეტიული ღონისძიებები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ფმნ-გან დაცვის იგივე დონე. 4. ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ყოველი მასპინძელი მცენარე, რომელიც გათავისუფლებულია სანიტარიული ჭრისგან და მდებარეობს მასპინძელი მცენარეებიდან 100 მ-დან 150-200 ჰა-მდე სანიტარიული ჭრის ზონის რადიუსში, სადაც აღმოჩენილია ფმნ, შემოწმებული იქნება ფმნ-ს არსებობის ნიშნებსა ან სიმპტომებზე, ვექტორის ფრენის სეზონამდე, ფრენის სეზონის დროს და არასაფრენ სეზონზე. იმ შემთხვევაში თუ სახეზეა ფმნ-ს არსებობის ნიშნები, ან ფმნ-ს სიმპტომები, მასპინძელი მცენარისგან ნიმუში აღებული და გამოკვლეული იქნება ფმნ-ს არსებობაზე. აღნიშნული მასპინძელი მცენარეებისგან ნიმუშის აღება განხორცილდება მცენარის რამდენიმე ნაწილიდან, მათ შორის ვარჯიდან. ვექტორის ფრენის სეზონის დროს, ტყის მართვის ორგანო საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ ჩაატარებს ვექტორის ინტენსიურ გამოკვლევას ფმნ-ს არსებობაზე ნიმუშის აღებითა და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში გამოკვლევით. აღნიშნული ღონისძიებები იმოქმედებს ამ წესის მე-7 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფმნ-ს ლიკვიდაციის დასრულებამდე, ან მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეკავების ზომების გადაწყვეტილების მიღებამდე. 5. თუ ვექტორის არსებობის დადგენის მიზნით, FAO-ს №4 ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, განხორციელებული გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ შესაბამის ტერიტორიაზე ვექტორი არ იმყოფებოდა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში და მხედველობაში იქნა მიღებული ვექტორის გავრცელების შესაძლებლობა, თითოეული იმ მასპინძელი მცენარის გარშემო, რომელშიც აღმოჩენილი იყო ფმნ., სანიტარიული ჭრის ზონის მინიმალური რადიუსი იქნება 100 მეტრი. 6. ტყის მართვის ორგანო, ვექტორის ფრენის და არასაფრენი სეზონის დროს, დემარკირებულ ტერიტორიაზე ჩაატარებს მასპინძელი მცენარეებისა და ვექტორის შემოწმებას ფმნ-ს არსებობაზე ნიმუშის აღებითა და ლაბორატორიაში გამოკვლევის გზით. ტყის მართვის ორგანო ასევე განახორციელებს ფმნ-ს ვექტორის გამოკვლევებს მისი ფრენის სეზონის დროს. აღნიშნული გამოკვლევებით განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გამხმარ, დაავადებულ, ან დაზიანებულ მასპინძელ მცენარეებს. დაზიანებული მასპინძელი მცენარეებისგან ნიმუშის აღება განხორციელდება თითოეული მცენარის რამდენიმე ნაწილიდან, მათ შორის ვარჯიდან. ნიმუშები ასევე აღებული იქნება მოჭრილი ღეროდან, ჭრისა და ბუნებრივი ნარჩენებისგან, რომლებსაც აღენიშნებათ ვექტორის მოქმედების ნიშნები და რომლებიც დემარკირებული ტერიტორიის იმ ნაწილებში მდებარეობენ, სადაც მასპინძელ მცენარეთა ჭკნობის სიმპტომების გამოვლენა მოსალოდნელი არ არის, ან მოსალოდნელია უფრო გვიან ეტაპზე. 3 000 მეტრის რადიუსში, თითოეული იმ მასპინძელი მცენარის გარშემო, რომელშიც აღმოჩენილი იყო ფმნ, გამოკვლევათა ინტენსივობა იქნება სულ მცირე ოთხჯერ უფრო მეტი, ვიდრე 3000 მ-ის მანძილიდან ბუფერული ზონის გარე საზღვრამდე. 7. ტყის მართვის ორგანო, საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ, დემარკირებულ ტერიტორიაზე დაადგენს და უზრუნველყოფს, რომ მოიჭრას ყველა დაზიანებული მასპინძელი მცენარე, რომელშიც აღმოჩენილი იქნება ფმნ და რომელიც ხმელია, დაავადებულია, ან დაზიანებული; უზრუნველყოფს, რომ მოჭრილი მცენარეები და ხეტყის ნარჩენები გატანილი და განკარგული იქნეს ჭრის დასრულებამდე; წინასწარ მიიღებს უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომას, ფმნ-ს და მისი ვექტორის გავრცელების თავიდან ასაცილებლად; მხედველობაში მიიღებს შემდეგ პირობებს: ა) ვექტორის არასაფრენი სეზონის დროს იდენტიფიცირებული მასპინძელი მცენარეები, ვექტორის ფრენის შემდგომ სეზონამდე, იქნება მოჭრილი და ადგილზე განადგურებული, ან გატანილი და მათი მერქანი და ქერქი დამუშავებული, როგორც აღნიშნული დადგენილია ამ წესის დანართი №3-ის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ან გადამუშავებული, როგორც აღნიშნული დადგენილია დანართი №3-ის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში; ბ) ვექტორის ფრენის სეზონის დროს იდენტიფიცირებული მასპინძელი მცენარეები დაუყოვნებლივ იქნება მოჭრილი, ამოძირკვული ან გატანილი და მათი მერქანი და ქერქი დამუშავებული, როგორც აღნიშნული დადგენილია ამ წესის დანართი №3-ის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ან გადამუშავებული, როგორც აღნიშნული დადგენილია დანართი №3-ის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში; გ) მოჭრილი მასპინძელი მცენარეებიდან, რომელშიც ფმნ ჯერ არ იყო აღმოჩენილი, ნიმუშები იქნება აღებული და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში გამოკვლეული ფმნ-ს არსებობაზე, ნიმუშის აღების იმ სქემის მიხედვით, რომლითაც შესაძლებელია 99% სანდოობით იმის დადასტურება, რომ ფმნ-ს არსებობის ალბათობა აღნიშნულ მასპინძელ მცენარეებში 0.1%-ზე დაბალია; დ) იქ სადაც შესრულდება ამ დანართის მე-5 პუნქტით დადგენილი პირობა, ტყის მართვის ორგანოს შეუძლია გადაწყვიტოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მასპინძელი მცენარეებიდან, მათი მოჭრის გარეშე, ფმნ-ზე ნიმუშების აღება (გარდა იმ მასპინძელი მცენარეებისა, რომელშიც აღმოჩენილი არის ფმნ) და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში გამოკვლევა ნიმუშის აღების იმ სქემის მიხედვით, რომლითაც შესაძლებელია 99% სანდოობით იმის დადასტურება, რომ ფმნ-ს არსებობის ალბათობა აღნიშნულ მასპინძელ მცენარეებში 0.1%-ზე დაბალია. 8. რაც შეეხება ვექტორის ფრენის სეზონის დროს „დემარკირებულ ტერიტორიაზე“ იდენტიფიცირებული მიმღები მერქნის მორებს, როგორც აღნიშნული მითითებულია ამ დანართის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, მათ უნდა გაეცალოს ქერქი ან დამუშავდეს იმ ინსექტიციდით, რომელიც ეფექტურია ვექტორის წინააღმდეგ, ან ეს მორები მოჭრის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიფაროს აღნიშნული ინსექტიციდით გაჟღენთილი მწერების საწინააღმდეგო ბადით. ქერქის გაცლის, დამუშავების, ან მწერების საწინააღმდეგო ბადით დაფარვის შემდეგ, მიმღები მერქანი საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადატანილი შენახვის ადგილას, ან რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმოში. ქერქგაუცლელი მერქანი, შენახვის ადგილზე, ან რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმოში კიდევ ერთხელ დამუშავდება იმ ინსექტიციდით, რომელიც ეფექტურია ვექტორის წინააღმდეგ, ან დაფარული იქნება აღნიშნული ინსექტიციდით გაჟღენთილი მწერების საწინააღმდეგო ბადით. როდესაც ტყის მართვის ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ქერქის გაცლა, ვექტორის საწინააღმდეგო ეფექტური ინსექტიციდით დამუშავება და მისი დაფარვა ამავე ინსექტიციდით გაჟღენთილი მწერების საწინააღმდეგო ბადით მიზანშეუწონელია, მერქანი, რომელიც არ არის ქერქისგან გაცლილი, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ადგილზე განადგურებული. ხეტყის ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნა მასპინძელი მცენარეების მოჭრის დროს, რჩება ადგილზე. ქერქგაუცლელი მერქანი, რომელიც ადგილზე ნადგურდება, ექვემდებარება 3 სმ-ზე ნაკლები სისქის და 3 სმ-ზე ნაკლები სიგანის ნაწილებად დაჭრას. 9. ამ დანართის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის გარეშე, როდესაც ტყის მართვის ორგანო გადაწყვეტს, რომ დაზიანებული მცენარეების ჭრა და გატანა ვექტორის ფრენის სეზონის დროს მიზანშეუწონელია, აღნიშნული მცენარეების ჭრა და გატანა შეიძლება გაგრძელდეს ფრენის შემდგომი სეზონის დაწყებამდე. გარდა, ამ დანართის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირობისა, ტყის მართვის ორგანო ფრენის სეზონის დროს, განახორციელებს დაზიანებული მცენარეების ინტენსიურ გამოკვლევას ფმნ-ს არსებობაზე, ვექტორებისგან ნიმუშის აღებითა და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში გამოკვლევის გზით. ფმნ-ს დადასტურების შემთხვევაში, განახორციელებს გარშემო ტერიტორიაზე არსებული მასპინძელი მცენარეების კვლევას, იმ მცენარეების შემოწმების, მათგან ნიმუშების აღებითა და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში გამოკვლევის საშუალებით, რომლებსაც აღენიშნებათ ფმნ-ს და მისი ვექტორების არსებობის ნიშნები, ან სიმპტომები. 10. ტყის მართვის ორგანო საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ გაიტანს და განკარგავს დასარგავ მცენარეთა წარმოების ადგილებში მოყვანილ ყველა მასპინძელ მცენარეს, რომელშიც ფმნ იყო აღმოჩენილი. მხედველობაში მიიღებს რა უსაფრთხოების ყველა წინასწარ ზომას ფმნ-ს და მისი ვექტორის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აღნიშნულ მოქმედებათა განხორციელების დროს. 11. ბუფერულ ზონაში ტყის მართვის ორგანო, საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ განახორციელებს იმ მოჭრილი, მასპინძელი მცენარეების იდენტიფიცირებას, რომლებზეც არ ვრცელდება ამ დანართის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტები. აღნიშნულ მცენარეებსა და მათ ხეტყის ნარჩენებს გაიტანენ, მიიღებენ რა მხედველობაში უსაფრთხოების ყველა წინასწარ ზომას მათი, როგორც ფმნ-ს და მისი ვექტორის მიზიდვის თავიდან ასაცილებლად. 12. ტყის მართვის ორგანო, დაადგენს ჰიგიენურ წესებს ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომლითაც ხდება ტყის პროდუქტებისა და ხეტყის გადამამუშავებელი აპარატურის გადაზიდვა, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებითა და აპარატურით ფმნ-ს გავრცელების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად. დანართი №2 ფიჭვის მერქნის ნემატოდის შეკავების ღონისძიებები 1. ფმნ-ს შესაკავებლად, ტყის მართვის ორგანო ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, მიიღებს ზომებს შემოფარგლულ ტერიტორიაზე, რომელსაც ექნება სულ მცირე 20 კმ-ის სიგანის ბუფერული ზონა, ამ დანართის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. 2. ტყის მართვის ორგანო დასნებოვნებულ ზონაში განახორციელებს მასპინძელი მცენარეებისა და ვექტორის ყოველწლიურ გამოკვლევას, აღნიშნული მასპინძელი მცენარეებისა და ვექტორის ფმნ-ს არსებობაზე ინსპექტირების, ნიმუშის აღებითა და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში გამოკვლევის გზით. აღნიშნული გამოკვლევებით განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გამხმარ მასპინძელ მცენარეებს, დაავადებულ მასპინძელ მცენარეებს ან მასპინძელ დაზიანებულ მცენარეებს. აღნიშნული დასნებოვნებული ზონის შენარჩუნების მიზნით, ფოკუსირება მოხდება დასნებოვნებული ზონის იმ ნაწილზე, რომელიც ბუფერულ ზონას ესაზღვრება. ტყის მართვის ორგანოს მიერ მოიჭრება ყველა ის მასპინძელი მცენარე, რომელშიც აღმოჩენილი იყო ფმნ. აღნიშნულ მცენარეებს და მათი ჭრის ნარჩენებს გაიტანს და განკარგავს, მხედველობაში მიიღებენ რა უსაფრთხოების ყველა წინასწარ ზომას ფმნ-ს და მისი ვექტორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 3. ტყის მართვის ორგანო, ბუფერულ ზონაში გაატარებს შემდეგ ღონისძიებებს: ა) ვექტორის ფრენის სეზონის და არასაფრენი სეზონის დროს ჩაატარებს მასპინძელი მცენარეების გამოკვლევებს, აღნიშნული მცენარეებისა და ვექტორის ფმნ-ს არსებობაზე შემოწმების, ნიმუშის აღებისა და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში გამოკვლევის გზით. ის ასევე განახორციელებს ფმნ-ს ვექტორზე გამოკვლევებს მისი ფრენის სეზონის დროს. აღნიშნული გამოკვლევებით განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გამხმარ მასპინძელ მცენარეებს, დაავადებულ მასპინძელ მცენარეებს, ან მასპინძელ დაზიანებულ მცენარეებს, ასევე ვექტორებს იმ ადგილებში, სადაც სავარაუდოა ფმნ-ს არსებობა, ან სადაც მოსალოდნელია სიმპტომების მოგვიანებით გამოვლენა. აღნიშნული თითოეული მასპინძელი მცენარიდან ნიმუშის აღება მოხდება რამდენიმე ნაწილიდან, მათ შორის ვარჯიდან. გამოკვლევები ასევე ჩატარდება მოჭრილ ღეროებზე, ხეტყის ჭრის და ბუნებრივ ნარჩენებზე, რომლებსაც აღენიშნებათ მწერი ვექტორების აქტივობის ნიშნები და რომლებიც იმყოფება დემარკირებული ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც მასპინძელი მცენარეების ჭკნობის სიმპტომების გამოვლენა მოსალოდნელი არ არის; ბ) მოახდენს, ყველა იმ მასპინძელი მცენარის იდენტიცირებასა და მოჭრას, რომელიც გამხმარია, დაავადებულია ან დაზიანებულია. გაიტანს და განკარგავს მოჭრილ მცენარეებსა და ჭრის ნარჩენებს, მიიღებს რა უსაფრთხოების ყველა საჭირო წინასწარ ზომას, ფმნ-სა და მისი ვექტორის მოჭრამდე, მოჭრის დროსა და მოჭრილ მცენარეთა და მისი ნარჩენების განკარგვამდე ფმნ-ს გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შემდეგი პირობების შესაბამისად: ბ.ა) ვექტორის არასაფრენ სეზონზე იდენტიფიცირებული მასპინძელი მცენარეები, ფრენის შემდგომ სეზონამდე იქნება: მოჭრილი და ადგილზევე განადგურებული, გადაზიდული ან გატანილი დასნებოვნებულ ზონაში საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნული მცენარეების მერქანი და ქერქი იქნება ან დამუშავებული, ამ წესის დანართი №3-ის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ პუნქტის ან გადამუშავებული, როგორც დადგენილია დანართი №3-ის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ბ.ბ) ვექტორის ფრენის სეზონის დროს იდენტიფიცირებული მასპინძელი მცენარეები საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ, დაუყოვნებლივ იქნება მოჭრილი, ადგილზე განადგურებული, გატანილი ან გადაზიდული. დასნებოვნებულ ზონაში აღნიშნული მცენარეების მერქანი და ქერქი იქნება ან დამუშავებული, ამ წესის დანართი №3-ის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ პუნქტის ან გადამუშავებული, დანართი №3-ის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ბ.ბ.ა) როდესაც ფრენის სეზონის დროს იდენტიფიცირებული და დაზიანებული მასპინძელი მცენარეების ჭრა, გატანა და განკარგვა მიზანშეუწონელია, ტყის მართვის ორგანოს შეუძლია ფრენის შემდეგი სეზონის დაწყებამდე გააგრძელოს აღნიშნული მცენარეების მოჭრა, გატანა და განკარგვა. აღნიშნული ჭრისა და გატანის დროს, შესაბამისი მასპინძელი მცენარეები ან ადგილზე იქნება განადგურებული, ან გატანილი და მათი მერქანი და ქერქი დამუშავებული ამ წესის დანართი №3-ის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ან გადამუშავებული, დანართი №3-ის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) ამ პუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მიუხედავად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობისა, ფრენის სეზონის დროს, ჩატარდება ინტენსიური კვლევები ხანძრის ან ქარიშხლის ზემოქმედების ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე, აღნიშნული ვექტორების ფიჭვის მერქნის ნემატოდას არსებობაზე ნიმუშის აღებითა და გამოკვლევით და, დადასტურების შემთხვევაში, ჩატარდება გარშემო ტერიტორიაზე არსებული მასპინძელი მცენარეების ინტენსიურ კვლევა, იმ მცენარეებისაგან ნიმუშის აღებითა და გამოკვლევით, რომლებსაც აღენიშნებათ ფიჭვის მერქნის ნემატოდას არსებობის ნიშნები ან სიმპტომები. დ) ვექტორის ფრენის სეზონის დროს, ბუფერულ ზონებში იდენტიფიცირებულ მიმღებ მერქანთან მიმართებაში, როგორც აღნიშნული მითითებულია ამ დანართის „ბ“ ქვეპუნქტში, განახორციელებს მოჭრილი მასპინძელი მცენარეების მორების ქერქისგან გაცლას, ან დამუშავებას იმ ინსექტიციდით, რომელიც ეფექტურია ვექტორის წინააღმდეგ, ან ეს მორები მოჭრის შემდეგ დაუყოვნებლივ იქნება დაფარული აღნიშნული ინსექტიციდით გაჟღენთილი მწერების საწინააღმდეგო ბადით. ქერქის გაცლის, დამუშავების ან დაფარვის შემდეგ, მიმღები მერქანი, საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ, დაუყოვნებლივ იქნება გადატანილი მისი შენახვის ადგილზე, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმოში, სადაც ის უნდა დამუშავდეს იმ ინსექტიციდით, რომელიც ეფექტურია ვექტორის წინააღმდეგ, ან ეს მორები მოჭრის შემდეგ დაუყოვნებლივ იქნება დაფარული აღნიშნული ინსექტიციდით გაჟღენთილი მწერების საწინააღმდეგო ბადით. მასპინძელი მცენარეების ხეტყის ჭრის ნარჩენები, რომელიც დატოვებულია ადგილზე, უნდა იქნეს დაჭრილი 3 სმ-ზე ნაკლები სისქისა და სიგანის ნაფოტებად. ამასთან, თუ ტყის მართვის ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ქერქის გაცლა, ვექტორის საწინააღმდეგო ეფექტური ინსექტიციდით დამუშავება და ასეთი ინსექტიციდით გაჟღენთილი მწერების საწინააღმდეგო ბადით დაფარვა მიზანშეუწონელია, ქერქგაუცლელი მერქანი დაუყოვნებლივ იქნება ადგილზე განადგურებული. ადგილზე დარჩენილი მასპინძელი მცენარეების ხეტყის ჭრის ნარჩენები, უნდა იქნეს დაჭრილი 3 სმ-ზე ნაკლები სისქისა და 3 სმ-ზე ნაკლები სიგანის ნაწილებად. 4. გარდა მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მასპინძელი მცენარეებისა, ტყის მართვის ორგანომ ფმნ-ს და მისი ვექტორის მიზიდვის თავიდან ასაცილებლად, ბუფერულ ზონაში უნდა უზრუნველყოს მოჭრილი მასპინძელი მცენარეების იდენტიფიცირება, მოჭრილი მასპინძელი მცენარეებისა და მათი ჭრის ნარჩენების გატანა, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით. 5. ფმნ-ს სატრანსპორტო საშუალებებითა და აპარატურით გავრცელების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, ტყის მართვის ორგანო შეიმუშავებს ჰიგიენურ წესებს ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომლითაც ადგილი აქვს ტყის პროდუქტებისა და ხის პროდუქტების გადასამუშავებელი აპარატურის გადაზიდვას. დანართი №3 მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის გადაზიდვისადმი დაწესებული მოთხოვნები ნაწილი 1 მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის „დემარკირებული ტერიტორიიდან, არადემარკირებული ტერიტორიის გარდა, სხვა ტერიტორიებზე და დასნებოვნებული ზონიდან, ბუფერულ ზონაში გადაზიდვისადმი დაწესებული მოთხოვნები 1. მასპინძელი მცენარეები გადაზიდული უნდა იყოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: ა) გაიზარდნენ წარმოების ადგილებში, სადაც ფმნ, ან მისი სიმპტომები არ იყო გამოვლენილი უკანასკნელი სრული სავეგეტაციო ციკლის განმავლობაში; ბ) გაიზარდნენ ვექტორისაგან დაცულ პირობებში, რითაც უზრუნველყოფილი იყო, რომ ვექტორი ვერ მოხვდებოდა მათზე; გ) ოფიციალურად შემოწმდნენ და გამოკვლეულნი იყვნენ ფმნ-სა და მის ვექტორზე და დადგინდა, რომ თავისუფალნი იყვნენ ფმნ-გან; დ) მათ თან ახლავს მცენარის პასპორტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) ტრანსპორტირებული არიან: ან ვექტორის არასაფრენი სეზონის განმავლობაში, ან დახურული კონტეინერებითა და შეფუთვით, რომლებითაც ფმნ-ით ან ვექტორით დასნებოვნება არ მოხდება. 2. მიმღები მერქანი და ქერქი, გარდა შხმ-ისა, შესაძლოა გადაზიდული იყოს იმ პირობით, თუ აღნიშნული მიმღები მერქანი ან ქერქი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მან გაიარა შესაბამისი თერმული დამუშავება რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმოში, აღნიშნულ მერქანსა და ქერქში მინიმუმ 56°C ტემპერატურას მიაღწია სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში, რითაც უზრუნველყოფილია ცოცხალი ფმნ-გან და ცოცხალი ვექტორებისგან დაცვა; ბ) მას თან ახლავს რეგისტრირებული დამამუშავებელი საწარმოს მიერ გაცემული მცენარის პასპორტი; მიმღებ მერქანს, ფუტკრის სკისა და ფრინველის ბუდე-ყუთის ფორმით, ახლავს მცენარის პასპორტი, ან ის მარკირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ის გაუქერქავია და გადაზიდულია ან ვექტორის არასაფრენი სეზონის განმავლობაში, ან დამცავი საფარით შეფუთულ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს, რომ არ მოხდება ფმნ-ით ან ვექტორით დასნებოვნება. 3. მიმღები მერქანი შესაძლოა გადაზიდული იყოს შხმ-ს ფორმით იმ პირობით, თუ შხმ აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ის რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმოში დაექვემდებარა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დამუშავების მეთოდებიდან ერთ-ერთს, რითაც უზრუნველყოფილია, რომ დაცულია ცოცხალი ფმნ-სა და ცოცხალი ვექტორებისგან; ბ) ის მარკირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. მიუხედავად ამ დანართის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნებისა, მიმღები მერქანი, დაუყოვნებლივი დამუშავების მიზნით, დასაშვებია გატანილი იყოს დემარკირებული ტერიტორიის გარეთ. ან იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისი დამამუშავებელი საწარმო არ მდებარეობს, მიმღები მერქანი, დაუყოვნებლივი დამუშავების მიზნით, დასაშვებია გატანილი იყოს დასნებოვნებული ზონიდან ბუფერულ ზონაში არსებულ რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმოში, რომელიც მდებარეობს დემარკირებული ტერიტორიიდან, ან დასნებოვნებული ზონიდან უმოკლეს მანძილზე. ასეთ შემთხვევაში, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) მოჭრილი მასპინძელი მცენარეების დამუშავების, შენახვის და ტრანსპორტირებისას, ამ წესის დანართ №1-ის მე-8 და მე-12 პუნქტების და დანართ №2-ის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ვექტორისაგან მერქანის დაცვა, ან მერქნიდან ვერ მოხდება მისი მიგრაცია ეკოსისტემაში ; ბ) გადაზიდვა მოხდება ვექტორის არასაფრენი სეზონის დროს, ან დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არ მოხდება სხვა მცენარეების, მერქნისა ან ქერქის ფმნ-ით ან ვექტორით დასნებოვნება; გ) გადაზიდვა ექვემდებარება საზედამხედველო ორგანოს რეგულარულ კონტროლს. 5. მიუხედავად ამ დანართის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნებისა, 3 სმ-ზე ნაკლები სისქისა და სიგანის ნაწილებად დაჭრილი მიმღები მერქანი და ქერქი დასაშვებია დემარკირებული ტერიტორიიდან გატანილ იქნეს რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმოში, რომელიც აღნიშნული ტერიტორიიდან იმყოფება უმოკლეს მანძილზე, ან საწვავად გამოყენების მიზნით - დასნებოვნებული ზონიდან ბუფერულ ზონაში. ნაწილი 2 დასნებოვნებული ზონის შიგნით, სალიკვიდაციო ღონისძიებებს დაქვემდებარებული მასპინძელი მცენარეების, მიმღები მერქნისა და ქერქის გადაზიდვისადმი დადგენილი მოთხოვნები 1. მასპინძელი დასარგავი მცენარეები დასაშვებია გადაზიდულ იქნეს იმ პირობით, რომ აღნიშნული მცენარეები აკმაყოფილებენ იმავე პირობებს, რაც დადგენილია ამ დანართის პირველი ნაწილის პირველ პუნქტით. 2. მიმღები მერქანი და ქერქი დასაშვებია გადაზიდული იყოს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიმღები მერქანი ან ქერქი ექვემდებარება ქვემოთ ჩამოთვლილი დამუშავებიდან ერთ-ერთს: ა) დემარკირებული ტერიტორიის შიგნით, უნდა განადგურდეს დაწვით აღნიშნული მიზნისათვის გამოყოფილ არსებულ ახლომდებარე ადგილას; ბ) უნდა იყოს გამოყენებული გადამამუშავებელ საწარმოში შეშის სახით, ან სხვაგვარად განკარგული, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ცოცხალი ფმნ-ს და ცოცხალი ვექტორის განადგურება; გ) შესაბამის თერმულ დამუშავებას რეგისტრირებულ დამამუშავებელ საწარმოში, აღნიშნულ მერქანსა და ქერქში, მინიმუმ 56°C ტემპერატურის მიღწევით სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ცოცხალი ფმნ-სა და ცოცხალი ვექტორების განადგურება. 3. ასეთი გადაზიდვისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ: ა) მერქანი ან ქერქი გადაზიდული იქნება ტყის მართვის ორგანოს მიერ საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ, ვექტორის არასაფრენი სეზონის განმავლობაში, ან დახურული კონტეინერებითა და შეფუთვით, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ფმნ-ით ან ვექტორით დასნებოვნებას ადგილი არ ექნება; ბ) მერქანი ან ქერქი, რომელიც ამ დანართის ამ ნაწილის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებია გადაზიდული იყოს იმ პირობით, თუ მას თან ახლავს რეგისტრირებული დამამუშავებელი საწარმოს მიერ გაცემული მცენარის პასპორტი; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება არც შხმ-ზე და არც იმ მიმღებ მერქანზე, რომელიც მიღებული იყო ფმნ-ზე ინდივიდუალურად გამოკვლეული მცენარეებისგან და რომელიც აღმოჩნდა ფმნ-გან თავისუფალი. 4. შხმ-ს სახით არსებული მიმღები მერქანი დასაშვებია იყოს გადაზიდული, თუ ის აკმაყოფილებს ამ დანართის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. |
დოკუმენტის კომენტარები