დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„2020-2022 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/570 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300320000.22.024.016780 |
1-1/570
30/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
300320000.22.024.016780
„2020-2022 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„2020-2022 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2019, 300320000.22.024.016615) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანების სათაური (სახელწოდება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2020-2023 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ”. 2. მუხლი 12-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 13: „მუხლი 13. დამტკიცდეს თანდართული „2023 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“ 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“. 3. დაემატოს დანართი – „2023 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“ ამ ბრძანებაზე თანდართული სახით. |
მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები