დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 197/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200020000.18.011.016670 |
|
„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 11/08/2017; ს/კ: 200020000.18.011.016253) დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) მსესხებლის და თანამსესხებლის ჯამური რისკის პოზიცია, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, მათ შორის, უზრუნველყოფილი სესხების ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავი ქონების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულებას, უნდა მიეკუთვნოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 42-ე მუხლით განსაზღვრულ მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს და შეიწონოს 150% რისკის წონით; დ.ბ) მსესხებლის და თანამსესხებლის ჯამური რისკის პოზიცია, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ფარგლებში უნდა მიეკუთვნოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 42-ე მუხლით განსაზღვრულ მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს და შეიწონოს 100% რისკის წონით;“; ბ) „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ე) ამ პუნქტის მიზნებისათვის, როდესაც მსესხებელს და თანამსესხებელს გააჩნია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი და უძრავი ქონებით არა უზრუნველყოფილი რისკის პოზიციები, უძრავი ქონებით არა უზრუნველყოფილი, მათ შორის, უზრუნველყოფილი სესხების ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავი ქონების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულებას, რისკის პოზიციები უნდა მიეკუთვნოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 42-ე მუხლით განსაზღვრულ მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს და შეიწონოს 100% რისკის წონით, თუკი დაცულია სესხის მომსახურების კოეფიციენტი და დარღვეულია სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე.“; გ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ პუნქტის მოთხოვნებიდან გადახვევის შემთხვევაში, მსესხებლის და თანამსესხებლის ჯამური რისკის პოზიციები, რომლებიც უზრუნველყოფილია ძვირფასი ლითონებით და ქვებით უნდა მიეკუთვნოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 42-ე მუხლით განსაზღვრულ მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს და შეიწონოს 150% რისკის წონით;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები