„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 198/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016671
198/04
29/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
220010010.18.011.016671
„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №198/04

2022 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 21/12/2017; ს/კ: 220010010.18.011.016265) დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) დასაკუთრებული უძრავი ქონება – უძრავი ქონება, რომელიც დასაკუთრებულია კომერციული ბანკის მიერ მსესხებლის კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით;

ი) შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი (POCI) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“  შესაბამისად განმარტებული ფინანსური ინსტრუმენტი.“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერს ამ წესის 6მუხლის შესაბამისად;“.

3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული K კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგნაირად: K=40%+(D%-40%)*3. იგი მეტია ან ტოლია 40%-ის და არ აღემატება 100%-ს. საანგარიშგებო t თვისთვის, D არის t-3 თვის ბოლოს არსებული სესხების დოლარიზაცია, რომელიც გამოითვლება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების შეფარდებით მთლიან სესხებთან. სესხები მოიცავს შემდეგი საბალნსო მოთხოვნების ძირ თანხებს: სესხის ხელშეკრულებით კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებას (სათანადო უზრუნველყოფით ან მის გარეშე), რომელზეც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ეს ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. აგრეთვე, სამეურნეო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემულ ავანსს, დებიტორულ დავალიანებას, ფაქტორინგს, სავალო ფასიან ქაღალდებს და სხვა ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას. ასევე, სესხის და კრედიტის პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემას, ან კომერციული ბანკის იურიდიულ ვალდებულებას, გასცეს კრედიტი ნებისმიერი ფორმით, როგორიცაა ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება კონკრეტული პირობებით, ან ბანკის ნებისმიერი სხვა პირობით. ამასთან, სესხები არ მოიცავს ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“.

 

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი

1. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დაწესების მიზანია აქტივებისათვის შექმნილი არასაკმარისი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით გამოწვეული საკრედიტო რისკის შემცირება და კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.

2. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი განისაზღვრება თითოეული ბანკისათვის ინდივიდუალურად ამ მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ჯამის გაყოფით ბანკის მთლიანი რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან.

3. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის პირველ კომპონენტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სცენარის რეზერვის ჯამურ მოცულობასა და ბანკის მიერ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობას შორის სხვაობა.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის   საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით სცენარის რეზერვი განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების  მოცულობის 2%-ზე გამრავლებით;

ბ) მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოცულობის 8%-ზე გამრავლებით;

გ) მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებულ და POCI სტატუსის მქონე თითოეული ფინანსური ინსტრუმენტისთვის უნდა შეირჩეს უდიდესი შემდეგ ორ სიდიდეს შორის:

გ.ა) ბანკის მიერ ფასს-ის საფუძველზე დათვლილი ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი;

გ.ბ) იგივე ფინანსური ინსტრუმენტის მოცულობა გამრავლებული 30%-ზე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის დათვლის მიზნებისთვის, ბანკმა უნდა აიღოს მაქსიმალური, ერთის მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის.

6. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მიზნებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფინანსურ ინსტრუმენტში მოიაზრება ყველა ის საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ექვემდებარება კლასიფიცირებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ მიხედვით, გარდა შემდეგი ფინანსური ინსტუმენტებისა:

ა) რეპო გარიგების ფარგლებში წარმოშობილი და სესხის სახით აღრიცხული აქტივი, რეპო გარიგებით მიღებული ფასიანი ქაღალდის მონეტარულ ოპერაციებში ეროვნულ ბანკთან დაგირავების შემთხვევაში მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობით;

ბ) იმავე ბანკში განთავსებული დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის ნაწილი, როდესაც სესხის ვალუტა და დეპოზიტის ვალუტა არის ერთი და იგივე, სესხის ვადა არ აღემატება დეპოზიტის ვადას და დეპოზიტი უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ. დეპოზიტის სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებისათვის კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს ეროვნული ბანკის თანხმობა საკრედიტო რისკის მიტიგაციის მიზნებისათვის დეპოზიტის გამოყენების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ შესაბამისად;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 35-ე და 36-ე მუხლებით გათვალისწინებული მრავალმხრივი განვითარების ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნები, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები, უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც უზრუნველყოფის საშუალება უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ;

დ) ეროვნული ბანკის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნები, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც უზრუნველყოფის საშუალება უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყოფილი დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის ვალუტა და სესხის ვალუტა არის სხვადასხვა, დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის ღირებულება გადაანგარიშებული სესხის ვალუტაში ანგარიშგების თარიღისათვის 20%-ით უნდა აღემატებოდეს სესხის თანხას.

8. ბანკის მიერ ფასს-ის საფუძველზე დათვლილი ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურ მოსალოდნელ საკრედიტო ზარალში მოიაზრება ყველა საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალისა.

9. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის მეორე კომპონენტს წარმოადგენს დასაკუთრებული  უძრავი ქონება და სხვა უძრავი ქონება, რაც წარსულში კომერციული ბანკის შენობებად გამოიყენებოდა, თუმცა საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მომენტში ამ მიზნით აღარ გამოიყენება, შემდეგი ოდენობებით:

ა) უძრავი ქონების ღირებულების 30%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში, ბალანსზე აღრიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში;

ბ) უძრავი ქონების ღირებულების 50%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი;

გ) უძრავი ქონების ღირებულების 100%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია სულ მცირე სამი წელი, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია სულ მცირე სამი წელი.“.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ნებისმიერი ბუფერის, გარდა საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერისა, მინიმუმ 56%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს  ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით, მინიმუმ 75%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველადი კაპიტალის ელემენტებით, ხოლო დარჩენილი წილი (მაქსიმუმ 25%) შესაძლოა დაცული იყოს მეორადი კაპიტალის ელემენტებით. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი სრულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით.“.

6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-4-61 მუხლებით განსაზღვრული არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის, საკრედიტო პორტფელის სახელობითი, სექტორული კონცენტრაციის რისკის და საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერები  დაითვლება ყოველთვიურად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე