„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 195/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016668
195/04
29/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
220020000.18.011.016668
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №195/04

2022 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/10/2013; ს/კ: 220020000.18.011.016109) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ზოგადი რეზერვი  სამომავლო, მიმდინარე მდგომარეობით დაუდგენელი დანაკარგების დასაფარად შექმნილი რეზერვი რისკის პოზიციების გარკვეული ჯგუფისათვის, რომელთა მიმართაც დამდგარი დანაკარგის შესახებ ბანკს არ აქვს არანაირი მტკიცებულება. ზოგადი რეზერვი სრულად და თავისუფლად ხელმისაწვდომია, იმ დანაკარგების დასაფარად, რომელიც არ არის მატერიალიზებული და არ მოიცავს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (შემდგომში – ფასს) 9-ის შესაბამისად შექმნილ მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – ფასს 9-ის შესაბამისად განმარტებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი;“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სხვა სრული შემოსავალი – ფასს-ით განმარტებული სხვა სრული შემოსავალი;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის N228/04 ბრძანებით განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი;“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ზოგადი რეზერვები, მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების მაქსიმუმ 1.25%-ის ოდენობით.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აქტივების გადაფასების დადებითი რეზერვის დაქვითვა უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან;

ბ) მოგებასა და ზარალში აქტივების არარეალიზებული გადაფასების შედეგად მიღებული აკუმულირებული მოგების ის ნაწილი (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის მოგება), რომელიც აღემატება მოგებასა და ზარალში არარეალიზებული გადაფასების შედეგად ასახულ აკუმულირებულ ზარალს (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის ზარალი), უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კომერციულმა ბანკებმა არ უნდა გაითვალისწინონ მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივები, რომლებიც ივაჭრება ლიკვიდურ ბაზრებზე. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოსთხოვოს კომერციულ ბანკს, კონკრეტული აქტივები არ მიიჩნიოს მაღალი ლიკვიდურობის მქონედ და კაპიტალიდან დაქვითოს მათი გადაფასების შედეგად აკუმულირებული მოგება, რომელიც აღემატება აკუმულირებულ ზარალს;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრული კოეფიციენტების დათვლის მიზნებისათვის კომერციულმა ბანკებმა უნდა ისარგებლონ ფასს-ის საფუძველზე გაანგარიშებული რიცხვებით.“.

5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რისკის პოზიციის ღირებულება საბალანსო ელემენტებისათვის წარმოადგენს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით და ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული კაპიტალის კორექტირებებით შემცირებულ ძირითად თანხას, შესაბამის დარიცხულ მისაღებ პროცენტებსა და ჯარიმებს და მხარის მიმართ ნებისმიერ სხვა სახის მოთხოვნებს,  დებიტორული მოთხოვნების ჩათვლით, ხოლო ამ დებულების XIV თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების რისკის პოზიციის ღირებულება არის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით შემცირებული მათი ღირებულების შემდეგი პროცენტი (კრედიტ-კონვერსიის ფაქტორი): თუ მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 100%, თუ საშუალო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 50%, თუ საშუალო/დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 20%, თუ დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთნება – 0%. აღნიშნულ გარესაბალანსო ელემენტებს უნდა მიენიჭოთ რისკის კატეგორიები ამ დებულების XIV თავის მიხედვით.“.

6. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციულმა ბანკებმა უნდა შეიმუშაონ და დანერგონ პოლიტიკები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა სახის რისკის პოზიციის სათანადოდ და თანმიმდევრულად იდენტიფიკაციასა და  კლასიფიკაციას. რისკის პოზიციების კლასიფიკაციის პოლიტიკაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციის კლასის მიკუთვნებისათვის, უმაღლესი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს. შემდგომი რიგის პრიორიტეტი ენიჭება ვადაგადაცილებული სესხების კლასს. დარჩენილი რისკის პოზიციებიდან პრიორიტეტი ენიჭება ყველაზე დაბალი რისკის წონის მქონე კლასს. რისკის პოზიცია შეიძლება გაიყოს სხვადასხვა რისკის კლასებად.“.

7. მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება“.

8. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 150%, თუ სესხების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი არის მთლიანი რისკის პოზიციის (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გამოკლების გარეშე) 20%–ზე ნაკლები;
ბ) 100%, თუ სესხების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი  არის მთლიანი რისკის პოზიციის (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გამოკლების გარეშე) არანაკლებ 20%.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უპირობო და პირობითი მოთხოვნები, რომლებიც მიეკუთვნება საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ კლასს ამ დებულების მე-40 მუხლის მიხედვით, 90-ზე მეტი დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში უნდა შეიწონოს 100%-ით. ამასთან, თუ სესხების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი  მთლიანი რისკის პოზიციის 20% – ზე ნაკლები არ არის, რისკის პოზიცია შეიწონება 50% რისკის წონით.“.

9. 42-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნულმა ბანკმა შესაძლებელია ნება დართოს კომერციულ ბანკს, რისკის ის პოზიციები, რომლებიც არ იმყოფება ვადაგადაცილებაში, შეწონოს 100% რისკის წონით თუ მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი მთლიანი რისკის პოზიციის (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გამოკლების გარეშე) 20%–ზე ნაკლები არ არის.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

10. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, როდესაც კომერციულ ბანკს აქვს სამართლებრივად აღსრულებადი სესხებისა და დეპოზიტების ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულებები, მას შეუძლია ამ დებულების 55-ე მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კაპიტალის ადეკვატურობის დათვლისას გამოიყენოს რისკის პოზიციის წმინდა ღირებულება.“.

მუხლი 2
2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მითითების შესაბამისად კომერციული ბანკის ინვესტიციებზე შექმნილი რეზერვები უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.