„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 145/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018254
145/ნ
29/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
430030000.22.022.018254
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №145/ნ

2022 წლ;ის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 126, 01/10/2010; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016012) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების” (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ თვითშეფასების ფორმისა და თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა)  სკოლის ფილოსოფიას;

ბ) სასკოლო კურიკულუმს;

გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას;

დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თითოეული სტანდარტი შედგება კომპონენტებისაგან, კერძოდ:

ა)  სკოლის ფილოსოფიასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა.ა) სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები;

ა.ბ) სკოლის დაგეგმვა და განვითარება.

ბ) სასკოლო კურიკულუმთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ბ.ა) კურიკულუმის შემუშავება;

ბ.ბ) კურიკულუმის განხორციელება;

ბ.გ) კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება;

ბ.დ) კურიკულუმის გადასინჯვა და რევიზია.

გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

გ.ა) პერსონალის მართვა;

გ.ბ) პერსონალის განვითარება;

გ.გ) პროცესების მართვა;

გ.დ) ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება;

გ.ე) მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა;

გ.ვ) საინფორმაციო რესურსები;

გ.ზ) ფინანსური რესურსები.

დ) მოსწავლეთა მხარდაჭერასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

დ.ა) მოსწავლეთა უფლებების დაცვა;

დ.ბ) მოსწავლეთა მხარდაჭერის ღონისძიებები.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები დადგენილია ამ ბრძანების დანართ №5-ით. 

4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ცალ-ცალკე.

5. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაამტკიცოს სასკოლო კურიკულუმის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ რესურსებთან დაკავშირებული რეკომენდაციები.“.

დ) მე-6-მე-8 მუხლები ამოღებულ იქნეს.

ე) მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. საავტორიზაციო განაცხადი

 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11 მუხლით დადგენილი ვადები, იმგვარად, რომ ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული 180-კალენდარულდღიანი ვადა დაეთმოს ამ დებულებით გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესის ეტაპების განხორციელებას. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

3. ავტორიზაციის მიზნებისთვის, დამოუკიდებელ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს:

ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

გ) ზოგად განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

დ) უცხოურ ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

ე) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა.

მუხლი 10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების მიზნები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების მიზნებია:

ა) ავტორიზაციის მისაღებად ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების მზაობის შეფასება;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების გამოყენების გზით.“.

ვ) მე-11 მუხლის:

ვ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობა“;

ვ.ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადის შესაბამისობას ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

2.  ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს  არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.“.

ზ) მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი შედგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისა და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტებისგან.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.“.

თ) მე-13 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.“;

თ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ზოგადსაგანამნთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები.“;

თ.გ) მე-3-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების  აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესთან ან/და წევრთან ინტერესთა კონფლიქტი.

6. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.“;

თ.დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ვიზიტის ხანგრძლივობა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.“.

ი) მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის საავტორიზაციო განაცხადის შესწავლა

1. ცენტრი ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ ცენტრის ინფორმირებიდან ან ამ დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

2. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე საავტორიზაციო განაცხადის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

3. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის საავტორიზაციო განაცხადს, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი საავტორიზაციო ვიზიტამდე მართავს ექსპერტთა მოსამზადებელ შეხვედრას, რომლის ფარგლებში დასკვნის შესადგენად ადგენს ვიზიტის ფარგლებში დამატებით შესასწავლ საკითხებს.

მუხლი 15. საავტორიზაციო ვიზიტი

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

2. ზოგადსაგანამაანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.

4. ზოგადსაგანამათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მე-13 მუხლის პირველი  პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები საავტორიზაციო განაცხადში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების მიერ საავტორიზაციო განაცხადსა და/ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში განხორციელებული ცვლილებები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ არ მიიღება მხედველობაში, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სამართლებრივ აქტ(ებ)ში განხორციელებული ცვლილება/ახალი სამართლებრივი აქტის მიღება იწვევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საავტორიზაციო განაცხადით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების საჭიროებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული აუმჯობესებს დაწესებულების მდგომარეობას, ცენტრის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედ რეგულაციებსა და დაწესებულების მიერ საავტორიზაციო განაცხადით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.

7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიუირება.

8. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.

9. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

10. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახული შეფასება კონკრეტულ სტანდარტთან/სტანდარტებთან მიმართებით განსხვავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასებისაგან და დაწესებულება იზიარებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ არგუმენტირებულ პოზიციასთან ერთად წარმოადგინოს სტანდარტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა ან/და შესაბამისობის მტკიცებულებები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია აღნიშნული გაითვალისწინოს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებისას.“.

კ) მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151  და 152 მუხლები:

,,მუხლი 151. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალით: „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”, „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ და „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების სქემა დადგენილია ამ ბრძანების დანართ №5-ის დანართით.

მუხლი 152. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის კომპონენტის შეფასების სკალის განმარტება

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა და მიღწეული შედეგები (ახალი დაწესებულების შემთხვევაში - მიღწევადი მოსალოდნელი შედეგები) სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მიღწეული დონის შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას. ამასთან, შესაძლო მცირედი გამოწვევები გავლენას არ ახდენს დაწესებულების საქმიანობის ხარისხზე.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”, თუ დაწესებულებას გააჩნია უფრო მეტი ძლიერი, ვიდრე სუსტი მხარე, რომელიც მნიშვნელოვნად არ აუარესებს დაწესებულების საქმიანობის ხარისხს. დაწესებულებაში არსებული რესურსები და დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა მეტწილად უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. დაწესებულებას, სუსტი მხარეების დასაძლევად, მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 12 თვისა), დასაძლევად აქვს მზაობა და რესურსებით უზრუნველყოფილი, სტანდარტებთან შესაბამისობის გეგმა.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, თუ დაწესებულება მეტწილად ვერ აკმაყოფილებს კომპონენტის მოთხოვნებს და მას აქვს ისეთი სუსტი მხარე(ებ)ი, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება, თუმცა დაწესებულებას აქვს მზაობა და განსაზღვრულ პერიოდში (არაუმეტეს 24 თვისა) სუსტი მხარეების დასაძლევად რესურსებით უზრუნველყოფილი სტანდარტებთან შესაბამისობის გეგმა.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, თუ დაწესებულების სუსტი მხარე(ებ)ი საფრთხეს უქმნის დაწესებულების საქმიანობის ხარისხს და ვერ უზრუნველყოფს მის განვითარებას.“.

ლ)  მე-16 მუხლის:

ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავტორიზაციო განაცხადის  შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.“;

ლ.ბ)  მე-4-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანამნთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი, ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა  მოიცავს ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არგაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.

7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებას.

8. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.“.

მ)  მე-17 მუხლის:

მ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია გადადოს ზეპირი მოსმენა ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით.“;

მ.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა საავტორიზაციო ვიზიტის შემდეგ, გარდა ამ წესის მე-15 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“.

ნ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 18. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა

1.  ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა უფლებამოსილება განისაზღვრება ორი წლის ვადით.

2. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ – მინისტრი.

3. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მტკიცდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი/პირები.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;

ე) ამ დებულების მე-19 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

6. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“.

ო) მე-19 მუხლის:

ო.ა)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრი ვალდებულია, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან  არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.“;

ო.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას,  ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ მონაწილეობს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრი ასევე არ არის უფლებამოსილი, რომ საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის პოზიცია.“;

ო.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. საბჭოს სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ო.დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებია:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის დღის წესრიგისა და თარიღის შეთანხმება და აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და სხვა დაინტერესებული მხარეების სხდომაზე მოწვევის ორგანიზება;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრებისათვის განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით   მასალების მიწოდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მხარდაჭერა გადაწყვეტილებისა და ოქმის მომზადების პროცესში;

ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმების და ექსპერტთა დასკვნების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს   გადაწყვეტილებების,   ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის მიზნით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის მიწოდება.“;

ო.ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბჭოს სამდივნო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის საავტორიზაციო განაცხადს;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას და არსებობის შემთხვევაში - ამ წესის მე-15 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.“.

პ)   მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;

დ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ე) სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების გარემოების დადგომის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე შუამდგომლობით სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ამ დებულების მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვროს გონივრული ვადა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო იღებს ფარული კენჭისყრით. ამასთან, უზრუნველყოფილია კენჭისყრის შედეგების საჯაროობა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია შუამდომლობით მიმართოს ცენტრს მონიტორინგის განხორციელების შესახებ.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით. იმ შემთხვევაში, თუ  დადგენილი წესით ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ, მიღებულად ითვლება გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ. 

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებას მისცეს რეკომენდაციები.

7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

9. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო დაწესებულებას ზეპირ მოსმენაზე უცხადებს გადაწყვეტილებას, მისი ძალაში შესვლისა და გასაჩივრების წესს. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

10. გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი და ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.

11. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.“.   

ჟ) 21-ე მუხლის:

ჟ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თითოეული სტანდარტი, გარდა ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტისა, დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ დებულების 151 და 152 მუხლებით დადგენილი წესით, ოთხდონიანი სკალის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი სულ მცირე ,,ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

12. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი, დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის  საბჭო მიიჩნევს, რომ ამ დებულების 151 და 152 მუხლებით დადგენილი წესით, ოთხდონიანი სკალის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი სულ მცირე ,,მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს.“;

ჟ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო თითოეული კომპონენტის შეფასების გათვალისწინებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ ცენტრის ინფორმირების ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყველა სტანდარტთან მიმართებით შეფასდა როგორც ,,შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ცენტრის ინფორმირების ფორმას განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.“;

ჟ.გ)  მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.

4. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დგება იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და/ან ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტთან მიმართებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტთან მიმართებით მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ყველა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა შეფასდება როგორც „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ ან „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“. იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ შეფასებას მიიღებს ცალკეული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ მიეცემა/ჩამოერთმევა აღნიშნული პროგრამის განხორციელების უფლება.

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტთან მიმართებით მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ყველა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა შეფასდება როგორც „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“. იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ შეფასებას მიიღებს ცალკეული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ მიეცემა/ჩამოერთმევა აღნიშნული პროგრამის განხორციელების უფლება.“;

ჟ.დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების გარემოების დადგომის შემთხვევაში სამინისტროსათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში,  სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა არსებულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.“.

რ) 23-ე-25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 23. ავტორიზაციაზე უარის თქმისა ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

1. ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ვერ მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსწავლემ უნდა ისარგებლოს მობილობის უფლებით ან მას შეუჩერდება მოსწავლის სტატუსი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

მუხლი 24. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც მიუერთდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის ვადებიდან დარჩენილი უმცირესი ვადით, ხოლო თუ ეს ვადა ერთ წელზე ნაკლებია, ერთი წლის ვადით. მიერთების შედეგად ჩამოყალიბებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა ადგილებისა და  ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს, რაც აისახება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლისგანაც გამოიყოფა სხვა დაწესებულება, ითვლება ავტორიზებულად ავტორიზაციის დარჩენილი ვადით. იგი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფის პროცესის დასრულებიდან 5 დღის ვადაში აღნიშნულის თაობაზე მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია. აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ექვემდებარება მონიტორინგს, თუ ავტორიზაციის დარჩენილი ვადა 6 თვეს აღემატება.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაერთიანების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაყოფის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია.

მუხლი 25. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების განხორციელება

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება.

2. თვითშეფასების ფორმასა და განხორციელების წესს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

3. სკოლის მიერ  თვითშეფასების დადგენილი წესით განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი.“;

ს) 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 და 252 მუხლები:

,,მუხლი 251. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადით დაიმატოს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები. 

2. ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განაცხადთან ერთად ცენტრში წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ. ამავე აქტით განისაზღვრება პროგრამის დამატების ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმების ფარგლები. 

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ვიზიტის შედეგად დგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს. 

5. ცენტრი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 და მე-16 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი. 

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახული შეფასება კონკრეტულ სტანდარტთან/სტანდარტებთან მიმართებით განსხვავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასებისაგან და დაწესებულება იზიარებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არგუმენტირებულ პოზიციასთან ერთად წარმოადგინოს სტანდარტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებისას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.

8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

9.  იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში,  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტთან/კომპონენტთან მიმართებით მიიღებს ამ დებულების 21-ე მუხლის 11 და/ან 12 პუნქტებით გათვალისწინებულ შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს გადაწყვეტილებას პროგრამის  დამატების  შესახებ.

10. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და ცენტრს მიმართავს შუამდგომლობით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა შეფასდა როგორც „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

11. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის დარჩენილი ვადით. 

12. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. 

13. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მოქმედებს ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11-მე-17 მუხლებით დადგენილი პირობები, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით. 

მუხლი 252. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების წესი

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების შემთხვევაში განაცხადით მიმართავს ცენტრს.

2. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების თაობაზე ცენტრში წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განაცხადთან ერთად ცენტრში წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ. ამავე აქტით განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმების ფარგლები. 

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ვიზიტის შედეგად დგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს. 

5. ცენტრი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 და მე-16 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი. 

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახული შეფასება კონკრეტულ სტანდარტთან/სტანდარტებთან მიმართებით განსხვავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასებისაგან და დაწესებულება იზიარებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არგუმენტირებულ პოზიციასთან ერთად წარმოადგინოს სტანდარტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებისას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.

8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

9.  იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სტანდარტთან/კომპონენტთან მიმართებით მიიღებს ამ დებულების 21-ე მუხლის 11 და/ან 12 პუნქტებით გათვალისწინებულ შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო  პროგრამის  განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებასთან  დაკავშირებით.  

10. ზოგადსაგანმანათლებლო  პროგრამის  განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და ცენტრს მიმართავს შუამდგომლობით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაწესებულება შეფასდა როგორც „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

11. ზოგადსაგანმანათლებლო  პროგრამის  განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების ან ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო  პროგრამის  განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების  მიზნით განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. 

12. ზოგადსაგანმანათლებლო  პროგრამის  განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მოქმედებს ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 – მე-17 მუხლებით დადგენილი პირობები, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.“;

ტ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 26. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საავტორიზაციო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდების, ხელმძღვანელობასა და წარმომადგელობაზე უფლებამოსილი პირის, საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონი, ელ.ფოსტა, სკოლის ვებგვერდი) ცვლილების, ასევე მის მიერ არასავალდებულო ხასიათის მომსახურების (გახანგრძლივებული სწავლება, კვების სერვისი, ტრანსპორტირების სერვისი, საერთო საცხოვრებლით მომსახურეობა და სხვა) დამატების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ცენტრს მიაწოდოს ცვლილების განხორციელების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან/ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა და წარუდგინოს ცვლილების/არასავალდებულო ხასიათის მომსახურების კანონიერად განხორციელების მტკიცებულებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების  მიღების საფუძველი.“.

უ) 27-ე და 28-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 27. ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულება მოწმდება გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით და/ან ცენტრის ინიციატივით. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით, ცენტრში  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საფუძველზე და/ან ცენტრის ინიციატივით.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმური მონიტორინგის წლიური გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აქტის გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილი განაცხადი. ცენტრში წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. განაცხადთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წარადგენს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

4. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ცენტრისათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უთითებს მონიტორინგის განხორციელების პერიოდს, მონიტორინგის განხორციელების ფორმას და მონიტორინგის ფარგლებს. ამ დებულების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით, 21-ე მუხლის 21 პუნქტით,  251 მუხლის მე-10 პუნქტით და 252 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/პროგრამა შეფასდა, როგორც „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, მონიტორინგის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს ავტორიზაციის საბჭოს  გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან. ხოლო, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ მონიტორინგის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების  ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს ავტორიზაციის საბჭოს  გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან.

5. მონიტორინგის გზით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების ფარგლები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან  7 სამუშაო დღის ვადაში, ცენტრი წერილობით მიმართავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე საფასურის გადახდის მოთხოვნის თაობაზე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კორესპონდენციის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარმოადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ვადაში საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  ავტორიზაციის სტანდარტ(ებ)თან შესაბამისობის დადასტურების შეუძლებლობის გამო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაფასებელი საკითხები სტანდარტ(ებ)თან მიმართებით შესაძლებელია შეფასდეს როგორც „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, რაც წარმოადგენს ამ დებულების  მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

8. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისგან და/ან ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით. აცილების უფლების გამოყენება არ აბრკოლებს ვიზიტის განხორციელებას.

9. ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით გამოთხოვილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, როდესაც არ არსებობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის და/ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების აუცილებლობა ან ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს სათანადო დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია ცენტრს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების თაობაზე.

10. ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისგან/ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

11. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყებისას, ან ვიზიტის დაწყებამდე არაუმეტეს 3 სამუშაო დღით ადრე.

12. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის დროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ ითანამშრომლებს ექსპერტებთან ან/და არ მისცემს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების შესაძლებლობას, შესაფასებელი სტანდარტი შეფასდება როგორც „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

13. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტს და წარუდგენს ცენტრს.

14. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით, ასევე 251 მუხლის პირველი პუნქტისა და 252 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსაზღვრული სტანდარტის შემოწმების დროს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნული სტანდარტიდან გამომდინარე  გამოავლენს გარემოებას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს   ბოლო ადმინისტრაციული წარმოებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შეფასების გაუარესებაზე, სხვა  სტანდარტებთან  მიმართებით,  ვალდებულია  გამოვლენილი  გარემოება ასახოს დასკვნაში. აღნიშნულ შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეუსაბამობის დადგენა წარმოადგენს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

15. ცენტრი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 და მე-16 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

16. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახული შეფასება კონკრეტულ სტანდარტთან/სტანდარტებთან მიმართებით განსხვავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასებისაგან და დაწესებულება იზიარებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არგუმენტირებულ პოზიციასთან ერთად წარმოადგინოს სტანდარტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებისას.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

18.   ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეუსაბამობის დადგენა წარმოადგენს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

19. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო არ მიიღებს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, თითოეული კომპონენტის/სტანდარტის შეფასების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და ცენტრს მიმართავს შუამდგომლობით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრული ყველა სტანდარტი შეფასდა როგორც ,,შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

20.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-19 პუნქტით, ამ დებულების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით, 21-ე მუხლის 21 პუნქტით, 251 მუხლის მე-10 პუნქტით და 252 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების შეუსრულებლობის ფაქტის დადგენა ან ამ მუხლის 21-ე პუნქტით განსაზღვრული გარემოების არარსებობა, წარმოადგენს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

21.   იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით, ამ დებულების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით, 21-ე მუხლის 21 პუნქტით, 251 მუხლის მე-10 პუნქტით და 252 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ იმ კომპონენტების, რომლებიც შეფასებული იყო, როგორც ,,ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, საერთო რაოდენობის არანაკლებ 50%-ის შეფასება გაუმჯობესდა, მაგრამ აღნიშნულის გათვალისწინებით ვერ განხორციელდა სტანდარტის შეფასების დონის ცვლილება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას დარჩენილი რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარმოსადგენად და/ან მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით მონიტორინგის განხორციელების შესახებ.

22. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით, ამ დებულების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით, 21-ე მუხლის 21 პუნქტით, 251 მუხლის მე-10 პუნქტით და 252 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული  მონიტორინგის  შედეგად  დადგინდება, რომ იმ კომპონენტებიდან, რომლებიც შეფასებული იყო, როგორც ,,მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, ერთ-ერთის შეფასება მაინც გაუმჯობესდა, მაგრამ აღნიშნულის გათვალისწინებით ვერ განხორციელდა სტანდარტის შეფასების დონის ცვლილება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას დარჩენილი რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარმოსადგენად.

23.  იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით, ამ დებულების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით, 21-ე მუხლის 21 პუნქტით, 251-ე მუხლის მე-10 პუნქტით და 252-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ კომპონენტების შეფასების დონემ განიცადა ცვლილება და ნაცვლად ,,მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ შეფასდა, როგორც ,,ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას  რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარმოსადგენად ან მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით მონიტორინგის განხორციელების შესახებ.

24. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანთლებლო  დაწესებულებაში   განხორციელდა   მონიტორინგი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტის შესრულების შემოწმების მიზნით და აღნიშნული სტანდარტი შეფასდა, როგორც ,,არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებეულების ავტორიზაციის საბჭო იღებს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.

25. იმ შემთხვევაში თუ, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მონიტორინგის ფარგლებში განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისობა უზრუნველყოფილია, ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მონიტორინგთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

26. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის 21-ე-23-ე პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშის წარმოდგენის შემთხვევაში  უფლებამოსილია, მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

27. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის 21-ე-23-ე პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშის წარმოუდგენლობა შესაძლებელია გახდეს მონიტორინგის განხორციელების საფუძველი.

28. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვრება 90 კალენდარული დღით  ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის  გამოცემიდან.

მუხლი 28. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის ზოგადი საფუძვლები

1. მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.

2. ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრა ხდება:

ა) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ავტორიზაციის ვადით;

ბ) ზოგადასაგანმანათლებლო პროგრამის დამატების  შემთხვევაში – ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო  პროგრამაზე მოსწავლეთა მიღება განახორციელოს მხოლოდ ავტორიზაციის საბჭოს მიერ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, რაოდენობის გაზრდა გამოწვეულია:

ა) სტატუსშეჩერებული მოსწავლის სტატუსის აღდგენით;

ბ) სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით, სამინისტროს დასაბუთებული გადაწყვეტილებით;

გ) მოსწავლეთა მობილობით, სამინისტროს თანხმობის საფუძველზე;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებით.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო განაცხადისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის განხილვის შედეგად და  დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით, სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის შესახებ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღები მოსწავლეების ადგილების   რაოდენობის   გაანგარიშების   მიზნით,   ზოგადსაგნამანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრულ   მოსწავლეთა  ზღვრულ   რაოდენობას   აკლდება   ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მიღების გამოცხადების დროისთვის ამ ზოგადსაგანმნათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე მოსწავლეების რაოდენობა და მიღებულ სხვაობას ემატება ამ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო წელს დამამთავრებელი   კლასის მოსწავლეების   რაოდენობა,   ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესაბამისად.“;

ფ) 29-ე მუხლის:

ფ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდა“;

ფ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის საფუძველია დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.“;

ფ.გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დაწესებულება განაცხადთან ერთად წარადგენს მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.“;

ფ.დ) მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ ცენტრისათვის წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.“;

ფ.ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 და მე-16 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახული შეფასება კონკრეტულ სტანდარტთან/სტანდარტებთან მიმართებით განსხვავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასებისაგან და დაწესებულება იზიარებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არგუმენტირებულ პოზიციასთან ერთად წარმოადგინოს სტანდარტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებისას.“;

ფ.ვ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

9. მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“;

ფ.ზ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ფ.თ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობების გაზრდა ხდება ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

13. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა ადგილების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მოქმედებს ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, მე-11 - მე-17 მუხლებით დადგენილი პირობები, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.“.

ქ) 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ (დანართი №2):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის ოდენობები მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, ავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებს, ავტორიზაციის პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან შესაბამისი ოდენობის თანხისა და შესაბამისი საპენსიო შენატანისგან.“.

ბ) 15 მუხლის:

ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, შემდეგი ოდენობით:

ა) მხოლოდ დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 5533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 7679.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

ბ) მხოლოდ საბაზო ან მხოლოდ საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 6533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 9599.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

გ) მხოლოდ დაწყებითი და საბაზო ან მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 7533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 12133.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

დ) მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 9199.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 14719.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

ე) ზოგადი განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 10199.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 17253.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, ყოველ დამატებით საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება ამ დანართის 17 მუხლის მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული საფასური პროგრამის სახეობის შესაბამისად;“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) 17 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ:

ა) დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 3841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 5988.00 ლარს;

ბ) საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 4841.00  ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7908.00 ლარს;

გ) საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 4841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7908.00 ლარს.“.

დ) 18 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს მოსწავლეთა ადგილების საერთო რაოდენობის გაზრდა ან ცალკეულ პროგრამაზე მოსწავლეთა ადგილების   რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა შეადგენს 3841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 5988.00 ლარს. “;

დ.ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:

„8. ერთი იურიდიული პირის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ან/და სხვა ენაზე განხორციელებული ერთი და იგივე პროფესიული ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ამ მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებთ დადგენილი საფასურის განსაზღვრის მიზნებისათვის განიხილება დამოუკიდებელ პროგრამებად.“.

ე) 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 111. საფასური ზოგადსაგანმანათლებლო  პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისთვის

საფასური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისთვის თითოეულ მუნიციპალიტეტში შეადგენს 3841.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 5988.00 ლარს.“;

ვ) 112 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს საკუთარი ინიციატივით მონიტორინგის გზით ავტორიზაციის პირობების შემოწმება, იხდის საფასურს, რომლის ღირებულება შეადგენს:

ა) ხოლოდ დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზაციის პირობების შემოწმების შემთხვევაში  3841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე და 5988.00 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

ბ) მხოლოდ საბაზო ან მხოლოდ საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 4841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე და 7908.00 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

გ) მხოლოდ დაწყებითი და საბაზო ან მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 5841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე და 10441.00 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

დ) მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 7508.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე და 13028.00 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

ე) ზოგადი განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 8508.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე და 15561.00 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში.“.

ზ) 113 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ხორციელდება მონიტორინგი, იხდის საფასურს, რომელიც  დაიანგარიშება შემდეგნაირად: მივლინების საჭიროების გარეშე  2175.00 ლარს დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 167.00 ლარზე. ხოლო, მივლინების საჭიროების შემთხვევაში 2788.00 ლარს დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 320.00 ლარზე. კაც-დღების რაოდენობა განისაზღვრება მონიტორინგის სპეციფიკისა და შინაარსის შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. ბრძანების 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად.“.

4. ბრძანების 23 პუნქტით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები (დანართი №5) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

 

მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასთან/ მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდასთან/ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებით სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაწყებულ  შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებებზე გავრცელდეს ამავე ბრძანების ამოქმედებამდე არსებული რეგულაციები.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი