დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14/49 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016552 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2022 - 30/01/2023)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 91-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით:
|
თავი I
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 28 940.3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 22 471.2 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 400.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 6 069.1 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით |
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 27 029.9 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 1 334.8 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა – 1 934.8 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება – 600.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს შემდეგი რეადაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 575.6 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 1 910.4 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 12.
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს -575.6 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნულით დაიფარება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხა, შემდეგ საინვესტიციო პროექტებზე:
– „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტი“ (2 ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანა და 247 ცალი ნარჩენების კონტეინერი) (2017 წ.); – ფოთის მუნიციპალიტეტისათვის სამგზავრო (რვა ნახევარი მეტრის სიგრძის) ავტობუსების – 10 (ათი) ერთეული და მისი სათადარიგო ნაწილების გადაცემის შესახებ (2021 წ.). 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულება ჯამში შეადგენს 3823.4 ათას ლარს, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 3247.8 ათასი ლარი. |
თავი II
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00)
|
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებები.
ათას ლარში
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) |
ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, ქალაქის ქუჩების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების და ნარჩენების მართვის სხვა ღონისძიებები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარადმწვანე მცენარეების, ბუჩქების, ერთწლიანი ყვავილების და სხვა ნარგავების დარგვა, მათი მოვლა, ახალი გამწვანების ზონების შექმნა, სკვერებისა და ქალაქის ქუჩების მწვანე საფარის გათიბვის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია. ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
|
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა.
ათას ლარში
|
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
|
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 2023 წელს ასევე დაფინანსდება მინი სპორტული მოედნების კაპ. შეკეთების სამუშაოები. ათას ლარში
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
|
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს შეჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ათას ლარში
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები |
დაფინანსება ათას ლარში |
06 04 12 |
3.6 |
||
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
||
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ - ერთჯერადად 300 ლარის გაცემას.
პროგრამის მართვა: დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: 1) წერილობითი განცხადება; 2) პირადობის მოწმობის ასლი; 3) განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები; 4) ასევე, სხვა სახის დოკუმენტაცია განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში; 5) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. დახმარება გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. მსხვერპლი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა მატერიალური მხარდაჭერა. |
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
ახალშობილთა ოჯახების დახმარება |
დაფინანსება ათას ლარში |
06 04 14 |
30.0 |
||
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
||
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ახალშობილთა ოჯახების წახალისებას, რათა ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებას. ქვეპროგრამის ფარგლებში ახალშობილთა ოჯახებისათვის (მათ შორის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილებზე) გათვალისწინებულია ერთჯერადად 100 ლარით დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ ახალშობილის მშობლები უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ახალშობილის მშობლის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით: 1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; 2) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით); 3) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; 4) საბანკო ანგარიშის ნომერი. პროგრამის მართვა: თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა და წახალისება. მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. |
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება |
დაფინანსება ათას ლარში |
06 04 16 |
250.0 |
||
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
||
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები (განქორწინების შემთხვევაში მშობელი) უნდა იყვნენ რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლებიც ზრდიან 3 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (უფროსი შვილის 17 წლის ასაკის შესრულებამდე), უმცროს შვილზე მიზანშეწონილია დაენიშნოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება: 3-შვილიან ოჯახს – 50 ლარი; 4-შვილიან ოჯახს – 100 ლარი; 5-შვილიან ოჯახს – 190 ლარი; 6-შვილიან ოჯახს – 220 ლარი; 7-შვილიან ოჯახს – 300 ლარი; 8 და მეტ-შვილიან ოჯახს – 450 ლარი. ქვეპროგრამის ბენეფიციარია დაახლოებით 300-მდე ოჯახი. მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით: 1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; 2) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით); 3) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; 4) საბანკო ანგარიშის ნომერი. 5) განქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
პროგრამის მართვა: თანხა ყოველთვიურად განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა და წახალისება. მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. |
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება |
დაფინანსება ათას ლარში |
06 04 17 |
40.0 |
||
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
||
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი ქალაქ ფოთში, რომელთაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი (უფროსი შვილის 17 წლის ასაკის შესრულებამდე), მიზანშეწონილია წელიწადში ერთხელ გაეწიოთ მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით. მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით: 1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი; 2) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
პროგრამის მართვა: თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
მრავალშვილიან ოჯახთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის უნარის გაძლიერება, დემოგრაფიული მაჩვენებლის ზრდა. |
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარებები |
დაფინანსება ათას ლარში |
06 04 18 |
70.0 |
||
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
||
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამა ითვალისწინებს: 1. სადღესასწაულო დღეებში შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარების მატერიალურ წახალისებას: - დედით, მამითა და დედ-მამით ობლები 17 წლამდე ასაკის – 100 ლარი წელიწადში ერთხელ. - ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) – 100 ლარი ერთჯერადად. - ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრები – 100 ლარი ერთჯერადად. - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 17 წლამდე ასაკის მოზარდები – 100 ლარი წელიწადში ორჯერ. - დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, თანდაყოლილი გულის მანკით დაავადებულთა 18 წლამდე ასაკის - 500 ლარი ერთჯერადად. - ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთათვის, 18 წლამდე ასაკის ბავშვები - 500 ლარი ერთჯერადად. - ქალაქში მცხოვრები უხუცესები: ა) 90-100 წლამდე უხუცესები – 100 ლარი ერთჯერადად; ბ) 100 წლის და 100 წელს გადაცილებული უხუცესები - 500 ლარი ერთჯერადად.
პროგრამის მართვა: ბენეფიციარის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს: - დედით, მამითა და დედ-მამით ობლები: 1) ობლის (ობლების) დაბადების მოწმობის ასლი; 2) მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი; 3) გადაწყვეტილება მეურვეობა/მზრუნველობის დაწესების შესახებ; 4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით); 5) საბანკო ანგარიშის ნომერი. - ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის: 1) პირადობის მოწმობის ასლი; 2) საბანკო ანგარიშის ნომერი; 3) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. - ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრები: 1) პირადობის მოწმობის ასლი; 2) საბანკო ანგარიშის ნომერი; 3) ინფორმაცია ქალაქის წინაშე დამსახურების შესახებ. - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 17 წლამდე ასაკის მოზარდები: 1) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 2) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; 3) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4) საბანკო ანგარიშის ნომერი. - დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, თანდაყოლილი გულის მანკით დაავადებულთა 18 წლამდე ასაკის ბავშვები: 1) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 2) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; 3) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ფორმა №100; 4) საბანკო ანგარიშის ნომერი. - ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთათვის, 18 წლამდე ასაკის ბავშვები: 1) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 2) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; 3) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ფორმა №100; 4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
- ქალაქში მცხოვრები უხუცესები: 1) პირადობის მოწმობის ასლი; 2) საბანკო ანგარიშის ნომერი. თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად. 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით. დახმარების მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენს: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახები, ასევე მრავალშვილიანი, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, დედით, მამითა და დედ-მამით 18 წლამდე ასაკის ობლები, ყრუ-მუნჯები, უსინათლო პირები. ბენეფიციართათვის საკვები პროდუქტების გადაცემა განხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლისა (უბნების მიხედვით) და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სიების მიხედვით. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
ობლების, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრების, ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ლიკვიდაციის მონაწილეთათვის, ქალაქში მცხოვრები უხუცესების, შშმ მოზარდების, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, თანდაყოლილი გულის მანკით და ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთათვის ფინანსური წახალისება. სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა. |
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება |
დაფინანსება ათას ლარში |
06 04 19 |
30.0 |
||
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
||
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ: 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებით მძიმე პირობებში მცხოვრებ ოჯახებზე საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებისათვის სამშენებლო მასალების გადაცემას (შიფერი, ხის მასალა). 2. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 5000-მდე ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 2000-მდე ლარით. პროგრამის მართვა: 1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ (განცხადების განმხილველი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში); დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; 2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა (ხანძრის შესახებ) გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ.ფოთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ; დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი; დახმარება გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის საფუძველზე. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. |
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მარტოდ მცხოვრები (მარტოხელა), სოციალურად დაუცველი, პენსიონერი მოქალაქეებისათვის გაზიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა |
დაფინანსება ათას ლარში |
06 04 20 |
3.0 |
||
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
||
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მარტოდმცხოვრები (მარტოხელა) პენსიონრების, სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 70 000 ქულის მქონე) მოქალაქეებისათვის ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, კერძოდ ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ღირებულების 100%-ის დაფინანსება, ერთი წერტილის გათვალისწინებით. ბენეფიციარი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; გ) საჯარო რეესტრის ამონაწერი უძრავი ქონების საკუთრების შესახებ; დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ინდივიდუალურად თითოეულ ბენეფიციარს და ბუნებრივი გაზის მომწოდებელს წარედგინება მერიის წერილობითი თანხმობა დაფინანსების შესახებ. ანგარიშსწორების მიზნით, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი გაწეული მომსახურეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. |
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა |
დაფინანსება ათას ლარში |
06 04 21 |
15.0 |
||
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
||
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ქვეპროგრამით გათვალისწინებულია: ქალების ცნობიერების ამაღლება, საჭიროების მქონე ქალთა წახალისება სხვადასხვა ფორმით, მეწარმე ქალთა გაძლიერება, ქალთა ჩართულობის ზრდა და მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი უფლებებითა და შესაძლებლობებით. „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის მიზანი: ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით გენდერული თანასწორობის წარმატებით მიღწევა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ/სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანაბარი/თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, ქალთა გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. ქვეპროგრამის მართვა: „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების (ქალები) მიერ წარმოდგენილი პროექტების 80%-მდე თანადაფინანსებას. საუკეთესო პროექტი გამოვლინდება კონკურსის საფუძველზე. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ჯამური ოდენობა განისაზღვრება 7000 ლარით. თითოეული გამარჯვებულისათვის თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3500 ლარს. თანადაფინანსებად ჩაითვლება მხოლოდ თანხობრივი მონაწილეობა. კონკურსის მონაწილე შეიძლება იყოს: ფიზიკური პირ(ებ)ი (ქალი) – ასევე პირ(ებ)ი (ქალი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად (სრულწლოვანი -18 წელს მიღწეული), ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი. წარმოდგენილი პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტი არ უნდა ეხებოდეს სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს წარმოების მიმართულებებს, რელიგიურ საკითხებს, ასევე მხოლოდ ინფორმირებას. საკონკურსო რესურსით არ ფინანსდება შემდეგი ხარჯები: ა) ხელფასები და მიმდინარე ხარჯები; ბ) უძრავი ქონების შეძენა; გ) სემინარებში, სამუშაო შეხვედრებში და კონფერენციებში ინდივიდუალური მონაწილეობა; დ) კვლევები; ე) სასწავლო/სამეცნიერო გრანტები; ვ) ჰუმანიტარული აქციები და საქმიანობა; ზ) გადასახდელი პროცენტები, საურავები, ჯარიმები; თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობები. წარმოდგენილი პროექტი უნდა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. კონკურსში ჩართვის მიზნით, ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა. მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას, გადაულახავი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, მისგან დამოუკიდებელი გარემოების არსებობისას, უარი თქვას პროექტის დაფინანსებაზე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროგრამის მართვის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, გამარჯვებულმა პროექტმა უნდა გაიაროს კონკურსის I და II ეტაპი.
კონკურსის I ეტაპი: კონკურსანტის განცხადება განიხილება მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, რომელთაც მიენიჭებათ შესაბამისი ქულების ოდენობა: - პროექტი ახალ ინიციატივებსა და სიახლეებზეა ორიენტირებული – 10 ქულა; - პროექტი დეტალურად და ნათლადაა აღწერილი – 10 ქულა; - პროექტის განაცხადი ნათლად აჩვენებს ქალის განვითარების შესაძლებლობებს ეკონომიკურ სფეროში – 10 ქულა; - სამიზნე ბაზარი – 10 ქულა; - დასაქმებულთა რაოდენობა – 10 ქულა; - პროექტის განხორციელების შედეგების ეფექტურობა – 10 ქულა; - პროექტის მდგრადობა – 10 ქულა; - პროექტის განაცხადის ყველა პუნქტი შევსებულია – 10 ქულა; - პროექტის ბიუჯეტი რეალურადაა დაგეგმილი – 10 ქულა; - პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები ტექნიკურად განხორციელებადია – 10 ქულა. კონკურსის I ეტაპის გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება უმაღლესი შეფასების შედეგად, რომელსაც მიღებული აქვს ქულათა საშუალო არითმეტიკულის 50%-ზე მეტი.
კონკურსის II ეტაპი: კონკურსის II ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდება აპლიკანტის, კომისიის წევრებთან გასაუბრების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს კომისიის წევრების მიერ ობიექტის ადგილზე დათვალიერება. პროექტები, რომლებიც დადებით შეფასებას მიიღებენ, ამასთან წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, რეიტინგის შესაბამისად, გამარჯვებულად ჩაითვლებიან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) შევსებული განცხადება მერის სახელზე; ბ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ფორმა წინასწარ მტკიცდება საკონკურსო კომისიის მიერ); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) სამოტივაციო წერილი (ხელმოწერილი); ე) მიწის ნაკვეთის საკუთრების/იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), იჯარის შემთხვევაში ამონაწერთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება; ვ) დანადგარის, ტექნიკის ან სხვა ნივთის შეძენის შემთხვევაში ბაზრის კვლევის შედეგები (ინვოისი - სულ მცირე 3 მომწოდებლისაგან. ამასთან, განახლებული ინვოისი წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულების დადებისას, რის მიხედვით დადგინდება აპლიკანტის თანამონაწილეობის თანხის საბოლოო ოდენობა); ზ) დაფინანსების შემთხვევაში - კონკურსანტის/განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცია. კონკურსს აცხადებს და შესაბამის პროცედურებს ახორციელებს მერის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამის პირობების შესაბამისად. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამარჯვებულ აპლიკანტთან დებს ხელშეკრულებას და გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება გამარჯვებული აპლიკანტის მიერ გასაღები თანამონაწილეობის თანხის (პროექტის საერთო ღირებულის 20%) გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. გამარჯვებულ აპლიკანტს თანხა დაერიცხება წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ნომერზე. კონკურსში გამარჯვებულის მიერ შესასრულებელი პირობები განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას (მერი) და კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტს შორის, დადებული ხელშეკრულებით. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული ინიციატივების გამოვლენა. საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა აქტიური ჩართულობისა და გაძლიერების ხელშეწყობა. |
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა |
დაფინანსება ათას ლარში |
06 04 22 |
70.0 |
||
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
||
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახები ან პირი, რომელთა საცხოვრებელი სახლი, სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევების და სხვა გარემოებების გამო დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისათვის საშიში გახდა. ასევე პირები, რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირის/ოჯახის დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში 6 თვის ვადით, ხოლო სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, 12 თვემდე ვადით. ბინის ქირის ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. ფორსმაჟორის შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის (მოქალაქის) სასტუმროში განთავსება და დაბინავების ხარჯები ანაზღაურდეს ამ პროგრამის ფარგლებში, გონივრულ ვადაში, ალტერნატიული ფართის მოძიებამდე. პროგრამის მონიტორინგს აწარმოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, უზრუნველყონ ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ფართში, ბენეფიციარის ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის სისტემატური გადამოწმება და ინფორმაცია მიაწოდონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს. გადამოწმების შედეგად, ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლა გამოიწვევს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტას.
პროგრამის მართვა: ამ პროგრამის ფარგლებში მოქალაქემ მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში); დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის; ვ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს; ზ) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი, დამცავი ორდერი ან ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) გამქირავებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი. დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე. გამოყოფილი თანხა გამქირავებელს დაერიცხება საბანკო ანგარიშზე. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. |
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების ფინანსური დახმარება |
დაფინანსება ათას ლარში |
06 04 27 |
9.0 |
||
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
||
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების ფინანსურ დახმარებას. პროგრამით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 200 ლარს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. პროგრამის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას, განვითარებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას. პროგრამის მართვა: ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან მესამე პირების მიერ განხორციელებული შეტყობინება (მათ შორის ანონიმური ზარი). ბავშვიანი ოჯახების ფულადი სოციალური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციული აქტით, რომლის საფუძველია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკის შესაბამისი დასკვნა. გადაწყვეტილების მისაღებად ასევე წარმოსადგენია: ა) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლები, დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტი (აუცილებლობის შემთხვევაში); ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; გ) საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) სხვა დამატებით დოკუმენტი საჭიროების შემთხვევაში. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე/მეურვეზე/მზრუნველზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე. ამასთან, დასკვნას და შესაბამის დოკუმენტებს ამზადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკი, ხოლო ბრძანების პროექტს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და დევნილთა განყოფილება. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის ოჯახის მხარდამჭერი ღონისძიება, საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება. |
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
დიაბეტით დაავადებულ (18 წლამდე) ბავშვთა მატერიალური დახმარების პროგრამა |
დაფინანსება ათას ლარში |
06 04 28 |
16.8 |
||
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
||
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ღონისძიებები სოციალური დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვები საჭიროებენ სპეციფიკურ მოვლას და კვებას რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. ამდენად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვების მატერიალური დახმარების მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პროგრამა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვს (შემდგომში - ბავშვი) ფინანსური დახმარება გაეწევა თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით. მშობელი ან/ კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს: 1. მშობლის ან/ კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განცხადება შემოაქვს კანონიერ წარმომადგენელს); 2. იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით), თუ ბენეფიციარი იძულებით გადაადგილებული პირია (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში საინფორმაციო ბარათი იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან არ არის საჭირო); 3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100, ბენეფიციარის დიაგნოზის (დიაბეტი) მითითებით; 4. დიაბეტით დაავადებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; 5. საინფორმაციო ბარათი ბენეფიციარის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; 6. დიაბეტით დაავადებული ბავშვის მშობელის/კანონიერი წარმომადგენელის საბანკო ანგარიშის ნომერი. დახმარება გაეწევა დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვებს, რომლებიც განცხადების შეტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო 6 თვე რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. შემოსული დოკუმენტაცია მოწმდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში. ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრულ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
ქვეპროგრამით მოსარგებლე - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ფინანსური მხარდაჭერა. |
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოციალური მომსახურების ცენტრის ხელშეწყობა |
დაფინანსება ათას ლარში |
06 07 |
1 330.0 |
||
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი". |
||
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის მიზანია მოქალაქეთა მომსახურების სერვისის გაუმჯობესება, აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება, სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბების, მოსახლეობის სამართლიანი და ეფექტური დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებებისა და ინფორმაციების მომზადება. ა) შინმოვლის სერვისი პროგრამის მიზანია შინმოვლის სერვისის განვითარებისა და დანერგვის გზით უნარშეზღუდული/მოწყვლადი ადამიანებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან. პროგრამა ვრცელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეებზე. პროგრამა ითვალისწინებს დაუძლურებული ან/და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის, კვალიფიციური მედდების, ექიმისა და ტექნიკური მუშაკის დახმარებით, სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილებზე. სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: საკვებისა და მედიკამენტების მიღებას, წნევის კონტროლს, პირად ჰიგიენას, ყოველდღიურ ინსტრუმენტალურ აქტივობებს და სხვას. მოქალაქემ მომსახურების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს: 1) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა IV-100/ა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; 2) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; 3) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით). მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრში“ შექმნილი კომისიის მიერ 10 დღეში ერთხელ; კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება დასკვნის სახით. კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა დირექტორის ბრძანება პროგრამის ბენეფიციარების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ. b) უფასო კვებით უზრუნველყოფა არამდგრადი შრომის ბაზარი, სოციალურად დაუცველი ოჯახები, საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასები მოითხოვს შეიქმნას ერთჯერადად, უფასო კვების სერვისი. პროგრამა ითვალისწინებს ყოველდღიურად უმწეო მოქალაქეთა უზრუნველყოფას ცხელი სადილით დღეში ერთხელ. იმ მოქალაქეებს, რომელთაც უჭირთ გადაადგილება, არიან ლოგინს მიჯაჭვულები, გაეწევათ მომსახურება ბინაზე მიტანით. სასადილოს ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები, რომლებიც იღებენ ფულად დახმარებას ან აქვთ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერები, შშმ პირები და სხვა, დაახლოებით 360 ბენეფიციარი. პროგრამა ვრცელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეებზე. მოქალაქემ მომსახურების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს: 1) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; 2) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 3) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით). მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრში“ შექმნილი კომისიის მიერ 10 დღეში ერთხელ; კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება დასკვნის სახით. კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა დირექტორის ბრძანება პროგრამის ბენეფიციარების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ. გ) სამსახური ახორციელებს მოქალაქეებიდან შემოსული წინადადებებისა და განცხადებების (საცხოვრებელი ადგილის დადასტურების, ოჯახის შემადგენლობის, საკუთრების დადასტურება - მიწის, შინაური პირუტყვის, საშენი მასალის, სტაციონარული დახმარების, წამლის ვაუჩერით დახმარების და სხვა) შესწავლას და დაგეგმილ ვადებში კვალიფიციური პასუხის მომზადებას, მათ შორის მოსახლეობის ცხოვრების დონის, სოციალური სერვისებით უზრუნველყოფის, შესაბამისი საჭიროების მქონე შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და ალტერნატიული მომსახურების, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მუშაობის ხელშეწყობას მათ უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით (წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციისა და დასკვნის მიწოდება), არსებული საინფორმაციო ბანკის სისტემატურ განახლებას, მოსახლეობის სამართლიანი და ეფექტური დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებებისა და ინფორმაციების მომზადებას. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
გაუმჯობესდება მოსახლეობის მომსახურების სერვისი და ცალკეული კატეგორიების მოქალაქეთა სოციალური პირობები. |
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ფოთის სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდირება |
დაფინანსება ათას ლარში |
06 08 |
1 000.0 |
||
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“. |
||
პროგრამის აღწერა და მიზანი |
1) M3 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, 50% შეღავათიანი მგზავრობით ისარგებლებენ ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები; ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მგზავრობის გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები: ა) 0 – 6 წლამდე ბავშვები; ბ) სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ); გ) ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები, სასადილოს თანამშრომლები, მედდები და ექიმები; დ) ა(ა)იპ კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დღის ცენტრის თანამშრომლები. ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი დამხმარე ნებისმიერი პირი. ტრანსპორტით მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 50 თეთრის ოდენობით. 2) M2 კატეგორიის ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადისაგან თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები, ასევე ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ მედდები და ექიმები. |
||
მოსალოდნელი შედეგი |
მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას. |
მუხლი 18.
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) |
პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და თავდაცვის (სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ხარჯები) შენახვის ხარჯები. პრიორიტეტი ასევე მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის ხარჯებს.
ამავე პრიორიტეტიდან დაფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა) დაფარვა და მუნიციპალური არქივის მომსახურების ხარჯები. ათას ლარში
|
მუხლი 19.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები
|
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში.
|
თავი III
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 20.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 21 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 22 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 23 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 24 |
2023 წლის განმავლობაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 25 |
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 82-ე მუხლის თანახმად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურმა მოამზადოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა, საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
|
მუხლი 26 |
უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს, განსაზღვროს (დაამტკიცოს) კონკრეტული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი ღონისძიებების ან/და ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი თანხების ზღვრული ოდენობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
|
მუხლი 27 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული ღონისძიებების, პროგრამების და პროექტების განხორციელებაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა განახორციელონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
|
მუხლი 28 |
წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში).
|
მუხლი 29 |
წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით.
|
მუხლი 30 |
ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებიდან (პროგრამული კოდი 05 01 02) წლის განმავლობაში წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების მატერიალური წახალისება (ჯილდო) განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებიდან (პროგრამული კოდი 05 01 02) „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (საჩუქარი) წარმატებული სტუდენტებისათვის“ გაცემა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 31 |
კულტურული ღონისძიებებიდან (პროგრამული კოდი 05 02 02) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისება (საჩუქარი) განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 32 |
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები, კერძოდ:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები – ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; ბ) მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) სამედიცინო დაწესებულებები; გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) აფთიაქები; დ) სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა – შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“; ე) ფოთის სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდირება – შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“; ვ) რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა – სსიპ „ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“; ზ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა – ფოთისა და ხობის ეპარქია; თ) შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად – ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“; ი) შინმოვლის სერვისი – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი“; კ) უფასო კვებით უზრუნველყოფა – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი“; ლ) ინფრასტრუქტურული სერვისების მომსახურება – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“; ა(ა)იპ „ქალაქის – ფოთის ცენტრალური პარკი“; მ) ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა – ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბავშვთა ცენტრი“; ნ) საქმიანობათა ცენტრი ფოთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის – ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“. |
მუხლი 33 |
მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04 16) არ ვრცელდება იმ ოჯახებზე (ბენეფიციარებზე), რომლებიც სარგებლობენ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) დამტკიცებული პროგრამით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მოქმედების პერიოდში.
|
მუხლი 34.
დავალიანებების ანაზღაურება
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 05-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებე
|
მუხლი 35.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი, 400.0 ათასი ლარი, მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 220.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 170.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 36.
სარეზერვო ფონდი |
2023 წლის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 150.0 ათასი ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 37.
ბიუჯეტის ამოქმედება
|
1. დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის №2/25 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 24.12.2021, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016495).
|
|
დოკუმენტის კომენტარები