დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2484-Xრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090000.05.001.020771 |
|
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 127-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აღნიშნული მშენებლობის შეუჩერებლობის შემთხვევაში შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე.“. 2. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 130. უნებართვო მშენებლობა 1. უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) თვითმმართველ ქალაქში – 6 000 ლარის ოდენობით; ბ) ქალაქში – 4 000 ლარის ოდენობით; გ) დაბაში ან სოფელში − 1 000 ლარის ოდენობით. 2. უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, − 25 000 ლარის ოდენობით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, − 20 000 ლარის ოდენობით.“. 3. 132-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას: ბ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 800 ლარის ოდენობით; ბ.ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 10 000 ლარის ოდენობით; ბ.გ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით; გ) დაბაში ან სოფელში გამოიწვევს დაჯარიმებას: გ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 200 ლარის ოდენობით; გ.ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით; გ.გ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით.“. 4. 136-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქალაქში: ბ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 5 000 ლარის ოდენობით; ბ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 25 000 ლარის ოდენობით; გ) დაბაში ან სოფელში: გ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 1 000 ლარის ოდენობით; გ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.“. მუხლი 2. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა 2023 წლის 1 აპრილამდე დაადგინონ ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 22 დეკემბერი 2022 წ. N2484-Xრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები