„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 586
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023797
586
21/12/2022
ვებგვერდი, 22/12/2022
240110000.10.003.023797
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №586

2022 წლის 21 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 240110000.10.003.018733) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„ლ) „ფუტკრის ამერიკულ სიდამპლესთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი“ (დანართი №11);

მ) „ფუტკრის ტროპილელაფსოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი“ (დანართი №12);

ნ) „ფუტკრის მავნებლის − სკის მცირე ხოჭოსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი“ (დანართი №13).“.

2. დადგენილების პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების გასატარებლად ვაქცინების შესყიდვა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ვაქცინის შესყიდვის დროს სატენდერო დოკუმენტაციის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, სულ მცირე, შემდეგი მოთხოვნები:

ა) შესყიდულ უნდა იქნეს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისო ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის №205 დადგენილებით განსაზღვრული რომელიმე ქვეყნის ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს – ევროპის წამლების სააგენტოს (European Medicines Agency) მიერ რეგისტრირებული ვაქცინა;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ქვეყნის ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს – ევროპის წამლების სააგენტოს (European Medicines Agency) მიერ რეგისტრირებული ვაქცინა ან ვერ ხერხდება ასეთი ვაქცინის შესყიდვა, შესყიდული უნდა იქნეს ისეთი ვაქცინა, რომელიც გამოყენებულია „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისო ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის №205 დადგენილებით განსაზღვრულ რომელიმე ქვეყანაში, იმ პერიოდიდან, როდესაც აღნიშნული ქვეყანა დამატებულ იქნა ზემოთ ხსენებული დადგენილებით განსაზღვრულ სიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს ვაქცინის შესყიდვის საკვალიფიკაციო ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ზემოთ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული არანაკლებ ერთი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ამ ვაქცინის წარმატებით გამოყენებას ან ისეთი ვაქცინა, რომლის     თითოეულ მოწოდებულ სერიაზე ჩატარებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ დასახელებული რეფერენს სტატუსის მქონე ლაბორატორიის/ცენტრის კვლევები, სულ მცირე, შემდეგ მახასიათებლებზე: სტერილურობა, უვნებლობა, პოტენცია ან/და იმუნოგენურობა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებს;

გ) ვაქცინა მოწოდებისას უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის „ფუტკრის ამერიკულ სიდამპლესთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი“ (დანართი №11), „ფუტკრის ტროპილელაფსოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი“ (დანართი №12) და „ფუტკრის მავნებლის − სკის მცირე ხოჭოსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი“ (დანართი №13).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №11

 

ფუტკრის ამერიკულ სიდამპლესთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ფუტკრის ამერიკული სიდამპლე (American foulbrood) (შემდგომში – ამერიკული სიდამპლე) მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) ლარვებისა და ჭუპრის მაღალკონტაგიოზური და სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა. დაავადების აღმძვრელია გარემო პირობების მიმართ განსაკუთრებულად მდგრადი, სპორის წარმომქმნელი გრამდადებითი     ბაქტერია – Paenibacillus larvae.

2. ამერიკული სიდამპლის გამოვლენა ფიჭაზე გადაბეჭდილი ბარტყის (ჭუპრის) მეჩხერი განლაგების, ჭუპრიანი ფიჭის უჯრების სარქველების ჩაზნექის, პერფორაციისა და ასეთ უჯრაში ჩამპალი, წელვადი და შემდგომში გამომშრალი, ხრწნის სპეციფიკური სუნის მქონე ჭუპრის მკვდარი სხეულის აღმოჩენას უკავშირდება.

3. ამერიკული სიდამპლის საწყისი სტადია შესაძლოა მიმდინარეობდეს სუბკლინიკური ფორმით.

4. საველე პირობებში ამერიკულ სიდამპლეზე სავარაუდო დიაგნოზის დასმისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგები, დაავადების კლინიკური ნიშნები და მსგავსი კლინიკური ნიშნების მქონე სხვა პათოლოგიები: ევროპული სიდამპლე, ფუტკრის ბარტყის გადაცივება, პარკუჭა ბარტყი და ვაროატოზი.

5. ამერიკულ სიდამპლეზე დიაგნოზის დადგენა ხდება ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული მეთოდების გამოყენებით (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals).    

6. ამერიკულ სიდამპლესთან დაკავშირებული ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევებზე პასუხისმგებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი   –  სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში – სმსლ).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 „ფუტკრის ამერიკულ სიდამპლესთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) ეპიზოოტიური კერა – კონკრეტული ადგილი ან/და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც არის აღმძვრელის აქტიური წყარო და შესაძლებელია ფუტკრის დაავადება;

) რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახები – ფუტკრის ოჯახები, რომლებიც ბინადრობენ ან/და უწევთ გადაადგილება ეპიზოოტიურ კერაში;

) ამერიკული სიდამპლის საეჭვო შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენას;

) ამერიკული სიდამპლის დადასტურებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ლაბორატორიული     გამოკვლევის შედეგად დადასტურებულია დაავადების აღმძვრელის არსებობა;

) პასუხისმგებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ფუტკრის ოჯახს ან/და პასუხისმგებელია ფუტკრის ოჯახის მოვლა-შენახვაზე;

) ცხოველური პროდუქტი – ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;

) მეფუტკრეობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (შემდეგომში მადპ) (apiculture by-products) – თაფლი, ფუტკრის ცვილი, ფუტკრის რძე, დინდგელი ან მტვერი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის;

) საფუტკრე მეურნეობა – შემოღობილი ან შემოუღობავი ტერიტორია სკებით, საფუტკრის შენობებითა და აღჭურვილობებით, სადაც ხდება ფუტკრის შენახვა, მოვლა და რომელიც წარმოადგენს ფუტკრის მუდმივ ან დროებით ფიზიკურ ადგილსამყოფელს და რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესის შესაბამისად;

) სკა – კონსტრუქცია, მათ შორის ხის მორისაგან დამზადებული კონსტრუქცია, რომელშიც მოთავსებულია ფუტკრის ოჯახი, ჩვეულებისამებრ, აღჭურვილი ჩარჩოებით, საფრენით, დასათბუნებელი მასალით, ხის ან სხვა მასალის საკუჭნაოთი;

) ფიჭა – ფუტკრების მიერ აგებული ცვილის ორმხრივი სტრუქტურა ჰექსაგონური ფორმის უჯრებით;

) ასაშენებელი ფიჭა – ფუტკრის ცვილისგან დამზადებული ფურცელი ორმხრივად ამოტვიფრული ჰექსაგონური კონტურებით, განკუთვნილი ფუტკრის ოჯახის მიერ ფიჭების სამშენებლოდ;

) ფუტკრის ოჯახი – მეთაფლია ფუტკრების (Apis mellifera) ერთიანი ჯგუფი, ჩვეულებრივ, ერთი დედა ფუტკრით, მუშა ფუტკრებით, სეზონური თავისებურების გათვალისწინებით მამალი ფუტკრებითა და ფუტკრის ბარტყით ან მათ გარეშე;

) ფუტკრის ბარტყი – განვითარებადი მეთაფლე ფუტკრის ყველა საფეხურის, დაწყებული კვერცხითა და დასრულებული ჭუპრით;

) ფუტკრის ოჯახის ბუდე – სკის ნაწილი შემდგარი ჩარჩოებისგან, ფიჭებისგან და ფიჭის უჯრებში განთავსებული ფუტკრის ბარტყის, თაფლისა და ჭეოსაგან;

) ქურდობა – მუშა ფუტკრების მიერ თაფლისა და საკვები მარაგის აღება (დატაცება) ფუტკრის სხვა ოჯახებიდან.

მუხლი 3. ამერიკული სიდამპლის პროფილაქტიკის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები

1. მეთაფლია ფუტკრის ოჯახების მოვლა-შენახვისას გამოყენებული უნდა იქნეს კარგი საწარმოო პრაქტიკა, რაც გულისხმობს:

ა) ფიჭების განახლებას ყოველწლიურად, ფუტკრის ოჯახის ბუდის ჩარჩოების საერთო რაოდენობის სულ მცირე 1/3-ის ასაშენებელი ფიჭის ფურცლით ჩანაცვლებით;

ბ) ჩარჩოების მინიმალურ გადანაცვლებას ოჯახებს შორის;

გ) ქურდობის აღკვეთას ფუტკრის ოჯახებს შორის;

დ) მეფუტკრეობისთვის აქტიურ პერიოდში, წლის განმავლობაში სულ მცირე ორჯერ ფუტკრის ოჯახების შემოწმებას ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების არსებობაზე და შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამისი ჩანაწერების წარმოებას;

ე) ფუტკრის ოჯახების გადაადგილებამდე 30 დღის ვადაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი დათვალიერება ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების აღმოჩენის მიზნით, „საფუტკრე მეურნეობაში მეთაფლია ფუტკრის ამერიკული სიდამპლის კონტროლის ჟურნალი“   (დანართი №11.1) შევსების გზით.

2. ამერიკული სიდამპლის ეპიზოოტოლოგიური და პათოგენეზური თავისებურებების გამო, დაუშვებელია ამერიკული სიდამპლის პროფილაქტიკის მიზნით კლინიკურად ჯანმრთელ ფუტკრის ოჯახებში ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში პრეპარატების გამოყენება იწვევს ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების შენიღბვას და იქმნება მისი გავრცელების საფრთხე.

მუხლი 4. ამერიკული სიდამპლის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. ამერიკული სიდამპლის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევისას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.

2. ამერიკული სიდამპლის საეჭვო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება:

ა) პასუხისმგებელ პირს;

ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებისას;

გ) ვეტერინარს, რომელიც ჩართულია ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის სერვისში;

დ) სახელმწიფო ვეტერინარს, სმსლ-ს ან კერძო ლაბორატორიებს.

3. სააგენტოსთვის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრება სმსლ-ს.

4. სააგენტო ვალდებულია ტროპილელაფსოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

მუხლი 5. პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები

პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ფუტკრის დიაგნოსტიკური გამოკვლევის, დეზინფექციის/დეზინსექციის/დერატიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;

ბ) ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

გ) სააგენტოს მითითებების შესაბამისად:

გ.ა) ფუტკრის ოჯახებთან მუშაობისას დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;

გ.ბ) უზრუნველყოს ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ფუტკრის ოჯახთან სამუშაოების ჩატარების შემდეგ გამოყენებული ინვენტარის სათანადო დეზინფექცია;

გ.გ) უზრუნველყოს ჯანმრთელი და ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ფუტკრის ოჯახების ცალ-ცალკე დათვალიერება, ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

გ.დ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე:

გ.დ.ა) არ დაუშვას ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო შემთხვევის მქონე საფუტკრე მეურნეობიდან ფუტკრის ოჯახ(ებ)ის გადაადგილება, რეალიზაცია და დაავადებაზე საეჭვო ოჯახ(ებ)იდან ასეთი ოჯახიდან ფიჭის, საკვები მარაგის, დედა ფუტკრის, ბარტყის ან/და ზრდასრული ფუტკრის მასის სხვა სკაში გადაყვანა;

გ.დ.ბ) უზრუნველყოს ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ფუტკრის ოჯახ(ებ)იდან მიღებული  ცხოველური პროდუქტის,  ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, სათანადო შენახვა იზოლირებულად, არ დაუშვას ამ პროდუქტების, გარდა  მეურნეობაში უკვე არსებული სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტებისა, გადატანა და რეალიზაცია;

გ.ე) საკარანტინო პერიოდში, უზრუნველყოს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები.

მუხლი 6. სააგენტოს ვალდებულებები    

1. ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე;

ბ) ჩაატაროს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

გ) განახორციელოს ფუტკრის ოჯახების კლინიკური დათვალიერება და პასუხისმგებელ პირს მისცეს მითითებები კლინიკურად ჯანმრთელი, ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ფუტკრის ოჯახების განცალკევებაზე და საფუტკრე მეურნეობაში არსებული ცხოველური პროდუქტების მარაგის, მათ შორის, მადპ-ის დადგენაზე/აღწერაზე და მონაცემების შენახვაზე;

დ) აიღოს ნიმუშ(ებ)ი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის და გადააგზავნოს სმსლ-ში;

ე) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის საზღვრები, შეაფასოს ეპიზოოტიური სიტუაცია და მიიღოს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახებში ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით;

ვ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე, მისცეს მითითებები პასუხისმგებელ პირს, ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ფუტკრის ოჯახ(ებ)ისა და მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტის, გარდა მეურნეობაში უკვე არსებული სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტებისა, საფუტკრე მეურნეობიდან გადაადგილებისა და რეალიზაციის შეზღუდვაზე.  

2. ამერიკული სიდამპლის საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ხორციელდება კითხვარების საფუძველზე.

3. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) დროის ინტერვალს, ამერიკული სიდამპლის აღმძვრელის საფუტკრე მეურნეობაში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან     დაავადების შეტყობინებამდე;

ბ) საფუტკრე მეურნეობაში ამერიკული სიდამპლის შესაძლო წარმოშობასა და სხვა საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიცირებას, სადაც ამთვისებელი ფუტკრის ოჯახები     შეიძლება დაინფიცირდეს იმავე წყაროდან;

გ) შესაძლო მასშტაბს, რომლითაც სხვა ამთვისებელი ფუტკრის ოჯახები შეიძლება დაინფიცირდნენ ან მოხდა მათი კონტამინაცია;    

დ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ამთვისებელი ფუტკრის ოჯახის, ცხოველური პროდუქტის, მათ შორის მადპ-ის ან ნებისმიერი მასალის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია გამომწვევის გადატანა დაინფიცირებული ფუტკრის ოჯახიდან სხვა ფუტკრის ოჯახში.

4. ამერიკული სიდამპლის დადასტურებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ჩაატაროს შემდეგი ქმედებები:

ა) მოახდინოს ყოველი ახალი კერის აღრიცხვა;

ბ) შეიმუშაოს პროექტი კარანტინის დაწესებაზე სახელმწიფო რწმუნებულის – ან საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად;

გ) ეპიზოოტიურ კერაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს ამერიკული სიდამპლის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე ზედამხედველობა.

მუხლი 7. სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი ვითმმართველობის ორგანოებთან

1. ამერიკული სიდამპლის დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს ვეტერინარული კარანტინის დროს, ამერიკული სიდამპლის გამომწვევის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას.

2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მუხლი 8. მეთაფლია ფუტკრის ოჯახებიდან ამერიკულ სიდამპლეზე ლაბორატორიული გამოცდისთვის გამოსაკვლევი მასალის აღების წესი

1. ამერიკული სიდამპლის არსებობაზე საეჭვო შემთხვევის დროს:

ა) გამოსაკვლევად ნიმუშების აღებას ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარი;

ბ) ნიმუშის ამღები პირი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით და საჭირო ინსტრუმენტებით.

2. ამერიკულ სიდამპლეზე ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით შეიძლება აღებულ იქნეს შემდეგი ტიპის ნიმუშებიდან ერთ-ერთი:    

ა) ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების მქონე ფუტკრის ოჯახებიდან:

ა.ა) ბარტყიანი ფიჭა ჩარჩოიანად ან ფიჭის ნაჭერი, რომლის ფართობიც არ უნდა იყოს 150 სმ2-ზე (10X15 სმ-ზე) ნაკლები. ფიჭის უჯრებში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ისეთი ტიპის ბარტყი, რომელიც ამერიკული სიდამპლისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ავლენს. ჩარჩოიანი ფიჭა ან ფიჭის ნაჭერი არ უნდა შეიცავდეს თაფლს;

ა.ბ) სტერილური ტამპონით აღებული ფიჭის უჯრაში მყოფი ფუტკრის ბარტყის სხეულის ნაწილი, რომელსაც აღენიშნება ამერიკული სიდამპლისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები;

ბ) ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების არმქონე ოჯახებიდან სადიაგნოსტიკო მიზნით ხდება თაფლისა და საკვები მარაგის ნიმუშების აღება, სულ მცირე 40 მლ-ის ოდენობით უშუალოდ ფუტკრის ოჯახის ბუდიდან. თაფლის ან საკვები მარაგის ნიმუშების აღება ხდება ფიჭაზე ბარტყის განლაგების ადგილის სიახლოვეში (ნიმუში მისი აღების ტექნიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა შეიცავდეს ფიჭის ნაწილაკებს). თაფლისა და საკვები მარაგის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია აღებულ იქნეს შემდეგი ტიპის ნიმუშებიდან ერთ-ერთი:

ბ.ა) ფიჭა, ზრდასრული ფუტკრები ან სკის ფსკერზე დაგროვილი ნაგავი;

ბ.ბ) ფიჭის ნიმუში, რომელიც უნდა შეგროვდეს ინდივიდუალურად, ცარიელი ფიჭებიდან სულ მცირე 150 სმ2 ფართობის მონაკვეთების ამოჭრით;

ბ.გ) ზრდასრული ფუტკრის ნიმუში, რომელიც უნდა შედგებოდეს სულ მცირე 30 ფუტკრისგან და რომელთა შეგროვდება უნდა მოხდეს ბარტყიანი ფიჭის ზედაპირიდან მათი ჩამოფერთხვით ან პირდაპირ კონტეინერში ჩაყრით. კონტეინერში მოთავსებული ფუტკრების მოკვლა ხდება     გაყინვით;

ბ.დ) სკის ფსკერზე დაგროვილი ნაგავი, რომელიც უნდა შეგროვდეს სულ მცირე 200 მლ-ის მოცულობით.

3. გამოსაკვლევი მასალის აღების შემდგომ ერთჯერადი სპეციალური ტანსაცმელი, გარდა სათვალეებისა, უნდა მოთავსდეს ბიოუსაფრთხოების პარკში და შეიკრას. ბიოუსაფრთხოების პარკების დაწვა უნდა მოხდეს ინსენერატორში.     სათვალეები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით. ხელები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით ან სადეზინფექციო ჟელეთი და შემდგომ დაბანილი უნდა იქნეს წყლით. სინჯის აღების დროს გამოყენებული მრავალჯერადი გამოყენების ინვენტარი უნდა დამუშავდეს შესაბამისი დეზინფექტანტით.

მუხლი 9. ამერიკული სიდამპლის გამოსაკვლევი მასალის სინჯის/ნიმუშის შეფუთვა-ტრანსპორტირება

1. ლაბორატორიული გამოკვლევისთვის აღებული ნიმუშები ტრანსპორტირებამდე უნდა მოთავსდეს:

ა) ბარტყიანი ფიჭის ნიმუში – ქაღალდის პაკეტში, რის შედეგად ქაღალდის პაკეტი უნდა შეიფუთოს მუყაოს, ხის ან პოლიეთილენის     ყუთით ან ჰერმეტულად დახურვადი პოლიეთილენის პარკით;

ბ) ტამპონები, ფუტკრის ბარტყის ნარჩენებით – პლასტმასის     ჰერმეტულ თავსახურიან სტერილურ სინჯარაში;

გ) სკიდან აღებული თაფლის ან საკვები მარაგის ნიმუშები სინჯის ასაღებად გამოყენებული კოვზიანად (შპატელიანად) - პლასტმასის სტერილურ კონტეინერში, რომელიც ჰერმეტულად იხურება სახურავით. ნიმუში ტრანსპორტირებამდე შესაძლოა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში.     თუ კოვზი/შპატელი ვერ თავსდება აღნიშნულ კონტეინერში უნდა მოხდეს გამოყენებული კოვზის გაუვნებელყოფა;

დ) ზრდასრული ფუტკრების ნიმუში – პლასტმასის სტერილურ კონტეინერში;

ე) სკის ფსკერზე თავმოყრილი ნარჩენები – ქაღალდის პაკეტში;

ვ) ნიმუშების მეორადი შეფუთვა – პოლიეთილენის პაკეტში, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

2. თუ გასაგზავნი ნიმუშები რაოდენობრივად ბევრია, ნიმუშების მექანიკურად დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სამჯერადი შეფუთვა (დიდი მუყაოს ყუთები).

3. ყველა ტიპის ნიმუშის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით. მხოლოდ ზრდასრული ფუტკრების შემცველი ნიმუში შეიძლება ინახებოდეს ეთანოლის 70%-იან ხსნარში და ასეთი სახით მოხდეს მისი ტრანსპორტირება.

4. დაუშვებელია მინის კონტეინერის გამოყენება ნიმუშის პირველადი ან შემდგომი შეფუთვისას.

5. გამოსაკვლევად გასაგზავნ პათოლოგიურ მასალას, გარედან კონტეინერზე მითითებული უნდა ჰქონდეს საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციის და სკაზე დატანილი ფუტკრის ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომერი.

6. პათოლოგიური მასალა აღებიდან დაუყოვნებლივ, არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში, სათანადო პირობების დაცვით უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში.

მუხლი 10. საფუტკრე მეურნეობაში ამერიკული სიდამპლის დადასტურების შემთხვევაში ჩასატარებელი ღონისძიებები

1. ამერიკული სიდამპლის დადასტურების შემთხვევაში,     ეპიზოოტიური კერა და მის ირგვლივ არანაკლებ 3 კმ რადიუსი ცხადდება საკარანტინო ზონად.

2. ფუტკრის ოჯახში ამერიკული სიდამპლის საწყისი ფორმის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირის მიერ სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით, შესაძლოა განხორციელდეს ფუტკრის ოჯახის გადასხმა ახალ ბუდეზე, რაც გულისხმობს:

ა) ზრდასრული ფუტკრებისა (იმაგო ფორმების) და დედა ფუტკრის ჩაფერთხვას ახალ ან დეზინფიცირებულ სკაში, რომელშიც განთავსებულია ხელოვნური ასაშენებელი ფიჭიანი ჩარჩოები, რა დროსაც ხდება ფუტკრების დამშევა 24 საათით;

ბ) ზრდასრული ფუტკრებისა და დედა ფუტკრის ჩაფერთხვას დროებით, სათანადო ზომის ვენტილირებად (ბადიან) ყუთში, ფუტკრების 24 საათიანი დამშევით და მათი შემდგომი გადასმით ახალ ან დეზინფიცირებულ სკაში, რომელშიც განთავსებულია ხელოვნური ასაშენებელი ფიჭიანი ჩარჩოები.

3.   ფუტკრის ოჯახში ამერიკული სიდამპლის გენერალიზებული ფორმის შემთხვევაში, როდესაც ზრდასრული ფუტკრის რაოდენობა ფუტკრის ოჯახში მცირეა, უნდა მოხდეს ოჯახისა და მისი ბუდის განადგურება     დაწვით, საფუტკრის ტერიტორიაზე ან საფუტკრიდან ახლო მანძილზე მოწყობილ ადგილას. მანიპულაციის განხორციელებამდე ფუტკრის ოჯახის მოკვლა ხდება ფუტკრის საცხოვრებელში გოგირდის ბოლის შეშვებით.    

4. დაავადებული ოჯახების მოკვლიდან ან ახალ ბუდეზე გადასხმიდან და ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გატარებიდან არაუადრეს 6 კვირისა და არაუგვიანეს 9 კვირისა სააგენტოს მიერ ხორციელდება ზედამხედველობა, რომლის დროსაც უნდა დათვალიერდეს საფუტკრე მეურნეობაში არსებული ყველა ოჯახი.

5. ზრდასრული ფუტკრების გარეშე დარჩენილი დაავადებული ოჯახის ბუდე უნდა განადგურდეს.

მუხლი 11. ამერიკულ სიდამპლესთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები

 1. ეპიზოოტიურ კერაში ამერიკული სიდამპლის შემთხვევის დადასტურების დროს იკრძალება:

ა) ფუტკრის ოჯახების შეყვანა და გამოყვანა;

ბ) დაავადებული ფუტკრის ოჯახებიდან ჩარჩოების გადაადგილება სხვა ოჯახებში;

გ) ამერიკულ სიდამპლეზე საეჭვო ოჯახებიდან დედების გადაადგილება-რეალიზაცია;

დ) მადპ-ის, ფუტკრის დამატებითი საკვების, სკების და საფუტკრე მეურნეობაში გამოყენებული ხელსაწყოების გატანა;

ე) ფუტკრის ოჯახებისგან მოცილებული და ცალკე მარაგის სახით არსებული თაფლისა და ჭეოს გამოყენება ფუტკრის საკვებად;

ვ) დაავადებული ოჯახებიდან ცხოველური პროდუქტების მიღება.

2. საფუტკრე მეურნეობაში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ პასუხისმგებელ პირ(ებ)ს, ვეტერინარ(ებ)ს.

3. მკვდარი ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვა უნდა მოხდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილების  შესაბამისად.

4. ეპიზოოტიურ კერაში უნდა ჩატარდეს საფუტკრე მეურნეობის დასუფთავება და გაუვნებლობა ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 12. დასუფთავება და გაუვნებლობა

1. ფუტკრის საცხოვრებელი, გარდა ნამჯისგან დამზადებულისა, გეჯებისა და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული საცხოვრებლებისა, გაუვნებლობამდე უნდა დასუფთავდეს ზედაპირების ჩამოფხეკით. ყურადღება უნდა მიექცეს სკის კონსტრუქციაში არსებული კუთხეებიდან, ბზარებიდან და წარმოქმნილი ღრუებიდან სხვადასხვა ნარჩენების მოცილებას.

2. ხისგან დამზადებული სკა, მისი ნაწილებიანად და ხის აღჭურვილობა (ჩარჩოები, თამასები, საკვებურები) დასუფთავების შემდგომ უნდა გაუვნებელყოფილ იქნეს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:

ა) ზედაპირებზე ცეცხლის ალის შემოტარებით. ცეცხლის ალით გამოწვა უნდა გაგრძელდეს ხის ზედაპირის ფერის ცვლილებამდე;

ბ) ზედაპირების დამუშავებით სადეზინფექციო ხსნარის საშუალებით, რომელიც შერჩეულია სააგენტოს მიერ ან/და სადეზინფექციო ხსნარის საშუალებით,  რომელიც შეიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტს. დეზინფექტანტის ექსპოზიცია უნდა გაგრძელდეს 20 წუთის განმავლობაში;

გ) 160°C ტემპერატურის მქონე გამდნარ პარაფინში ჩატვირთვით სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში.

3. პლასტმასისგან დამზადებული სკების ზედაპირები, მათი დასუფთავების შემდგომ, უნდა გაიპოხოს სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტს. დეზინფექტანტის მოქმედება უნდა გაგრძელდეს 20 წუთის განმავლობაში.

4. ნამჯისგან დამზადებული სკა, გეჯები და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული ფუტკრის სცხოვრებელი უნდა დაიწვას.

5. ფუტკრის ოჯახებიდან გამოწუნებული საკვები მარაგის შემცველი, ბარტყიანი და ცარიელი ფიჭები, მათი ნაწილები და ნარჩენები უნდა გაუვნებელყოფილ იქნეს ან განადგურდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული მითითებების შესაბამისად.

6. სკის მცირე ზომის ნაწილები და ხის აღჭურვილობა (ჩარჩოები, თამასები, საკვებურები) თუ არ მოხდა მათი განადგურება დაწვით, დასუფთავების შემდეგ შესაძლოა გაუვნებელყოფილ იქნეს:

ა) 160°C ტემპერატურის მქონე გამდნარ პარაფინში ჩატვირთვით სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში;

ბ) 20 წუთის განმავლობაში იმ ბიოციდური საშუალებაში ჩატვირთვით, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტს.

7. საფარი ტილოები უნდა განადგურდეს დაწვით.

8. სკების წინ არსებული ნიადაგი უნდა დამუშავდეს იმ ბიოციდური საშუალების შესხურებით, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტს, რის შედეგად მიწა უნდა გადაიბაროს.

9. საფუტკრე მეურნეობაში წარმოებული ცვილის ნიშანდება/ეტიკეტირება ხორციელდება  მითითებით, რომ ის წარმოადგენს ეპიდემიურ ცვილს და მისგან ხელოვნური ფიჭის დამზადებამდე აუცილებელია ცვილის გაუვნებელყოფა 121°C ტემპერატურაზე, 0.1 მპა  წნევის ქვეშ, 30 წუთის განმავლობაში ან სხვა ვალიდირებული მეთოდის გამოყენებით:

ა) საფუტკრე მეურნეობაში წარმოებული ცვილის ნიშანდება/ეტიკეტირებას ახორციელებს პასუხისმგებელი პირი;

ბ) ცვილის დეზინფიცირება შესაძლოა მოხდეს ხელოვნური ფიჭის ბეჭდვის ეტაპზე.

მუხლი 13. კარანტინის მოხსნა

1. კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ამ წესის მე-10-მე-12 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებიდან სულ მცირე 6 კვირაა გასული და საკარანტინო ზონაში არსებული ფუტკრის ოჯახების დათვალიერებით არ ვლინდება ამერიკული სიდამპლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;

ბ) მკვდარი ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვა განხორციელდა ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

2. კარანტინი იხსნება:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მუხლი 14. მადპ-თან, ფუტკართან და მეფუტკრეობის სასურსათო დანიშნულების პროდუქტებთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები

1. მადპ, რომელიც გამიზნულია ექსკლუზიურად მეფუტკრეობისათვის არ უნდა იყოს გატანილი ტერიტორიიდან, რომელიც ექვემდებარება ამერიკულ სიდამპლეზე     აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტოს მიერ რისკი შეფასდა, როგორც უმნიშვნელო, გასცა სპეციალური ავტორიზაცია მხოლოდ ქვეყანაში გამოსაყენებლად, და მიღებულ იქნა ყველა სხვა საჭირო ზომა, ამერიკული სიდამპლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

2. ფუტკარი შეიძლება დაექვემდებაროს:

ა) გადაადგილებას (მათ შორის მთაბარობას), თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება ამერიკულ სიდამპლეზე შეზღუდვას ან ამ არეალში მოხსნილია კარანტინი;

ბ) ბაზარზე განთავსებას კარანტინის მოხსნიდან 30 დღის შემდეგ, ან თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება ამერიკულ სიდამპლეზე შეზღუდვას.

3. საფუტკრე მეურნეობიდან და მასთან არსებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმოდან ცხოველური პროდუქტების გატანისა და რეალიზაციის შეზღუდვა ვრცელდება ფუტკრის საკვებად განკუთვნილ მეფუტკრეობის პროდუქტებზე და არ ვრცელდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტებზე.

4. აკრძალულია ცვილის ფიჭის სახით იმპორტი და ტრანზიტი.

მუხლი 15. საგანგებო გეგმა

1. სააგენტო ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:    

ა) ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;

ბ) რეგიონებში ამერიკული სიდამპლის ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;

გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა;

დ) ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების     კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა;

ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტიანი კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;    

ვ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება     ამერიკული სიდამპლის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა.

2. ვეტერინარებმა და მეფუტკრე ფერმერებმა რეგულარულად უნდა გაიარონ სწავლებები ამერიკული სიდამპლის კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

3. აღნიშნული საგანგებო გეგმა შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა.

დანართი 11.1

საფუტკრე მეურნეობაში მეთაფლია ფუტკრის ამერიკული სიდამპლის კონტროლის ჟურნალი

რეგიონი ____________________________

მუნიციპალიტეტი ___________________

დასახლებული პუნქტი ______________

მისამართი _________________________

 

პასუხისმგებელი პირი ___________________________

საკონტაქტო ონფორმაცია _________________________

საფუტკრე მეურნეობის საიდენტიფიკაციო ნომერი ___________________

საფუტკრე მეურნეობის დასახელება     ________________________________

დამატებითი ინფორმაცია __________________________

შემოწმების მეთოდი

 

 

შემოწმების თარიღი

ამერიკული სიდამპლის კლინიკური ნიშნების მქონე ოჯახების საიდენტიფიკაციო ნომრები

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი

(ნიმუშის გადაგზავნის შემთხვევაში)

ჩატარებული ღონისძიების მოკლე აღწერა

მაგ.:

ოჯახის განადგურება დაწვით, ოჯახების გაერთიანება, დედის მოკვლა და ა.შ.

 

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                          

დანართი №12

ფუტკრის ტროპილელაფსოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტკიპების გვარის – ტროპილელაფსი (კლასი: მწერები რიგი: Mesostigmata ოჯახი: Laelapidae, გვარი: Tropilaelaps spp.) (შემდეგში – ტროფილაეფსოზი) წარმომადგენელი სახეობები მეთაფლია ფუტკრების გვარში (Apis) შემავალი სახეობების ბარტყის პარაზიტებს წარმოადგენენ. ევროპული მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) ქვესახეობების მიმართ პარაზიტიზმს ავლენენ ტროპილელაფსის გვარიდან მხოლოდ ორი სახეობის ტკიპები: Tropilaelaps clareae და Tropilaelaps mercedesae, რომელთა გარეგნული ნიშნები, პარაზიტიზმის თავისებურებები და ცხოვრების წესი მსგავსია.

2. მავნებელი ენდემურია მეთაფლია ფუტკრის აზიური სახეობებისთვის. მეთაფლია ფუტკრის ევროპული რასების ოჯახებს არ აქვთ გამოხატული პარაზიტი ტკიპისგან თავდაცვის ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმები. ტკიპი იწვევს მათი ოჯახების ძლიერ დასუსტებასა და განადგურებას, ხშირად ტკიპით ძლიერ დასნებოვნებული ფუტკრის ოჯახი ტოვებს ბუდეს.     ტკიპი დიდ ეკონომიკურ ზიანს აყენებს მეფუტკრეობის დარგს.

3. ტკიპების ზრდასრული და მოზარდი ფორმები იკვებებიან მეთაფლია ფუტკრის ოჯახის მხოლოდ ჭუპრის ფაზაში მყოფი მოზარდების სხეულით. ტკიპის რეპროდუქცია და პარაზიტიზმი მხოლოდ ფუტკრის ჭუპრიან უჯრებში მიმდინარეობს. მეთაფლია ფუტკრის ჭუპრის გარეშე მყოფი ტკიპი მასპინძლის იმაგო ფორმებზე ცოცხლობს არა უმეტეს 3 დღისა, რადგან არ შეუძლია მისი სხეულისთვის დაზიანების მიყენება და კვება. ტკიპ ტროპილელაფსს კვერცხიდან იმაგო ფორმამდე განვითარებისთვის დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება.

4. ტკიპი ტროპილელაფსის ფუტკრის ოჯახში პარაზიტიზმისას აღინიშნება ფუტკრის ბარტყიანი უჯრების მეჩხერი განლაგება ფიჭებზე, ფიჭის უჯრებში არასრულფასოვნად განვითარებული ან მკვდარი და დეფორმირებული ფუტკრის სხეულები. ახლადგამოჩეკილ იმაგო ფორმებში ხშირად შეინიშნება ფრთების დეფორმაცია, მოძრაობის უნარის მოშლა, ასეთი ფუტკრები ხშირად დახოხავენ ფუტკრის საცხოვრებლის საფრენთან. აგრეთვე, შესაძლებელია ფიჭებზე სწრაფად მოძრავი ტკიპის იმაგო ფორმების შეუიარაღებელი თვალით დანახვა. მოწითალო-მოყავისფრო ტკიპის იმაგო ფორმების სხეულის სიგრძე მერყეობს 0.85-0.99 მმ-ს შორის.

5. ფუტკრის ოჯახში ტროპილელაფსოზი კლინიკური ნიშნებით მსგავსია ტკიპი ვაროას პარაზიტიზმისა, ხშირად ორივე ტიპის ინვაზია ერთდროულად მიმდინარეობს.

6. საველე პირობებში ტროპილელაფსოზზე სავარაუდო დიაგნოზის დასმისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგები, მავნებლის პოვნის შემთხვევაში მისი მორფოლოგია, მიყენებული ზიანის თვალსაჩინო თავისებურებები და მსგავსი მორფოლოგიის მქონე მწერების არსებობა.

7. ტროპილელაფსოზზე დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდირებული მეთოდების გამოყენებით (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals).    

8. ფუტკარში ტროპილელაფსოზთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევებზე პასუხისმგებელია სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში – სმსლ).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 „ფუტკრის ტროპილელაფსოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ეპიზოოტიური კერა – კონკრეტული ადგილი ან/და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც არის ტკიპი ტროპილელაფსის აქტიური წყარო და შესაძლებელია მეთაფლია ფუტკრის ოჯახის დაავადება;

ბ) რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახები ფუტკრის ოჯახები, რომლებიც ბინადრობენ ან/და უწევთ გადაადგილება ეპიზოოტიურ კერაში;

გ) ტროპილელაფსოზის არსებობის საეჭვო შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენას;

დ) ტროპილელაფსოზის არსებობის დადასტურებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დასტურდება დაავადების აღმძვრელის არსებობა;

ე) პასუხისმგებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ფუტკრის ოჯახს ან/და პასუხისმგებელია ფუტკრის ოჯახის მოვლა-შენახვაზე;

ვ) ცხოველური პროდუქტი – ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;

ზ) მეფუტკრეობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (შემდეგომში მადპ) (apiculture by-products) – თაფლი, ფუტკრის ცვილი, ფუტკრის რძე, დინდგელი ან მტვერი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის;

თ) საფუტკრე მეურნეობა – შემოღობილი ან შემოუღობავი ტერიტორია სკებით, საფუტკრის შენობებითა და აღჭურვილობებით, სადაც ხდება ფუტკრის შენახვა, მოვლა და რომელიც წარმოადგენს ფუტკრის მუდმივ ან დროებით ფიზიკურ ადგილსამყოფელს და რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) სკა – კონსტრუქცია, მათ შორის ხის მორისაგან დამზადებული კონსტრუქცია, რომელშიც მოთავსებულია ფუტკრის ოჯახი, ჩვეულებისამებრ აღჭურვილი ჩარჩოებით, საფრენით, დასათბუნებელი მასალით, ხის ან სხვა მასალის საკუჭნაოთი;

კ) ფიჭა ფუტკრების მიერ აგებული ცვილის ორმხრივი სტრუქტურა ჰექსაგონური ფორმის უჯრებით;

ლ) ფუტკრის ოჯახი – მეთაფლია ფუტკრების (Apis mellifera) ერთიანი ჯგუფი, ჩვეულებრივ ერთი დედა ფუტკრით, მუშა ფუტკრებით, სეზონური თავისებურების გათვალისწინებით მამალი ფუტკრებითა და ფუტკრის ბარტყით ან მათ გარეშე;

მ) ფუტკრის ბარტყი – განვითარებადი მეთაფლია ფუტკრის ყველა საფეხურის, დაწყებული კვერცხითა და დასრულებული ჭუპრით, კრებსითი სახელი;

ნ) ფუტკრის ოჯახის ბუდე – სკის ნაწილი, შემდგარი ჩარჩოებისგან, ფიჭებისგან და ფიჭის უჯრებში განთავსებული ფუტკრის ბარტყის, თაფლისა და ჭეოსაგან.

მუხლი 3. ტროპილელაფსოზის შემოჭრა-გავრცელების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებები

ფუტკრის ოჯახების მოვლა-შენახვისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია საფუტკრე მეურნეობაში ახალი ოჯახების, დედა ფუტკრის, ფიჭის შემოტანა ტკიპი ტროპილელაფსის ინვაზიაზე მხოლოდ კეთილსაიმედო საფუტკრე მეურნეობიდან.

მუხლი 4. ტროპილელაფსოზის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. საფუტკრე მეურნეობაში ტროპილელაფსოზის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევისას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.

2. ტროპილელაფსოზის საეჭვო შემთხვევების შეტყობინების ვალდებულებები ეკისრება:

ა) პასუხისმგებელ პირს;

ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს ცხოველების ტრანსპორტირებისას;

გ) ვეტერინარს, რომელიც ჩართულია ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის სერვისში;

დ) სახელმწიფო ვეტერინარს, სმსლ-ს ან კერძო ლაბორატორიებს.

3. სააგენტოსთვის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრება სმსლ-ს.

4. სააგენტო ვალდებულია ტროპილელაფსოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს.

მუხლი 5. პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები

პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ფუტკრის დიაგნოსტიკური გამოკვლევის, დეზინფექციის/დეზინსექციის/დერატიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;

ბ) ტროპილელაფსოზის საეჭვო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

გ) სააგენტოს მითითებების შესაბამისად:

გ.ა) ფუტკრის ოჯახებთან მუშაობისას დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;

გ.ბ) უზრუნველყოს ტროპილელაფსოზზე საეჭვო ფუტკრის ოჯახთან სამუშაოების ჩატარების შემდეგ გამოყენებული ინვენტარის სათანადო გაუვნებლობა;

გ.გ) უზრუნველყოს     ჯანმრთელი, ტროპილელაფსოზზე საეჭვო და დაავადებული ფუტკრის ოჯახების ცალ-ცალკე დათვალიერება და შესაბამისი საჭირო     ღონისძიებების გატარება;

გ.დ) ლაბორატორიული გამოკვლევის     შედეგების მიღებამდე, არ დაუშვას:

გ.დ.ა) ტროპილელაფსოზზე საეჭვო შემთხვევის მქონე საფუტკრე მეურნეობიდან ფუტკრის ოჯახ(ებ)ის გადაადგილება, რეალიზაცია და ტროპილელაფსოზზე საეჭვო ოჯახიდან ფიჭების, საკვები მარაგის, დედა ფუტკრის, ბარტყის ან ზრდასრული ფუტკრის მასის სხვა სკაში გადატანა;

გ.დ.ბ) ფუტკრის ოჯახებისთვის განკუთვნილი საკვები მარაგების გატანა სასაწყობე სივრციდან;

გ.დ.გ) უზრუნველყოს ტროპილელაფსოზზე საეჭვო ფუტკრის ოჯახებიდან მიღებული ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, მადპ-ის სათანადო შენახვა იზოლირებულად, არ დაუშვას ამ პროდუქტების გადატანა და რეალიზაცია;

გ.ე) საკარანტინო პერიოდში უზრუნველყოს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები.

მუხლი 6. სააგენტოს ვალდებულებები    

1. ტროპილელაფსოზის საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე;

ბ) ჩაატაროს     ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

გ) განახორციელოს ფუტკრის ოჯახების კლინიკური დათვალიერება და პასუხისმგებელ პირს მისცეს მითითებები კლინიკურად ჯანმრთელი, ტროპილელაფსოზზე საეჭვო ფუტკრის ოჯახების     განცალკევებაზე და საფუტკრე მეურნეობაში არსებული ცხოველური პროდუქტების მარაგის, მათ შორის, მადპ-ის დადგენაზე/აღწერაზე და მონაცემების შენახვაზე;

დ) აიღოს ნიმუშ(ებ)ი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის და გადააგზავნოს სმსლ-ში;

ე) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის საზღვრები, შეაფასოს ეპიზოოტიური სიტუაცია და მიიღოს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახებში ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით;

ვ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე, მისცეს მითითებები პასუხისმგებელ პირს, ტროპილელაფსოზზე საეჭვო ფუტკრის ოჯახისა და     მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტის საფუტკრე მეურნეობიდან გადაადგილების და რეალიზაციის შეზღუდვაზე.

2. ტოპილელაფსოზის საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ხორციელდება კითხვარების საფუძველზე.

3. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) დროის ინტერვალს, ტკიპი ტროპილელაფსის საფუტკრე მეურნეობაში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან დაავადების შეტყობინებამდე;

ბ) საფუტკრე მეურნეობაში ტროპილელაფსოზის შესაძლო წარმოშობასა და სხვა საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიცირებას, სადაც ამთვისებელი ფუტკრის ოჯახები შეიძლება დასნებოვნდნენ იმავე წყაროდან;

გ) სხვა ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების დაინვაზირების შესაძლო მასშტაბს;

დ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების, ცხოველური პროდუქტის, მადპ-ს ან ნებისმიერი მასალის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია გამომწვევის გადატანა დასნებოვნებული ფუტკრის ოჯახიდან სხვა ფუტკრის ოჯახში.

4. ტროპილელაფსოზის დადასტურებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ჩაატაროს შემდეგი ქმედებები:

ა) მოახდინოს ყოველი ახალი კერის აღრიცხვა;

ბ) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის საზღვრები;

გ) შეიმუშაოს პროექტი კარანტინის დაწესებაზე სახელმწიფო რწმუნებულის - ან საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად;

დ) ეპიზოოტიურ კერაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს ტროპილელაფსოზის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე ზედამხედველობა.

მუხლი 7. სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან

1. საფუტკრე მეურნეობაში ტროპილელაფსოზის დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს ვეტერინარული კარანტინის დროს, ტკიპი ტროპილელაფსის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას.

2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მუხლი 8. ფუტკრის ოჯახებიდან ტროპილელაფსოზზე ლაბორატორიული გამოკვლევისათვის მასალის აღების წესი

1. ტროპილელაფსოზის საეჭვო შემთხვევის დროს:

ა) გამოსაკვლევად ნიმუშების აღებას ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარი;

ბ) ნიმუშის ამღები პირი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით და საჭირო ინსტრუმენტებით.

2. ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ტკიპის ნიმუშის აღება შესაძლოა მოხდეს ფუტკრის ოჯახის დათვალიერებისას, ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:

ა) ფუტკრის ოჯახის დათვალიერებისას, თუკი მასში არის მამალი ან მუშა ფუტკრის ჭუპრიანი უბნები, ხდება ცვილის სარქველების ასაფხეკი ჩანგლით ან მსგავსი მოწყობილობით ჭუპრის ფიჭის უჯრებიდან ამოყრა. ტროპილელაფსოზის არსებობის შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალით არის შესამჩნევი მოწითალო-მოყავისფრო ტკიპისა და მისი მოთეთრო ფერის მოზარდი ტკიპების  სხეულები;

ბ) ფუტკრის ოჯახიდან ხდება ერთ-ერთი ფიჭიანი ჩარჩოს ამოღება და მისი ზედაპირიდან დაახლოებით 300 მუშა ფუტკრის (≈ 30გ) ჩაფერთხვა განიერყელიან 1 ლ-მდე მოცულობის ჭურჭელში. ფუტკრების ჭურჭლიდან ამოფრენის შესაფერხებლად ხელის წრაფი მოძრაობით ხდება მისი დაკაკუნება მაგარ ზედაპირზე. ფსკერისკენ მიკრულ ფუტკრებს ესხმება 70%-იანი ეთანოლის ხსნარი ან საპნიანი წყალი ისე, რომ ფუტკრის მასა მთლიანად დაიფაროს ხსნარით. ჭურჭელი იფარება თავსახურით 2 წუთის განმავლობაში, მისი მსუბუქად შენჯღრევის შემდეგ ჭურჭლის შიგთავსი გადმოიღვრება საცერზე, რომლის ცხაურის უჯრების დიამეტრი 2-3 მმ-ს შეადგენს. ამგვარად, ცხაურის ზედაპირზე დარჩება ფუტკრის მასა, ხოლო ხსნართან ერთად მოხდება ტკიპების სხეულების გამორეცხვა და შესაძლებელი იქნება მათი დანახვა და შეგროვება თეთრი ფერის ლანგრის ზედაპირიდან;

გ) ფუტკრის ოჯახიდან ხდება ბარტყიანი ჩარჩოს ამოტანა, სწრაფი მოძრაობით მასზე მსხდომი ზრდასრული ფუტკრები ბუდეშივე იფერთხება. ფუტკრისგან თავისუფალი ჩარჩო დამატებით იფერთხება მკვეთრი მოძრაობით თეთრი ფერის სუფთა ზედაპირზე, რომელზეც შესაძლებელი იქნება ტკიპი ტროპილელაფსის ადვილად გარჩევა და შეგროვება;

დ) ნაკლებინვაზიურ მეთოდს წარმოადგენს ფუტკრის საცხოვრებლის ფსკერად ისეთი ცხაურიანი კონსტრუქციის გამოყენება, რომელიც ფუტკრის ოჯახში ბუნებრივად ჩამოცვენილი ტკიპების შეგროვების საშუალებას მოგვცემს. ცხაურის ქვეშ უნდა განთავსდეს ვაზელინის, ზეთის ან მსგავსი წებოვანი ნივთიერებით გაპოხილი ქაღალდის ან პოლიეთილენის ფირი, რომელიც მიიკრავს ჩამოვარდნილ ტკიპებს და არ მისცემს მათ გადაადგილების საშუალებას;

ე) თუ სააგენტომ მიიჩნია საჭიროდ, შესაძლოა მოხდეს ფუტკრის ოჯახში ფუტკრებისა და პარაზიტი ტკიპის წინასწარ მოკვლა და ფუტკრის ოჯახის ბუდის დეტალური დათვალიერება.

3. ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით, ფუტკრის ოჯახიდან, რომელშიც ვლინდება ტკიპი ტროპილელაფსი აღებული უნდა იქნეს ტკიპის იმაგო ფორმები. ნიმუში, შეძლებისდაგვარად, მექანიკური დაზიანების გარეშე, უნდა მოთავსდეს პოლიეთილენის კონტეინერში.

4. ტროპილელაფსოზის ნიშნების არმქონე ოჯახებიდან სადიაგნოსტიკო მიზნით ხდება ფუტკრის ოჯახის სკის ფსკერზე დაგროვილი ნარჩენების ნიმუშის აღება, რომელიც უნდა განთავსდეს პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში.

5. გამოსაკვლევი მასალის აღების შემდგომ ერთჯერადი სპეციალური ტანსაცმელი, გარდა სათვალეებისა, უნდა მოთავსდეს ბიოუსაფრთხოების პარკში და შეიკრას. ბიოუსაფრთხოების პარკების დაწვა უნდა მოხდეს ინსენერატორში. სათვალეები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით. ხელები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით ან სადეზინფექციო ჟელეთი და შემდგომ დაბანილი უნდა იქნეს წყლით. სინჯის აღების დროს გამოყენებული მრავალჯერადი გამოყენების ინვენტარი უნდა დამუშავდეს შესაბამისი დეზინფექტანტით.

მუხლი 9. ტროპილელაფსოზე გამოსაკვლევი მასალის სინჯის/ნიმუშის შეფუთვა-ტრანსპორტირება

1. ტროპილელაფსოზზე ლაბორატორიული გამოკლევისთვის აღებული ნიმუშები ტრანსპოტირებამდე უნდა მოთავსდეს პლასტმასის ჰერმეტულთავსახურიან სუფთა კონტეინერში, ხოლო ნიმუშების მეორადი შეფუთვა უნდა მოხდეს პოლიეთილენის     პაკეტში.

2. გაგზავნამდე ნიმუში უნდა მოთავსდეს ეთანოლის 70%-იან ხსნარში.

3. იმ ნიმუშების შენახვა და ტრანსპორტირება, რომლებიც არ ინახება 70%-იანი ეთანოლის  ხსნარში, უნდა მოხდეს ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით.

4. დაუშვებელია მინის კონტეინერის გამოყენება ნიმუშის პირველადი ან შემდგომი შეფუთვისას.

5. გამოსაკვლევად გასაგზავნ პათოლოგიურ მასალას გარედან კონტეინერზე მითითებული უნდა ჰქონდეს საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციის და სკაზე დატანილი ფუტკრის ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომერი.

6. პათოლოგიური მასალა, აღებიდან დაუყოვნებლივ არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში, სათანადო პირობების დაცვით უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში.

მუხლი 10. საფუტკრე მეურნეობაში ტროპილელაფსოზის ინვაზიის დადასტურების შემთხვევაში ჩასატარებელი ღონისძიებები

1. ტროპილელაფსოზის დადასტურების შემთხვევაში ეპიზოოტიური კერა და მის ირგვლივ არანაკლებ 3 კმ რადიუსი ცხადდება საკარანტინო ზონად.

2. სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა, რომ განისაზღვროს ტკიპის ინტროდუცირების შესაძლო გზა და შეფასდეს მისი შესაძლო გავრცელების არეალი და დაავადების აფეთქების თავისებურებები.

3. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევის შედეგების შესწავლის საფუძველზე, მავნებლის აღმოფხვრის შესაძლებელი გზების შეფასებით განისაზღვრება ტროპილელაფსოზის მართვის ერთ-ერთი სქემის განხორციელება:

ა) პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე ფუტკრის ყველა ოჯახის მოკვლა საფუტკრე მეურნეობაში, რომელშიც დადასტურდა ტროპილელაფსოზი;

ბ) ოჯახების მკურნალობა:

ბ.ა) ერთ-ერთი ავტორიზებული აკარიციდის გამოყენებით დედა ფუტკრების 25 დღით დატყვევების პარალელურად ან დედა ფუტკრების ერთდროულად ყველა ოჯახში მოკვლის და მათი სადედე ჯამებით ჩანაცვლების ფონზე;

ბ.ბ) ერთ-ერთი ავტორიზებული აკარიციდის გამოყენებით ფუტკრის ოჯახებიდან  ყველა ბარტყიანი ჩარჩოს  ამოტანის და განადგურების შემდგომ.

4. საფუტკრე მეურნეობაში არსებული ცხოველური პროდუქტისა და დაავადებულ ფუტკრის ოჯახთან შეხებაში მყოფი ყველა საგნის გაუვნებლობა უნდა მოხდეს ამ წესის მე-12 მუხლში მითითებული მეთოდების შესაბამისად. 

5. დაავადებული ოჯახების მოკვლიდან ან მკურნალობიდან არა უადრეს 3 და არა უგვიანეს 5 კვირისა უნდა ჩატარდეს სახელმწიფო კონტროლი, რომლის დროსაც უნდა დათვალიერდეს საფუტკრე მეურნეობაში არსებული ყველა ოჯახი.

მუხლი 11. ტროპილელაფსოზთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები

1.  ეპიზოოტიურ კერაში იკრძალება:

ა) ფუტკრის ოჯახების შეყვანა და გამოყვანა;

ბ) ტროპილელაფსოზით დასნებოვნებული ფუტკრის ოჯახებიდან ფუტკრების, ჩარჩოების, ფიჭის, ფიჭის ნაწილებისა და საკვები მარაგის  გადატანა სხვა ოჯახებში;

გ) ფუტკრის ოჯახების, ცოცხალი ან მკვდარი ფუტკრების, ფიჭების, ფიჭის ნაწილების, ფიჭის ნარჩენების, დაუმუშავებელი ცვილის, სკის და გამოყენებული ინვენტარის გატანა საფუტკრიდან;

დ) მადპ-ს ფუტკრის დამატებითი საკვების, სკების და საფუტკრე მოურნეობაში გამოყენებული იარაღების გატანა;

ე) იმავე საფუტკრე მეურნეობიდან მიღებული, ცალკე მარაგის სახით არსებული თაფლის, ჭეოს გამოყენება ფუტკრის საკვებად ან სარეალიზაციოდ მათი გაუვნებლობის გარეშე, რომელიც უნდა მოხდეს მოცემული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;

ვ) დაავადებული ოჯახებიდან ცხოველური პროდუქტების მიღება.

2. საფუტკრე მეურნეობაში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ პასუხისმგებელ პირ(ებ)ს, ვეტერინარ(ებ)ს.    

3. მკვდარი ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვა უნდა მოხდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილების  შესაბამისად.

4. ეპიზოოტიურ კერაში უნდა ჩატარდეს საფუტკრე მეურნეობის დასუფთავება და გაუვნებლობა ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 12. დასუფთავება და გაუვნებლობა

1. იმ შემთხვევაში, თუ იგეგმება ფუტკრის ოჯახის მოკვლა, დასუფთავებამდე და გაუვნებლობამდე უნდა მოხდეს ფუტკრის ოჯახის ჩაკეტვა საღამოს ფუტკრების ფრენის შეწყვეტის შემდგომ ან დილით ფრენის განახლებამდე და ფუტკრებისა და მავნებლის მოკვლა გოგირდის დიოქსიდის ან სააგენტოს მიერ შერჩეული სხვა   საშუალებით. ოჯახის მოკვლის შემდგომ ფუტკრის იმაგო ფორმები უნდა დაიწვას, ხოლო ფუტკრის საცხოვრებელი და ოჯახის ბუდის შემადგენელი ნაწილები (თაფლიანი, ბარტყიანი და ცარიელი ფიჭები და ჩარჩოები) უნდა გაუვნებლდეს ამ მუხლის მე-12 მუხლის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ იგეგმება ფუტკრის ოჯახებიდან მხოლოდ ბარტყიანი ფიჭების ამოტანა, მათი გაუვნებლობა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, თერმული დამუშავებით (მდუღარე წყალში გადადნობით) ან განადგურება დაწვით.

3. სკა, გარდა ნამჯისგან დამზადებულისა, გეჯებისა და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული საცხოვრებლებისა, გაუვნებლობამდე უნდა დასუფთავდეს ზედაპირების ჩამოფხეკით. ყურადღება უნდა მიექცეს სკის კონსტრუქციაში არსებული კუთხეებიდან, ბზარებიდან და წარმოქმნილი ღრუებიდან სხვადასხვა ნარჩენების მოცილებას. აღნიშნული ნარჩენები უნდა დაიწვას.

4. ხისგან დამზადებული სკა, მისი ნაწილებიანად და ხის აღჭურვილობა (ჩარჩოები, თამასები, საკვებურები) დასუფთავების შემდგომ გაუვნებელყოფილი უნდა იქნეს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:

ა) ზედაპირებზე ცეცხლის ალის შემოტარებით. ცეცხლის ალით გამოწვა უნდა გაგრძელდეს ხის ზედაპირის ფერის ცვლილებამდე;

ბ) 160°C ტემპერატურის მქონე გამდნარ პარაფინში ჩატვირთვით სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში;

გ) ცოცხალი   ფუტკრებისგან სულ მცირე 21 დღის განმავლობაში იზოლირებულად შენახვით.

5. პლასტმასისგან დამზადებული სკების ზედაპირები უნდა დამუშავდეს 100°C ან უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე წყლის ორთქლით ან შენახულ იქნეს ცოცხალი ფუტკრებისგან იზოლირებულად სულ მცირე 21 დღის განმავლობაში.

6. ნამჯისგან დამზადებული სკა, გეჯები და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული სკა უნდა დაიწვას.

7. საფარი ტილოები უნდა განადგურდეს დაწვით.

8. ფიჭების, ფიჭის ნაწილებისა და ნარჩენების, ხელოვნური ფიჭის, ცვილის, საკვები მარაგების და ნებისმიერი იმ საგნის, რომელიც შესაძლოა კონტაქტში ყოფილიყო ტკიპი ტროპილელაფსოზთან, გაუვნებლობა უნდა მოხდეს მათი ფუტკრებისგან იზოლირებულად შენახვით სულ მცირე 21 დღის მანძილზე.

9. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი მეფუტკრეობის სასურსათო პროდუქტების გაუვნებლობა უნდა მოხდეს მათი შენახვით, ცოცხალი ფუტკრებისგან იზოლირებულად, სულ მცირე 21 დღის მანძილზე ან სააგენტოს მიერ განსაზღვრული სხვა მეთოდით.

მუხლი 13. კარანტინის მოხსნა

1. კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-10-მე-12 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებიდან სულ მცირე 3 კვირაა გასული და საკარანტინო ზონაში არსებული ფუტკრის ოჯახების დათვალიერებით არ ვლინდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;

2. კარანტინი იხსნება:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მუხლი 14. მადპ-თან, ფუტკართან და მეფუტკრეობის სასურსათო პროდუქტებთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები

1. მადპ, რომელიც გამიზნულია ექსკლუზიურად მეფუტკრეობისათვის არ უნდა იყოს იმ ტერიტორიიდან, რომელიც ექვემდებარება აკრძალვას, რომელიც უკავშირდება ფუტკრის ტროფილელაფსოზის არსებობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტოს მიერ რისკი შეფასდა, როგორც უმნიშვნელო, გასცა სპეციალური ავტორიზაცია მხოლოდ ქვეყანაში გამოსაყენებლად, და მიღებულ იქნა ყველა სხვა საჭირო ზომა, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

2. ფუტკარი შეიძლება დაექვემდებაროს:

ა) გადაადგილებას (მათ შორის მთაბარობას), თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება ტროპილელაფსოზზე შეზღუდვას ან ამ არეალში მოხსნილია კარანტინი;

ბ) ბაზარზე განთავსებას კარანტინის მოხსნიდან 30 დღის შემდეგ ან თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება ტროპილელაფსოზზე შეზღუდვას.

3. საფუტკრე მეურნეობიდან და მასთან არსებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმოდან  მეფუტკრეობის  სასურსათო პროდუქტების გატანა და რეალიზაციაზე შეზღუდვა იხსნება ამ წესის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულის ერთ - ერთი მეთოდით გაუვნებლობის შემდეგ.

4. აკრძალულია ცვილის ფიჭის სახით იმპორტი და ტრანზიტი.

მუხლი 15. საგანგებო გეგმა

1. სააგენტო ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:    

ა) ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;

ბ) რეგიონებში დაავადების ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების მაღალი სიმჭიდროვისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების ახლომდებარე ზონები დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;

გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა;

დ) ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების     კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა;

ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტიანი კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;    

ვ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ტროპილელაფსოზის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა.

2. ვეტერინარებმა და მეფუტკრე ფერმერებმა რეგულარულად უნდა გაიარონ სწავლებები ტროპილელაფსოზის კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

3. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა.

 

დანართი №13

ფუტკრის მავნებლის სკის მცირე ხოჭოსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სკის მცირე ხოჭო (Aethina tumida) (შემდეგში – მავნებელი), კლასი – მწერები, რიგი – Coleoptera. ოჯახი: Nitidulidae) მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera)  ევროპული რასებისთვის ეგზოტიკური მავნებელი და მტაცებელია (შემდგომში – მავნებელი და სკის მცირე ხოჭო გამოყენებულია თანაბარი მნიშვნელობით).

2. მავნებელი ენდემურია აფრიკის კონტინენტისთვის და არ იწვევს მეთაფლია ფუტკრის აფრიკული რასების ოჯახებში მძიმე უარყოფით მოვლენებს. მეთაფლია ფუტკრის ევროპული რასების ოჯახებს არ გააჩნიათ მავნებლის მიმართ     ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმები. შესაბამისად, მავნებელი იწვევს მათი ოჯახების ძლიერ დასუსტებასა და განადგურებას და დიდ ეკონომიკურ ზიანს აყენებს მეფუტკრეობის დარგს.

3. მავნებელი იკვებება ფუტკრის ბარტყით, ყვავილის მტვრითა და თაფლით. კვებისას მავნებელი გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოს, ხოლო ლორწოთი დაბინძურებული თაფლის მარაგი განიცდის ფერმენტაციას.

4. მავნებლის აქტივობა ფუტკრის ოჯახში იწვევს ბუდის სტრუქტურის რღვევას, რის შემდეგაც ფუტკრის იმაგო ფორმები ტოვებენ ბუდეს.

5. მავნებლის ინვაზიის შედეგად ფუტკრის ოჯახისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმე განისაზღვრება ადგილობრივი კლიმატის თავისებურებებით, ფუტკრის ოჯახის სიძლიერითა და სხვა ფაქტორებით. თბილი კლიმატისა და მაღალი ფარდობითი ტენიანობის პირობებში მავნებლის ცხოველმყოფელობისთვის უკეთესი პირობები იქმნება.

6. მავნებელს ასევე შეუძლია იკვებოს და გამრავლდეს ფუტკრის ოჯახის გარეთ: თაფლის, ფიჭისა და თაფლიანი ფიჭის ანათალის სუბსტრატზე, რომლებიც საწყობში ფუტკრის გარეშე არიან განთავსებული.

7. მავნებლის კვერცხიდან იმაგო ფორმამდე განვითარებისთვის 3-12 კვირა სჭირდება. ფრენის უნარის მქონე     მავნებელი შეუფერხებლად ახდენს ფუტკრის როგორც ძლიერ ისე სუსტ ოჯახებში შეჭრასა და გამრავლებას.

8. ფუტკრის ოჯახში მავნებლის ინვაზია საწყის სტადიაზე შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, მოგვიანებით, კი ოჯახის დათვალიერებისას შეიმჩნევა:

ა) 5 მმ-მდე სიგრძისა და 3.3 მმ-მდე სიგანის მქონე, მოყავისფრო-მოშავო ფერის მავნებლის იმაგო ფორმები, რომლებიც დათვალიერებისას გაურბიან სინათლეს და ცდილობენ სკისა და ჩარჩოების კუთხეებში დამალვას;

ბ) მავნებლის კვერცხები ზომით 1.4 × 0.26 მმ შეიძლება ჯგუფებად იყოს განთავსებული სკის ნაწილების ნაპრალებსა და ფსკერზე, ფიჭებზე და ფუტკრის ჭუპრის სარქველების ქვეშ, რაზეც ხშირად სარქველში არსებული ნახვრეტი მიანიშნებს;

გ) მავნებლის ლარვები 1 სმ სიგრძეს აღწევენ, აქვთ მოთეთრო შეფერილობა, გააჩნიათ სამი წყვილი კიდური და დორსალური ფარი, ლარვების ნახვა შესაძლებელია ფიჭაში და სკის ფსკერზე დაგროვილ ნარჩენებში;    

დ) სპეციფიკური ლპობის სუნი, რაც უკავშირდება მავნებლის ლარვების მიერ ფუტკრის ბარტყის განადგურებას და მათი სხეულების ხრწნას, აგრეთვე თაფლის მარაგების ფერმენტაციას;

ე) მავნებლის ლარვები სხვადასხვა სუბსტრატის ზედაპირებზე გადაადგილებისას ტოვებენ ლორწოვან, ნაცხისმაგვარ კვალს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში ჩამოთვლილი ნიშნები ასევე დამახასიათებელია ფუტკრის ოჯახის გარეშე შენახული ფიჭების მავნებლით დაზიანებისას. (ეხება სასაწყობე სივრცეში, ან უფუტკრო სკებში შენახულ ფიჭებს, თაფლის დაწურვისას წარმოქმნილ ანათალს და მსგავსი ტიპის ნარჩენებს).

10. მავნებლის ლარვა ჭუპრის ფაზას გადის ნიადაგში 1-20 სმ სიღრმეში, ფუტკრის ოჯახიდან უმეტესად 180 სმ-ის რადიუსში.

11. საველე პირობებში მავნებელზე სავარაუდო დიაგნოზის დასმისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევის შედეგები, მავნებლის პოვნის შემთხვევაში მისი მორფოლოგია, მიყენებული ზიანის თვალსაჩინო თავისებურებები და მსგავსი მორფოლოგიის მქონე მწერების არსებობა.

12. მავნებლის არსებობის დადასტურება ხდება ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდირებული მეთოდების გამოყენებით (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals).    

13. მავნებლის ინვაზიასთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევებზე პასუხისმგებელია სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში – სმსლ).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

„ფუტკრის მავნებლის – სკის მცირე ხოჭოსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ეპიზოოტიური კერა – კონკრეტული ადგილი ან/და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც არის მავნებლის წყარო და შესაძლებელია ზიანი მიადგეს საფუტკრე მეურნეობას. ეპიზოოტიური კერის საზღვრებს ადგენს სააგენტო;

ბ) რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახები – ფუტკრის ოჯახები, რომლებიც ბინადრობენ ან/და უწევთ გადაადგილება ეპიზოოტიურ კერაში;

გ) მავნებლის არსებობის საეჭვო შემთხვევა – როდესაც ადგილი აქვს მავნებლის და მისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლინას;

დ) მავნებლის არსებობის დადასტურებული შემთხვევა – როდესაც ლაბორატორიული     გამოკვლევის შედეგად დასტურდება მავნებლის არსებობა;

ე) პასუხისმგებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ფუტკრის ოჯახს ან/და პასუხისმგებელია ფუტკრის ოჯახის მოვლა-შენახვაზე;

ვ) ცხოველური პროდუქტი – ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;

ზ) მეფუტკრეობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (შემდეგომში – მადპ) (apiculture by-products) – თაფლი, ფუტკრის ცვილი, ფუტკრის რძე, დინდგელი ან მტვერი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის;

თ) საფუტკრე მეურნეობა – შემოღობილი ან შემოუღობავი ტერიტორია სკებით, საფუტკრის შენობებითა და აღჭურვილობებით, სადაც ხდება ფუტკრის შენახვა, მოვლა და რომელიც წარმოადგენს ფუტკრის მუდმივ ან დროებით ფიზიკურ ადგილსამყოფელს და რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) სკა – კონსტრუქცია, მათ შორის, ხის მორისაგან დამზადებული კონსტრუქცია, რომელშიც მოთავსებულია ფუტკრის ოჯახი, ჩვეულებისამებრ აღჭურვილი ჩარჩოებით, საფრენით, დასათბუნებელი მასალით, ხის ან სხვა მასალის საკუჭნაოთი;

კ) ფიჭა ფუტკრების მიერ აგებული ცვილის ორმხრივი სტრუქტურა ჰექსაგონური ფორმის უჯრებით;

ლ) ასაშენებელი ფიჭა ფუტკრის ცვილისგან დამზადებული ფურცელი ორმხრივად ამოტვიფრული ჰექსაგონური კონტურებით, განკუთვნილი ფუტკრის ოჯახის მიერ ფიჭების სამშენებლოდ;

მ) ფუტკრის ოჯახი – მეთაფლია ფუტკრების (Apis mellifera) ერთიანი ჯგუფი, ჩვეულებრივ ერთი დედა ფუტკრით, მუშა ფუტკრებით, სეზონური თავისებურების გათვალისწინებით, მამალი ფუტკრებითა და ფუტკრის ბარტყით ან მათ გარეშე;

ნ) ფუტკრის ბარტყი – განვითარებადი მეთაფლია ფუტკრის ყველა საფეხურის, დაწყებული კვერცხითა და დასრულებული ჭუპრით, კრებსითი სახელი;

ო) ფუტკრის ოჯახის ბუდე – სკის ნაწილი შემდგარი ჩარჩოებისგან, ფიჭებისგან და ფიჭის უჯრებში განთავსებული ფუტკრის ბარტყის, თაფლისა და ჭეოსაგან;

პ) ქურდობა – მუშა ფუტკრების მიერ თაფლისა და საკვები მარაგის აღება (დატაცება) ფუტკრის სხვა ოჯახებიდან.

მუხლი 3. მავნებლის საწინააღმდეგოდ გასატარებელი პროფილაქტიკური ღონისძიებები

მეთაფლია ფუტკრის ოჯახების მოვლა-შენახვისას გამოყენებული უნდა იქნეს კარგი საწარმოო პრაქტიკა, მავნებლის პროფილაქტიკის მიზნით კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

ა) სკაში ახალი ოჯახების, დედა ფუტკრის, ფიჭის შემოტანა მავნებლის ინვაზიაზე მხოლოდ კეთილსაიმედო საფუტკრე მეურნეობიდან;

ბ) ფუტკრის ოჯახებს გარეთ არსებული თაფლის მარაგის, თაფლიანი ფიჭების, ფიჭის ნაწილების, ფიჭის ნარჩენების, ცვილსა და დამატებითი კვების საშუალებების შენახვას ფუტკრებით დაუსახლებელ სკებში ან სხვა ტიპის სათავსოში ისე, რომ გამოირიცხოს მათთან წვდომა;

გ) საფუტკრე მეურნეობაში მხოლოდ ძლიერი ოჯახების ყოლა.

მუხლი 4. მავნებლის ინვაზიის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. საფუტკრე მეურნეობაში მავნებლის არსებობის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევისას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.

2. დაავადების საეჭვო შემთხვევების შეტყობინების ვალდებულებები ეკისრება:

ა) პასუხისმგებელ პირს;

ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს ფუტკრის ტრანსპორტირებისას/გადაადგილებისას;

გ) ვეტერინარს, რომელიც ჩართულია ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის სერვისში;

დ) სახელმწიფო ვეტერინარს, სმსლ-ს ან კერძო ლაბორატორიებს.

3. სააგენტოსთვის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრება სმსლ-ს.

4. სააგენტო ვალდებულია მავნებლის არსებობისას დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს.

მუხლი 5. პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები

პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ფუტკრის დიაგნოსტიკური გამოკვლევის, დეზინფექციის/დეზინსექციის/დერატიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;

ბ) მავნებლის არსებობაზე საეჭვო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

გ) სააგენტოს მითითებების შესაბამისად:

გ.ა) ფუტკრის ოჯახებთან მუშაობისას დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური პირობები;

გ.ბ) უზრუნველყოს მავნებლის არსებობაზე საეჭვო ფუტკრის ოჯახთან სამუშაოების ჩატარების შემდეგ გამოყენებული ინვენტარის სათანადო გაუვნებლობა;

გ.გ) უზრუნველყოს ჯანმრთელი და მავნებლის არსებობაზე საეჭვო ფუტკრის ოჯახების ცალ-ცალკე დათვალიერება, მავნებლის არსებობის საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შესაბამისი საჭირო     ღონისძიებების გატარება;

გ.დ.) ლაბორატორიული გამოკვლევის  შედეგების მიღებამდე:

გ.დ.ა) არ დაუშვას მავნებლის არსებობაზე საეჭვო ფუტკრის ოჯახ(ებ)ის გადაადგილება, რეალიზაცია და ასეთი ოჯახიდან ფიჭების, საკვების მარაგის, დედა ფუტკრის, ბარტყის ან ზრდასრული ფუტკრის მასის სხვა სკაში გადაყვანა ან საფუტკრე მეურნეობის გარეთ გატანა;

გ.დ.ბ) არ დაუშვას ფუტკრის ოჯახ(ებ)ისთვის განკუთვნილი საკვები მარაგების გატანა სასაწყობე სივრციდან;

გ.დ.გ) უზრუნველყოს დაავადებაზე საეჭვო ფუტკრის ოჯახებიდან მიღებული ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, მადპ-ის სათანადო შენახვა იზოლირებულად, არ დაუშვას ამ პროდუქტების, გარდა  მეურნეობაში უკვე არსებული სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტებისა,   გადატანა და რეალიზაცია;

გ.დ.დ) მეურნეობის ტერიტორიიდან (ან საკარანტინო ზონიდან) უკვე არსებული სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტების გატანა შესაძლებელია მხოლოდ ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული მეთოდებიდან ერთ-ერთით, მათი გაუვნებლობის შემდგომ.

გ.ე) საკარანტინო პერიოდში უზრუნველყოს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები.

მუხლი 6. სააგენტოს ვალდებულებები    

1. მავნებლის არსებობის საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე;

ბ) ჩაატაროს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

გ) განახორციელოს ფუტკრის ოჯახების კლინიკური დათვალიერება და პასუხისმგებელ პირს მისცეს მითითებები კლინიკურად ჯანმრთელი, მავნებლის არსებობაზე საეჭვო ფუტკრის ოჯახების განცალკევებაზე და საფუტკრე მეურნეობაში არსებული ცხოველური პროდუქტების მარაგის, მათ შორის მადპ-ს დადგენაზე/აღწერაზე და მონაცემების შენახვაზე;

დ) აიღოს ნიმუშ(ებ)ი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის და გადააგზავნოს სმსლ-ში;

ე) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის საზღვრები, შეაფასოს ეპიზოოტიური სიტუაცია და მიიღოს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახებში ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით;

ვ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე, მისცეს მითითებები პასუხისმგებელ პირს, მავნებლის არსებობაზე საეჭვო საფუტკრე მეურნეობიდან ფუტკრის ოჯახის გადაადგილების, რეალიზაციის და მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტის გადაადგილებისა და რეალიზაციის შეზღუდვაზე.

2. მავნებლის არსებობაზე საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ხორციელდება კითხვარების საფუძველზე.

3. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) დროის ინტერვალს, მავნებლის საფუტკრე მეურნეობაში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან დაავადების შეტყობინებამდე;

ბ) საფუტკრე მეურნეობაში მავნებლის შესაძლო წარმოშობასა და სხვა საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიცირებას, სადაც დაავადების ამთვისებელი ფუტკრის ოჯახები     შეიძლება დასნებოვნდნენ იმავე წყაროდან;

გ) სხვა დაავადებების ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების დაინვაზირების შესაძლო მასშტაბს;    

დ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების, ცხოველური პროდუქტის, მადპ-ს ან ნებისმიერი მასალის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია გამომწვევის გადატანა დასნებოვნებული ფუტკრის ოჯახიდან სხვა ფუტკრის ოჯახში.

4. მავნებლის არსებობაზე დადასტურებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ჩაატაროს შემდეგი ქმედებები:

ა) მოახდინოს ყოველი ახალი კერის აღრიცხვა;

ბ) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის საზღვრები;

გ) შეიმუშაოს პროექტი კარანტინის დაწესებაზე სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად;

დ) ეპიზოოტიურ კერაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე ზედამხედველობა.

მუხლი 7. სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან

1. საფუტკრე მეურნეობაში მავნებლის არსებობის დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს ვეტერინარული კარანტინის დროს, მავნებლის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას.

2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მუხლი 8. მავნებლის არსებობაზე გამოსაკვლევი ფუტკრის ოჯახების დათვალიერებისა და ლაბორატორიული გამოკვლევისათვის მასალის აღება

1. ფუტკრის მავნებლის არსებობაზე საეჭვო შემთხვევის დროს:

ა) გამოსაკვლევად ნიმუშების აღებას ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარი;

ბ) ნიმუშის ამღები პირი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით და საჭირო ინსტრუმენტებით;

გ) ნიმუშის აღებისას     ფუტკრის ოჯახების დათვალიერება მავნებლის კვერცხის, ლარვებისა და იმაგო ფორმების აღმოჩენის მიზნით უნდა მოხდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

გ.ა) სკას ეხსნება სახურავი და ხდება მისი შიდა ზედაპირის დათვალიერება;

გ.ბ) სახურავის დათვალიერების შემდეგ, ვიზუალურად მოწმდება ფიჭიანი ჩარჩოების საფარი მასალის ზედაპირი ორივე მხრიდან;

გ.გ) სახურავისა და საფარი მასალის დათვალიერების შემდეგ, ხდება ფუტკრის ოჯახის ბუდის ჩარჩოების დეტალური შემოწმება ყველა მხრიდან. ამასთან, ყურადღებით უნდა დათვალიერდეს ფიჭის უჯრების შიდა სივრცე. მოცემული პროცედურის ჩატარებისას, სკიდან ამოღებული და დათვალიერებული პირველი ჩარჩო უნდა მოთავსდეს პატარა ზომის ყუთში, რომელიც ჰერმეტულად უნდა დაიხუროს სახურავით. ყოველი მომდევნო შემოწმებული ფიჭა უნდა დაბრუნდეს სკაში, ჩარჩოების დათვალიერების დასრულების შემდგომ, ასევე სკაში უნდა დაბრუნდეს პირველი ჩარჩო, რომელიც დროებით იყო გადატანილი ცარიელ ყუთში;

დ) ჩარჩოების დათვალიერების კვალდაკვალ მოწმდება სკის კედლისა და ფსკერის ზედაპირი, მასზე არსებული ნაპრალები და ნებისმიერი ტიპის ღიობები;

ე) ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მანიპულაციები უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში. ყურადღება უნდა მიექცეს ფუტკრის ქურდობის პროვოცირების თავიდან არიდებას, რათა ფუტკრის ოჯახის დათვალიერება და ნიმუშის აღება არ გახდეს მავნებლის გავრცელების მიზეზი;

ვ) ფუტკრის ოჯახების დათვალიერება მავნებლის კვერცხის, ლარვებისა და იმაგო ფორმების აღმოჩენის მიზნით უნდა შეწყდეს ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებულიდან იმ ეტაპზე, რა დროსაც აღმოჩენილი იქნება მავნებლის რომელიმე ფორმა და შესაძლებელი იქნება რეპრეზენტატიული ნიმუშის აღება;

ზ) სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოიკლას ფუტკრის ოჯახში არსებული ფუტკრები და მავნებელი და განხორციელდეს ფუტკრის ოჯახის ბუდის დეტალური დათვალიერება.

2. მავნებლის არსებობაზე ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით შეიძლება შემდეგი ტიპის ნიმუშების აღება:

ა) ფუტკრის ოჯახიდან, რომელშიც ვლინდება მავნებელი, შეიძლება აღებული იქნეს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ტიპის ნიმუში:     მავნებლის კვერცხი, ლარვები და იმაგო ფორმები. ნიმუში, შეძლებისდაგვარად, მექანიკური დაზიანების გარეშე უნდა მოთავსდეს პოლიეთილენის კონტეინერში, რომელშიც ჩასხმულია მოლეკულურ ბიოლოგიაში გამოსაყენებლად ვარგისი ეთანოლის 96% ხსნარი;

ბ) მავნებლის ინვაზიის ნიშნების არმქონე ოჯახებიდან სადიაგნოსტიკო მიზნით ხდება ფუტკრის ოჯახის სკის ფსკერზე დაგროვილი ნარჩენების ნიმუშის აღება, რომელიც უნდა განთავსდეს პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში.

3. გამოსაკვლევი მასალის აღების შემდგომ ერთჯერადი სპეციალური ტანსაცმელი, გარდა სათვალეებისა, უნდა მოთავსდეს ბიოუსაფრთხოების პარკში და შეიკრას. ბიოუსაფრთხოების პარკების დაწვა უნდა მოხდეს ინსენერატორში. სათვალეები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით. ხელები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით ან სადეზინფექციო ჟელეთი და შემდგომ დაბანილი უნდა იქნას წყლით. სინჯის აღების დროს გამოყენებული მრავალჯერადი გამოყენების ინვენტარი უნდა დამუშავდეს შესაბამისი დეზინფექტანტით.

მუხლი 9. მავნებლის გამოსაკვლევი მასალის სინჯის/ნიმუშის შეფუთვა-ტრანსპორტირება

1. ლაბორატორიული გამოცდისთვის აღებული ნიმუშები ტრანსპოტირებამდე უნდა მოთავსდეს პლასტმასის ჰერმეტულ თავსახურიან სტერილურ კონტეინერში. ნიმუშების მეორადი შეფუთვა უნდა მოხდეს პოლიეთილენის     პაკეტში.

2. იმ ნიმუშების შენახვა და ტრანსპორტირება, რომლებიც არ ინახება 96%-იანი ეთანოლის ხსნარში, უნდა მოხდეს ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

3. დაუშვებელია მინის კონტეინერის გამოყენება ნიმუშის პირველადი ან შემდგომი შეფუთვისას.

4. გამოსაკვლევად გასაგზავნ პათოლოგიურ მასალას, გარედან კონტეინერზე მითითებული უნდა ჰქონდეს საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისა და სკაზე დატანილი ფუტკრის ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომერი.

5. პათოლოგიური მასალა აღებიდან დაუყოვნებლივ, არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში, სათანადო პირობების დაცვით უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში.

მუხლი 10. მავნებლის არსებობის დადასტურების შემთხვევაში ჩასატარებელი ღონისძიებები

1. მავნებლის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ეპიზოოტიური კერა და მის ირგვლივ არანაკლებ 3 კმ რადიუსი ცხადდება საკარანტინო ზონად.

2. სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა, რომ განისაზღვროს მავნებლის ინტროდუცირების მიზეზი და დადგინდეს, მოხდა თუ არა დაინვაზირებული საფუტრკიდან მავნებლის გადაცემა ფუტკრების, ბარტყის, ფიჭების, ფიჭის ნაწილების, ცვილისა და საკვების საშუალებით.

3. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევის შედეგების შესწავლის საფუძველზე, მავნებლის აღმოფხვრის შესაძლებელი გზების შეფასებით განისაზღვრება მისი მართვის სტრატეგია, რაც გულისხმობს:

ა) მავნებლის აღმოფხვრის რადიკალურ/მყისიერ სტრატეგიას: ფუტკრის ყველა ოჯახის მოკვლას საფუტკრე მეურნეობაში, რომელშიც დადასტურდა მავნებლის არსებობა და თაფლისა და დაავადებულ ფუტკრის ოჯახთან შეხებაში მყოფი ყველა საგნის გაუვნებლობას ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;    

ბ) მავნებლის აღმოფხვრის გრძელვადიან სტრატეგიას – საფუტკრე მეურნეობაში ფუტკრის ყველა ოჯახის დამუშავებას შესაბამისი ვეტერინარული პრეპარატით სკის მცირე ხოჭოს წინააღმდეგ და სკის, ასაშენებელი ფიჭის ფურცლების, ფიჭების, ფიჭის ნაწილებისა და ნარჩენების, ცვილის, საკვები მარაგების, მადპ-ის და ინვენტარის გაუვნებლობას;

გ) იმ ღონისძიებების გატარებას, რომელსაც სააგენტო საჭიროდ მიიჩნევს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლის საფუძველზე.

მუხლი 11. მავნებელთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები

1.  ეპიზოოტიური კერაში იკრძალება:

ა) ფუტკრის ოჯახების შეყვანა     და გამოყვანა;

ბ) მავნებლით დასნებოვნებული ფუტკრის ოჯახებიდან ცოცხალი ან მკვდარი ფუტკრების, ჩარჩოების, ფიჭის, ფიჭის ნაწილების, დაუმუშავებელი ცვილის, მადპ-ისა და საკვები მარაგის გადაადგილება სხვა ოჯახებში, აგრეთვე, გატანა საფუტკრე მეურნეობიდან;

გ)  საფუტკრე მეურნეობაში გამოყენებული ინვენტარისა და ხელსაწყოების გატანა;

დ) ინვაზირებული და დაავდებული ოჯახებიდან ცხოველური პროდუქტების მიღება;

ე) ფუტკრის ოჯახებისგან მოცილებული, ცალკე მარაგის სახით არსებული თაფლის, ჭეოს, გამოყენება ფუტკრის საკვებად.

2. საფუტკრე მეურნეობაში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ პასუხისმგებელ პირ(ებ)ს, ვეტერინარ(ებ)ს.

3. მკვდარი ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვა უნდა მოხდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილების  შესაბამისად.

4. ეპიზოოტიურ კერაში უნდა ჩატარდეს საფუტკრე მეურნეობის დასუფთავება და გაუვნებლობა ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 12. დასუფთავება და გაუვნებლობა

1. დასუფთავებამდე და გაუვნებლობამდე უნდა მოხდეს ფუტკრის ოჯახის ჩაკეტვა საღამოს ფუტკრების ფრენის შეწყვეტის შემდგომ ან დილით ფრენის განახლებამდე და ფუტკრებისა და მავნებლის მოკვლა გოგირდის დიოქსიდის საშუალებით.

2. სკა, გარდა ნამჯისგან დამზადებულისა, გეჯებისა და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული საცხოვრებლებისა, გაუვნებლობამდე უნდა დასუფთავდეს ზედაპირების ჩამოფხეკით. ყურადღება უნდა მიექცეს სკის კონსტრუქციაში არსებული კუთხეებიდან, ბზარებიდან და წარმოქმნილი ღრუებიდან სხვადასხვა ნარჩენების მოცილებას. აღნიშნული ნარჩენები უნდა დაიწვას.

3. ხისგან დამზადებული სკა, მისი ნაწილებიანად და ხის აღჭურვილობა (ჩარჩოები, თამასები, საკვებურები) დასუფთავების შემდგომ გაუვნებელყოფილი უნდა იქნეს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:

ა) ზედაპირებზე ცეცხლის ალის შემოტარებით. ცეცხლის ალით გამოწვა უნდა გაგრძელდეს ხის ზედაპირის ფერის ცვლილებამდე;

ბ) 160°C ტემპერატურის მქონე გამდნარ პარაფინში ჩატვირთვით სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში;

გ) სპეციალურ კამერაში გასაუვნებელი მასალის ცენტრში არანაკლებ 50°C ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის განმავლობაში;

დ) გასაუვნებელი მასალის ცენტრში გაყინვით არა უმეტეს -12°C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის განმავლობაში.

4. პლასტმასისგან დამზადებული სკები უნდა გაუვნებლდეს სპეციალურ კამერაში გასაუვნებელი მასალის ყველა შრის გახურებით  50°C ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე და აღნიშნულ ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის დაყოვნებით ან გასაუვნებელი მასალის ყველა შრის გაყინვით -12°C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე და აღნიშნულ ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის დაყოვნებით.

5. ნამჯისგან დამზადებული სკა, გეჯები და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული ფუტკრის სცხოვრებელი უნდა დაიწვას.

6. ფუტკრის ოჯახებიდან გამოწუნებული საკვები მარაგის შემცველი, ბარტყიანი და ცარიელი ფიჭები, მათი ნაწილები და ნარჩენები უნდა გაუვნებელყოფილ იქნეს ან განადგურდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით.

7. საფარი ტილოები უნდა განადგურდეს დაწვით.

8. მავნებლის ჭუპრის წინააღმდეგ, სკის ქვეშ და ირგვლივ ნიადაგი უნდა დამუშავდეს 2 მ-ის რადიუსში ავტორიზებული ინსექტიციდის შემცველი რეკომენდებული ბიოციდური საშუალების შესხურებით, რის შემდეგაც მიწა უნდა გადაიბაროს 20 სმ-ის სიღრმეზე.

9. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი თაფლის გაუვნებლობა უნდა მოხდეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდის გამოყენებით:

ა)  თაფლის გაყინვით -12°C-ზე ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე და აღნიშნულ ტემპერატურაზე, არანაკლებ 24 საათის დაყოვნებით;

ბ) თაფლის  გახურებით 50°C ტემპერატურამდე და აღნიშნულ ტემპერატურაზე არანაკლებ 24-საათის დაყოვნებით;

ბ) თაფლის დაყოვნებით, სულ მცირე 10 დღის განმავლობაში, იმგვარად, რომ გამოირიცხოს მასთან ფუტკრების კონტაქტი; 

გ) 400 გრეი გამა სხივებით ირადიაციის გამოყენებით;

დ) გაფილტვრით არა უმეტეს 0.42  მმ ზომის უჯრების მქონე ფილტრში;

ე) სააგენტოს მიერ მოწოდებული სხვა ეფექტიანი მეთოდით.

10. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ფუტკრის მიერ შეგროვებული ყვავილის მტვრისა (ფეხგუნდა) და ფუტკრის რძის გაუვნებლობა უნდა მოხდეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდის გამოყენებით:

ა)  გასაუვნებელი სუბსტრატის ყველა შრის გაყინვით -12°C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე და აღნიშნულ ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის დაყოვნებით.

ბ) სუბლიმაციური შრობის ან იდენტური ტექნოლოგიის გამოყენებით.;

გ) 400 გრეი გამა სხივებით ირადიაციის გამოყენებით;

დ) სააგენტოს მიერ მოწოდებული სხვა ეფექტიანი მეთოდით.

11. საფუტკრე მეურნეობაში მარაგის სახით არსებული დინდგელისა (პროპოლისი) და ცვილის გაუვნებლობა უნდა მოხდეს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:

ა)  გასაუვნებელი სუბსტრატის ყველა შრის გაყინვით -12°C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე და აღნიშნულ ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის დაყოვნებით;

ბ) გადადნობით არანაკლებ 100°C ტემპერატურაზე;

გ) 400 გრეი გამა სხივებით ირადიაციის გამოყენებით;

დ) სააგენტოს მიერ მოწოდებული სხვა ეფექტიანი მეთოდით. 

მუხლი 13. კარანტინის მოხსნა

1. კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ამ წესის მე-10-მე-12 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებიდან სულ მცირე 3 კვირის შემდეგ ჩატარებული საველე და ლაბორატორიული გამოკვლევისას არ დადგინდა მავნებლის არსებობა;

ბ) მკვდარი ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვა განხორციელდა ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

2. კარანტინი იხსნება:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მუხლი 14. მადპ-თან, ფუტკართან და მეფუტკრეობის სასურსათო პროდუქტებთან  დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები

1. მადპ, რომელიც გამიზნულია ექსკლუზიურად მეფუტკრეობისათვის არ უნდა იყოს გატანილი ტერიტორიიდან, რომელიც ექვემდებარება მავნებელზე აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულ იქნა ყველა სხვა საჭირო ზომა, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

2. ფუტკარი შეიძლება დაექვემდებაროს:

ა) გადაადგილებას (მათ შორის მთაბარობას) თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება მავნებელზე შეზღუდვას ან ამ არეალში მოხსნილია კარანტინი;

ბ) ბაზარზე განთავსებას  კარანტინის მოხსნიდან 30 დღის შემდეგ ან თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება მავნებელზე შეზღუდვას.

3. საფუტკრე მეურნეობიდან და მასთან არსებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმოდან ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილ სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტების  გატანაზე და ბაზარზე განთავსებაზე შეზღუდვა იხსნება ამ წესის მე-12 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების ერთ - ერთი შესაბამისი მეთოდით აღნიშნული პროდუქტების გაუვნებლობის შემდეგ.

4. აკრძალულია ცვილის ფიჭის სახით იმპორტი და ტრანზიტი.

მუხლი 15. საგანგებო გეგმა

1. სააგენტო ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:    

ა) ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;

ბ) რეგიონებში დაავადების ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;

გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა;

დ) ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების   კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა;

ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტიანი კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;    

ვ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სკის მცირე ხოჭოს ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა.

2. ვეტერინარებმა და მეფუტკრე ფერმერებმა რეგულარულად უნდა გაიარონ სწავლებები სკის მცირე ხოჭოს კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

3. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა.

მუხლი 16. კომპენსაცია

1. საფუტკრე მეურნეობაში მეთაფლია ფუტკრის მავნებლის არსებობისას, მავნებლის აღმოფხვრის მიზნით ფუტკრის ოჯახების მოკვლის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და კომპენსაციის ოდენობის საკითხს ადგენს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პასუხისმგებელ პირზე კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ადგილი აქვს ამ წესის შესაბამისად საფუტკრე მეურნეობაში მეთაფლია ფუტკრის მავნებლის არსებობის შემთხვევას და სააგენტოს მიერ განხორციელებულია ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუქნტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება, რაც გულისხმობს გარკვეული ღირებულების ქონების განადგურებას (სკები, ჩარჩოები, ინვენტარი და ა.შ.);

ბ) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის N483 დადგენილების შესაბამისად:

ბ.ა) საფუტკრე მეურნეობა რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;

ბ.ბ) პასუხისმგებელი პირი რეგისტრირებულია ცხოველის მფლობელად მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;

ბ.გ) ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 7 დღით ადრე;

გ) პასუხისმგებელი პირის მიერ დაცულია ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.