დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 96 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.139.016486 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (23/12/2022 - 27/01/2023)
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი დანართი №1 შესაბამისად |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი დანართი №2 შესაბამისად. |
მუხლი 3 |
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №37 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2022 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge რეგისტრაციის კოდი: 010250000.35.139.016427, 27/12/2021წ). |
მუხლი 4 |
პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი N1
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის
სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი |
თავი I
სოციალური დახმარებების პროგრამა და გაცემის წესი |
მუხლი 1.
სოციალური დახმარების პროგრამის სამიზნე ჯგუფები |
სოციალური დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადების მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში მუდმივად მცხოვრები ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე რეგისტრირებული შემდეგი მოწყვლადი ჯგუფები/მოქალაქეები:
ა) მრავალშვილიანი ოჯახები; ბ) მარტოხელა მშობლები; გ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახები; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პირები; ე) ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები; ვ) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირები; ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირები; თ) ოჯახები რომლებსაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია; ი) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი პირები; კ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 (ასი) წლის და მეტი მოქალაქეები; ლ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „თებე“ და „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“ მ) ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს ბენეფიციარები; ნ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახები; ო) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული და მარჩენალ დაკარგული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირები და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანები. პ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები; ჟ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები; რ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე მოქალაქეები; ს) ახალდაქორწინებული ოჯახები; ტ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები. უ) საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 000-ს. |
მუხლი 2.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. |
1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000 -ს და ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი, ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. ოჯახები რომელთაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი, ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 4. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე მრავალშვილიან ოჯახებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 5. ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მრავალშვილიანი ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას შემდეგი ოდენობით: ა) ელექტრო ენერგიის თანადაფინანსება 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით; ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. 6. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; დ) მშობლის (დედა, მამა) საბანკო რეკვიზიტი; ე) კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების ქვითრები. |
მუხლი 3.
მარტოხელა მშობლების დახმარება |
1. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. მარტოხელა მშობელს გაეწიოს ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 4.
ოჯახების დახმარება შვილის შეძენისას. |
1. დახმარება გაიცემა ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარება გაეწევათ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი მიმდინარე წელს. 3. ტყუპი ახალშობილის შეძენის შემთხვევაში თანხა გაიცემა ახალშობილის რაოდენობის მიხედვით; 4. დახმარების მისაღებად მშობლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 5.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ქორწინებაში რეგისტრირებული ოჯახების დახმარება. |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული მოქალაქეების ქორწინების წახალისებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა; გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობები; დ) განმცხადებლის ან მეუღლის საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 6.
18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირების დახმარება |
1. 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, გარდა ამისა დამატებით ერთჯერადი დახმარება გაეწიოთ:
ა) „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ 200 (ორასი) ლარის ოდენობით; ბ) „ახალი წლის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით; გ) „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს დედ-მამით ობოლი ბავშვის/ების კანონიერი წარმომადგენლების ოჯახების (პირების) თანადაფინანსება კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების გადახდისას. 3. დახმარების მისაღებად კანონიერმა წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის და ბავშვის/ების დაბადების მოწმობის ასლი; გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამდასტურებელი დოკუმენტი; დ)კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი; ე) კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი. |
მუხლი 7.
18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება |
1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით, გარდა ამისა დამატებით ერთჯერადი დახმარება გაეწიოთ „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. საკურორტო მომსახურეობა მიეცემა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს. ერთ ბენეფიციარზე საკურორტო მომსახურეობა განკუთვნილია ერთჯერადად არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში ან კერძო გამქირავებელთან 6 დღე-ღამით. ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. 3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) კანონიერი წარმომადგენლის არსებობისას კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) საკურორტო მომსახურეობისას დახმარების მიმღების მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი ან კერძო გამქირავებელთან (შემოსავლების სამსახურში გადამხდელად რეგისტრირებული) დადებული ხელშეკრულება და გადამხდელის დამადასტურებელი საბუთი. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული მიღებული მომსახურეობის საფუძველზე. |
მუხლი 8.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირების დახმარება |
1. 18 წლის ზევით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) კანონიერი წარმომადგენლის არსებობისას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მუხლი 9.
ოჯახები რომლებსაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია |
1. ოჯახებს რომლებსაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი და მათგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად დედებს რომლებსაც ყავთ 3 (სამი) შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას შემდეგი ოდენობით: ა) ელექტრო ენერგიის თანადაფინანსება 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით; ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. 4. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; დ) მშობლის (დედა, მამა) საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების ქვითრები; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მუხლი 10.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი პირების დახმარება |
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეების დახმარება |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 (ასი) და მეტი წლის მოქალაქეებს გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი; გ) ნათესაური კავშირის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 12.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე (ქ. ბორჯომი, აღმაშენებლის ქუჩა N31 ს/კ 64.23.02.605.01.528) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ (ს/კ401981931) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „თებე“-ს კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადის დაფინანსება.
2. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე (ქ. ბორჯომი, ქეთევან წამებულის ქუჩა N5) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის - არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“ (ს/კ 426114466) კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადის დაფინანსება. |
მუხლი 13.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“-დაფინანსება |
1. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს (ს/კ 226166154) დაფინანსების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სიღატაკის ზღვარზე მყოფი და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად შეჭირვებული ბენეფიციარების ყოველდღიურად უფასო ერთჯერადი საკვებით უზრუნველყოფა.
2. მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი განსაზღვრულია დანართი N2 შესაბამისად. |
მუხლი 14.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახების დახმარება ზამთრის პერიოდისთვის კომუნალურ გადასახადებზე |
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზამთრის პერიოდში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის გაეწიოთ ერთჯერადად ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით საშეშე მერქნის შესაძენად. |
მუხლი 15.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული და მარჩენალდაკარგული პირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირების და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანების დახმარება. |
1. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით „მეორე მსოფლიო ომი“-ს მონაწილე ვეტერანებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „მეორე მსოფლიო ომი“-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით: ა) „მეორე მსოფლიო ომი“-ს მონაწილეებს, მათთან გათანაბრებულ და მარჩენალდაკარგულ პირებს; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს; გ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს; დ) 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს; ე) „მეორე მსოფლიო ომი“-ში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალური დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა 160000-ს არ აღემატება; ვ) „ომის ვეტერანი“-ს სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I და II ჯგუფი) პირებს. 4. „მეორე მსოფლიო ომი“-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა გარდაცვალებისას ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 5. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი, მარჩენალ დაკარგულის დამდასტურებელი დოკუმენტი, 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) „მეორე მსოფლიო ომი“-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) გარდაცვლილ ომის ვეტერანთან ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 16.
სარიტუალო დაკრძალვის ხარჯები |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას ოჯახს გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ოჯახის წევრის/ნათესავის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დევნილის მოწმობა); გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი. 3. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა (უპატრონო/უჭირისუფლო) მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისთვის გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4. სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) მეზობლების ერთობლივი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის შუამდგომლობის წერილი; გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი. |
თავი II
ამბულატორიული, სტაციონალური და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
|
მუხლი 17.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიზანი |
პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ბოლო 1 (ერთი) წლის მანძილზე, უწყვეტად მცხოვრები მოქალაქისათვის, გარდა მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში გათვალისწინებული პირებისა, თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს ძვირადღირებული სტაციონალური და ამბულატორიული დაფინანსების მიღება, ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური მდგომარეობის გაჯანსაღებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შეძენილი და თანდაყოლილი მძიმე დაავადებების სათანადო სტაციონარულ, ამბულატორიულ და სარეაბილიტაციო მკურნალობას. |
მუხლი 18.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსება |
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას დაფინანსდებიან 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა.
2. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არის 160 000 დან 200 000-მდე და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას დაფინანსება გაეწიოთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა. 3. პირები რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში (გარდა „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომის მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, 18 წლამდე დედ-მამით ობლების, 18 წლამდე შშმ პირების, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისა, დიდი სამამულო ომისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის შშმ ვეტერანების, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა) და საჭიროებენ როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ სამედიცინო მომსახურეობას, გაეწიოთ დაფინანსება 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა. 4. „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პირების (სარეაბილიტაციო ცენტრებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე), ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობლებისა 18 წლამდე შშმ პირებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების, დიდი სამამულო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის შშმ ვეტერანთა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების მკურნალობის დაფინანსება განხორციელდეს სრულად, მაგრამ არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა. 5. პირებს რომლებსაც ესაჭიროებათ ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, რომლის თანხა არ აღემატება 100 (ასი) ლარს დაფინანსება გაეწევათ სრულად. 6. სრული დაფინანსებით ისარგებლებენ კარდიოლოგიური პაციენტები წლის განმავლობაში 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების საჭიროებისას. |
მუხლი 19.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა |
1. პირები რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო ჩაუტარდათ სტაციონარული მკურნალობა/მეთვალყურეობა არანაკლებ 24 საათის განმავლობაში (ან გაეწერენ ბოლო 1 თვის მანძილზე) და საჭიროებენ სათანადო მედიკამენტებით მკურნალობას, გაეწიოთ დაფინანსება შემდეგი სახით;
ა) პირები რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000-ს, მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ბ) პირები რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობა მოხდება წელიწადში ერთჯერადად, გარდა მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
მუხლი 20.
ქრონიკული, იშვიათი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა |
1. ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს დროული და სათანადო მედიკამენტებით მკურნალობისთვის გაეწიოთ დაფინანსება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში 1200 (ათას ორასი) ლარით.
2. პირები, რომლებიც დაავადებულები არიან ენცეფალოპათიით და პარკინსონის კანკალა რიგიდული ფორმით, ასევე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული პირები რომლებსაც მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის ყოველ კვარტალში გაეწიოთ დაფინანსება 100 (ასი) ლარის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში 400 (ოთხასი) ლარით. 3. პირები, რომლებიც იმყოფებიან მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში, არ ექვემდებარებიან გადაადგილებას და ესაჭიროებათ მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენა დაფინანსდებიან 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ერთჯერადად. 4. „რეტის სინდრომი“-ს მქონე პირებს მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწიოთ სრულად მთელი წლის მანძილზე. 5. პირებს, რომლებსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ მინიჭებული აქვთ „ბორჯომის საპატიო მოქალაქე“-ის წოდება, მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის გაეწიოთ დაფინანსება სრულად მთელი წლის მანძილზე, ხოლო დაფინანსების ლიმიტი განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 6. განხორციელდეს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ ბავშვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომლის მიმართაც მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ შემუშავებულია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა. დაფინანსდება ოჯახში მცხოვრები თითოეული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვი ერთჯერადად არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. 7. საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 000-ს მედიკამენტების შესაძენად მიიღებენ 200 ლარს ერთჯერადად. |
მუხლი 21.
ონკოლოგიური პაციენტების დახმარება |
1. ონკოლოგიური პაციენტების (1, 2 და 4 კლინიკური ჯგუფი) სადიაგნოსტიკო კვლევების, ოპერაციული მკურნალობის და მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსების ლიმიტი განისაზღვროს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. ონკოლოგიური პაციენტები (3 კლინიკური ჯგუფი), რომლებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები, წელიწადში ერთჯერადად გაეწიოთ დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ადგილობრივი ონკოლოგის ან ოჯახის ექიმის დანიშნულების მიხედვით. |
თავი III
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
|
მუხლი 22.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მიზანი და მოსარგებლეები |
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის ოჯახის გაძლიერება მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ფაქტობრივად მცხოვრები ან არარეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახები (მათ შორის შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, რომელთა მიმართ მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ შემუშავებულია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა. |
მუხლი 23.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა |
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
ა) სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვის ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას 300 (სამასი) ლარის ოდენობით სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად საკანცელარიო, სასწავლო და პირადი ნივთების შეძენისათვის; ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ოჯახის ყოველთვიურ ფულად დახმარებას ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის მოქმედების ვადით ოჯახში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტის, ჰიგიენური საშუალებების, ბავშვის ხელოვნური საკვებისა და ჰიგიენური საფენების შეძენას. |
მუხლი 24.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება. |
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების საფუძველია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვისა და სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შედეგად წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც უნდა ერთვოდეს:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბ) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტი ფორმა NIV-50/4; ე) 23-ე მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან; ვ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენელის საბანკო რეკვიზიტი. |
თავი IV
დაფინანსების ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი
და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
|
მუხლი 25.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელების და ანგარიშსწორების წესი |
1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი ან სადაზღვევო კომპანიის მიერ წერილობითი ინფორმაციის მოქალაქის დაფინანსების ან არ დაფინანსების თაობაზე.
2. ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და რეფერალური პროგრამით დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომსახურებაზე და მედიკამენტებზე რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო და რეფერალური პროგრამით. 3. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დაფინანსება არ ვრცელდება: ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე და ტრანსპლანტაციის ხარჯებზე; ბ) კურორტულ მომსახურეობაზე, ესთეთიკურ და პლასტიკურ ქირურგიაზე; გ) პროგრამით მოსარგებლის მიერ აყვანილი ექიმის და „ვიპ პალატის“ არჩევისას. 4. მუნიციპალიტეტის მიერ ანგარიშსწორება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების და აფთიაქის მიერ მედიკამენტების გაცემის დამადასტურებელი საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით. |
მუხლი 26.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია |
1. სტაციონალური, ამბულატორიული და სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მოსარგებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი ან/და დაბადების მოწმობა; გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის დაბადების ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობით აღზრდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა N100/ა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი ICD-10-ის მიხედვით; ვ) ანგარიშ - ფაქტურა ან/და ინვოისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისგან; ზ) დაბადებიდან 18 წლამდე პირების სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N825 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“-ში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცნო სარეაბილიტაციო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ - ფაქტურა; თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირის შემთხვევაში სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“-ს მიერ გაცემული სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობისთვის მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა N100/ა), რომლის გაცემის დღიდან გასულია არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა, ხოლო ჰემოდიალიზზე მყოფმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკიდან გაცემული ფორმა N100 (დედანი) ერთჯერადად; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობაში (ფორმა N100/ა) მკურნალი ექიმის მიერ აღნიშნული უნდა იყოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი რომლის მიღება ბინაზე მკურნალობის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობისთვის, ან/და მკურნალი ექიმის მიერ ბინაზე გაწერის დღეს გაცემული რეცეპტი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მუხლი 27.
სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახური.
2. პირველი მუხლით განსაზღვრული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებაზე. |
მუხლი 28.
ბენეფიციართა განცხადებებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი |
1. განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. |
მუხლი 29.
გადაწყვეტილების მომზადება |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაწევის შესახებ შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4. მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. |
მუხლი 30.
საგარანტიო წერილის გაცემის წესი და მოქმედების ვადა |
1. სამედიცინო მომსახურების ან/და ყველა სხვა საჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილი ძალაშია გაცემის თარიღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
2. საგარანტიო წერილში ცვლილებები ხორციელდება მოსარგებლე პირის/მისი წარმომადგენელის განცხადების საფუძველზე, უკვე გაცემული საგარანტიო წერილის დედანის დაბრუნებისას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია: ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში; ბ) საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება; გ) ამავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაიცემა ახალი საგარანტიო წერილი, რომლის ვადა აითვლება გაცემის დღიდან. |
მუხლი 31.
მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების წესი |
1. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. ანგარიშსწორებისას მომწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი); გ) გაცემული საგარანტიო წერილის ქსეროასლი; დ) ფორმა №IV-100/ა, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში. 3. საგარანტიო წერილით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოხდება შესაბამისი სამედიცინო ან სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე. |
მუხლი 32.
ქვეპროგრამის განხორციელების ვადა |
ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
დანართი N2
|
სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი |
მუხლი 1.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქვეპროგრამა – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სიღატაკის ზღვარზე მყოფი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (06 02 02); ბ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“; გ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიანად მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ე) უფასო სასადილო – ქვეპროგრამის განმახორციელებლი. |
მუხლი 2.
ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი |
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ (ს/კ 226166154).
2. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ითვალისწინებს 275 (ორას სამოცდათხუთმეტი) ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფას. 3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ი მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს კვებით, კვირაში 6 (ექვსი) დღის განმავლობაში (კვირა დღის გარდა). 4. მენიუს შემადგენლობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 5. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა აღრიცხვა ყოველთვიურად ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალებში. |
მუხლი 3.
ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების განსაზღვრა |
1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შემდეგი პირები:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; ბ) მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისი ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ბორჯომის მუნიციპალიტეტი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ -ში 2019 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე. |
მუხლი 4.
ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რეგისტრაცია |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ა(ა)იპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის დირექტორს.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების (არსებობის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლი/ები; ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა N100/ა); დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას - გამოსცემს ბრძანებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. |
მუხლი 5.
ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი და წესი |
1. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება:
ა) ბენეფიციარის პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ აღარ არსებობს მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოება (პირი აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან გაუმჯობესდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური პირობები). გ) ბენეფიციარი აღარ არის რეგისტრირებული ბორჯომის მუნიციპალიტეტში; დ) ბენეფიციარი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ სარგებლობს მომსახურებით და ეს გარემოება არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით; ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა. 2. გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ იღებს ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დირექტორი, რაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს ბრძანებს. |
მუხლი 6.
ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი |
ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
დოკუმენტის კომენტარები