დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.117.016534 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (19/12/2022 - 26/12/2022)
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი“ დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 20/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.117.016506).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 12 331,3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს 11 118,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები (ტრანსფერები) |
ბიუჯეტის შემოსავლები გრანტებიდან განისაზღვროს 250,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 963,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 11 822,4 ათასი ლარით. მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 2401,1 ათასი ლარით, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 2851,1 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 450,0 ათასი ლარით:
ათასი ლარი
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივები ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის საოპერაციო სალდო განისაზღვროს 508,9 ათასი ლარით, ხოლო ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1892,2 ათასი ლარით:
ათასი ლარი
|
მუხლი 11.
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს – ლარით, მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 12.
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 1892,2 ათასი ლარით, მათ შორის:
ათასი ლარი
ბიუჯეტის ვალდებულების ცვლილება განისაზღვროს 1892.2 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს: ა) მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას, რომლის გადახდა დაიწყო 2019 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2026 წლის აპრილში; ბ) მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2022 წელს მიღებული უსასყიდლო სესხი, რომლის დაფარვის ზღვრული თარიღია 2024 წლის 20 ნოემბერი. 2023 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებების საპროგნოზო მოცულობა ჯამში იქნება 2 323.3 ათასი ლარი, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით – 2 215.4 ათასი ლარი. |
თავი II
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება |
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს ათასი 2180,4 ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1031,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 647,8 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი |
კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2389,9 ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 909,8 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 18.
პრიორიტეტების/პროგრამების/ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები |
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული ხასიათისაა და ბიუჯეტს არ ახლავს დანართის სახით.
|
თავი III
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 19.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები პრიორიტეტების, პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 20.
ასიგნებების დაფინანსება |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 21.
ასიგნებების გადანაწილება |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის განსაზღვრული წესის თანახმად.
|
მუხლი 22.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება |
2023 წლის განმავლობაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 23.
დავალიანებების ანაზღაურება |
მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2023 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 24.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი, 250,0 ლარი მიიმართოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 118,8 ათ. ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 83,2 ათ. ლარი.; გ) „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 48,0 ათ. ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 25.
სარეზერვო ფონდი |
2023 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 30,0 ათ. ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები