დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 575 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 360160000.10.003.023786 |
|
„სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 360160000.10.003.019210) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სახიფათო ნარჩენების აღდგენის ან განთავსების მიზნით, ახალი ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს ინფორმაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში აღნიშნული ტექნოლოგიის წარმატებით დანერგვის შესახებ.“. 2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ნარჩენი ზეთი 1. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, ნარჩენი ზეთის მართვასა და დამუშავებაზე ვრცელდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები: ა) სავალდებულოა წარმოქმნის ადგილზე ნარჩენი ზეთების განცალკევება სხვა ნარჩენებისგან; ბ) ნარჩენი ზეთები ინახება დახურულ კონტეინერებში ან ავზებში, რომლებიც დაცულია გაჟონვისგან და აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით; გ) ნარჩენი ზეთების აღდგენა ხდება რეგენერაციის გზით, ან, თუ ეს არ არის შესაძლებელი, ენერგიის აღდგენის გზით; დ) დაუშვებელია პქბ-ის/პქტ-ის შემცველი ნარჩენი ზეთების შერევა სხვა ნარჩენ ზეთებთან. ასეთი ნარჩენი ზეთების მართვა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის შესაბამისად; ე) პქბ-ის შემცველი ნარჩენი ზეთებისა და მოწყობილობების მართვა ასევე უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვასთან ერთად, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ ან შესაძლებელია, ჰქონდეთ პქბ-ის შემცველი ზეთები/მოწყობილებები ან/და მათი საწყობები, ვალდებულნი არიან: ა) 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ ზეთების ანალიზი პქბ-ის შემცველობაზე, „პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველობაზე დიელექტრიკული ზეთების ანალიზის, პქბ-ის მონაცემთა ბაზის წარმოების და პქბ-ის შემცველი მოწყობილობების/პქბ-ის შემცველი მასალების შენახვის ობიექტის ეტიკეტირების წესის“ (დანართი №3) შესაბამისად; ბ) პქბ-ის მართვის პროცესების აღრიცხვის მიზნით, აწარმოონ პქბ-ის მართვის მონაცემთა ბაზა, „პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველობაზე დიელექტრიკული ზეთების ანალიზის, პქბ-ის მონაცემთა ბაზის წარმოების და პქბ-ის შემცველი მოწყობილობების/პქბ-ის შემცველი მასალების შენახვის ობიექტის ეტიკეტირების წესის“ (დანართი №3) შესაბამისად; გ) უზრუნველყონ შესაბამისი მოწყობილობების/მარაგების ეტიკეტირება, „პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველობაზე დიელექტრიკული ზეთების ანალიზის, პქბ-ის მონაცემთა ბაზის წარმოების და პქბ-ის შემცველი მოწყობილობების/პქბ-ის შემცველი მასალების შენახვის ობიექტის ეტიკეტირების წესისა“ (დანართი №3) და „დიელექტრიკული ზეთის გაჟონვის, ჯვარედინი დაბინძურების პრევენციის, აღკვეთის, ასევე ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციის და აღჭურვილობის ეტიკეტირების წესის“ (დანართი №5) შესაბამისად; დ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელონ პქბ-ის შემცველ მოწყობილობასთან მომუშავე პერსონალის ტრენინგი პქბ-ის მართვასთან დაკავშირებით; ე) აწარმოონ პქბ-ის მართვის გეგმა, „პოლიქლორირებული ბიფენილებით (პქბ) დაბინძურებული მოწყობილობების და ზეთების მართვის წესის“ (დანართი №4) შესაბამისად; ვ) განახორციელონ დაბინძურებული ზეთების დამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებები (საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენებით), მათი პქბ-ისგან სრულად გაწმენდამდე (ზეთების პქბ-ის შემცველობაზე ანალიზის საფუძველზე), „დიელექტრიკული ზეთის გაჟონვის, ჯვარედინი დაბინძურების პრევენციის, აღკვეთის, ასევე ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციის და აღჭურვილობის ეტიკეტირების წესის“ (დანართი №5) შესაბამისად; ზ) დაიცვან პქბ-ის შემცველი ზეთების მართვის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები, „პოლიქლორირებული ბიფენილებით (პქბ) დაბინძურებული მოწყობილობების და ზეთების მართვის წესისა“ (დანართი №4) და „პოლიქლორირებულ ბიფენილებთან (პქბ) მოპყრობის უსაფრთხოებისა და შესაძლო რისკების მართვის წესის“ (დანართი №6) შესაბამისად; თ) პქბ-ით ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, არ დაუშვან დიელექტრიკულ ზეთებზე მანიპულაციები (დამატება, შერევა და სხვ.) და მოახდინონ ჯვარედინი დაბინძურების პრევენცია და აღკვეთა, „დიელექტრიკული ზეთის გაჟონვის, ჯვარედინი დაბინძურების პრევენციის, აღკვეთის, ასევე ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციის და აღჭურვილობის ეტიკეტირების წესის“ (დანართი №5) შესაბამისად; ი) ექსპლუატაციიდან ამოღებული ელექტრომოწყობილობები და დიელექტრიკული ზეთები გადასცენ მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირებს, რომელთა უფლება დასტურდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით და/ან ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციით.“. 3. დანართ №2-ის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №3, დანართი №4, დანართი №5 და დანართი №6. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №3
|
პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველობაზე დიელექტრიკული ზეთების ანალიზის, პქბ-ის მონაცემთა ბაზის წარმოების და პქბ-ის შემცველი მოწყობილობების/პქბ-ის შემცველი მასალების შენახვის ობიექტის ეტიკეტირების წესი
|
ეს დანართი განსაზღვრავს პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველობაზე დიელექტრიკული ზეთების ანალიზის პროცედურას, პქბ-ს მონაცემთა ბაზის წარმოების წესს. პქბ-ის შემცველი ან მისგან დაბინძურებული მოწყობილობების/მარაგების ეტიკეტირების მოთხოვნებს. I. დიელექტრიკული ზეთების ანალიზი პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველობაზე პქბ-ს შემცველი ზეთების ან/და მოწყობილობების (ტრანსფორმატორები; კონდენსატორები; წრედის ამომრთველები და სხვ.) მფლობელები ვალდებული არიან, პერიოდულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ), განახორციელონ ზეთების ანალიზი პქბ-ს შემცველობაზე. 1. ზოგადი ინფორმაცია პოლიქლორირებული ბიფენილები (შემდგომში – პქბ) არის მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს (მოდ) შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ელექტრომოწყობილობების გაგრილებისა და იზოლაციისთვის, განსაკუთრებით, ტრანფორმატორებისთვის და კონდენსატორებისთვის. პქბ ასევე გამოიყენება სხვადასხვა სახის გარე სამუშაოების საწარმოებლად განკუთვნილ მასალებში (საღებავების პლასტიფიკატორები, საიზოლაციო მასალები და სხვ.). წინამდებარე დანართით განსაზღვრული წესები ეხება მოწყობილობებს, რომლებიც შეიცავენ, ან შესაძლოა შეიცავდნენ პქბ-ს შემცველ ზეთებს. დანართი ასევე შეიცავს ინსტრუქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ პქბ-ს პოტენციურად შემცველ მოწყობილობებთან და პროდუქტებთან. 2. პოლიქლორირებული ბიფენილების გამოყენება 2.1. პქბ-ს დადებითი მახასიათებლების (არააალებადობა, მჟავებსა და ტუტეების მიმართ მედეგობა, ჟანგვადობა და ჰიდროლიზი, წყალში დაბალი ხსნადობა, თერმული მედეგობა, ფართო დიელექტრიკული მახასიათებლები და ა.შ) გამო ისინი ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში. პქბ-ს ნარევები გამოიყენება როგორც ღია, ასევე, ნაწილობრივ ღია და დახურულ სისტემებში. 2.2. პქბ ასევე გვხვდება ნარჩენებში. ნარჩენები, რომლებიც შედგებიან პქბ-სგან, შეიცავენ პქბ-ს, ან დაბინძურებული არიან პქბ-ით, არსებობს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის: ა) პქბ-ის შემცველი ან მისგან დაბინძურებული მოწყობილობები (კონდენსატორები, წრედის ამომრთველები, ელექტროკაბელები, ელექტრული ძრავები, ელექტრომაგნიტები, სითბოს გადამტანი მოწყობილობა, ჰიდრავლიკური მოწყობილობა, ჩამრთველები, ტრანსფორმატორები, ვაკუუმტუმბოები, ძაბვის რეგულატორები); ბ) პქბ-ით დაბინძურებული გამხსნელები; გ) საექსპლუატაციო ვადაგასული სატრანსპორტო საშუალებები; დ) სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ ან დაბინძურებულნი არიან პქბ-ით (შეღებილი მასალები, სინთეტიკურ რეზინებზე დამზადებული იატაკის საფარები, საიზოლაციო საშუალებები); ე) ზეთები, რომლებიც შეიცავენ ან დაბინძურებული არიან პქბ-ით (დიელექტრიკული სითხეები, სითბოს გადამცემი სითხეები, ჰიდრავლიკური სითხეები, ძრავის ზეთი); ვ) ელექტროკაბელები პოლიმერული იზოლაციით, რომელიც შეიცავს ან დაბინძურებულია პქბ-ით; ზ) ნიადაგები და ნალექები, ქანები და აგრეგატები, რომლებიც დაბინძურებულნი არიან პქბ-ით (ხრეში, ქვა-ღორღი); თ) პქბ-ით დაბინძურებული შლამი; ი) პქბ-გან შემდგარი და მისგან დაბინძურებული ნარჩენების შენახვით დაბინძურებული კონტეინერები. 3. პოლიქლორირებული ბიფენილების წყაროების აღმოჩენა პქბ გვხვდება შემდეგ სექტორებში/ობიექტებში:
ელექტრომოწყობილობაში პქბ-ის შემცველობის აღმოჩენის ყველაზე მარტივი გზაა მოწყობილობის ტექნიკური სპეციფიკაციების ან/და ეტიკეტის შესწავლა. 4. ელექტრომოწყობილობიდან დიელექტრიკული ზეთის სინჯების აღება ზეთში პქბ-შემცველობის შემოწმების ან/და „ჯვარედინი დაბინძურების“ (პქბ-ს მოხვედრა პქბ-შემცველი ზეთიდან პქბ-ს არშემცველ ზეთში) აღმოჩენის მიზნით უნდა ჩატარდეს პქბ-ის სინჯების აღება და ანალიზი. 4.1. პქბ სინჯების აღება და შეგროვება ელექტრომოწყობილობაში პქბ სინჯის აღებისას, პირველყოვლისა, შერჩეული უნდა იქნეს თხევადი დიელექტრიკული სითხეების სინჯის აღების შესაბამისი მეთოდი. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, ჯვარედინი დაბინძურების და სინჯების ერთმანეთში არევის პრევენცია, პერსონალის მიერ დამცავი აღჭურვილობის ტარება, გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებელი ზომების მიღება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის მზადყოფნა. პქბ სინჯის აღება მოიცავს შემდეგ სავალდებულო პროცედურებს:
4.2. აღებული სინჯის ლაბორატორიული ანალიზი პქბ-ს ანალიზი უნდა ჩატარდეს ე.წ „სპეციფიკური მეთოდით“ ან „არასპეციფიკური მეთოდით“. სპეციფიკური მეთოდი მოიცავს გაზქრომატოგრაფიას (GC) და მასსპექტრომეტრიას (MS), რომელიც ანალიზს აკეთებს პქბ-ს გარკვეულ მოლეკულებზე. არასპეციფიკური მეთოდი ადგენს ისეთი შენაერთების კლასებს, როგორებიცაა ქლორირებული ნახშირწყალბადები, რომლებსაც მიეკუთვნება პქბ-ები. არასპეციფიკური მეთოდი მოიცავს პქბ-ს საველე სკრინინგის ტესტის კომპლექტს და ასევე საველე ანალიზატორებს. პქბ სპეციფიკური მეთოდი უფრო ზუსტია, ვიდრე არასპეციფიკური მეთოდი, თუმცა, მეტ დროს/ადამიანურ რესურსს მოითხოვს და როგორც წესი, არ გამოიყენება კონკრეტულად ობიექტზე. 4.3. დიელექტრიკულ ზეთში პქბ-ს რაოდენობის განსაზღვრა (სკრინინგი და ლაბორატორიული ტესტირება) დიელექტრიკულ ზეთში პქბ-ს რაოდენობის განსაზღვრისთვის გამოიყენებული უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი: ქლორის კონცენტრაციის ინსტრუმენტალური აღმოჩენა: მეთოდი, რომელიც ზეთის სინჯებში ქლორის კონცენტრაციის დასადგენად იყენებს ინსტრუმენტებს, ან ანალიზატორებს. (ქლორის ინსტრუმენტალური აღმოჩენის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია არატექნიკური პერსონალის მიერ, ადგილზე ან ლაბორატორიაში). სკრინინგი: ინსტრუმენტალური აღმოჩენის მეთოდი ზეთის სინჯში კონცენტრაციის დასადგენად, რომელიც ეყრდნობა იონსელექციურ ელექტროდს. სინჯის ანალიზი კეთდება ტრანსფორმატორის ზეთზე, ნიადაგზე, წყალზე და ზედაპირის საწმენდებზე. გამოსაყენებელი გაზომვის დიაპაზონი ზეთისთვის არის 2-დან 2000 მემილიონედი ნაწილი (ppm). 4.4. ტრანსფორმატორის ზეთის ანალიზი უნდა ჩატარდეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდის გამოყენებით: დიელექტრიკული ზეთისთვის სკრინინგის ხარისხობრივი/რაოდენობრივი მეთოდი (EPA SW-846 მეთოდი 9079) პოლიქლორირებული ბიფენილებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს სკრინინგ-ტესტის მეთოდი, ან კოლორიმეტრიულ რეაქციაზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის მოწყობილობების კომპლექტის გამოყენებით, ან ქლორის იონსელექციური ელექტროდი (იმისთვის, რომ გაიზომოს ქლორის შემცველობა და გამოანგარიშებულ იქნეს Aroclor-ის ეკვივალენტი კონცენტრაცია). სკრინინგ-საქმიანობის დროს წარმოშობილი ნებისმიერი სახის ნარჩენი (გამოყენებული სკრინინგ-ტესტები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვ.) უნდა შეგროვდეს როგორც სახიფათო ნარჩენები და მათი განთავსება უნდა მოხდეს ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების მიხედვით. დიელექტრიკული/საიზოლაციო ზეთისთვის, ნარჩენი ზეთისთვის და სხვა ნაჩენების მართვისთვის გამოყენებული უნდა იქნეს: − ლაბორატორიული მეთოდი (ევროპული სტანდარტი EN 61619 საერთაშორისო ელექტრო-ტექნიკური კომისია (IEC) 61619: საიზოლაციო სითხეები − დაბინძურება პოლიქლორირებული ბიფენილებით (PCBs);
12766-3:
და EN 12766-3); ASTM D4059:
ყველა შემთხვევაში შერჩეული ანალიზის მეთოდი უნდა მოიცავდეს ზემოაღნიშნული მეთოდებიდან ერთ-ერთში გათვალისწინებული ხარისხის უზრუნველყოფის/ხარისხის კონტროლის (QA/QC) პროცედურებს. ლაბორატორია, სადაც ტარდება ანალიზი, უნდა აკმაყოფილებდეს შერჩეული ანალიზის მეთოდისთვის გათვალისწინებულ QA/QC-ის მოთხოვნებს. ანალიზის დასრულების შემდეგ ლაბორატორია თითოეული სინჯისთვის გაცემს ანალიზის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს აღებული სინჯის მოწყობილობის ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიცირებისთვის საჭირო ყველა მონაცემს.
პქბ-ს შემცველ მოწყობილობებზე განხორციელებული ოპერაციების/სამუშაოების აღრიცხვისთვის, პქბ-ს ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად, მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს პქბ-ს მონაცემთა განახლებადი ელექტრონული ბაზა. პქბ-ს მონაცემთა ბაზაში მონაცემები უნდა განახლდეს მოწყობილობის დამუშავების ან/და განთავსებისთანავე.
პქბ-ს მონაცემთა ბაზაში ასახული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
პქბ-ს მონაცემთა ბაზის ეფექტური წარმოებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა − DBMS. პქბ-ს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება (პქბ-ს შეტანა, აღრიცხვა, მონაცემთა განახლება და ა.შ) უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული ოპერატორის მიერ. პქბ-ის მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება უწყვეტად უნდა ხორციელდებოდეს. პქბ მოწყობილობის იდენტიფიცირებისას ასევე უნდა მომზადდეს და პქბ-ს მონაცემთა ბაზაში აღირიცხოს ანგარიშის სპეციალური ფურცლები. პქბ-ს შესახებ ახალი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, პქბ-ს შესაბამისმა მფლობელმა ანგარიში უნდა წარუდგინოს პქბ-ს ადგილობრივი მართვის ორგანოებს, რათა შეატყობინოს ახალი გარემოება on − ან off-line (ჩართვა/გამორთვის)-ის მეთოდებით. როგორც კი მოხდება შესაბამისი მოწყობილობის გარემოსთვის უსაფრთხო ფორმით დამუშავება ან მოცილება, აღნიშნული მოწყობილობის სტატუსი პქბ-ს მონაცემთა ბაზაში უნდა განახლდეს. პქბ-ს მონაცემთა ბაზაში ასახული უნდა იქნეს სრული ინფორმაცია პქბ-ის შემცველ მოწყობილობაზე და მათ მფლობელებზე.
1.1. პქბ-ის შემცველი ან მისგან დაბინძურებული მოწყობილობის აღმოჩენისთანავე უნდა მოხდეს მისი ეტიკეტირება. მოწყობილობაზე სათანადო ეტიკეტების არსებობა უზრუნველყოფს იმის სწრაფ დადგენას, შეიცავს თუ არა მოწყობილობა პქბ-ს. 1.2 ეტიკეტირება უნდა გაკეთდეს უშუალოდ მოწყობილობაზე. მიზანშეწონილია მკვეთრი ფერის ეტიკეტის გამოყენება. 1.3. ასევე უნდა მოინიშნოს პქბ-ს შენახვის ზონებიც, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს პქბ-თან დაკავშირებულ ინცინდენტებზე ოპერატიული რეაგირება.
2.1. მოწყობილობას ეტიკეტი უნდა მიეკრას მოწყობილობის იდენტიფიცირებისთანავე. ეტიკეტი უნდა გაკეთდეს როგორც ექსპლუატაციაში მყოფი, ასევე ექსპლუატაციიდან ამოღებული მოწყობილობის ან მისი ნაწილების იოლად შესამჩნევ და მისადგომ ადგილებში. ეტიკეტი, იოლად წაკითხვადობის მიზნით, უნდა იყოს საკმარისად დიდი ზომის. ეტიკეტზე დატანილი ტექსტი არ უნდა იყოს გრძელი. საკმარისია შინაარსის მოკლე განმარტება და საკონტაქტო მისამართის მითითება. 2.2. მოწყობილობას, მასში აღმოჩენილი პქბ-ს შემცველობის მიხედვით, უნდა გაუკეთდეს შესაბამისი ეტიკეტი. კერძოდ:
2.3. ეტიკეტზე ასევე მითითებული უნდა იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ნომერი.
50 მგ/კგ ან მეტი პქბ-ს შემცველობის ნებისმიერი მასალის შემნახველ ობიექტს, ადვილად შესამჩნევ ადგილზე, უნდა მიეკრას პქბ-ს აღმნიშვნელი ეტიკეტი. ეტიკეტი შესაძლოა გაკეთდეს პქბ-ის შენახვის ადგილის შესასვლელთან. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს მასალის შენახვის ობიექტზე მიტანის თარიღი. დანართი №4 პოლიქლორირებული ბიფენილებით (პქბ) დაბინძურებული მოწყობილობების და ზეთების მართვის წესი ეს დანართი აწესრიგებს პოლიქლორირებული ბიფენილებით (პქბ) დაბინძურებული მოწყობილობების და ზეთების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 1. დახურულ სისტემებში გამოყენებული პქბ-ს მართვა 1.1. პქბ-ის მართვის გეგმა პქბ-ს შემცველი მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია ქონდეს პოლიქლორირებული ბიფენილების მართვის გეგმა (შემდგოში − პქბ მართვის გეგმა). პქბ მართვის გეგმა ასახავს პოლიქლორირებული ბიფენილების მთლიან სასიცოცხლო ციკლს (გამოყენება, შეფუთვა, შენახვა, განთავსება) და ეფუძნება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს. პქბ მართვის გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
1.1.1. პქბ-ზე პასუხისმგებელი პირი პქბ-ს შემცველი მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია განსაზღვროს პქბ-ზე პასუხისმგებლი პირი. პქბ-ზე პასუხისმგებელი პირი არის ამ დანართით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ერთი, ან რამდენიმე პირი (შემდგომში − პქბ-ზე წარმომადგენელი პასუხისმგებელი პირი). პქბ-ზე ინცინდენტის შემთხვევაში პქბ-ზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს შესაბამისი საგანგებო პროცედურების მართვას. 1.1.2. მომუშავე პერსონალის ტრენინგი და ინსტრუქტაჟი პქბ-ს შემცველ მოწყობილობაზე მომუშავე პერსონალს პერიოდულად უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი და ინსტრუქტაჟი იმ რისკების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანს და გარემოს. უნდა შემუშავდეს და პერიოდულად განახლდეს ინსტრუქციები პქბ-სგან თავისუფალი ტრანსფორმატორების დაბინძურების („ჯვარედინი დაბინძურება“) თავიდან ასაცილებელი და ინცინდენტის დროს განსახორციელებელი ზომების შესახებ. 1.1.3. ინვენტარიზაცია კომპანია ვალდებულია განახორციელოს ყველა (ექსპლუატაციაში მყოფი, ხმარებიდან ამოღებული) იმ მოწყობილობის (ასევე, სითხეების, მყარი ნივთიერებების, ნიადაგის და ნარჩენების) ინვენტარიზაცია, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პქბ-ს. უნდა მოხდეს ასეთი მოწყობილობების იდენტიფიცირება, შემოწმება და აღრიცხვა. ყველა შემოწმებულ მოწყობილობას უნდა გაუკეთდეს შესაბამისი ეტიკეტი. 1.1.4. მონაცემთა ბაზა პქბ-იანი მოწყობილობის, ნარჩენების და დაბინძურების ლოკაციებზე ინვენტარიზებული მოწყობილობები, სითხეები, მყარი ნივთიერებები, ნიადაგი და ნარჩენები შეტანილი უნდა იქნეს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. მონაცემთა ბაზა ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ იძლეოდეს მონაცემების კატეგორიზაციის და ვიზუალიზაციის შესაძლებლობას (მაგ., რუკაზე აღნიშნული უნდა იყოს ყველა პქბ-იანი ტრანსფორმატორის ლოკაცია). 1.1.5. ტექნიკური მომსახურების გეგმა კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს პქბ-ს შემცველი მოწყობილობის რეგულარული ტექნიკური მომსახურება. ტექნიკური მომსახურების სიხშირის გასაკონტროლებლად უნდა იწარმოებოდეს ტექნიკური მომსახურების რეგისტრაციის ჟურნალი, რომელშიც აღინიშნება ყველა პქბ-იანი მოწყობილობა და აღირიცხება ყოველი ჩატარებული ტექნიკური მომსახურება. ე.წ „ჯვარედინი დაბინძურების“ თავიდან ასაცილებლად, პქბ-ს შემცველი მოწყობილობის ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს სპეციალური აღჭურვილობით, ტუმბოებით, შლანგებით, ინსტრუმენტებით და ა.შ. 1.1.6. პქბ-ის დაღვრის პრევენციის, მართვის და აღმოფხვრის გეგმა (დპმა-ს გეგმა) გარემოში პქბ-ს დაღვრის პრევენციისთვის და მსგავს სიტუაციაში შესაბამისი ქმედებების გეგმაზომიერი განხორციელებისთვის, კომპანიას უნდა გააჩნდეს დპმა-ს გეგმა. დპმა-ს გეგმა უნდა შემუშავდეს ისე, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკი სრულიად იქნეს აღმოფხვრილი, ან მინიმუმამდე დაყვანილი. კომპანიის პქბ-ზე პასუხისმგებელი პირია პასუხისმგებელი დპმა-ს გეგმით გათვალისწინებული პირობების/მოთხოვნების დაცვაზე და ქმედებების განხორციელებაზე. პქბ-ის დაღვრის პრევენციის, მართვის და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: პრევენცია: ყველა ისეთი ოთახის კარს, რომელშიც პქბ-ს შემცველი მოწყობილობები ან ნარჩენებია მოთავსებული ან დასაწყობებული, გარედან უნდა ჰქონდეს აღნიშვნა სპეციალური ეტიკეტით. ამასთან, აკრძალულია: ა) პქბ-იანი ტრანსფორმატორების შენახვა ან გამოყენება ნებისმიერ ისეთ ადგილზე, სადაც ადამიანის ან ცხოველის საკვები პროდუქტები შესაძლოა კონტაქტში შევიდეს ტრანსფორმატორებისგან გამოყოფილ პქბ-სთან; ბ) ადვილად აალებადი მასალების დასაწყობება პქბ-ის შემცველ მოწყობილობასთან, ან ნარჩენებთან ერთად. ინსტრუმენტები დაღვრის პრევენციისთვის: გაჟონვისას პქბ-ის გარემოში მოხვედრის პრევენციის მიზნით, ყველა ტრანსფორმატორის ქვეშ უნდა იყოს შემაკავებელი სისტემა (საუკეთესო საშუალებაა ფოლადის შემაკავებელი კონტეინერი. ასევე მისაღებია ტრანსფორმატორის გარშემო ბეტონის ან აგურის კედლები, თუ მათი ჰერმეტულობა დაცულია და შეკავების მოცულობა უფრო დიდია, ვიდრე ტრანსფორმატორში არსებული სითხის რაოდენობა). შემაკავებელი ბეტონის ავზების შემთხვევაში ისინი უნდა შეიცავდნენ სპეციალურ ზეთგამძლე საღებავს (მაგ., შესაბამისი ტიპის ეპოქსიდი). სათადარიგო მოწყობილობა ან ხმარებიდან ამოღებული მოწყობილობა და სხვა პქბ-ს ნარჩენები შენახული უნდა იქნეს ფოლადის ჭურჭელში ან ფოლადის კონტეინერში. იმ ოთახის იატაკი, სადაც ხორციელდება ტრანსფორმატორის დაცლა ან/და დაშლა, უნდა იყოს ჰერმეტული და გაუვნებელყოფისთვის მოსახერხებელი (მაგ. ეპოქსიდის საფარი). ყველა ზღურბლი უნდა იყოს მაღლა და იატაკთან ახლოს არსებული ყველა ღიობი უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული (დაღვრის შემთხვევაში პქბ-ის გარემოში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით). გამოსასწორებელი ზომები: პქბ-ს შემცველ მოწყობილობასთან ახლოს უნდა იყოს განთავსებული საგანგებო მართვის გეგმები. ინცინდენტის შემთხვევაში მყისიერი რეაგირებისთვის, შესაბამისი მასალები (დამცავი ხელთათმანები, წვეთსაკრები კონტეინერები, სარემონტო საშუალებები, შემწოვი (აბსორბენტი) გაჟონვის შესაჩერებლად და ა.შ) და ხელსაწყოები განთავსებული უნდა იყოს ხელმისაწვდომ ადგილზე. 1.1.7. ნარჩენების განთავსების და ობიექტის გაუვნებელყოფის გეგმა პქბ-ს შემცველი მოწყობილობების და ნარჩენების გაუვნებელყოფა და განთავსება უნდა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი უფლების (გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული − გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული − ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია) მქონე პირის მიერ. კომპანიას შემუშავებული უნდა ჰქონდეს პქბ-ს შემცველი მოწყობილობის განთავსების გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება მოწყობილობის გაუვნებელყოფის ან განთავსების თარიღები და მოწყობილობის თითოეული ერთეულის ჩანაცვლების საკითხი. იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული პქბ-ს წყლიდან, ნიადაგიდან და კანალიზაციის შლამიდან აორთქლება, გავრცელება და რეცირკულაცია, უნდა მოხდეს პქბ-ით დაბინძურებული ობიექტების და ნიადაგების გაუვნებელყოფა (მაგ: ნიადაგის შემთხვევაში, მისი აღდგენა შეიძლება მოხდეს ბაქტერიის გამოყენებით. შესაძლებელია ასევე მისი დაწვა ან გასუფთავება გამოტუტვით). აკრძალულია პქბ-ს შემცველ მოწყობილობასთან ან ნარჩენებთან ახლოს ადვილად აალებადი მასალების შენახვა. 1.1.8. ნარჩენების განთავსებისა და ობიექტის გაუვნებლობის პრიორიტეტები იმ რისკების მიხედვით, რომელსაც პქბ-ის შემცველი მოწყობილობები ან დაბინძურებული ობიექტები უქმნიან ადამიანს და გარემოს, არსებობს პრიორიტეტების სხვადასხვა დონე. პქბ-შემცველი სათადარიგო ზეთები, მოწყობილობები ან ნარჩენები უნდა იქნეს განთავსებული ან აღდგენილი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს წინაშე მათი დეკლარირებიდან არაუგვიანეს ორი წლისა. პრიორიტეტულად უნდა იქნეს გაუვნებელყოფილი, ან საბოლოოდ განთავსებული, პქბ-ს შემცველი შემდეგი ელექტრომოწყობილობები:
ყველა სხვა ელექტრომოწყობილობა, რომელშიც პქბ-ის კონცენტრაცია მერყეობს 0.005-სა და 0.05 მასურ წილს შორის (50 და 500 მგ/კგ), შეიძლება დარჩეს ექსპლუატაციაში მომსახურების ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლისა. უნდა იქნეს გაუვნებელყოფილი პქბ-ით დაბინძურებული ნიადაგი და/ან ობიექტები, რომლებიც უშუალოდ ახდენენ ზემოქმედებას გარემოზე ან ჯანმრთელობისთვის პოტენციურ რისკს წარმოადგენენ. მათ შორის შეიძლება იყოს მაგალითად, პქბ-ით დაბინძურებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ან სურსათის დამუშავების ადგილთან ახლოს მდებარე ობიექტი.
პქბ-ს შემცველ მოწყობილობას ტექნიკური მომსახურება უნდა ჩაუტარდეს მისი მწარმოებლის მიერ დადგენილი პროცედურის მიხედვით. ამასთან, პქბ-ის შემცველი ტრანსფორმატორების და კონდენსატორების ტექნიკური მომსახურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: 2.1. პქბ-ის შემცველი ტრანსფორმატორის შემოწმება 2.1.1. ვიზუალური დათვალიერება ექსპლუატაციაში მყოფი, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ტრანსფორმატორი რეგულარულად უნდა შემოწმდეს. რეგულარული შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს მოწყობილობის ვიზუალური დათვალიერების გზით, ცხრილი 1-ის (ტრანსფორმატორის რეგულარული დათვალიერება) მიხედვით. პქბ-ს შემცველი ტრანსფორმატორი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ყოველ კვარტალში ერთხელ მაინც. მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს ტრანსფორმატორების შემოწმების აღრიცხვის ჟურნალი. შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ნიშნებზე:
ცხრილი 1. ტრანსფორმატორის რეგულარული დათვალიერება
2.1.2. ტრანსფორმატორიდან გაჟონვა ტრანსფორმატორიდან გაჟონვის ან დაღვრის აღმოჩენის შემთხვევაში, იმისთვის, რომ შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები დაიგეგმოს და განხორციელდეს, პირველყოვლისა საჭიროა დადგინდეს გაჟონვის მიზეზი. გაჟონვის მიზეზი შეიძლება იყოს: ა) საჰერმეტიზაციო შუასადებებიდან და ჩობალებიდან გაჟონვა (ყველაზე გავრცელებული შემთხვევა); ბ) ტრანსფორმატორის მეტალის კონსტრუქციის დაზიანება; გ) ტრანსფორმატორის გარსაცმის მექანიკური და შემთხვევითი დაზიანება (ასეთ შემთხვევაში რეკომედებულია გაჟონვის ადგილის დროებითი ჰერმეტიზაცია საჰერმეტიზაციო პასტით და გაჟონვის ადგილის ქვეშ წვეთსაკრები კონტეინერის მოთავსება). ზემოაღნიშნული პირველადი ღონისძებების განხორციელების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სათანადო სარემონტო სამუშაოები; გ) გაჟონვა ასევე შეიძლება გამოიწვიოს გამაგრილებელი სითხის ნელი ტემპით დაშლამ, რაც ზრდის კოროზიულობას. თუ კოროზია უკვე შორს არის წასული და იწვევს გაჟონვას, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ტრანსფორმატორის საჰერმეტიზაციო პასტით ჰერმეტიზირება, რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი ექსპლუატაციიდან ამოღება და ახალი მოწყობილობით შეცვლა. 2.1.3. ტრანსფორმატორის ზეთის დონე ტრანსფორმატორების უმრავლესობას გააჩნია პირდაპირი ან არაპირდაპირი მოწყობილობა, რომელიც გამაგრილებელი სითხის დონის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. გამაგრილებელი სითხის დაწეული დონის შევსებამდე, შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ტრანსფორმატორი და ასევე გამაგრილებელი სითხე ჯერ უნდა შემოწმდეს პქბ-ს შემცველობაზე. 2.1.4. ტემპერატურის მაჩვენებელი ტემპერატურის მაჩვენებელი აჩვენებს ტრანსფორმატორში დიელექტრიკული სითხის ტემპერატურას. გადაჭარბებული ტემპერატურა მიუთითებს ტრანსფორმატორის გადახურებაზე, რაც სავარაუდოდ, დიელექტრიკული სითხის დაკარგვითაა გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული ზომები გადახურების მიზეზის დასადგენად. 2.1.5. წნევის მაჩვენებელი (მანოვაკუუმმეტრი) მანოვაკუუმმეტრი ზომავს წნევის ცვლილებებს დიალექტრიკულ სითხესა და ავზის ხუფს შორის არსებულ სივრცეში: უჩვეულოდ მაღალი წნევა მიანიშნებს იმაზე, რომ ადგილი ქონდა მოკლე ჩართვას და რკალის წარმოქმნას. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს საექსპლუატაციო გამოცდა. უჩვეულოდ დაბალი წნევა მიანიშნებს დიელექტრიკული ზეთის დაბალ დონეზე. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ქმედებები დიელექტრიკული ზეთის დაკარგვის მიზეზის დასადგენად. 2.1.6. კოროზია ავზზე და რადიატორის გაგრილების წიბოებზე რეგულარულად უნდა შემოწმდეს ავზის და რადიატორების გაგრილების წიბოს მდგომარეობა, ვინაიდან ისინი მიდრეკილნი არიან კოროზიისკენ. კოროზიის შემთხვევაში შესაბამისი ზონა მეტალის გამოჩენამდე უნდა გაიწმინდოს და შეიღებოს. 2.1.7. საექსპლუატაციო გამოცდები ტრანსფორმატორები რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა აღმოჩენილ იქნეს ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ტრანსფორმატორის ფუნქციონირების გაუარესების პირველ ნიშანს და შესაბამისად, შესაძლო რისკების წარმოშობის ნიშანსაც. სხვა მახასიათებლებთან ერთად უნდა შემოწმდეს:
2.2. პქბ-ის შემცველი კონდენსატორის შეფასება პქბ-ს შემცველი კონდენსატორის ვიზუალური დათვალიერება იძლევა საშუალებას, აღმოჩენილ იქნეს კონდენსატორის შემდეგი დაზიანებები:
გაჟონვის, ასევე, კონტეინერის გამობერვის ან დეფორმაციის აღმოჩენის პირველ ორ შემთხვევაში კონდენსატორი ამოღებული უნდა იქნეს ექსპლუატაციიდან და განთავსდეს გარემოსთვის უსაფრთხო ფორმით. ვიზუალურ დათვალიერებასთან ერთად უნდა განხორციელდეს კონდენსატორის ტექნიკური ინსპექტირებაც. ტექნიკური ინსპექტირება უნდა მოხდეს შესაბამისი კვალიფიციკაციის პერსონალის მიერ. ტექნიკური ინსპექტირების სიხშირე (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) დგინდება მოწყობილობის მფლობელის მიერ, მოწყობილობის მდგომარეობიდან გამომდინარე. 2.3. ექსპლუატაციაში მყოფი პქბ-ის შემცველი მოწყობილობის ტექნიკური მომსახურება პქბ-ის შემცველ მოწყობილობას ტექნიკური მომსახურება უნდა უტარდებოდეს მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით. პქბ-ის სწორი მართვისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნიკური მომსახურების შემდეგ საკითხებს:
პქბ-ს შემცველ მოწყობილობაზე ყველა სამუშაო უნდა ჩატარდეს კონკრეტული ობიექტის შესაბამისი უსაფრთხოების გეგმის მიხედვით. მომუშავე პერსონალს გავლილი უნდა hქონდეს შესაბამისი ტრენინგი მოწყობილობის ტექნიკურ მომსახურებასთან და სახიფათო მასალებთან ურთიერთობის მოპყრობასთან დაკავშირებით. მოწყობილობისთვის ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს გარემოს დაბინძურების რისკის მინიმუმამდე დაყვანით. ამ სამუშაოს განხორციელება უნდა დაიგეგმოს მოწყობილობის მწარმოებლის რეკომენდაციების/რეგულაციების მიხედვით. 2.4. საუკეთესო სამუშაო პრაქტიკა პქბ-ის შემცველ მოწყობილობაზე მსუბუქი სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარების დროს, პერსონალის და გარემოს უსაფრთხოებისთვის, უნდა გატარდეს უსაფრთხოების შემდეგი ზომები:
3.1. ტრანსფორმატორის და კონდენსატორის ექსპლუატაციიდან ამოღება ტრანსფორმატორის და კონდენსატორის ექსპლუატაციიდან ამოღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები, ელექტრომოწყობილობებზე განსახორციელებელი სამუშაოების წარმოების წესები და მოწყობილობის მწარმოებლის ინსტრუქციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მათ შორის, დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
-უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უსაფრთხოება და დამიწება სამუშაო ადგილზე;
კონდენსატორი უსაფრთხოდ უნდა იქნეს ადგილზე შეფუთული, შესაბამისი სტანდარტების მეტალის ცილინდრულ კონტეინერებში;
„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (შემდგომში − ADR) მიხედვით, პქბ-ის შემცველი მასალების სხვადასხვა ტიპის შეფუთვისთვის არსებობს შემდეგი სპეციფიკური მოთხოვნები: 4.1. შეფუთვა ADR-ის მიხედვით მყარი ნარჩენები უნდა შეიფუთოს მოსახსნელ თავსახურიანი მეტალის ცილინდრულ კონტეინერში, ხოლო თხევადი ნარჩენები − ჰერმეტულთავსახურიანი მეტალის ცილინდრულ კონტეინერში. ცხრილი 2. შეფუთვის ტიპები
შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს ADR-ის რეგულაციებში განსაზღვრულ ინსტრუქციებს. UN-ის მიერ დამოწმებულ მეტალის ცილინდრულ კონტეინერებს აქვთ სპეციალური ტვიფრი, რომელიც ადასტურებს წარმატებით გავლილ ტესტირებას. პქბ-ის შემცველი კონდენსატორების ტრანსპორტირების კოდი შეიძლება იკითხებოდეს შემდეგნაირად: UN 1A2 Y 400 03 CH2025 ცხრილი 3. UN-ის მიერ დამოწმებული ცილინდრული UN კონტეინერების კოდი
4.2. პქბ-ს ტრანსპორტირებისთვის საჭირო კონტეინერების ვარიანტები პქბ-ის ტრანსპორტირებისთვის, გარდა მეტალის ცილინდრული კონტეინერისა, შესაძლებელია ასევე შეფუთვის სხვა ტიპების გამოყენება, იმ პირობით, თუ ისინი დამოწმებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) მიერ და აკმაყოფილებენ ADR-ის ინსტრუქციებს, ტვირთების გადატანასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე სხვა მრავალი, UN-ის სტანდარტების შესაბამისი შეფუთვის ტიპები. შეფუთვის შესაბამისი მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ნარჩენების ტიპზე, მოცულობაზე, დამუშავება/ტრანსპორტირების წესებზე, განთავსება/დამუშავების მეთოდზე. დაბინძურებული ნიადაგის შემთხვევაში რეკომენდებულია UN-ის სტანდარტების შესაბამისი ტომრების გამოყენება. UN-ის სტანდარტების შესაბამისი მეტალის ცილინდრულ კონტეინერზე არის შესაბამისი ტვიფრი, რომელიც ადასტურებს წარმატებით გავლილ ტესტირებას. თუ ტვიფრის გაკეთება შეუძლებელია, კონტეინერს უნდა ჰქონდეს UN-ის სტანდარტების შესაბამისი ეტიკეტი. პქბ-ის შემცველი ან დაბინძურებული მყარი ნარჩენების შესანახად და ტრანსპორტირებისთვის შესაძლებელია UN-ის სტანდარტების შესაბამისი, სპეციალური კუბური კონტეინერების (IBC) გამოყენება. თუმცა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საუკეთესო ვარიანტია პქბ-ის ნარჩენების შენახვა UN-ის სტანდარტების შესაბამისი მეტალის ცილინდრულ კონტეინერებში. (მაგ.: კონდენსატორის შენახვა უნდა მოხდეს UN-ის მიერ დამოწმებულ კონტეინერში (1A2)). კონდენსატორი კონტეინერში უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. კონტეინერის შიგნით ნარჩენების ყოველგვარი მოძრაობა თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რაც შეიძლება განხორციელდეს აბსორბენტების, ხის, სქელი ქსოვილების, ა.შ. გამოყენებით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პქბ-ს შემცველი მჟონავი კონდენსატორების დემონტაჟისა და შეფუთვის სამუშაოების განხორციელების დროს. ამისთვის საჭიროა, კონდენსატორები ექსპლუატაციიდან ამოღებისთანავე განთავსდეს წვეთსაკრებ კონტეინერებზე. ზედაპირი უნდა გაიწმინდოს და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს ჟონვის შემაჩერებელი მოწყობილობა. კონდენსატორების შეფუთვისას შესაბამისი სივრცე უნდა დაიფაროს მაგ. ქიმიური ნივთიერებების შემწოვი სპეციალური ხალიჩით, ზეთის შემწოვი საფენი ან სხვა შესაფერისი მასალებით, რათა შეფუთვის პროცედურების დროს არ მოხდეს ჯვარედინი დაბინძურება ან რაიმე ინცინდენტი. ცარიელი კონტეინერიდან უნდა მოიხსნას ხუფი და კონტეინერი შემოწმდეს დაზიანებებზე, რადგან შეიძლება დაზიანებები ახალ კონტეინერსაც აღენიშნებოდეს. კონტეინერში, პირველ რიგში, თავსდება PE-LD კონტეინერების მიმყვანების სადებები. შემდეგ კონტეინერში უნდა მოთავსდეს ზეთის აბსორბენტის თხელი ფენა (მაგ., საშრობი მასალა). ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია პქბ-ს შემცველი კონდენსატორის კონტეინერში მოთავსება. კონტეინერში შეიძლება იმდენი კონდენსატორის მოთავსება, რამდენიც შესაძლებელია კონტეინერში არსებული სივრცის მიხედვით. ყოველი მოწყობილობის ირგვლივ და მოწყობილობების გარშემო უნდა მოთავსდეს ისეთი მასალა, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი მოძრაობა ტრანსპორტირების დროს. აღნიშნული მოთხოვნის დაცვა დამოკიდებულია ელქტრომოწყობილობის ზომაზე და ვრცელდება ძირითადად დაბალი და საშუალო ძაბვის კონდენსატორებზე. თუ კონდენსატორის სიმაღლე აჭარბებს კონტეინერის სიმაღლეს, მაშინ შესაძლოა საჭირო გახდეს მილისების ფრთხილად მოძრობა. ასეთი ქმედება შეიძლება იქნეს დაშვებული მას შემდეგ, რაც კონდენსატორები მოთავსდება კონტეინერებში. უკვე კონტეინერში მოთავსებული კონდენსატორები (დამდგარ მდგომარეობაში), რომლებსაც აღენიშნებათ გაჟონვები იზოლატორებზე, არ ქმნიან არავითარ რისკს. გარდა ამისა, თითოეულ კონტეინერში უნდა ჩაიყაროს ნახერხი, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ყოველგვარი თხევადი ნივთიერების აშრობა. შეუფუთავი ტრანსფორმატორების და კონდენსატორების ტრანსპორტირება შესაძლებელია გაჟონვისადმი მედეგი ჰერმეტული ქვეშებით აღჭურვილი ტვირთის გადამზიდი საშუალებებით, რომელთა მინიმალური ტევადობა შეადგენს ტრანსფორმატორში დარჩენილი პქბ სითხის მინიმუმ 125%-ს, ხოლო სიმაღლე − მინიმუმ 800 მმ-ს და შეიცავს საკმარის ინერტულ მასალას, რომელიც შეძლებს ააშროს ნებისმიერი სითხის მინიმუმ 1.1-ზე აღებული რაოდენობა. გადაზიდვის ჩვეულებრივი პირობების დროს, გაჟონვების პრევენციისთვის საჭიროა ადეკვატური ზომების მიღება, რათა მოხდეს ტრანფორმატორების და კონდენსატორების ჰერმეტიზაცია. ტრანფორმატორების ზომების გამო, ჩვეულებრივ, შეუძლებელია მათი ყუთებში, ან თუნდაც ცილინდრულ კონტეინერებში შენახვა. აქედან გამომდინარე, მათი მომზადება და დატვირთვა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ირგვლივ არსებული მასალების დაბინძურება. საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება გაჟონვის თავიდან ასარიდებლად და მოწყობილობების დასაცავად. უსაფრთხოების მიზნით, სადაც შესაძლებელია, უმჯობესია UN-ის სტანდარტების შესაბამისი კონტეინერების ან ალტერნატიულ შემთხვევაში, UN-ის სტანდარტების შესაბამისი ყუთების გამოყენება. დაზიანებული ან მჟონავი ცილინდრული კონტეინერები, ასევე ის კონტეინერები, რომლებიც სტანდარტებს არ შეესაბამებიან, შენახული უნდა იქნეს სპეციალურ საგანგებო კონტეინერებში. ამასთან, მიღებული უნდა იქნეს საჭირო ზომები შიგნით არსებული კონტეინერის მოძრაობის პრევენციისთვის. თუ საგანგებო კონტეინერით გადაიტანება თხევადი პქბ, მას უნდა დაემატოს შემწოვი მასალის საკმარისი რაოდენობა, რათა სასწრაფოდ მოხდეს შიდა კონტეინერიდან გამოსული სითხის აშრობა. 4.2.1. შეფუთვის ეტიკეტირება პქბ-ის შეფუთვა უნდა იყოს ეტიკეტირებული. ეტიკეტი მიანიშნებს შეფუთული ტვირთის საფრთხის შემცველობაზე. გაეროს რეკომენდაციები სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით − სტანდარტული რეგულაციები („ნარინჯისფერი წიგნი“) განსაზღვრავს სახიფათო მასალის ან ტვირთის იდენტიფიკაციას. ცხრილი 5. UN-ის ნომრები პქბ-ისთვის
4.2.2. ეტიკეტირება შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის სახიფათო ნარჩენების საგზაო გადაზიდვისას (ADR), თითოეულ შეფუთვას უნდა ჰქონდეს ზუსტი და გამძლე ეტიკეტი, შეფუთული ტვირთის UN-ის ნომრით, რომელშიც ასოები „UN” იქნება პირველ ადგილზე. ყოველ შეფუთვაზე უნდა მიეკრას კლასი 9-ის ეტიკეტი − „სხვა სახიფათო ნივთიერებები და ტვირთები“ (სურათი 1 და სურათი 2). საგანგებო კონტეინერის შემთხვევაში დამატებით უნდა ჰქონდეს აღნიშვნა − „შეფუთვა ტრანსპორტირებისთვის“.
სურათი 1: ეტიკეტირება ADR-ის მიხედვით თხევადი პქბ-ისთვის სურათი 2: ეტიკეტირება ADR-ის მიხედვით მყარი პქბ-ისთვის
შენიშვნა: კლასი 9-ის პიქტოგრამა შესულია UN-ის სტანდარტულ რეგულაციებში, მაგრამ არ არის შეტანილი GHS სისტემაში (გლობალური ჰარმონიზებული სისტემა), საშიშროების ტიპის გამო. GHS სისტემაში საშიშროების ბუნება განისაზღვრა ისე, რომ კლასი 9-ის მრავალი მასალა შეტანილია სხვა უფრო სპეციფიკურ კლასებში. მიუხედავად ამისა, ეტიკეტები მაინც იგივეა, რაც სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების რეგულაციებში. GHS სისტემა ეხება მხოლოდ მასალის შეფუთვას, ხოლო ნარჩენების შემთხვევაში არსებობს გარკვეული გამონაკლისები. ეს გამონაკლისები გულისხმობს ნაკლებად მკაცრ რეგულაციებს მასალების ზუსტ შემადგენლობებთან დაკავშირებით. (UN-ის ნომერი პქბ კონდენსატორისთვის არის UN 2315). საზღვაო გადაზიდვის კონტეინერის იდენტიფიკაცია განსხვავებულია. ასეთი გზავნილებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს IMDG (საერთაშორისო კოდექსი „სახიფათო ტვირთების საზღვაო გადაზიდვის შესახებ“). შეფუთვაზე, გარდა UN ნომრისა, მითითებული უნდა იყოს გადაზიდვის სახელი (პქბ) და მინიშნებები შემადგენლობაზე (თხევადი, მყარი). კონტეინერზე მიმაგრებული უნდა იყოს კლასი 9-ის ეტიკეტი და ასევე საზღვაო დაბინძურების იარლიყი. 2009 წლიდან საზღვაო დამაბინძურებლების ახალ ეტიკეტზე გამოსახულია მკვდარი ხე და მკვდარი თევზი.
სურათი 3: თხევადი პქბ-ის ეტიკეტირება -ის მიხედვით
სურათი 4: მყარი პქბ-ის ეტიკეტირება IMDG-ის მიხედვით
მეტეომედეგი ცილინდრული კონტეინერის ეტიკეტი, მინიმუმ, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
გარდა ამისა, მიზანშეწონილია შემდეგი მონაცემების დამატებაც:
პქბ ნარჩენების დეკლარირებისთვის გამოსაყენებელი ეტიკეტების მაგალითები:
4.3. შეფუთულ ნარჩენებთან მოპყრობა შეფუთული ცილინდრული კონტეინერი უნდა აიწონოს. ცილინდრული კონტეინერის ხუფზე ასევე მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
კონტეინერი ღია ხუფებით დაცულ უნდა იქნეს „არტაშანით“. 5. დროებითი შენახვა 5.1. დროებითი შენახვა − ადგილზე პქბ-ის შემცველი ნარჩენები უნდა განთავსდეს მხოლოდ სახიფათო ნარჩენების შენახვისთვის განკუთვნილ ადგილზე. პქბ-ის შემცველი მოწყობილობები უნდა შეიფუთოს უსაფრთხოდ და შესაბამისი წესების დაცვით, მათი ექსპლუატაციიდან ამოღებისთანავე, მაშინაც კი, თუ მათი განთავსება მოგვიანებით ხდება. პქბ ნარჩენების დროებითი (შუალედური) შენახვის სივრცე/ტერიტორია არ შეიძლება იყოს წყლის ობიექტთან, საცხოვრებელ ან სამეურნეო ტერიტორიასთან, ტყესთან, დაცულ ტერიტორიებთან, სურსათის გადამამუშავებელ/მწარმოებელ საწარმოსთან და სხვა მსგავს ობიექტთან ახლოს. პქბ-ს შემცველი მოწყობილობების დროებითი შენახვისთვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი მოთხოვნები:
ყველა ტვირთს/ნარჩენებს უნდა გაუკეთდეს ეტიკეტი, რომელზეც. სულ მცირე, აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
დაუშვებელია დროებითი შენახვა მიღებულ იქნეს, როგორც გრძელვადიანი გადაწყვეტილება. 5.2. ცენტრალური სასაწყობე პლატფორმა ცენტრალური სასაწყობე პლატფორმა უნდა უზრუნველყოფდეს საჭირო სივრცეს, სადაც შესაძლებელი იქნება პქბ მოწყობილობების და მასთან დაკავშირებული ნარჩენების თავმოყრა და შენახვა, მათ საბოლოო განთავსებამდე. პქბ მოწყობილობის და პქბ ნარჩენების შენახვა უნდა მოხდეს მათი კატეგორიის და პრიორიტეტულობის მიხედვით. პქბ ნარჩენის ყოველი ტიპისთვის/კატეგორიისთვის ცალკე უნდა განისაზღვროს შენახვის შესაბამისი ზონა. ტერიტორიის შერჩევისას შესწავლილი უნდა იქნეს არსებული მიწისქვეშა წყლები და მათი დონეები, არსებული ნიადაგის დაბინძურება და ნიადაგში შეღწევადობის რისკები. სასაწყობე პლატფორმის მოწყობისთვის შესაფერისი ადგილი უნდა განისაზღვროს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ადამიანზე და გარემოზე მავნე ზემოქმედების საშიშროება პქბ ნარჩენების შუალედური შენახვის ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების და საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის (BAT/BEP) მოთხოვნებს. ტექნიკური საშიშროება მთლიანი ტერიტორია, რომელიც გამოიყენება შუალედური შენახვისთვის, დაცული უნდა იყოს დაბინძურებული ზეთების და ქიმიური ნივთიერებების დაღვრისგან. მოსამზადებელი ზონა
ლოჯისტიკა
შემოსულ ტვირთთან მოპყრობა ნარჩენების ყოველი შემოსული პარტია უნდა შემოწმდეს, პარტიას უნდა ახლდეს:
შემოსული ნარჩენების პარტია:
დასაშლელი ან გასარემონტებელი ტრანსფორმატორები, რომლებიც მოწოდებულია სარკინიგზო ან საგზაო სატრანსპორტო საშუალებით, შენახული უნდა იქნეს დახურულ, დაღვრისგან დაცულ ადგილზე, იქამდე, სანამ არ მოხდება მათი შემოწმება პქბ-ით დაბინძურებაზე. შემოწმების შემდეგ უნდა მოხდეს მათი შენახვა საწყობის შენობის ცალკე, დაბინძურებული და დაუბინძურებელი ერთეულების განყოფილებებში. ყველა ერთეული (შეძლებისდაგვარად), უნდა მოთავსდეს წვეთსაკრებ კონტეინერებზე.
ტევადობა
საძირკველი
იატაკი
ბორდიურები
კედლები, კარები და ფანჯრები
გადახურვა
შენობის განლაგება შენობა დაყოფილი უნდა იყოს შემდეგ ზონებად:
სამუშაო ზონისთვის უნდა გამოიყოს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს სამუშაო პროცესი (ტრანსფორმატორების დაცლა, ნარჩენების დამუშავება, შეფუთვა და ა.შ.). ამ ზონის იატაკი უმჯობესია დაფარული იყოს ფოლადით და იყოს ჰერმეტული (ალტერნატივის სახით, შესაძლებელია პქბ-ის მიმართ მედეგი ეპოქსიდის საიზოლაციო საღებავის წასმა). პქბ ნარჩენები უნდა შეიფუთოს ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გაჟონვის ან დაღვრის ალბათობა (მაგ., UN-ის მიერ დამოწმებული ცილინდრულ კონტეინერებში). კონტეინერები უნდა იყოს გარკვევით ეტიკეტირებული, საწყობში შემოტანის თარიღის მითითებით. კონტეინერები ან პქბ-ის სხვა მოძრავი პორტატული კონტეინერები და პქბ მოწყობილობები უნდა მოთავსდეს პალეტებზე (ქვესადგამი). საკმარისი სივრცე უნდა იყოს დატოვებული შენახულ კონტეინერებსა და მოწყობილობას შორის, რათა შესაძლებელი იყოს შემოწმება და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო მოძრაობა. ცილინდრული კონტეინერები ან სხვა პქბ-ის სითხის შემცველი კონტეინერები ერთმანეთისგან უნდა განცალკევდეს პალეტების გამოყენებით. ორზე მეტი კონტეინერი ერთმანეთზე არ უნდა დაედოს. ვენტილაცია
სახანძრო განგაში/ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა
ელექტროგაყვანილობები
ინსტალაციები წყლის ჩასადინარის კონტროლისთვის
მილგაყვანილობა
საგანგებო სიტუაციების აღჭურვილობა
საგანგებო მართვის გეგმა
ჯანრმთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გეგმა
დაღვრის პრევენციის, მართვის და აღმოფხვრის გეგმა (დპმა-ის გეგმა)
შუალედური სასაწყობე პლატფორმის მონაცემთა ბაზა
მომუშავე პერსონალი დატრენინგებული უნდა იყოს პქბ-ის მართვის მოქმედ პროცედურებზე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების და გაწმენდის ტექნოლოგიების ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ცენტრალური სასაწყობე პლატფორმა და არც შენახვის სხვა რაიმე შენობა, მაშინ, მოკლევადიანი გამოყენებისთვის, შეიძლება გარკვეული ტიპის გადასაადგილებელი შუალედური შენახვის საწყობის დამონტაჟება. წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობის მიხედვით, ერთ-ერთი ვარიანტია 20’ ან 40’-იანი სატვირთო კონტეინერების გამოყენება ინტეგრირებული წვეთშემკრებებით. ვინაიდან ჩვეულებრივ სატვირთო კონტეინერს გააჩნია არა ფოლადის, არამედ მხოლოდ ხის ძირი, ამიტომ უნდა მოხდეს მისი შესაბამისი ადაპტირება. 5.3. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების ავტორიზაცია პქბ-ს შემცველი ნარჩენების შუალედური შენახვის ნაგებობის და ცენტრალური დასაწყობების სივრცის მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შესაბამისი ნებართვის შემდეგ, რაც წარმოადგენს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისგან ავტორიზაციის საგანს. გარდა ამისა, დროებითი შენახვის 12 თვეზე მეტ ხანს გაგრძელება ასევე წარმოადგენს კომპეტენტური ორგანოების მიერ დამოწმების საგანს. პქბ-ს შემცველი ნარჩენების შუალედური შენახვის ნაგებობის და ცენტრალური დასაწყობების სივრცის მოწყობისას გასათვალისწინებელია ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებელი მოთხოვნები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების შესაბამის ავტორიზაციასთან (რეგისტრაცია/გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/სკრინინგის პროცედურა) დაკავშირებით. 6. ტრანსპორტირება 6.1. სახიფათო ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა სახიფათო ნარჩენების გადასატანი სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით, გამოიყენება შემდეგი რეგულაციები:
ზემოაღნიშნული რეგულაციები (ADR/IMDG/RID/IATA-DGR) არსებითად ერთმანეთის მსგავსია. ძირითადი განსხვავება მდგომარეობს სპეციალური შეფუთვის, ეტიკეტირების და მოცულობის ლიმიტის განსაზღვრის საკითხებში, რაც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის, სახიფათო ტვირთის ტიპების მიხედვით, განსხვავებულია. ADR ძირითადი დაინტერესებული მხარეების ვალდებულებები ADR, ძირითადად, განასხვავებს ორ მთავარ მოქმედ პირს, რომელთა ვალდებულებები არის შემდეგი: ექსპორტიორი
გადამზიდავი
იმპორტიორი
6.2. დოკუმენტაცია ADR-ის მიხედვით, ყოველ გზავნილს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: გადაზიდვის დოკუმენტი გადაზიდვის დოკუმენტში ასახული უნდა იყოს ყოველი ტვირთის/ნარჩენის შემდეგი მონაცემები:
კონტეინერის შეფუთვის სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო ნარჩენების საზღვაო გადაზიდვა ხორციელდება სატვირთო კონტეინერით, კონტეინერის შეფუთვის სერტიფიკატი თან უნდა ერთოდეს გადაზიდვის დოკუმენტს (კონტეინერის შეფუთვის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ტვირთი შეიფუთა და დაიტვირთა IMDG-ის კოდექსის პარაგრაფი 5.4.2-ის მიხედვით). შესაძლებელია კონტეინერის შეფუთვის სერტიფიკატის ინტეგრირება გადაზიდვის დოკუმენტში. წერილობითი ინსტრუქციები იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ავარიის ან ინციდენტის შემთხვევაში დაუყოვნებლივი ზომების მიღება, თითოეული გადაზიდული ტვირთისთვის მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს „სახიფათო ტვირთის სატრასპორტო საშუალების საავარიო ბარათით“, რომელშიც ასახულია შემდეგი ინფორმაცია:
(სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არამხოლოდ ADR-ის რეგულაციები, არამედ „ბაზელის კონვენციის“ პროცედურებიც. ორი რეგულაციის დამთხვევის დროს საკმარისია სატრანსპორტო საშუალებაზე მაგალითად, „ბაზელის კონვენციის“ გადაზიდვის დოკუმენტის არსებობა). 6.3. სახიფათო ტვირთის შიდა გადაზიდვა პქბ-ს და პქბ ნარჩენების შიდა გადაზიდვა უნდა შეესაბამებოდეს სახიფათო ტვირთების მართვის ეროვნულ კანონმდებლობას. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი − „ნარჩენების ტრანსპორტირების წესი“ ეხება როგორც სახიფათო, ასევე, არასახიფათო ნარჩენებს. ეს წესი განსაზღვრავს სახიფათო/არასახიფათო ტვირთების გადამზიდველების და სატრანსპორტო საშუალების მძღოლების ვალდებულებებს. კონტეინერების გამოყენებისა და ტექნიკური მომსახურების მოთხოვნებს, პასუხისმგებლობებს. მუნიციპალური ნაჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება რეგულირდება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №159 დადგენილებით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი − „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი” ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. სახიფათო ნარჩენებისთვის კონტეინერის და მისი მახასიათებლების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს H კოდები, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონტეინერის დაზიანება (მაგ., კოროზია). კონტეინერები უნდა იყოს მათში შესანახი ნარჩენების ტიპის შესაბამისი (მაგ., აკრძალულია მეტალის კონტეინერში მჟავების შენახვა, ან გამხსნელების პლასტმასში შენახვა). „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილების დანიშნულებაა რეგისტრაციის პროცესის განსაზღვრა, სპეციალური პირობების და მოთხოვნების დადგენა, რომლებიც უნდა შესრულდეს იმ დაინტერესებული მხარის მიერ, რომელსაც სურს ისარგებლოს რეგისტრაციის უფლებით, რათა განახორციელოს თავისი საქმიანობა ნარჩენების მართვის სფეროში. განაცხადის და დოკუმენტაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. დადგენილება განსაზღვრავს საქმიანობების სიას, განაცხადის ფორმას, განაცხადის შევსების ინსტრუქციას. მხოლოდ დარეგისტრირებულ კომპანიებს (კომპანიები, რომლებსაც უკვე დარეგისტრირებული აქვთ აღნიშნული საწესდებო დოკუმენტში აღწერილი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა) აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში, ან შესთავაზონ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურება. შიდა გადაზიდვის დროს გადაზიდვის დოკუმენტაცია თან უნდა ახლდეს ნარჩენებს. 6.4. სახიფათო ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაადგილება პქბ-ის ნარჩენების სხვა ქვეყნებში ექსპორტის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს „ბაზელის კონვენციის“ პროცედურები. „ბაზელის კონვენციის“ ფარგლებში დადგენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა მდგომარეობს იმაში, რომ სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წინ უძღვის წერილობითი შეტყობინება ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ქვეყნების კომპენტენტურ ორგანოებთან და აღნიშნული ორგანოები გასცემენ თანხმობას ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე. გარდა ამისა, სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ყველა პარტიას თან უნდა ახლდეს გადაზიდვის დოკუმენტი, ტრანსსასაზღვრო გადაადგილების დაწყების მომენტიდან საბოლოო განთავსების მომენტამდე. 6.5. დატვირთვა და უსაფრთხოების შემოწმება ტრანსპორტირებამდე შეფუთვის და ტრანსპორტირების ტიპი დამოკიდებულია სახიფათო ნარჩენების განთავსების მეთოდზე, რომელიც შესაძლოა იყოს განსხვავებული. დაუშვებელია პქბ-ის ან პქბ-ის შემცველი მოწყობილობების ნარჩენების ჩათვლით დატვირთვა ან გადატანა ისეთი პირის მიერ, რომელსაც არ აქვს გავლილი სპეციალური ტრენინგი, ან იგივე ქმედების განხორციელება შესაბამისად დატრენინგებული პირის უშუალო ზედამხედველობის გარეშე. 6.5.1. სატვირთოზე დატვირთვა ადგილობრივი გადაზიდვისთვის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ყველა სახიფათო ნარჩენი უნდა შეიფუთოს და მოხდეს ეტიკეტირება ADR-ის მიხედვით. 6.5.2. კონტეინერების დატვირთვა საერთაშორისო გადაზიდვისთვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ პქბ-ის შემცველი ნარჩენების დატვირთვა უნდა მოხდეს ერთი მოქმედებით. აქედან გამომდინარე, კონტეინერების დატვირთვა ხდება მათ ტრანსპროტირებამდე ცოტა ხნით ადრე. კონტეინერებმა უნდა გაიარონ შემოწმება საბაჟოს მიერ. კონტეინერების დატვირთვამდე, პირველ რიგში, საჭიროა მათი მდგომარეობის შემოწმება. დასატვირთი ზედაპირიდან უნდა მოხდეს ყოველგვარი მტვრის და დაბინძურების მოცილება. თითოეული ცილინდრული კონტეინერი უნდა შემოწმდეს უსაფრთხოებაზე და შესაძლო დაზიანებებზე. უნდა მოხდეს კონტეინერების სატრანსპორტო დამუშავება. ყოველი დატვირთული კონტეინერის კოდი, შიგთავსი, ნომერი და წონა უნდა აღირიცხოს კონტეინერის დატვირთვის სიაში. აწონვის სამუშაოებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს დაკალიბრებული სასწორი. დაშვებულია მხოლოდ აწონილი და შემოწმებული ერთეულების დატვირთვა. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის შეიძლება სხვადასხვა ტიპის კონტეინერის გამოყენება. ნარჩენების დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტვირთმა არ იმოძრავოს. ტვირთის ადგილზე იდეალურად დაფიქსირება შეიძლება სივრცის ოპტიმალური გამოყენებით და უსაფრთხოების ზომების დაცვით, როგორებიცაა მომჭერი სალტეები, დაცურებისგან დამცავი ხის ფიცრები და საჰაერო ბალიშები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტვირთის წონა თანაბრად იყოს გადანაწილებული სატვირთოებში ან კონტეინერებში. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ტვირთის საერთო წონა, რომელიც შეიძლება იცვლებოდეს ქვეყნების მიხედვით. ტრანსპორტირებისთვის 20-ტონიანი სატვირთო კონტეინერების გამოყენების შემთხვევაში საკმარისი სივრცე იქნება 36 ცალი UN-ის სტანდარტების შესაბამისი ცილინდრული კონტეინერებისთვის ერთ წყებაში. კონტეინერებში უნდა დაიტვირთოს ცილინდრული კონტეინერების ორი წყება, მაშასადამე, სულ 72 ცილინდრული კონტეინერი უნდა განთავსდეს ერთ სატვირთო კონტეინერში. ტრანსფორმატორების (დაცლილი) ტრანსპორტირებისას მოწყობილობები მჭიდროდ უნდა იყოს ფიქსირებული, საკმარისად ძლიერი სალტეების გამოყენებით, რომელიც მიმაგრებული იქნება ამწის ყუნწზე. დატვირთვა იოლდება თავღია სატვირთო კონტეინერების გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, ასეთი კონტეინერები, წვიმისგან დასაცავად, წყალგაუმტარი ბრეზენტით უნდა იქნეს გადახურული. ისეთი პქბ-ის შემცველი ტრანსფორმატორების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, რომელთა დაცლა არ მომხდარა, არსებობს ასევე სპეციალური კონტეინერები. 6.6. ნარჩენების საჰაერო გადაზიდვა პქბ-ის საჰაერო ტარნსპორტირებისთვის დაშვებულია UN 2315 და 3432 ეტიკეტის მქონე ტვირთები. თუმცა IATA-ს რეგულაციები ჩვეულებრივ განიხილავს ნივთიერებებს მხოლოდ მათი საწყისი, სუფთა ფორმით და არა ნარჩენების სახით. აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი და რეკომენდებული სახიფათო ნარჩენების საჰაერო გადაზიდვა. თუ საჰაერო გადაზიდვა ქვეყნის მიერ სერიოზულად განიხილება, მაშინ საჭიროა საკითხის დეტალური შესწავლა ყველა კომპეტენტურ ორგანოსთან ერთად, IATA-ს ჩათვლით. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს შეფუთვის სპეციალური ინსტრუქციები. შეფუთვაზე, დატვირთვაზე და გაგზავნაზე პასუხისმგებელ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეს სპეციალური ტრენინგი და უნდა გააჩნდეთ ოფიციალური ნებართვა მსგავსი სამუშაოების შესრულებაზე (სპეციალური მოწმობა). 7. წინასწარი დამუშავება, დამუშავება და განთავსება 7.1. ტექნოლოგიები და მეთოდები ქვემოთ ჩამოთვლილი ტექნოლოგიები მოიცავენ ტრანსფორმატორის შემადგენელი ნაწილების დამუშავების და აღდგენის ხარისხის ფართო სპექტრს, რაც ტექნოლოგიების შედარების დროს წარმოადგენს გასათვალისწინებელ ფაქტორს. გაუვნებელყოფა ყოველთვის არ გამოიყენება ყველა შემადგენელი ნაწილებისათვის, რაც გულისხმობს, რომ ნარჩენი რჩება და უნდა მოხდეს მისი ინსინერაცია. საუკეთესო შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ფოროვანი ნაწილები (ხე და ქაღალდი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხანგრძლივი დამუშავებისთვის გამოიყენება გამხსნელის ტექნიკა. გაუვნებელყოფის ტექნოლოგიები და პროცედურები უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რათა შესაძლებელი გახდეს სპეციფიკური არასასურველი შენაერთების და ელემენტების შემცირებით, ელიმინაციით და/ან დაშლით, კონცენტრაციის საჭირო ზღვრულ ნიშნულამდე დაყვანის წინასწარი განსაზღვრა, პოტენციური საშიშროების და არაგონივრული რისკების გარეშე. გაუვნებელყოფის საქმიანობისას გამოყენებული უნდა იქნეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები (BAT) და საუკეთესო გარემოს დაცვის პრაქტიკა (BEP), რათა გარანტირებული იყოს მოწყობილობების და საიზოლაციო სითხეების დარჩენილი საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში, დიელექტრული მუშაობის ხარისხი და მოწყობილობის გამართული ფუნქციონირება. ამგვარი ტექნოლოგიები ასევე უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგს:
7.2. პქბ-ის წინასწარი დამუშავების ტექნოლოგიები პირველ რიგში იცლება ტრანსფორმატორი. ზეთი თავსდება ცალკე. „ცარიელი“ ტრანსფორმატორი მაინც შეიცავს დაახლოებით 3-დან 10%-მდე ზეთს. 10%-მდე რჩება დიელექტრიკული ზეთის შემთხვევაში, მისი მაღალი სიმკვრივის გამო. გარდა ამისა, ხის, ქაღალდის და ა.შ შემცველობაზე მოდის დანარჩენი სითხე. ტრანსფორმატორებისთვის საჭიროა ცალკე დამუშავება. იგივე ვრცელდება ყველა სხვა მოწყობილობაზე, რომელიც შეიცავს „სუფთა“ პქბ-ს. ტრანსფორმატორები საჭიროებენ სპეციალურ დამუშავებას. დიელექტრიკული ზეთის შემცველი ტრანსფორმატორების შემთხვევაში გამხსნელის საშუალებით ექსტრაქცია ერთ-ერთი საშუალებაა. ზოგიერთი კომპანია მოწყობილობის შიდა ნაწილს (გულანას) დებს ავტოკლავში და პქბ-ს იღებს გამხსნელით და ვაკუუმით, ცარიელი კარკასები იწმინდება იგივენაირად. ალტერნატივის სახით, შესაძლებელია თვითონ ტრანსფორმატორი გამოვიყენოთ როგორც ავტოკლავი და მოვახდინოთ გამხსნელის ცირკულაცია ცარიელ ტრანსფორმატორში. ორივე შემთხვევაში ხდება გამხსნელის ხელახალი დისტილაცია და პქბ-ის გამოღება ინსინერაციისთვის. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ მხოლოდ გამხსნელს შეუძლია დიელექტრიკული ზეთის მოშორება არაფოროვანი მასალისგან. არაქლორირებული გამხსნელების გამოყენება უფრო მიზანშეწონილია ეკოლოგიური თვალსაზრისით, მათი დაბალი აალების ტემპერატურის გამო. აქედან გამომდინარე, გამოიყენება ქლორირებული გამხსნელები, როგორიცაა პერქლორეთილენი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პოტენციურ დაბინძურებებს. დამუშავების ამ პროცესის შემდეგ, ტრანსფორმატორის კოჭები ფრთხილად უნდა დაიშალოს. ფოროვანი ნაწილები, მათ შიდა ნაწილებში, კიდევ შეიცავენ პქბ-ს და იფუთებიან შესაბამის შესაფუთ საშუალებებში ავტორიზებულ განთავსების ადგილზე მათი საბოლოო განთავსებისთვის. გამხსნელით წინასწარ დამუშავების შემდეგ, პქბ მაინც რჩება ხვეულაზე და გულანას შრეებზე. აქედან გამომდინარე, გულანას შრეები და ხვეულები საჭიროებენ დამატებით გაწმენდის პროცედურებს სპეციალურ სარეცხ მანქანებში გამხსნელის გამოყენებით. ამ პროცედურის შემდეგ აღებული უნდა იქნეს სინჯები, რათა შემოწმდეს პროცედურის წარმატებით ჩატარება. თუ მეტალის ნაწილები თავისუფალია პქბ-სგან, მაშინ დაშვებულია მათი, როგორც მეორადი ნედლეული მასალის გაყიდვა. 7.3. პქბ-ის წვის ტექნოლოგიები მაღალტემპერატურული ინსინერაცია არის ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება პქბ-ის მაღალი შემცველობის მქონე ნარჩენების გასანადგურებლად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. თანამედროვე ინსინერატორებს გააჩნიათ მინიმუმ 99.99999%-იანი ეფექტურობა პქბ-ის უმაღლესი კონცენტრაციის დონის დროს. იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს ნარჩენების დაშლის აღნიშნული ხარისხი, ინსინერატორების მუშაობა ხდება 1100 °C-ზე მაღალ ტემპერატურებზე, 2 წამზე მეტი შესვენების დროით, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილია სათანადო შერევა. განთავსების ხარჯები ჩვეულებრივ უფრო ნაკლებია პქბ-ის მაღალი შემცველობის ნარჩენების შემთხვევაში, ვიდრე სხვა განთავსების მეთოდების დროს. სახიფათო ნარჩენების ინსინერაციასთან დაკავშირებით ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოების წინააღმდეგობამ გამოიწვია სხვადასხვა, არა-ინსინერაციის ტექნოლოგიების დანერგვა. თუმცა ამ შემთხვევაში განთავსების ხარჯები შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ინსინერაციის შედეგად დიოქსინების და ფურანების წარმოქმნა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემატური საკითხია. მაღალ ტემპერატურაზე ინსინერაცისას გამოყენებული ინსინერატორი უნდა აკმაყოფილებდეს დიოქსინებისა და ფურანების გამოყოფის დასაშვებ დადგენილ ზღვარს <0.1 ნგ I-TEQ/ნმ3 11% O 2-ზე. ინსინერატორების უმეტესი ნაწილი წარმოადგენს მსხვილ სტაციონარულ მოწყობილობებს. მაღალ ტემპერატურაზე ინსინერაცია მთავარი საშუალებაა „სუფთა“ პქბ-ის განადგურებისთვის. ინსინერატორი უზრუნველყოფს მაქსიმალურად დაბალ ემისიებს. ინსინერატორმა შეიძლება მიიღოს ნებისმიერ სახის პქბ ნარჩენები, რომლებიც შეიძლება ან ამოიტუმბოს (სითხეები), ან შეიფუთოს ცილინდრულ კონტეინერებში. ცილინდრულ კონტეინერებში მოთავსებული პქბ ელევატორის საშუალებით თავსდება ინსინერატორის გამოსაწვავ ღუმელში. სითხეები ჩვეულებრივ იტუმბება გამოსაწვავ ღუმელში შესანახი ავზიდან ინჟექტორების მეშვეობით. ტრანსფორმატორის ზომებიდან გამომდინარე, განთავსებამდე უნდა მოხდეს მათი დემონტაჟი. დანართი №5 დიელექტრიკული ზეთის გაჟონვის, ჯვარედინი დაბინძურების პრევენციის, აღკვეთის, ასევე ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციის და აღჭურვილობის ეტიკეტირების წესი ეს დანართი განსაზღვრავს დიელექტრიკული ზეთის გაჟონვისა და ჯვარედინი დაბინძურების პრევენციისა და აღკვეთის წესს, ასევე, დაბინძურებული ზეთების რეგენერაციისა და გადამუშავების პროცედურას. 1. ჯვარედინი დაბინძურების შესაძლებლობები პქბ-ს გავრცელება, ძირითადად, ხდება ჯვარედინი დაბინძურების შედეგად. პქბ-ით ზეთის ჯვარედინ დაბინძურებას ადგილი აქვს, როდესაც პქბ, პქბ-შემცველი ზეთიდან, ხვდება პქბ-ის არშემცველ ზეთში. ჯვარედინი დაბინძურების მიზეზი შეიძლება იყოს დაუდევრობა, ზეთში პქბ შემცველობის დონის არცოდნა, ტრანსფორმატორის ზეთით შევსება/გამოცვლა, ტრანსფორმატორის სრული რემონტი და სხვ. პქბ-ს შემცველ მოწყობილობებთან მუშაობის დროს მნიშვნელოვანია ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილება. ჯვარედინ დაბინძურებას შეიძლება ადგილი ქონდეს შემდეგ შემთხვევებში:
2. პქბ ზეთის ჯვარედინი დაბინძურების დონეები 2.1. პქბ-ის შემცველი ზეთის ჯვარედინი დაბინძურება მარტივად ხდება ორი ტიპის მასალის − პქბ-ით დაბინძურებული და პქბ-ით დაუბინძურებელი მასალების გაზავებით ან მათი შემთხვევითი კონტაქტით. ზეთებთან და ზეთიან აღჭურვილობასთან მუშაობის დროს, პქბ-ის ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია პქბ-ის შემცველობის შუალედური ტესტირება. 2.2. ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსფორმატორების ზეთის დაბინძურება პქბ-ით ხდება რამდენიმე ათას PPM დონემდე. ტრანსფორმატორის ზეთებს, პქბ-ს დაბინძურების დონეების მიხედვით, განსხვავებული სახელები ენიჭება:
3. ზეთისა და აღჭურვილობის ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების პროცედურა ზეთისა და აღჭურვილობის ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მოთხოვნები:
4. პქბ ზეთით ჯვარედინი დაბინძურების აღკვეთის პროცედურა პქბ ზეთით ჯვარედინი დაბინძურების აღკვეთისთვის სავალდებულოაა:
5. ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციისა და გადამუშავების პროცედურა ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციისა და გადამუშავებისას საჭიროა:
6. აღჭურვილობის ეტიკეტირება
7. ეტიკეტირების მოთხოვნები 1. ელექტრომომარაგების სისტემებში და აღჭურვილობის გაგრილების სისტემებში სხვადასხვა სახის სითხეები გამოიყენება. პქბ ამ სითხეების რიცხვში შედის. ასეთი მასალის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს მათი შესაბამისი ეტიკეტირება. ეტიკეტირება უნდა მოხდეს შემდეგი პქბ კლასიფიკაციით:
2. პქბ-ის სტანდარტული ფირფიტები ოთხკუთხედია და ზომები იწყება 2,5 სმ ინტერვალით, 5 x 5 სანტიმეტრიდან 15 x 15 სანტიმეტრამდე.
დანართი №6 პოლიქლორირებულ ბიფენილებთან (პქბ) მოპყრობის უსაფრთხოებისა და შესაძლო რისკების მართვის წესი 1. უსაფრთხოება 1.1 უსაფრთხოების ზომები ადგილზე ჩასატარებელი ტექნიკური უსაფრთხოების ზოგადი ზომები უნდა იქნეს გამოცემული ინსტრუქციების სახით, რომელიც ხელს უწყობს შესაბამის სფეროში რეგულაციების მოთხოვნების იმპლემენტაციას. პქბ-ის მავნე თვისებების და მათი ბიოაკუმულირების უნარის გამო, საჭიროა უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვა პქბ-ის შემცველი მასალების დასაწყობების, დატვირთვა-გადმოტვირთვის და გამოყენების დროს, კერძოდ:
ზოგადად, არსებობს მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისგან პერსონალის დაცვის სამი ძირითადი გზა: 1. დაბინძურების ყველა შესაძლო წყაროსთან პერსონალის კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა. 2. დამბინძურების პოტენციური წყაროების კონტროლი მათთან კონტაქტის მინიმუმამდე შემცირების მიზნით. 3. პერსონალის დაცვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. უსაფრთხოების ზომები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის ეროვნულ უსაფრთხოების სტანდარტებს. 1.2 უსაფრთხოების რეგულაციები ელექტრომოწყობილობასთან მუშაობის დროს 1.2.1 მაღალი ძაბვის მოწყობილობებთან მუშაობა და შესაძლო დაბრკოლებები საიზოლაციო ზეთის შემცველ ელექტრომოწყობილობასთან მუშაობისას საჭიროა დაცული იქნეს უსაფრთხოების ყველა პროცედურა, რომელიც განსაზღვრულია მწარმოებლის ან მოწყობილობის მომწოდებლის მიერ. აღნიშნული პროცედურები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
1.2.2. დაცვის საშუალებები მაღალი ძაბვის მოწყობილობებთან მუშაობის დროს მაღალი ძაბვის მოწყობილობებთან მომუშავე ყველა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
მაღალი ძაბვის მოწყობილობების ზონაში ყოფნა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო. შესაბამისად, ყველა უცხო მომუშავე პირი ან ვიზიტორი უნდა იქნეს გაფრთხილებული შესაბამისი ინსტრუქციების გაცნობის საჭიროების შესახებ. 1.3. პქბ-ის მავნე ზემოქმედების შემცირება 1.3.1 უსაფრთხოების რეგულაციები პქბ-თან მიმართებაში არსებობს პქბ-ის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის სამი გზა:
პქბ-თან მომუშავე პირებისთვის ყველაზე სარისკოა ზემოქმედება კანზე, რადგან კანი სწრაფად შეიწოვს პქბ-ს შემცველ ზეთს. მაშასადამე, მნიშვნელოვანია თავიდან იქნეს აცილებული პქბ-თან კანის პირდაპირი კონტაქტი:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი შეიწოვს საკვები პროდუქტებიდან მიღებულ პქბ-ის მცირე რაოდენობას. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს შემდეგ წესებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პქბ-ის გაზრდილი დოზით ათვისება პქბ-ის შემცველ მოწყობილობებთან და ზეთებთან მუშაობის დროს:
პქბ ორთქლდება ნელი ტემპით, მაშასადამე, თუ ოთახი სათანადოდ არის განიავებული ორგანიზმის მიერ მათი შეწოვა უმნიშვნელოა:
შესაფერისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა უნდა მოხდეს შესასრულებელი სამუშაოს და მასთან დაკავშირებული რისკების მიხედვით. 1.3.2. პქბ-ით დაბინძურებულ სითხეებთან და მოწყობილობებთან მუშაობისას ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა პქბ-ს შემცველ სითხეებთან და დაბინძურებულ მასალებთან მომუშავე პირებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი უსაფრთხოების ზომები:
- ქიმიური ნივთიერებებისგან დამცავი კომბინეზონი; - ქიმიური ნივთიერებებისგან დამცავი ხელთათმანები; - ჩექმები, ან ფეხსაცმელზე ერთჯერადი გადასაცმელი.
პქბ-ის მავნე ზემოქმედების სიმპტომებია − აკნე, თვალის გაღიზიანება, ძილიანობა, თავის ტკივილი და ყელის ტკივილი. პქბ-ის დაღვრის დროს უნდა მოხდეს მისი შეკავება საშრობი საშუალებებით, რომელიც უნდა მოთავსდეს ფოლადის ცილინდრულ კონტეინერებში მისი შემდგომი უსაფრთხო განთავსებისთვის. პქბ-ის დაღვრებთან მუშაობის დროს, მუშებმა უნდა განახორციელონ პირველადი დახმარების შემდეგი ზომები:
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევისას გასათვალისწინებელი ასპექტები ვინაიდან პქბ-სთან დაკავშირებული მთავარი საფრთხე არის მათი კანზე მოხვედრა, მნიშვნელოვანია ყურადღებით იქნეს შერჩეული დამცავი ტანსაცმელი, როგორებიცაა კომბინეზონები, რეზინის მაღალყელიანი ჩექმები, ხელთათმანები და თვალის დამცავები. პქბ-ს შეუძლია მასალების უმეტეს ნაწილში შეღწევა, კერძოდ ზოგიერთი ბუნებრივი მასალა განსაკუთრებით კარგად ატარებს პქბ-ებს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია მსგავსი მასალებიდან დამზადებული დამცავი ტანსაცმლის გამოყენება. დამცავ ტამსაცმელში მიზანშეწონილია ქიმიური ნივთიერებების მიმართ მედეგი − რეზინის, ელასტომერული და ლამინირებული მასალების გამოყენება. აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რეგულარული შეცვლა. დამცავი ტანსაცმლის მწარმოებელი იძლევა მონაცემებს იმაზე, თუ იგი რა დონით იცავს პქბ-ის შეღწევისგან. აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა მიახლოებით იმ დროის გასაანგარიშებლად, რომელშიც პქბ-ი აღწევენ დამცავ საშუალებებში. აღნიშნულს უწოდებენ მასალაში პქბ-ს შეღწევის დროს. შეღწევის დრო დამოკიდებულია დამცავი საშუალებების პქბ-თან კონტაქტის ხანგრძლივობასთან/სიხშირესთან და შესაძლოა იცვლებოდეს განსახორციელებული სამუშაოს მიხედვით. რეზინის ჩექმების გამოყენების შემთხვევაში ჩექმები რეგულარულად უნდა შეიცვალოს და გამოყენებულ იქნეს სპეციალური ერთჯერადი ფეხის დამცავები, რომლის ტარებაც შეიძლება ჩექმის ან შიგნიდან, ან გარედან. ლაბორატორიული სამუშაოების წარმოებისას, კანზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ხალათი და შესაბამისი ერთჯერადი ხელთათმანები. თუ არსებობს მტვრის ან კვამლის წარმოქმნის საშიშროება, მაშინ რეკომენდებულია გამწოვი მოწყობილობის გამოყენება. საჭიროა ყველა პოტენციურად დაბინძურებული დამცავი საშუალებები მიჩნეული იქნეს, როგორც პქბ-იანი ნარჩენები და მოხდეს მათი შესაბამისად განთავსება. პქბ-თან მომუშავე, ან მათი მავნე ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ დაცვის საშუალებები. დაცვის დონე და დამცავი საშუალებების შერჩევა დამოკიდებულია შესასრულებელ სამუშაოზე.
პქბ-ის შემცველი მასალების დასამუშავებლად, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილები მოცემულია ქვემოთ:
სურათი 1: მთლიანი კომბინეზონი, სურათი 2: რესპირატორული დაცვის ნიღაბი, ერთმხრივი, ზეთგამძლე მსუბუქი, FFP2ანr 3
ნიღბების და ფილტრების, შესაბამისად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გონივრული შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს რისკების შეფასებას, რადგან შესასრულებელი სამუშაოს ტიპიდან გამომდინარე, ადგილზე შესაძლოა აღმოჩნდეს სხვა ტიპის მავნე ნივთიერებები.
სურათი 5: დამცავი ხელთათმანები, სურათი 6: დამცავი სათვალე ნიტრილი, EN 388, ზეთგამძლე
ცალმხრივი ხელთათმანები თხევადი სინჯების აღებისთვის დამზადებული უნდა იყოს ნიტრილისგან ან ვინილისგან. არ შეიძლება ლატექსის ან ბუტილის რეზინის ხელთათმანების გამოყენება, რადგან პქბ-ს შეუძლიათ მათში შეღწევა!
1.3.3. ვენტილაცია
შესაბამისად გამართული სავენტილაციო სისტემა უზრუნველყოფს პქბ-ის ორთქლის ან აეროზოლის შემცირებას. სპეციალური შენობებისთვის ვენტილაცია შესაძლოა პროექტის შემადგენელი ნაწილი იყოს, ხოლო დროებითი ობიექტების შემთხვევაში ვენტილაცია ჩაითვლება გამართულად, თუ ჰაერის მიწოდება აღემატება გამოყოფილი ჰაერის რაოდენობას. პქბ-ის ორთქლი და აეროზოლი ჩვეულებრივ უფრო მძიმეა, ვიდრე ჰაერი და. შესაბამისად, უფრო იოლად კონტროლდება ვენტილაციით. იქ, სადაც საჭიროა მექანიკური ვენტილაცია, აუცილებელია იგი განხორციელდეს გასაფილტრი მოწყობილობის გამოყენებით. გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ორსაფეხურიანი ფილტრაციის გამოყენება. ქსოვილის ან ელექტროსტატიკური ფილტრი მოაშორებს აეროზოლს, ხოლო აქტივირებული ნახშირის ფილტრი მოაშორებს ორთქლს. რესპირატორული დაცვის საშუალებები (რდს) რესპირატორული დაცვის საშუალებები (რდს) საჭიროა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ:
საჭიროა ისეთი რესპირატორული დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალის მაქსიმალურ დაცვას. აღნიშნული საშუალებები უნდა იყოს სტანდარტების შესაბამისი. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალი რეგულარულად იყენებს მრავალჯერადი გამოყენების რდს-ს, არსებობს რდს-ს პქბ-ით დაბინძურების ალბათობა, რაც შესაბამისად იწვევს პერსონალის სახის დაბინძურებას. პერსონალის სახის დაბინძურება შეიძლება მოხდეს რდს-ის მიერ პქბ-ის შეწოვა/გატარებით და ნიღაბის შიგნით დაგროვებით, რაც თავის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ნიღბის გამოყენების წესების დარღვევით. აღნიშნული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით საჭიროა მოხდეს პესონალის ინფორმირება რდს-ის სწორი გამოყენების წესების (რეგულარული გაწმენდა, ტექნიკური მომსახურება და სხვა) თაობაზე. 1.4. გარემოს დაცვა პქბ-თან მუშაობისას, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შემდეგი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება:
2. შესაძლო რისკები და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება 2.1. რისკის დონეები პერსონალის დაცვის დონე უნდა შეესაბამებოდეს რისკის დონეს, რომლის ქვეშაც ისინი იმყოფებიან. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ორი ტიპის საგანგებო სიტუაცია: - მაღალი რისკი (პქბ-ის დიდ რაოდენობებთან ან მაღალ კონცენტრაციებთან მუშაობის დროს); - დაბალი რისკი (პქბ-ის მცირე რაოდენობებთან ან დაბალ კონცენტრაციებთან მუშაობის დროს);
3. საგაგებო სიტუაციებზე რეაგირება და სალიკვიდაციო სამუშაოები 3.1. მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებზე საგანგებო სიტუაციები შეიძლება შეიქმნას პქბ-ის შემცველ როგორც ექსპლუატაციაში, ასევე რეზერვში არსებულ მოწყობილობზე, ან ასეთი მოწყობილობების ტრანსპორტირების ან განთავსების დროს. აღნიშნულ სიტუაციებში შეიძლება მოხდეს შემდეგი:
3.1.1 მოთხოვნები
3.2 რეაგირება ტრანსპორტირების დროს პქბ-ს გაჟონვებზე და ავარიულ დაღვრებზე პქბ-ს შემცველი მასალების გადაზიდვებისას ავარიული დაღვრის ან გაჟონვის შემთხვევაში, აუცილებელია გარკვეული ზომების დაუყოვნებლივ მიღება. პირველ რიგში აუცილებელია არაავტორიზებული პირების ავარიულ ზონასთან მიახლოების შესაძლებლობის შეზღუდვა. პქბ-ს შემცველი ზეთების ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ან დაზიანებული კონტეინერებიდან გაჟონვის შემთხვევაში საჭიროა მძღოლებმა და/ან უსაფრთხოების პერსონალმა მოახდინოს სწრაფი რეაგირება დაღვრილი სითხის გარემოში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით. შეძლებისდაგვარად, დაუშვებელია დაღვრილი სითხის მოხვედრა საკანალიზაციო და სანიაღვრე არხებში ან სხვა წყალსატევრებში. აუცილებელია დაწესებულების შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება ავარიის შესახებ. დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება დაღვრის აღმოფხვრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის და/ან უსაფრთხოების პერსონალის შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების სამსახურები, გადასაზიდი სახიფათო მასალების მოცულობის და ტიპის დასადგენად, უნდა დაეყრდნონ გადაზიდვის დოკუმენტაციას. გადაზიდვის დოკუმენტები უნდა ინახებოდეს უსაფრთხო ხელმისაწვდომ ადგილას (მძღოლის სავარძელში, ან მძღოლის კარის ჯიბეში). ნებისმიერი სახის საგანგებო სიტუაციის დროს, სწრაფმა და სათანადო რეაგირებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მცირე ავარიების და დაღვრების დიდ კატასტროფებში გადაზრდას. პქბ-ს შემცველი მასალების ტრანსპორტირება ყველაზე დიდი რისკის შემცველია დაღვრების და გაჟონვების საფრთხის წარმოქმნის თვალსაზრისით. პრობლემების უმეტესი წილი წარმოიშობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების დროს. პქბ-ს შემცველი მასალების დატვირთვის ზონა აღჭურვილი უნდა იყოს დაღვრებზე რეაგირებისთვის საჭირო საშუალებებით და უნდა გატარდეს დაღვრის პრევენციის ზომები. პქბ-თ დაბინძურებული ნარჩენების ყოველი გადაადგილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ „ბაზელის კონვენციის“ დებულებებს. 3.2.1. პროცედურები ტრანსპორტირების დროს მომხდარი გაჟონვებისა და ავარიული დაღვრების დროს ელექტრო მოწყობილობებიდან პქბ-ს შემცველი ზეთის დაღვრის შემთხვევაში, გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ღონისძიებები:
3.3 პქბ-ს შემცველი მასალების შენახვის პროცესში წარმოშობილი პქბ-ის გაჟონვებსა და ავარიულ დაღვრებზე რეაგირება პოტენციური რისკები, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას პქბ-ს შემცველი ზეთების შენახვის დროს, მოიცავს დაღვრებს, გაჟონვებს, ხანძარს და აფეთქებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელსაც უნდა მოიცავდეს საგანგებო მართვის გეგმა, არის შემდეგი:
3.4 ექსპლუატაციაში მყოფი პქბ-ს შემცველ მოწყობილობებზე წარმოშობილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება „ცივი ავარია“ პქბ-ს შემცველი მოწყობილობიდან გარემოში გაჟონვა, მოიხსენიება როგორც „ცივი ავარია“. „ცივი ავარიები“ შესაძლოა გამოწვეული იქნეს ელექტრო მოწყობილობის გაგრილების წიბოების შემთხვევითი მექანიკური დაზიანებით ან ელექტრო მოწყობილობის (ტრანსფორმატორის) კედლების კოროზიით. თუმცა დაღვრებს შესაძლოა ასევე ადგილი ჰქონდეს პქბ-ს შემცველი ზეთების დამატების/შეცვლის სამუშაოების შესრულების დროს ან დასაწყობებულ ზეთთან კონტაქტისას. 3.4.1 „ცივი ავარიების“ რისკის თავიდან ასაცილებელი პრევენციული ზომები პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოწყობილობების წყალგაუმტარობა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს წყალგაუმტარი საშუალებები დაღვრების შესაკავებლად:
წყალგაუმტარი საშუალებების მოთხოვნა არ ვრცელდება კონდენსატორებზე, რომლებიც შეიცავენ პქბ-ს გელის ფორმით და შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა მისი გაჟონვა გარსაცმის დაზიანების შემთხვევაში.
3.4.2 „ცივი ავარიების“ შემთხვევაში გასატარებელი ზომები ავარიების შემთხვევაში გასატარებელი ზომებია:
შენიშვნა:
„ცივი ავარიებისთვის“ განკუთვნილი საგანგებო მართვის გეგმა მოცემულია საკონტროლო სიის სახით, ქვემოთ მოცემულ ცხრილი 3-ში. საკონტროლო სია მიჩნეული უნდა იქნეს როგორც საბაზისო სია და განახლდეს მიმდინარე პროცესების მიხედვით, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების საკონტაქტო ინფორმაციის შეყვანის ჩათვლით. 3.4.3 საგანგებო მართვის გეგმა „ცივი ავარიებისთვის“ ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია ზომები, რომლებიც უნდა გატარდეს პქბ-ს მართვასთან დაკავშირებული ავარიების შემთხვევაში. დაღვრის თითოეული სახისთვის, განსახორციელებელი ქმედებების თანმიმდევრობა მითითებულია ციფრებით. ცხრილი 3. საგანგებო მართვის გეგმა „ცივი ავარიებისთვის“
3.5 ექსპლუატაციაში მყოფი პქბ-ს შემცველ მოწყობილობებზე წარმოშობილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება − „ცხელი ავარია“ პქბ-ს შემცველ მოწყობილობებზე ავარიები შესაძლებელია გამოწვეული იყოს ასევე მოკლე ჩართვებით ან მოწყობილობის ახლოს გაჩენილი ხანძრით. „ცხელი ავარიის“ შემთხვევაში, მოწყობილობაში ტემპერატურამ შესაძლოა გადააჭარბოს პქბ-ს დუღილის ტემპერატურას (დაახლოებით 300 °C). „ცხელი ავარიის“ დროს შესაძლოა მოხდეს პქბ-ს ორთქლის წარმოქმნა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ძლერ ტოქსიკურ ფურანებს. პქბ-ს ჟანგბადთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაძლებელია წარმოიქმნას არა მხოლოდ ფურანები, არამედ დიოქსინებიც. 3.5.1 „ცხელი ავარიების“ თავიდან აცილების ზომები „ცხელი ავარიის“ თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შემდეგი ზომების გატარება:
3.5.2. საგანგებო მართვის გეგმა „ცხელი ავარიებისთვის“ ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია ზომები, რომლებიც უნდა გატარდეს პქბ-ს მართვასთან დაკავშირებულ ავარიების შემთხვევაში. დაღვრის თითოეული სახისთვის, განსახორციელებელი ქმედებების თანმიმდევრობა მითითებულია ციფრებით. ცხრილი 4. რეაგირება პქბ-ის „ცხელი ავარიების“ შემთხვევაში
სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისთვის განკუთვნილი ინსტრუქციები უნდა მოიცავდეს შემდეგს:
3.6. ელექტრული გაუმართაობის ან ხანძრით გამოწვეული ავარიის დროს განსახორციელებელი ქმედებები
აორთქლებით. მოცემულ მდგომარეობას ეწოდება „ცივი ავარიის“ სიტუაცია და მისაღებია იგივე ზომები, რაც წინა სცენარში.
3.6.1 შიდა გაუმართაობის შედეგად გამოწვეული ავარია მოკლე ჩართვა (ელექტრული რკალი) წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს. აღნიშნული კონდენსატორში იწვევს ტემპერატურის გაზრდას რამდენიმე ათას ცელსიუს გრადუსამდე, წამის უმცირეს მონაკვეთში. ასეთი სახის გაუმართაობა ძირითადად ხდება კონდენსატორში. სიმხურვალე იწვევს ჭარბ წნევას მოწყობილობაში, რაც თავის მრივ იწვევს კონდენსატორის გასკდომას. ხდება შავი, ბლანტი პქბ-ს შემცველი მასის გამოჟონვა. გაზრდილი ტემპერატურის შედეგად, წარმოიქმნება აირადი პქბ, რომლებიც დაბინძურებულია ფურანით. დაბინძურებული ორთქლები შეიძლება ობიექტის იატაკს და კედლებს გადაეკრას ბლანტი, ცხიმოვანი აპკის სახით. ზემოთ განხილული ზომების გარდა, გასათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:
3.6.2 ხანძრები ხანძრები უშუალოდ ტრანსფორმატორებზე ან კონდენსატორებზე იშვიათია. ავარიების მიზეზი შეიძლება გახდეს ცეცხლის გაჩენა პქბ-ს შემცველ მოწყობილობებთან სიახლოვეში. ხანძრის დროს არსებობს პქბ-ს დაშლის საშიშროება, რაც გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით ჟანგბადის თანაობისას. წარმოიქმნება ქლორწყალბადოვანი აირი და ასევე დაშლის შედეგად შესაძლებელია წარმოიქმნას ძლიერ ტოქსიკური დიბენზოფურანები (PCDF) და დიბენზოდიოქსინები (PCDD). ხანძრის დროს განსახორციელებელი ზომების თანმიმდევრობა:
3.6.3 პროცედურები ხანძრის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ პქბ კლასიფიცირებულია როგორც არაალებადი სითხეები, ისინი მაინც იწვიან მაღალ ტემპერატურაზე. აქედან გამომდინარე, მათი შენახვა უნდა მოხდეს სხვა ისეთი აალებადი პროდუქტებიდან განცალკევებით, როგორიცაა ზეთი, ნახშირი, ხის პროდუქტები და შეკუმშული აირები. პქბ-ს წვისა და პიროლიზის დროს, წარმოიქმნება პოლიქლორირებული დიბენზოფურანები (PCDFs) და პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინები (PCDDs). ეს ნივთიერებები შეიძლება იყოს თავად პქბ-ზე უფრო ტოქსიკური და სწორედ ისინი წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს პქბ-ს შემცველ ობიექტებზე ხანძრის დროს. ხანძრის შემთხვევაში უნდა მოხდეს შემდეგი ზომების მიღება:
ხანძრის ლოკალიზების შემდეგ, შესაბამისი ზონა უნდა შემოისაზღვროს ბარიერით, რათა შესრულდეს სალიკვიდაციო სამუშაოები. 4. პირველადი დახმარება პქბ-თან კონტაქტის შემთხვევაში ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილია პქბ-ს ზემოქმედების შემდეგ დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ზომები. დამატებით, აუცილებელია ექიმისთვის მიმართვა.
ცხრილი 5 პირველადი დახმარების ღონისძიებები
4.1 ავარიის შემდგომი სალიკვიდაციო სამუშაოები 4.1.1 ავარიის შეფასება ავარიის შემთხვევაში მოწყობილობის ოპერატორმა/მფლობელმა, სიტუაციის შესაფასებლად, დაუყოვნებლივ უნდა მოიპოვოს შემდეგი ინფორმაცია:
ინციდენტის შეფასება, რომელსაც ახორციელებენ ექსპერტები, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოპოვებულ ინფორმაციაზე/ზემოთ ჩამოთვლილ კითხვების პასუხებზე. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ექსპერტების მიერ ხდება სინჯების აღება, რომელთაც უტარდებათ ანალიზი დაბინძურების მასშტაბის დასადგენად. სალიკვიდაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს მხოლოდ ანალიზის შედეგების მიღების შემდეგ, გარდა გადაუდებელი რეაგირების საჭიროებისა, მაგალითად, ზეთის ავარიული დაღვრის დროს (ნიადაგის, ბეტონის, ჰაერის შემდგომი დაბინძურების პრევენციისთვის). ავარიების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გარემოს დაცვის და საგანგებო სიტუაციების სფეროში მომუშავე კომპეტენტური ორგანოების ინფორმირება. 4.1.2 გაუვნებელყოფის მეთოდები გაუვნებელყოფის ტექნიკა დამოკიდებულია დაბინძურების მასშტაბებზე; დამაბინძურებელზე, კონცენტრაციებზე და თვითონ დაბინძურებულ მასალაზე (ბეტონი, ნიადაგი, კერამიკა, პლასტმასი და ა.შ).
ცხრილი 6. გაუვნებელყოფის მეთოდები
სათანადო გამხნელების ან საწმენდი საშუალებების არჩევა უნდა მოხდეს ყველა შემთხვევისთვის ინდივიდუალურად. რეკომენდირებულია ტექნიკური აცეტონის გამოყენება, ჭვარტლის, მტვრის და მსგავსი მასალების გასაწმენდად. დაღვრების შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა ბიოდეგრადირებადი საწმენდი აგენტები. ხილულად დაბინძურებული ნიადაგი ან ბეტონი უნდა იქნეს მოცილებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი დაბინძურება. საგნების ზედაპირები (ავტოსატრანსპროტო საშუალებების, ტროტუარების, შენობების, ა.შ) უნდა გაიწმინდოს ჯერ ზეთის შემწოვი მასალებით და შემდეგ, ან გამხსნელით, ან ბიოდეგრადირებადი სარეცხი საშუალებით. გაწმენდის შემდეგ ზედაპირები უნდა შემოწმდეს ტესტით. გაუვნებელყობის პროცესი უნდა განმეორდეს იქამდე, სანამ დარჩენილი დაბინძურება არ იქნება დაბინძურების ზღვრულად დასაშვებ დონეზე (50 მგ/კგ) დაბალი. თუ აღნიშნული პროცედურები წარუმატებელი აღმოჩნდა, საჭიროა შესაბამისი დაბინძურებული მასალის მოშორება. წყალში დაღვრებმა შესაძლოა ლიკვიდაციის პროცესი გაართულოს და საჭირო გახდეს სპეციალური ღონისძიებების გატარება. ვინაიდან „სუფთა პქბ” წყალზე მკვრივია, იგი დაილექება ფსკერზე და საჭირო გახდება დაბინძურებული ნალექების გასაწმენდად წყალქვეშა სამუშაოების ჩატარება. 4.1.3 მუშახელისა და გარემოს დაცვა დაბინძურებული ზონა უნდა შემოისაზღვროს ზონის ირგვლივ დამცავი კარვებით. ამგვარი კარვები უნდა იყოს ჰაერ და მტვერგაუმტარი, კლიმატური პირობების მიმართ მედეგი, დაბინძურებულ ზონაში შესვლა დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური სისტემის გავლით, ხოლო შესვლისას პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (იდს). შემოსაზღვრის მიზანია გარემოში ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილება. კარავზე დამონტაჟებული კონტროლირებადი გამწოვი სისტემა აგროვებს და ფილტრავს (აქტივირებული ნახშირის ფილტრის მეშვეობით) დაბინძურებულ მტვერს და ნაწილაკებს, რომლებიც წარმოიქმნებიან სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების დროს. 4.1.4 განთავსება ნარჩენების ადეკვატური განთავსება პქბ-ს ავარიების შემდგომი სალიკვიდაციო სამუშაოების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. სამწუხაროდ, ეს ასპექტი ხშირად არ არის სათანადოდ გათვალისწინებული დაგეგმვის ფაზაში. არამხოლოდ დაბინძურებული ნიადაგი ან მოცილებული დაბინძურებული სამშენებლო მასალა უნდა იქნეს უსაფრთხოდ განთავსებული, არამედ ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ნარჩენებიც, როგორებიცაა მტვერსასრუტის ტომრები, გამხსნელები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, საწმენდი მასალები, დასალუქი საშუალებები და ა.შ. 4.2 სალიკვიდაციო სამუშაოების მონიტორინგი სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყების და დამთავრების დროს აღებული სინჯებით, უნდა განისაზღვროს, რომ ნარჩენი დაბინძურების დონე არ აღემატება დასაშვებ და შეთანხმებულ ნორმებს. 4.2.1 ნარჩენი დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმა სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგ სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ დასაშვებია ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში დადგენილი ზღვრული დასაშვები ნორმების გამოყენება.
5. საუკეთესო სამუშაო პრაქტიკა
5.1 პქბ-თან დაკავშირებული ინსტრუქციები მომუშავე პერსონალისთვის
ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის ბარათი მიჩნეული უნდა იქნეს მომუშავე პერსონალისთვის და ავარიული შემთხვევებისთვის განკუთვნილი პქბ-თან დაკავშირებული ინსტრუქციების ადეკვატურმაგალითად.
5.2 ინსტრუქციები ინსპექტირებასთან და სინჯების აღებასთან დაკავშირებით ტრანსფორმატორების და კონდენსატორების საველე ინსპექტირებისა და სინჯების აღების სამუშაოების შესრულებისთვის გამოყოფილი უნდა იქნეს ორი ადამიანი. საველე სამუშაოების ჯგუფი, რომლის მოვალეობაა პქბ-იან მოწყობილობის აღმოჩენა, სულ შედგება სამი წევრისგან, ინსპექტორის, როგორც ოფიციალური ორგანოს წარმომადგენელის ჩათვლით, რომელიც მონიტორინგს ჩაუტარებს სინჯების აღების პროცესს და უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის პროცესის ხარისხს.
|
დოკუმენტის კომენტარები