დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2444-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010170000.05.001.020726 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.017337) დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განსაკუთრებული პირობა 1. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს აქვთ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირის მიმართ. 2. პირი, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვანი იქნება, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას გათვალისწინებული იქნება მისი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მას აღარ ექნება საცხოვრებლით უზრუნველყოფის ინდივიდუალურად მოთხოვნის უფლება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული იმ პირის მიმართ, რომლის დევნილი მშობელი/მშობლები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა/გარდაიცვალნენ. ეს პირი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც მის დევნილ მშობელს/მშობლებს უნდა მიეღო/მიეღოთ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 16 დეკემბერი 2022 წ. N2444-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები