„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023780
569
14/12/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
300160070.10.003.023780
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №569

2022 წლის 14 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020230) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“:

1. მე-5 მუხლის:

ა) 151 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებისას ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ვიზუალური და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნული იმ პოზიციების შემოწმება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. განმეორებითი ინსპექტირების მომსახურების საფასურები განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.“.

2. დანართ №1-ის 8.1.1 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„8.1.1.

ხმაურის ჩამხშობი სისტემა

ინსპექტორის შეფასება (როდესაც შემმოწმებელი მიიჩნევს, რომ ხმაურის დონე შესაძლებელია, აღემატებოდეს დასაშვებ ზღვრებს, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია, ჩატარდეს ინსპექტირება ხმაურზე, ხმაურმზომის  გამოყენებით).

 

ხმაურის ჩამხშობი სისტემა უნდა შემოწმდეს თავისუფალი აჩქარების (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) სამი ციკლის საშუალებით.

ავტოსატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუ 3 თავისუფალი აჩქარების ციკლის (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) შედეგად ხმაურის ჩამხშობი სისტემის გაზომვის მნიშვნელობების (დეციბალები) საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობა აღემატება ამ დანართის 8.1.1 გრაფით გათვალისწინებულ ზღვრულ მნიშვნელობებს.

 

 

(ა.ა)

მაქსიმალური ხმაურის დონე არ ცდება მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს დამატებით 10 დეციბალით (შემდგომში − „დბ“) ან, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი:

დიზელის ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მაქსიმალური ხმაურის დონე არის შემდეგ დიაპაზონში:

  • M1, N1 კატეგორია − 100 (დბ) – 110 (დბ);
  • M2, N2 კატეგორია − 105 (დბ) –  115 (დბ);
  • M3, N3 კატეგორია − 110 (დბ) –  120 (დბ);

 

ბენზინის ან/და სხვა ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის მაქსიმალური ხმაურის დონე არის შემდეგ დიაპაზონში:

  • M1, N1 კატეგორია − 95 (დბ) – 105 (დბ);
  • M2, N2 კატეგორია − 100 (დბ) –  110 (დბ);
  • M3, N3 კატეგორია − 105 (დბ) –  115 (დბ).

 

X

 

 

(ა.ბ)

მაქსიმალური ხმაურის დონის დიაპაზონი გამცდარია მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს 10 დბ-ზე მეტით ან, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი:

 

დიზელის ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური ხმაურის დონე:

  • M1, N1 კატეგორია − აღემატება 110 (დბ)-ს;
  • M2, N2 კატეგორია − აღემატება 115 (დბ)-ს;
  • M3, N3 კატეგორია − აღემატება  120 (დბ)-ს;

 

ბენზინის ან/და სხვა ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური ხმაურის დონე:

  • M1, N1 კატეგორია − აღემატება 105 (დბ)-ს;
  • M2, N2 კატეგორია − აღემატება 110 (დბ)-ს;
  • M3, N3 კატეგორია − აღემატება 115 (დბ)-ს.

 

 

X

 

(ბ)

ხმაურის ჩამხშობი სისტემის ნებისმიერი ნაწილი არის მოშვებული, არსებობს მისი ჩამოვარდნის ალბათობა, დაზიანებულია, არასწორად არის დამონტაჟებული, აკლია ან აშკარად შეცვლილია ისე, რომ  უარყოფითად აისახება ხმაურის დონეზე

 

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2  პუნქტისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 თებერვლიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი