საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის N379 ბრძანებულების პრაქტიკული განხორციელების მიზნით ჯანდაცვის და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით (402/ო; N387; 27.08.96) შეიქმნა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების საატესტაციო და სააკრედიტაციო სახელმწიფო კომისია, რომელმაც შეიმუშავა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების ატესტაციისა და აკრედიტაციის დებულების პროექტი აღნიშნული პროექტი განხილული და მოწონებულ იქნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი კოლეგიის სხდომაზე ( ოქმი N18, 26.09.96.)

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის N379 ბრძანებულების პრაქტიკული განხორციელების მიზნით ჯანდაცვის და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით (402/ო; N387; 27.08.96) შეიქმნა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების საატესტაციო და სააკრედიტაციო სახელმწიფო კომისია, რომელმაც შეიმუშავა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების ატესტაციისა და აკრედიტაციის დებულების პროექტი აღნიშნული პროექტი განხილული და მოწონებულ იქნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი კოლეგიის სხდომაზე ( ოქმი N18, 26.09.96.)
დოკუმენტის ნომერი №476/ო-444
დოკუმენტის მიმღები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 09/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).000.000151
№476/ო-444
09/10/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 08/11/1996
000000220.01(2).000.000151
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის N379 ბრძანებულების პრაქტიკული განხორციელების მიზნით ჯანდაცვის და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით (402/ო; N387; 27.08.96) შეიქმნა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების საატესტაციო და სააკრედიტაციო სახელმწიფო კომისია, რომელმაც შეიმუშავა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების ატესტაციისა და აკრედიტაციის დებულების პროექტი აღნიშნული პროექტი განხილული და მოწონებულ იქნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი კოლეგიის სხდომაზე ( ოქმი N18, 26.09.96.)
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის N379 ბრძანებულების პრაქტიკული განხორციელების მიზნით ჯანდაცვის და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით (402/ო; N387; 27.08.96) შეიქმნა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების საატესტაციო და სააკრედიტაციო სახელმწიფო კომისია, რომელმაც შეიმუშავა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების ატესტაციისა და აკრედიტაციის დებულების პროექტი აღნიშნული პროექტი განხილული და მოწონებულ იქნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი კოლეგიის სხდომაზე ( ოქმი N18, 26.09.96.)

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრისა და

საქართველოს განათლების მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №476/ო/444

1996 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №379 ბრძანებულების

პრაქტიკული განხორციელების მიზნით ჯანდაცვის და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით (402/ო; N387; 27.08.96) შეიქმნა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების საატესტაციო და სააკრედიტაციო სახელმწიფო კომისია, რომელმაც შეიმუშავა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების ატესტაციისა და აკრედიტაციის დებულების პროექტი აღნიშნული პროექტი განხილული და მოწონებულ იქნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი კოლეგიის სხდომაზე ( ოქმი N18, 26.09.96.).

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის N379 ბრძანებულებით გათვალისწინებული სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების ატესტაციისა და აკრედიტაციის პროცესის პრაქტიკული განხორციელების მიზნით ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების ატესტაციისა და აკრედიტაციის დებულება.

2. დაევალოს სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების საატესტაციო და სააკრედიტაციო სახელმწიფო კომისიას:

ა) დაიწყოს 1996 წლის 15 ნოემბრიდან სახელმწიფო და საერო სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების ატესტაციის და აკრედიტაციის პროცესი;

ბ) თავისი შემდგომი მუშაობის პროცესში იხელმძღვანელოს  საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი კოლეგიის სხდომაზე (ოქმი N18, 26.09.96.) დამტკიცებული სამედიცინო სასწავლო  დაწესებულებების ატესტაციისა და აკრედიტაციის დებულებით.

3. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოყოს  ოფიციალური პირი საატესტაციო და სააკრედიტაციო სახელმწიფო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების იურიდიული კონსულტაციების ჩასატარებლად.

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ა. ჯორბენაძე

განათლების მინისტრი თ. კვაჭანტირაძე

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ატესტაციისა და აკრედიტაციის დროებითი დებულება

თავი 1. ზოგადი ნაწილი

1.0. ატესტაცია წარმოადგენს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებსა და ნორმატივებთან სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსდ) შესაბამისობის დადგენას, ხოლო აკრედიტაცია არის ატესტაციის შედეგების ანალიზი და მის საფუძველზე სასწავლო დაწესებულების რეიტინგული შეფასება, სასწავლებლის დონის და სტატუსის განსაზღვრა.

1.1. ატესტაციისა და აკრედიტაციის დანიშნულებაა:

ა\. - სსდ-ის მიზნის და ამოცანების (ანუ რომელი პროფილისა და როგორი დონის პროფესიულ კადრებს ამზადებს სსდ) შეფასება,

ბ. - სსდ-ის პედაგოგიური და მატერიალურ-ტექნიკური პოტენციალის, აგრეთვე ჩატარებული მუშაობის შედეგების სახელმწიფო სტანდარტებთან და პროფესიული კადრების მზადების თანამედროვე მოთხოვნილებებთან შესაბამისობის დადგენა.

1.2. ატესტაციისა და აკრედიტაციის პროცედურის საფუძველზე სახელმწიფო გასცემს სამედიცინო ოფიციალურ გარანტიას (სტუდენტებისათვის, პერსონალისათვის, ჯანდაცვის დაწესებულებებისათვის და საზოგადოებისათვის) იმის შესახებ, რომ აკრედიტირებულ სსდ-ში სასწავლო პროცესი ტარდება სახელმწიფოს სტანდარტების მოთხოვნილებების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე დონის სამედიცინო კადრების განათლებას და პროფესიულ მომზადებას.

1.3. სსდ-ის ატესტაციას და აკრედიტაციას ატარებს სახელმწიფო საატესტაციო და სააკრედიტაციო კომისია (სსკ), რომელსაც ერთობლივად ქმნიან განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები.

1.4. ატესტაციას და აკრედიტაციას ექვემდებარება სამედიცინო პროფილის (ა) უმაღლესი და საშუალო სასწავლო დაწესებულებები, (ბ) ფაკულტეტები, (გ) სწავლების სექტორები, (დ) სპეციალობები, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

1.5. სსდ-ის ატესტაცია სავალდებულოა და როგორც წესი ტარდება 5 წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებულ შემთხვევებში რიგგარეშე ატესტაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსკ.

1.6. სსდ-ის აკრედიტაცია ნებაყოფლობითია.

1.7. სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელ საბუთებს (დიპლომებს, სერტიფიკატებს, მოწმობებს და სხვ.)

გასცემს მხოლოდ აკრედიტირებული სსდ.

1.8. სახელმწიფო და არასახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლების, ფაკულტეტების, და კურსების მიმართ საატესტაციო და სააკრედიტაციო მოთხოვნილებები ერთიანია.

19. ატესტაციის და აკრედიტაციის პროცედურის შედეგების საჯაროობა უზრუნველყოფილია.

თავი 2. სსდ-ის ატესტაცია და აკრედიტაცია.

2.0. საატესტაციო პროცედურის შედეგად - სსდ-მ შეიძლება მიიღოს შეფასებები:

ა. ატესტაცია გაიარა

ბ. ატესტაცია არ გაიარა

გ. ატესტაცია გადაუვადდა. ნარე სწავლებ

2.1. არაატესტირებულ სსდ-ის სსკ-ის წარდგინებით უუქმდება ლიცენზია.

2.2. სსდ-ის რომელსაც გადაუვადდა ატესტაცია, სსკ-ის დადგენილებით დროებით შეუჩერდება კონტინგენტის მიღება საექსპერტო კომისიის მიერ აღნუსხული ნაკლოვანებების გამოსწორებამდე.

2.3. სსდ-ების და მათი კლინიკური ბაზების აკრედიტაცია ტარდება მხოლოდ ატესტაციის გავლის შემდეგ.

2.4. სსდ-ებს და მათ კლინიკურ ბაზებს შეუძლება მიენიჭოს აკრედიტაცია სამედიცინო კადრების სწავლებისა და პროფესიული მზადების პროცესის შემდეგი ეტაპების (ფორმების) ჩატარებაზე:

I. საბაზისო სამედიცინო და კლინიკური დისციპლინების სწავლების პროგრამა.

II. ზოგადი პროფილის ექიმის პროფესიული მომზადების (ზოგადი რეზიდენტურის) პროგრამა.

III. მედიცინის ცალკეულ სპეციალობებში და სუბსპეციალობებში კადრების პროფესიული მომზადება დაგობრივი რეზიდენტურების პროგრამებით.

IV. მედიცინის ცალკეულ სპეციალობებში და სუბსპეციალობებში კადრების პროფესიული მომზადება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებით.

2.5. აკრედიტაციის პროცედურის შედეგად სსდ-ას და მის კლინიკურ ბაზებს ენიჭებათ ქვემოდ აღნიშნული ერთ-ერთი სააკრედიტაციო სტატუსი:

2.5.1. "სრული აკრედიტაცია" (ამავე თავის წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი) სამედიცინო კადრების სწავლების და პროფესიული მომზადების ერთ ან რამოდენიმე ეტაპების ჩატარებაზე ენიჭება სსდ-ის და მის კლინიკურ ბაზებს, თუ მათი პოტენციალი სრულად აკმაყოფილებს შესაბამის სახელმწიფო სტანდარტებს, აგრეთვე სამედიცინო განათლების და პროფესიული კადრების მომზადების თანამედროვე მოთხოვნილებებს.

2.5.2. “პირობითი აკრედიტაცია“ 1 წლის საცდელი ვადით ეძლევა:

ა. სრული სასწავლო ციკლის მქონე სსდ-ის და მის კლინიკურ ბაზებს იმ შემთხვევაში თუ მათი პოტენციალი და სასწავლო/ პროფესიული მზადების პროცესები მთლიანად ვერ პასუხობს სახელმწიფო სტანდარტებს, აგრეთვე სამედიცინო განათლების და პროფესიული კადრების მომზადების თანამედროვე მოთხოვნილებებს, მაგრამ ამავე დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები (მათი ხასიათის და სსდ-ის შესაძლებლობების გათვალისწინებით) რეალურად ექვემდებარება გამოსწორებას.

ბ. არასრული სასწავლო ციკლის მქონე სსდ-ის და მის კლინიკურ ბაზებს, თუ მას რეალურად გააჩნია მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიმდინარე წლის სასწავლო პროცესის (სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად) ჩატარების პოტენციალი.

2.5.2.-ის განმარტება:

სრული სასწავლო იკლის მქონედ ითვლება სსდ და მისის კლინიკური ბაზები, თუ მათში სწავლება და/ან პროფესიული მზადების პროცესი ტარდება შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებულ ყველა (მათ შორის დამამთავრებელ ) კურსებზე.

არასრული სასწავლო ციკლის მქონედ ითვლება სსდ და მისის კლინიკური ბაზები თუ მათში მიმდინარე სწავლების და/ ან პროფესიული მზადების პროცესს არ მიუღწევია შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებულ დამამთავრებელ ეტაპამდე (კურსამდე).

2.6. “არააკრედიტებულად“ ითვლება:

ა/. სსდ და მისი კლინიკური ბაზები, რომელთა პოტენციალი, სასწავლო და/ან პროფესიული მზადების პროცესები (ა) მნიშვნელოვნად ჩამორჩება სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნილებებს და ამასთან ერთად,  (ბ) გამოვლენილი ნაკლოვანებები (მათი ხასიათის სსდ-ის შესაძლებლობების გათვალისწინებით) რეალურად არ ექვემდებარება გამოსწორებას.

ბ/. პირობითი აკრედიტაციის მიღების მქონე სსდ და მისი კლინიკური ბაზები, რომლებიც საცდელი პერიოდის (1 წელიწადი) განმავლობაში ვერ გამოასწორებს სსკ-ის მიერ ადრე მითითებულ ნაკლოვანებებს და შემდგომი აკრედიტაციის დროს ვერ დააკმაყოფილებს სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნილებებს.

გ/. სსდ და მასი კლინიკური ბაზები, რომლებიც თავს აარიდებენ აკრედიტაციის პროცედურას ან უარს განაცხადებს მასზე.

2.7. აკრედიტაციის არ მიღების შემთხვევაში სსდ-ის და მის კლინიკურ ბაზებს შეუძლია შეიტანოს განცხადება სსკ-ის სამდივნოში ხელახალი აკრედიტაციის ჩატარებაზე მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ.

2.8. აკრედიტაციაზე უარის თქმა არ იწვევს სსდ-ის ფუნქციონირების შეწყვეტას.

თავი 3. სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო კომისია.

3.0. თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 11.06.96. N379 ბრძანებულებისა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივად ქმნიან სსდ-ის სახელმწიფო საატესტაციო და სააკრედიტაციო კომისიას (სსკ).

3.1. სსკ-ის ძირითადი ფუნქციებია სსდ-ის ატესტაციისა და აკრედიტაციის ჩატარება.

3.2. სსკ-ის უფლება - მოვალეობები.

სსკ ვალდებულია:

ა/. უზრუნველყოს სსდ-ების პერიოდული ატესტაციის ჩატარება, რისთვისაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახელშეკრულებო საფუძველზე ქმნის საექსპერტო ჯგუფებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მონაწილეობით ნებადართულია საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში უცხოელი სპეციალისტების შეყვანა საექსპორტო ჯგუფის შემადგენლობაში დაუშვებელია სპეციალისტთა ჩართვა იმ სასწავლებლიდან, რომელშიც ტარდება ატესტაცია.

ბ/. შეისწავლოს და გაანალიზოს საექსპერტო ჯგუფების მიერ სსდ-ის ატესტაციის მასალები და მათ საფუძველზე განსაზღვროს სსდ-ის სააკრედიტაციო სტატუსი.

გ. სსკ-ის უფლება აქვს ადგილზე შეამოწმოს საექსპერტო ჯგუფების მუშაობა.

3.3. სსკ-ის სტრუქტურა:

სსკ-ში 13 წევრია, ამათგან ორი თანათავმჯდომარე (თითო-თითო განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების მხრიდან).

კომისისს წევრთა რიცხვიდან ფარული კენჭისყრით აირჩევა თავმჯდომარის 2 მოადგილე, სამდივნო 3 - წევრის შემადგენლობით, რომელთაგან ერთ-ერთი ინიშნება კომისიის მდივნად.

3.4. სსკ-ის თანათავმჯდომარეების უფლება-მოვალეობები.

ა/. სსკ-ის მუშაობის ზოგადი ხელმძღვანელობა და სსკ-ის სხდომების მოწვევა

ბ\. მომავალი საანგარიშო წლის განმავლობაში შესამოწმებელი სსდ-ების სიებისა და ვადების დამტკიცება

გ/. საექსპერტო ჯგუფების შემადგენლობის დამტკიცება

დ/. სსკ-ის სხდომების ხელმძღვანელობა

ე/. სსდ-ის შემოწმების მასალების ანალიზი, განხილვა

ვ/. ჩატარებული ატესტაციისა და აკრედიტაციის შედეგების დამტკიცება.

3.5. თავმჯდომარის მოადგილის უფლება-მოვალეობები:

ა\. ატესტაციისა და აკრედიტაციის პროცედურის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების ჩატარება სსდ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

ბ/. სსდ-ის საატესტაციოდ საექსპერტო ჯგუფების წევრების შერჩევა, მათთან განმარტებითი სამუშაოების ჩატარება, საექსპერტო ჯგუფების მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი.

3.6. სამდივნოს ფუნქციები:

ა\. შესამოწმებელი სსდ-ის სიების მომზადება.

ბ\.მომავალი შემოწმების ვადების შეთანხმება სსდ-ის ხელმძღვანელობასთან.

გ/. სსდ-ის ადგილზე შემოწმებისათვის საექსპერტო ჯგუფების წევრების შერჩევა, აგრეთვე ამ ჯგუფის თითოეული წევრისათვის მისი მოვალეობის წერილობითი გაცნობა.

დ/. სსდ-ის შემოწმებისათვის აუცილებელი წინასწარი მასალების (ანკეტების, კითხვარების და სხვ.) მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება.

ე/. სააკრედიტაციო მასალების შევსების პროცესში სსდ-ისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

ვ/. ყოველი მიმდინარე შემოწმების ანგარიშის მიღება, გამრავლება და სსკ-ის წევრებისათვის დაგზავნა.

ზ\. აკადემიური წლის ბოლოს წლიური ანგარიშის მომზადება, რომელშიც შეჯამებული იქნება გასული წლის საატესტაციო და სააკრედიტაციო საქმიანობა, ანგარიშის ასლი ეგზავნება განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს.

თ\. სსდ-ების ატესტაციის დოკუმენტაციის (ან მათი ასლების) შენახვა 2 სააკრედიტაციო ციკლის განმავლობაში.

3.7. საექსპერტო ჯგუფები.

3.7.1. სსდ-ის ატესტაციისა და ადგილზე შემოწმებისათვის სსკ ქმნის საექსპერტო ჯგუფებს, რომელთა წევრებთან ფორმდება დროებითი კონტრაქტი.

3.7.2. საექსპერტო ჯგუფის წევრები შეირჩევა მედიცინის და განათლების სფეროების კომპეტენტური და კვალიფიციური მუშაკების რიცხვიდან. საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში შედის მინიმუმ 3 წევრი:

ა) ჯგუფის ხელმძღვანელი - მნიშვნელოვანი გამოცდილებით სამედიცინო განათლებისა და აკრედიტაციის პროცესში.

ბ) 2 წევრი: ერთ - საბაზისო, ხოლო მეორე - კლინიკურ სპეციალობებში მუშაობის გამოცდილებით.

3.7.3. საექსპერტო ჯგუფს შეიძლება დამკვირვებლის სტატუსით დაემატოს სსკ წევრი, წარმომადგენელი განათლების ან ჯანდაცვის სამინისტროებიდან.

3.7.4. სსდ-ის ადგილზე შემოწმების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს სსკ-ის მიერ.

3.7.5. სსდ-ის ადგილზე შემოწმების წინ სსკ-ის სამდივნო ამარაგებს საექსპერტო ჯგუფის წევრებს ზუსტი ინფორმაციით მათი მოვალეობებისა და შესამოწმებებლი სსდ-ის შესახებ, აგრეთვე ანგარიშგების ფორმის ზუსტი აღწერილობით.

3.7.6. საექსპერტო ჯგუფის მუშაობის და ვიზიტის ხარჯებს ანაზღაურებს თვით სსდ.

3.7.7. საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია სსდ-ის ადგილზე შემოწმების დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში წარმოუდგინოს სსკ-ის დეტალური წერილობითი ანგარიში ჩატარებული ატესტაციის შედეგების შესახებ.

3.8. სსდ-ის ატესტაციისა და აკრედიტაციის პროცედურაში მონაწილე პირების ეთიკური ნორმები.

3.8.0. იმისათვის, რომ აცილებულ იქნეს პოტენციური კონფლიქტების შესაძლებლობა, აუცილებელია შემდეგი პროცედურული მოთხოვნილებების დაცვა:

- სსკ-ის წევრი არ ღებულობს მონაწილეობას იმ სსდ-ის საკითხის განხილვაში და კენჭისყრაში, რომელშიც ის ამჟამად მუშაობს, ან მუშაობდა ბოლო 3 წლის განმავლობაში.

- სსკ-ის სამდივნოს წერილობითი გადაწყვეტილების გარეშე კომისიის და საექსპერტო ჯგუფის არც ერთ წევრს არა აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სსდ-ის აკრედიტაციის პროცესში, აგრეთვე საკონსულტაციო მუშაობაში.

- საექსპერტო ჯგუფების შემადგენლობაში არ უნდა შევიდეს პიროვნება რომელიც ამჟამად მუშაობს, ან ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესამოწმებელ სსდ-ში.

3.9. სსკ-ის სხდომები:

3.9.0. სსკ-ის რეგულარული სხდომები ტარდება თანათავმჯდომარეების მიერ წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.

3.9.1. სსკ-ის სპეციალური სხდომები ტარდება ნებისმიერი განსაკუთრებული პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც არ ითმენს გადადებას შემდეგ სხდომამდე.

3.9.2. სსკ უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება კომისიის 7 წევრი 13-დან.

3.9.3. სსკ-ის წევრები არ იღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და ტოვებენ სხდომის დარბაზს, როდესაც განიხილება იმ სსდ-ის საკითხი, სადაც მათ შეიძლება ჰქონდეთ პიროვნული ინტერესები, რომლებშიც ისინი მუშაობენ ან მუშაობდნენ ბოლო 3 წლის პერიოდში.

თავი 4. ატესტაციისა და აკრედიტაციის პროცედურა.

4.0. სრული აკრედიტაციის სტატუსის მიღების შემდეგ სსდ-ის მომდევნო ატესტაცია და აკრედიტაცია ტარდება 5 წელიწადში ერთჯერ.

4.1. პირობითი აკრედიტაციის სტატუსის მქონე სსდ-ის ყოველწლიურად უტარდება ხელახალი ატესტაცია და აკრედიტაცია.

4.2. სსდ-ის შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაუტარდეს ნაწილობრივი შემოწმება რაიმე სპეციფიური პრობლემის შესწავლის მიზნით.

4.3. სსდ-ის ატესტაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა\. სსდ-ის თვითშეფასებას სპეციალური კითხვარის მიხედვით,

ბ/. თვითშეფასების კითხვარის მიხედვით მიღებული მონაცემების პირველად

ანალიზს,

გ/. საექსპერტო ჯგუფების მიერ სსდ-ის შემოწმებას ადგილზე,

დ/. სსდ-ის ატესტაციის შედეგების მოსმენას სსკ-ის სხდომაზე.

4.4. თვითშეფასების ჩასატარებლად ყველა სსდ ავსებს სპეციალური ფორმის კითხვარს, რომელიც შემდეგ ეგზავნება სსკ-ის. სსდ-ის ხელმძღვანელები პირადად პასუხისმგებელნი არიან აღნიშნული კითხვარის შევსების სისწორეზე.

4.5. სსდ-ის ხელმძღვანელი პირების მოთხოვნით სსკ ორგანიზაციას უკეთებს საკონსულტაციო ვიზიტს. საკონსულტაციო ვიზიტის ამოცანაა სსდ-ის თანამშრომლებისათვის ატესტაციისა და აკრედიტაციის პროცედურის მოთხოვნილებების და წესების განმარტება.

4.6. სსკ-ის სამდივნო ამარაგებს სსდ-ებს ატესტაციის და აკრედიტაციის გასავლელად საჭირო მასალებით (თვითშეფასების კითხვარი, ატესტაციისა და აკრედიტაციის წესები და სტანდარტები და სხვ.).

4.7. სსდ-ის ნებისმიერი შემოწმების ან საკონსულტაციო ვიზიტის შემდეგ საექსპერტო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ იწერება ანგარიში ჩატარებული მუშაობის მიზნებისა და შედეგების შესახებ, რომელიც 1 კვირის ვადაში წარედგინება სსკ.

4.8. სსდ-ის ატესტაციის მასალების განხილვა და მისი სააკრედიტაციო სტატუსის განსაზღვრა წარმოებს სსკ-ის რეგულარულ სხდომებზე. სხდომამდე ორი კვირით ადრე სსკ-ის წევრებს ეგზავნებათ გასაცნობად სსდ-ის ადგილზე შემოწმების ანგარიში. კომისიის თვითოეულ წევრს უფლება აქვს სამდივნოში გაეცნოს შემოწმების პირველად მასალებს.

4.9. სსკ-ის სამდივნოში სსდ-ის შესახებ გარეშე წყაროებიდან (დაწესებულებებისა და კერძო პირებისაგან) შემოსული ყველა მასალის შესახებ უნდა ეცნობოს სსდ-ის. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აღნიშნული მასალა დაერთოს სსდ-ის შემოწმების დოკუმენტების პაკეტს.

4.10. სსკ-ის რეგულარულ სხდომაზე საინსპექციო ჯგუფის წევრის, ან წინასწარ შერჩეული სსკ-ის დამოუკიდებელი მიმომხილველის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სსდ-ის შემოწმების ანგარიში, რის შემდეგაც ეწყობა მონაცემების განხილვა და კენჭისყრა აკრედიტაციის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე.

4.11. თუ აკრედიტაციის პროცედურის ჩატარების შედეგად დადგინდება, რომ შემოწმებული სსდ-ის პოტენციალი და საგანმანათლებლო მუშაობა არ პასუხობს სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნილებებს, სსკ თავის რეგულარული ან სპეციალური სხდომის გადაწყვეტილებით შეუძლია:

ა/. გააუქმოს სსდ-ის ადრე გაცემული აკრედიტაცია

ბ/. უარი უთხრას ახალ აკრედიტაციაზე

გ/. შეუცვალოს სსდ-ას სრული აკრედიტაციის სტატუსი დროებითი აკრედიტაციით (შენიშვნა: ეს პუნქტი ამოვარდება თავი 2-ის 111 ვარიანტის შემთხვევაში).

4.12. სსდ-ისათვის აკრედიტაციის გაუქმება ხდება სსკ-ის მიერ შემდეგი წესების დაცვით.

ა\. სსდ-ისათვის ადრე მინიჭებული აკრედიტაცია ძალაში რჩება, სტატუსის გაუქმების, შეცვლის, აგრეთვე სსდ-ის მიერ აღძრული აპელაციის პროცესის სრულ დამთავრებამდე.

ბ/. სსკ-ის სამდივნო ვალდებულია 10 დღის ვადაში წერილობითი ფორმით აცნობოს სსდ-ას, აგრეთვე განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს, ამ სსდ-ის აკრედიტაციის სტატუსის შეცვლის ან გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ და მიუთითოს იმ კონკრეტულ ნაკლოვანებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას.

გ/. სსდ-ის შემოწმების ანგარიშები და სსკ-ის გადაწყვეტილების ასლები ეგზავნებათ შემოწმებულ სსდ-ას.

დ/. სსკ-ის გადაწყვეტილებასთან უთანხმოების შემთხვევაში, სსდ-ამ ოფიციალური შეტყობინებიდან 20 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს სამდივნოს სახელზე წერილობითი განცხადება სსკ-ის გადაწყვეტილებასთან მისი უთანხმოებისა და საკითხის განმეორებითი განხილვის მოწყობის მოთხოვნის შესახებ.

თუ სსდ აღნიშნულ ვადაში არ წარმოადგენს სსკ-ში თავის განცხადებას, ადრე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოდ ითვლება.

ე. სსდ-ის აკრედიტაციის საკითხის ხელახალი განხილვა ეწყობა სსკ-ის მორიგ სხდომაზე, რომელზედაც მოსარჩელე სსდ-ის ოფიციალურ წარმომადგენელს ეძლევა საშუალება (სსდ-ის სახელით) დაასაბუთოს თავისი უთანხმოება სსკ-ის გადაწყვეტილებასთან არსებული მასალების განმეორებითი ანალიზის შედეგად სსკ ღებულობს დასკვნას:

- პირვანდელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების,

- მისი გაუქმების,

- პირვანდელი გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

სსკ-ის სამდივნო აკეთებს და აქვეყნებს წერილობით ანგარიშს, რომელიც შეიცავს საბოლო გადაწყვეტილებას და მის დასაბუთებას.

სსკ-ის საბოლოო გადაწყვეტილების წერილობითი ანგარიშის ასლი ეგზავნება სსდ-ას.

ვ/. სსდ ვალდებულია 1 თვის ვადაში ყველა სტუდენტს აცნობოს შემოწმების შედეგად სსკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აკრედიტაციის სტატუსის შეცვლის ან გაუქმების შესახებ.

4.13. აკრედიტაციის პროცედურასთან და საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს ანაზღაურებს თვითონ სსდ.

თავი 5.  სააკრედიტაციო სტანდარტების დამატებების და შესწორებების პროცედურა.

5.0. აკრედიტაციის სტანდარტების მუდმივი სრულყოფის პროცესი მიმდინარეობს დაგროვილი გამოცდილების ღრმა ანალიზის და განზოგადების, სამედიცინო დაწესებულებების, პროფესიული ორგანიზაციების, აგრეთვე საზოგადოების სხვა წარმომადგენლების წინადადებების და შენიშვნების გათვალისწინებით.

5.1. აკრედიტაციის პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავებისა და მათი პრაქტიკული რეალიზაციის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს  საჯაროობის პრინციპების დაცვით.