დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 405 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017637 |
|
„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებით (ვებგვერდი, 15/02/2019, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017178) დამტკიცებულ „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2. გაანგარიშებაში ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა ექვემდებარება გაანგარიშებაში განულებას, არაუგვიანეს მომდევნო წლის პირველი სამუშაო დღისა.“. 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გარდამავალი დებულებები 1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელების გაანგარიშებაში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ნაშთების გადმოტანა ხორციელდება 0-ის ტოლი თანხის გატარებით, მიუხედავად იმისა, გადასახადის გადამხდელის ნაერთ ინფორმაციაში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფიქსირდება ზედმეტობა თუ სალდირებული საგადასახადო დავალიანება (მათ შორის, დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული). 2. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელების შესახებ მონაცემთა მართვის სახელმძღვანელოს“ შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრების ჯგუფში შემავალი სუბიექტების გაანგარიშებაში 2022 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა გაანგარიშებაში განულდეს არაუგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრისა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები