„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 562
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023773
562
09/12/2022
ვებგვერდი, 12/12/2022
300160070.10.003.023773
„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №562

2022 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017597) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“:

1. მე-3 მუხლს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) განმეორებითი ინსპექტირება − ტერმინი განისაზღვრება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;“.

2. დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

სატრანსპორტო საშუალებების დაყოფა კატეგორიებად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯამებელი რეზოლუციის“

(დოკუმენტი: TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2, მიღების თარიღი: 13/08/97) შესაბამისად

 

სატრანსპორტო საშუალების კატეგორია

სატრანსპორტო საშუალების სრული მასა * ტ

სატრანსპორტო საშუალების დანიშნულება

M1

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

 

M2

არაუმეტეს 5 **-ისა

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

M3

5-ზე მეტი **

 

 

N1

არაუმეტეს 3,5 ***-ისა

ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება 

N2

3,5-ზე მეტი არაუმეტეს 12,0 ***-ისა

 

N3

12,0-ზე მეტი ***

 

O1

არაუმეტეს 0,75-ისა

 

მისაბმელები – სატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი

O2

0,75-ზე მეტი

არაუმეტეს 3,5-ისა

 

მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – სატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი

O3

3,5-ზე მეტი **** არაუმეტეს 10-ისა

მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – სატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი.

O4

10-ზე მეტი ****

 

შენიშვნები:

1. გამოყენებული აღნიშვნები:

* – სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული სპეციალური          მოწყობილობა განიხილება, როგორც ტვირთის ეკვივალენტი;

** – შესახსრებული ავტობუსი შედგება ორი ან მეტი განუცალკევებლად დაკავშირებული სექციისგან, რომლებშიც განთავსებულია მგზავრთა სალონები, ერთმანეთთან დაკავშირებული გასასვლელით მგზავრთა თავისუფალი გადაადგილებისთვის, განუცალკევებელი სექციები მუდმივად დაკავშირებულია ერთმანეთთან და მათი განცალკევება ხდება მხოლოდ სალონებში არსებული სპეციალური მოწყობილობით. შესახსრებული ავტობუსი, რომელიც შედგება ორი ან მეტი განუცალკევებელი, მაგრამ შესახსრებული სექციისგან და განიხილება, როგორც ერთი სატრანსპორტო საშუალება;

*** – ნახევარმისაბმელის ბუქსირებისთვის განკუთვნილი უნაგირა საწევრების სრულ მასაში იგულისხმება საწევრის (აღჭურვილ მდგომარეობაში) მასისა და იმ მასის ჯამი, რომელიც შეესაბამება ნახევარმისაბმელისაგან უნაგირა-ჩასაბმელი მოწყობილობის მეშვეობით საწევარზე გადაცემულ მაქსიმალურ სტატიკურ ვერტიკალურ დატვირთვას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საწევრის ტვირთის მაქსიმალური მასით;

**** – სპეციალურ საწევართან ცენტრალური ღერძით ჩაბმული ნახევარმისაბმელისთვის ან მისაბმელისთვის სრულ მასად მიიჩნევა მასა, რომელიც შეესაბამება მაქსიმალურ სტატიკურ-ვერტიკალურ დატვირთვას ღერძიდან (ღერძებიდან) საყრდენ ზედაპირზე, როდესაც ნახევარმისაბმელი ან მისაბმელი მაქსიმალურად დატვირთულია.

2. M2, M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დამატებით დაყოფილია კლასებად:

ა) I – საქალაქო ავტობუსები – ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებითა და ფეხზე მდგომი მგზავრების გადასაყვანად ადგილებით, გასასვლელის გარდა;

ბ) II – საქალაქთაშორისო ავტობუსები – ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებით, მაგრამ რომლებშიც დასაშვებია გასასვლელში მდგომი მგზავრების გადაყვანა;

გ) III – შორი მიმოსვლის ავტობუსები – ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მჯდომარე მგზავრებისთვის შორ მანძილზე, საკმარისად მაღალი კომფორტულობით.

3. 02, 03, 04 კატეგორიის მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) დამატებითი კლასიფიკაცია ხდება ტიპების მიხედვით:

ა) ნახევარმისაბმელი – ბუქსირებადი სატრანსპორტო საშუალება, რომლის ღერძ(ებ)ი განლაგებულია სრულად დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მასის ცენტრის უკან, აღჭურვილია უნაგირაჩაბმის მოწყობილობით, რომელიც საწევარს გადასცემს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ დატვირთვებს. ნახევარმისაბმელის ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება, იყოს წამყვანი საწევრის ამძრავით;

ბ) მისაბმელი – ბუქსირებადი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია, სულ ცოტა, ორი ღერძით და წევით – გადაბმის მოწყობილობით, რომელსაც შეუძლია მისაბმელის მიმართ ვერტიკალური გადაადგილება და წინა ღერძ(ებ)ის მიმართულების მართვა, მაგრამ გადასცემს საწევარს უმნიშვნელო სტატიკურ დატვირთვას. მისაბმელის ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება, იყოს საწევრის ამძრავით;

გ) მისაბმელი ცენტრალური ღერძით – ბუქსირებადი სატრანსპორტო საშუალება, წევითჩაჭიდების მოწყობილობით, რომელსაც არ შეუძლია მოძრაობა საწევრის მიმართ ვერტიკალურ სიბრტყეში. მისაბმელის სრული დატვირთვისას ღერძ(ებ)ი მასის ცენტრის მიმართ გადანაცვლებულია ისე, რომ საწევარს გადაეცემა მხოლოდ უმნიშვნელო ვერტიკალური დატვირთვა, რომელიც არ აღემატება მისაბმელის მასის 10%-ს ან 10 კნ-ს (მითითებულ მნიშვნელობებს შორის უმცირესი). ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება, იყოს წამყვანი საწევრიდან ამძრავით.

დანართი №2

 

სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (მათ შორის, განმეორებითი ინსპექტირების) პერიოდულობა და საფასურები მათი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით

 

სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები

სატრანსპორტო საშუალების დანიშნულება და მახასიათებლები

სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების პერიოდულობა

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური (გარდა განმეორებითი ინსპექტირებისა)

განმეორებითი ინსპექტირების საფასური

1

M2  M3

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ

100 ლარი

30 ლარი

2

N2  N3

3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი  ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

100 ლარი

30 ლარი

3

O3  O4

3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

20 ლარი

4

M1

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

20 ლარი

5

M1

ტაქსები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ

60 ლარი

20 ლარი

6

N1

პიკაპი

ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს

60 ლარი

20 ლარი

7

N1

არაუმეტეს 3500 კგ-ზე  სრული მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა

ორი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

20 ლარი

8

M1

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ოთხი  წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.  გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს

60 ლარი

20 ლარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც აღჭურვილნი არიან მხოლოდ ელექტროძრავით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 48 ლარით, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 15 ლარით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 თებერვლიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი