ვანის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

ვანის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016466
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
01/12/2022
ვებგვერდი, 02/12/2022
010250050.35.121.016466
ვანის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/12/2022 - 08/02/2023)

ვანის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2022 წლის 1 დეკემბერი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და „ი1“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-10 და მე-13 მუხლების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი



დანართი 1

 

ვანის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი

თავი I
ზოგადი დებულებანი 

მუხლი 1.  ზოგადი დებულებები
1. ვანის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციის, ელექტრონული რეზერვის ფორმირების, მიღება-ამორიცხვისა და დაფინანსებისა წესსა და პირობებს.

2. წესის მიზანია, ბავშვთა სათანადო განვითარებისათვის და სკოლისათვის მოსამზადებლად ძლიერი და მდგრადი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შექმნა. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელთა მიღების (რეგისტრაციის), ამორიცხვის (რეგისტრაციიდან მოხსნის), ჯგუფების დაკომპლექტების, დამატებითი (შერეული) ჯგუფების შექმნის,  რეგისტრაციისას გამონაკლისი საკითხების დარეგულირება. ამასთანავე, აღსაზრდელთა დაფინანსების რეგულაციების განსაზღვრა. მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ეფექტიანობის გაზრდა, ასევე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვა, ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციის და მიღება-ამორიცხვის პროცესის გაუმჯობესება, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განვითარება და ადრეული და სკოლამდელი მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობის გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი პროცესის უზრუნველყოფა.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გაერთიანება – მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული (ან/და იურიდიული პირის) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „საბავშვო ბაღების გაერთიანება“ რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის პოლიტიკის განხორციელებას.

ბ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება – მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული (ან/და იურიდიული პირის) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მართული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას.

გ) სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მისთვის მიწოდებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სავალდებულო კომპონენტია სასკოლო მზაობის პროგრამა/საქმიანობა.

დ) სასკოლო მზაობის პროგრამა – სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას. პროგრამის ხანგრძლივობაა დღეში 3 საათი;

ე) სკოლამდელი აღზრდის მომსახურება – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში უფასო აღზრდა და განათლება 9 საათიანი ხანგრძლივობითა და  მომსახურება სამჯერადი კვებით;

ვ) ბაგის ჯგუფი – 2-დან 3 წლამდე ასაკის აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფი;

ზ) ბაღის ჯგუფი – 3-დან 4 წლამდე და 4-დან 5 წლამდე აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფი და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფი – 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფი;

თ) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე;

ი) აღსაზრდელი – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხული ბავშვი;

კ) მშობელი – ბავშვის/აღსაზრდელის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;

ლ) ინკლუზიური განათლება − საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი,ნ რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა;

მ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი/აღსაზრდელი – ბავშვი/აღსაზრდელი, რომლისთვისაც საჭიროა სკოლამდელი აღზრდის პროცესის (მომზადების) მოდიფიცირება ან/და ინდივიდუალური მომზადების გეგმის შედგენა და განხორციელება;

ნ) საკონსულტაციო საბჭო – სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხელის შეწყობის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო;

ო) რეგისტრაცია – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში სკოლამდელი აღზრდისს მომსახურების მიღების მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია ამ წესის შესაბამისად;

პ) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისა და სასკოლო მზაობის ხელშეწყობისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს;

ჟ) მარტოხელა მშობელი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა მშობლის (დედის ან მამის) სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები).

რ) მრავალშვილიანი მშობელი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11912 მუხლით გათვალისწინებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი ან 


თავი II
ჯგუფების დაკომპლექტება, ბავშვის რეგისტრაცია და ბავშვის/აღსაზრდელის მიღება

მუხლი 3.  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ბავშვის მიღება
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე;

2. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფებში ბავშვის მიღება თავისუფალია:

ა) „ბაგის“ ჯგუფში 2-დან 3 წლამდე;

ბ) ბაღის ჯგუფში 3-დან 4 წლამდე და 4-დან 5 წლამდე;

გ) სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში – 5 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბავშვზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან/და  საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი კომისიის მიერ გაცემულია ცნობა შემდგომი ასაკობრივ განვითარებისთვის ექვს წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები), სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია მიღებულ იქნას ასეთი ბავშვი.


მუხლი 4. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ჯგუფების დაკომპლექტება
1. სასწავლო-სააღზრდელო პროცესში მონაწილე პერსონალთან შეთანხმებით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფებს, ასაკის გათვალისწინებით აღნიშნული წესის შესაბამისად, აკომპლექტებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების უფროსი.

2. ჯგუფებში აღსაზრდელთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება გაერთიანების შინაგანაწესით, ფიზიკური გარემოსა და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ბაგის ჯგუფში არაუმეტეს 25 აღსაზრდელისა, ხოლო, ბაღის ჯგუფში, არაუმეტეს 30 აღსაზრდელისა.

3. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობა აჭარბებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში არსებული ადგილების მაქსიმალურ რაოდენობას, მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობის, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ფიზიკური გარემოსა და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თხოვნითა და გაერთიანების დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჯგუფში ან ჯგუფებში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდა. აღნიშნულ შემთხვევაში, აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდის შესახებ დგება დასაბუთებული მოთხოვნა, რასაც დაერთვება საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმი კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში ზუსტი რაოდენობის მითითებით.

4. ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში გაერთიანება უფლებამოსილია მომიჯნავე ასაკის ბავშვებისგან ჩამოაყალიბოს მრავალასაკობრივი (შერეული) ჯგუფი არაუმეტეს 15 ბავშვის შემადგენლობით.


მუხლი 5.  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურების მიღების მსურველთა რეგისტრაცია
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურების მიღების მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტორნული ფორმით, გაერთიანების მიერ განსაზღვრულ ელექტორნულ მისამართზე.

2. რეგისტრაცია შესაძლებელია შერჩეული საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში ადგილის არსებობის შემთხვევაში (აღსაზრდელთა ზედა ასაკობრივი ჯგუფებში გადაყვანის, ახალი ჯგუფის დამატების ან ბაღის გახსნის ხარჯზე).

3. რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეული მხოლოდ ერთ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში.

4. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდისას, მსურველთა რეგისტრაციის შესაძლებლობას უზრუნველყოფს გაერთიანება.

5. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ჯგუფებში, აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხის შენარჩუნებას და აღსაზრდელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება.

6. შესაბამის ელექტრონულ მისამართზე რეგისტრირდებიან:

ა) ბავშვები, რომელთაც საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყების დღისთვის არ შესრულებიათ 6 წელი;

ბ) ბავშვები, რომელთაც რეგისტრაციის დაწყების თარიღისთვის უსრულდებათ 2 წელი;

გ) ბავშვები, რომელთაც საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყების დღისთვის შეუსრულდათ 6 წელი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან/და შესაბამისი კომისიის მიერ გაცემული ცნობა/რეკომენდაციის საფუძველზე.

7. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტაციის დაწყების თარიღი განისაზღვრება გაერთიანების მეშვეობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტით;

8. რეგისტარციისას ივსება სარეგისტრაციო ფორმა, რომელშიც რეგისტრაციის მსურველის მიერ სავალდებულოა შეტანილი იქნას შემდეგი ინფორმაცია:

ა) სასურველი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება;

ბ) ბავშვის პირადი ნომერი;

გ) ბავშვის სახელი და გვარი;

დ) ბავშვის დაბადების თარიღი;

ე) მშობლების(მშობლის) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ვ) მშობლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

10. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის პერიოდიში,რეგისტრაციის უპირატესობით სარგებლობენ:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100000-ზე  ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველები);

ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

გ) იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით.

დ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მარტოხელა და მრავალშვილიანი,  მშობლის სტატუსის მქონე მშობლების შვილები;

ე) საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები, აგრეთვე საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირთა შვილები.

11. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე არსებული რეგისტრაცია მიმდინარეობს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული უპირატესობით მოსარგებლე ყველა კატეგორიის ბავშვები, ხოლო, მეორე ეტაპზე სხვა დანარჩენი.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული უპირატესი რეგისტრაციით მოსარგებლე ბავშვების რეგისტრაციის ვადები და სხვა პირობები, განისაზღვრება გაერთიანების მეშვეობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

13. რეგისტრაციის დაწყებამდე, გონივრულ ვადაში, გაერთიანების ვებგვერდის ან სოციალურ  ქსელში არსებული გვერდის მეშვეობით უნდა გავრცელდეს ინფორმაცია ბავშვის რეგისტრაციის, ჩარიცხვის და წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის თაობაზე.

14. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყების და დასრულების თარიღი, ასევე არდადეგების პერიოდი და ხანგრძლივობა, განისაზღვრება გაერთიანების მიერ.

15. ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარეობს რეგისტრაციის გამოცხადების შემდგომ უწყვეტად ვაკანტური ადგილების შევსებამდე.

16. რეგისტრაციის გამოცხადებამდე გაერთიანება უფლებამოსილია მოსამზადებელი ღონისძიებების გატარების მიზნით (აღსაზრდელთა შესაბამის ჯგუფებში გადანაწილება, სკოლაში წამსვლელ აღსაზრდელთა ამორიცხვა, პორტალის გამართულობის უზრუნველყოფა და ა.შ) სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე შეწყვიტოს ელექტრონული რეგისტრაცია, რასთან დაკავშირებითაც გამოიცემა შესაბამისი სამართლებრივი აქტი.


მუხლი 6.  ელექტრონული რეზერვის ფორმირება
1. ელექტრონული რეგისტრაციის მეშვეობით ვაკანტური ადგილების შევსების შემდეგ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მიერ იქმნება ელექტრონული რეზერვი.

2. ელექტრონულ რეზერვში ბავშვის რეგისტრაცია ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე.

3. ელექტრონულ რეზერვში მოხვედრის მიზნით მშობელი ვალდებულელია სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებას წარუდგინოს ბავშვის დაბადების მოწმობისა და მშობლის პირადობის ან/და პასპორტის ფოტო ასლი.

4. ელექტრონული რეზერვიდან რეგისტრაცია მიმდინარეობს უწყვეტად, ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში, რეზერვის ამოწურვამდე.

5. ელექტრონული რეზერვის ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;

ბ) მშობლის/მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

გ) სარეზერვო განცხადების შეტანის ზუსტი დრო, რიცხვის, საათისა და წუთის მითითებით;

6. ელექტრონული რეზერვიდან რეგისტრაცია განცხადების მოხდება რიგითობის მიხედვით.


მუხლი 7. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ბავშვის ჩარიცხვა
1. ბავშვის ჩარიცხვა წარმოებს, ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ, გაერთიანების დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

2. რეგისტრაციიდან 10 სამუაშაო დღის ვადაში, ხოლო ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე დაინტერესებული პირი ვალდებულია, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში წარადგინოს ბავშვის მიღებისთვის აუცილებელი შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) ჯანმრთელობის ცნობა;

გ) ბავშვის 2 ფოტოსურათი 3x4;

დ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია;

ზ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვის შემთხვევებში შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცებული ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ.

3. დაინტერესებული პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების უფროსის მოთხოვნით უქმდება განხორციელებული რეგისტრაცია.

4. დაინტერესებული პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ,  გაერთიანების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბავშვის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე და აღსაზრდელის მშობელთან აფორმებს შესაბამის მომსახურების ხელშეკრულებას.

5. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს აღსაზრდელის მომსახურება, დადგენილი სტანდარტებისა და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.


თავი III
აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვა და რეგისტრაცის შეჩერება

მუხლი 8. რეგისტრაციის შეჩერება და ბავშვის/აღსაზრდელის ამორიცხვა
1. აღსაზრდელის ზედიზედ 10 სამუშაო დღის, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს, ხოლო, მომდევნო 5 სამუშაო დღეში აღსაზრდელის მშობლის მიერ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში წარუდგენლობა, ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს. ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის შეჩერება ხდება ავტომატურად (მე-10 დღის ან/და მე-15 დღის 18 საათიდან), რომელიც არ საჭიროებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების უფროსის გადაწყვეტილებას.

2. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, გაერთიანების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ აღსაზრდელების ამორიცხვის შესახებ, რომელთაც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბავშვზე შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ, აღსაზრდელის მშობლის მოთხოვნით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია დატოვებული იქნას ასეთი საჭიროების (სპეციალიური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) აღსაზრდელი, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ან/და საჯარო სკოლებში მომავალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე (ერთი კალენდარული წელი).

4. ამორიცხვის და რეგისტაციის გაუქმების საფუძველია, აღსაზრდელის ამორიცხვის თაობაზე  გაერთიანების დირექტორის გადაწყვეტილება (ბრძანება).

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს გაერთიანების დირექტორის გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. რეგისტრაციის შეჩერებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით ხორციელდება რეგისტრაციის აღდგენა.

7. შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა წარმოებს არსებული ანკეტის გააქტირურებით, ხოლო, რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, იმავე ან სხვა სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურების მისაღებად, საჭიროა ახალი რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად.

8. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელის მოქმედებამ შესაძლებელია სხვა აღსაზრდელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მიაყენოს ზიანი, დირექტორი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, აღსაზრდელების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ზიანის თავიდან აცილების მიზნით, თუ შესაბამისი შედეგი მიღწეული ვერ იქნება, დირექტორის ბრძანებით შესაძლებელია რეგისტრაციის შეჩერება გონივრული ვადით ან/და რეგისტრაციის შეწყვეტა.

9. აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვის და ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

10. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:

ა) აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;

ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალება;

გ) სტიქიური უბედურება ან  სხვა ფორს-მაჟორული სიტუაცია (მათ შორის პანდემია).

11. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ანდა გაერთიანების დირექტორი.

12. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადების გასვლამდე, საპატიო გაცდენის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში წარდგენის შემთხვევაში, არ ხდება რეგისტრაციის შეჩერება.


თავი IV
სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსება

მუხლი 9.  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსება
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი წყაროა ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწსესებულებას შეუძლია მიიღოს შემოწირულობები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები.

3. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, სასწავლო-აღმზრდელობითი, კვებითი მომსახურების და სხვა ხარჯების დასაფარად, დაფინანსება ხორციელდება სუბსიდიის დამტკიცებული პროგრამული ბიუჯეტის შესაბამისად.


თავი V
დასკვნითი დებულებები

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები
1. ბავშვთა/აღსაზრდელთა რეგისტრაცია სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ხორციელედება მხოლოდ ამ წესის საფუძველზე და განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. აღნიშნული წესის საფუძველზე დამატებითი საკითხების განსაზღვრის მიზნით (რეგისტრაციის გამოცხადება, თარიღის განსაზღვრა, რეგისტრაციის შეწყვეტა, დაფინანსება და ა.შ) გაერთიანების მიერ გამოიცემა შესაბამისი სამართლებრივი აქტი.