დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2290-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 220050000.05.001.020671 |
|
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 220050000.05.001.018461) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოსთვის გარეაუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმას, რომელმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.“. მუხლი 2. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომელიც აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმას მინიჭებული აქვს შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგად, მას უნარჩუნდება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 15 დეკემბრიდან. |
თბილისი, 1 დეკემბერი 2022 წ. N2290-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები