მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესისა და ანაზღაურების პირობების დამტკიცების შესახებ

მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესისა და ანაზღაურების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 01/12/2022
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016157
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
01/12/2022
ვებგვერდი, 02/12/2022
310150000.55.067.016157
მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესისა და ანაზღაურების პირობების დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/12/2022 - 21/06/2023)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №31

2022 წლის 1 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესისა და ანაზღაურების პირობების დამტკიცების შესახებ

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-8 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესი და ანაზღაურების პირობები“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.   

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი



მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესი და ანაზღაურების პირობები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

„მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობისა და ანაზღაურების წესი და პირობები“ (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში (შემდეგში – სააგენტო) მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობისა და ანაზღაურების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. მოწვეული ექსპერტი

1. მოწვეული ექსპერტი –  „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი.

2. მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა  საქმიანობის ანაზღაურება ხდება ამ წესის შესაბამისად, მასთან გაფორმებული  მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც დეტალურად განისაზღვრება მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და პირობები, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 3. მოწვეული ექსპერტის შერჩევის არსი

1. მოწვეული ექსპერტის შერჩევა გულისხმობს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად მოწვეულ ექსპერტთა გამოვლენას, რეესტრში აღრიცხვას, მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით.

2. მოწვეულ ექსპერტთა შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) მოწვეულ ექსპერტთა კომპეტენცია და გამოცდილება (მუშაობის სტაჟი);

ბ)  პროფესიული და ფინანსური დამოუკიდებლობა;

გ) მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული გამჭვირვალე და ობიექტური სისტემის  უზრუნველყოფა.

მუხლი 4. მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის პირობები

1. მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ. სააგენტოს მიერ შერჩევა ცხადდება ყოველ 6 თვეში ერთხელ.

2. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია, დაუშვას გამონაკლისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისგან.

3. შერჩევაში მონაწილე ექსპერტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა გააჩნდეს უმაღლესი საზღვაო განათლება;

ბ) უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 12 თვის გამოცდილება კაპიტნის ან უფროსი მექანიკოსის რანგში; ან

გ) უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 12 თვის გამოცდილება უფროსი თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის რანგში;

დ) იცნობდეს მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს;

ე) იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;

ვ) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

მუხლი 5. მოწვეული ექსპერტის განცხადება და მისი განხილვის წესი

1. შერჩევაში მონაწილეობისთვის მოწვეულმა ექსპერტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა, რომელსაც თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და პასპორტი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV).

გ) კომპეტენციის სერტიფიკატის ასლები.

2. განაცხადის განხილვის შემდეგ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მოწვეულ ექსპერტად შერჩევის ან შერჩევაზე უარის თქმის შესახებ, რასაც წერილობით ატყობინებს დაინტერესებულ მხარეს.

3. შერჩეული  ექსპერტის შესახებ ინფორმაცია შეიტანება მოწვეულ ექსპერტთა რეესტრში.

მუხლი 6. მოწვეული ექსპერტის საქმიანობის ანაზღაურება

1. მოწვეულ ექსპერტის, რომელიც მონაწილეობს მეზღვაურთა ზეპირი გამოცდის პროცესში, დღიური ანაზღაურება შეადგენს 100 ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

2. მოწვეული ექსპერტის, რომელიც მონაწილეობს კითხვათა ბაზის განახლება/ვალიდაციის პროცესში, ანაზღაურების წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

3. მოწვეულ ექსპერტზე ამ წესით გათვალისწინებული ანაზღაურება გაიცემა გაწეული მომსახურების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 7. მოწვეულ ექსპერტთა უფლბამოსილების შეჩერება/გაუქმება

1. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა მოწვეული ექსპერტის მიერ ამ წესისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოწვეული ექსპერტის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო მოწვეულ ექსპერტს შეუწყდა უფლებამოსილება, მას უწყდება ამ წესით დადგენილი პროცედურის შესაბამისად ხელახლა განცხადების შემოტანის უფლება.

მუხლი 8. საერთაშორისო ექსპერტი

1. საერთაშორისო ექსპერტის საქმიანობის ანაზღაურება ხდება ამ წესის შესაბამისად, მასთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც დეტალურად განისაზღვრება მის მიერ გასაწევი მომსახურება, მომსახურების პირობები, ანაზღაურების ოდენობა და გადახდის პირობები.

2. საერთაშორისო ექსპერტის მომსახურების ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღება მსგავსი საექსპერტო მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა, ექსპერტის ფიზიკური ადგილსამყოფელი, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის საჭირო თანხა, ასევე ექსპერტის მიერ მომსახურების მოცულობა და მომსახურების დაწყების ვადები.