„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 123/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018230
123/ნ
02/12/2022
ვებგვერდი, 02/12/2022
430210000.22.022.018230
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №123/ნ

2022 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სსმ, №140, 29/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016026) დამტკიცებულ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ოლიმპიადის მონაწილე – საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც შესაბამისი საგნის მიხედვით იღებს მონაწილეობას ოლიმპიადის ერთ-ერთ ტურში.“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საპრეტენზიო კომისია – ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურში მიღებულ შედეგთან დაკავშირებით თითოეული საგნის მიხედვით, ასევე,  ოლიმპიადის სამივე ტურში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ოლიმპიადის მონაწილეთა განცხადებების განხილვისა ან/და ცენტრის დირექტორისათვის დასკვნის მომზადების მიზნით, ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო/ორგანოები.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი ტური, რომელიც ტარდება ონლაინრეჟიმში, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით;“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი ტური ტარდება ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ონლაინრეჟიმში, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 13 პუნქტები:

„11. ოლიმპიადის პირველი ტური იმ მონაწილეებისათვის, რომლების საჭიროებენ სპეციალურ საგამოცდო გარემოს, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი და გალის რაიონის ტერიტორიაზე მყოფი მონაწილეებისათვის შესაძლებელია ჩატარდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან  განსხვავებული წესით. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში ოლიმპიადის მონაწილე წარუდგენს ცენტრს.

12. პირმა, რომელსაც სურს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, ცენტრში უნდა წარმოადგინოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში.

13. ამ მუხლის 11 და 12 პუნქტების შესაბამისად ცენტრში წარმოდგენილ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის ესაჭიროებათ ამ ინფორმაციის დამუშავება, კანონმდებლობით დადგენილი მიზნითა და მოცულობით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით და შემდეგ ნადგურდება.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტესტირება, შესაბამისი საგნის მიხედვით, ოლიმპიადის ტურების შესაბამისად, ონლაინრეჟიმში ან ცენტრის მიერ მეორე და მესამე ტურისთვის შერჩეულ ქალაქებში ტარდება ერთდროულად, გარდა ამ მუხლის 4​1 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“;

დ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი ტურის ტესტები სწორდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეს ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი კლასის/კლასების შესაბამისად.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ მოსწავლე ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობას მიიღებს ერთსა და იმავე საგანში სხვადასხვა კლასის შესაბამისად ჩატარებულ ტესტირებაში და ორივე კლასის შესაბამისად ჩატარებული ტესტირების შედეგად მოიპოვებს ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას, იგი ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი საგნის უფრო მაღალი კლასის ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილედ.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებას ოლიმპიადის თაობაზე,  ხოლო გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება  უზრუნველყოფს ასევე ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ პირთა სიის ცენტრისთვის გამოგზავნას. ცენტრი, გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოწოდებულ სიაში არსებულ მონაცემებს, ასახავს ოლიმპიადაში მონაწილეების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

ბ) უზრუნველყოფს ოლიმპიადის პირველ ტურში მოსწავლეთა მონაწილეობას, ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობას არ იღებს შესაბამისი წლის ოლიმპიადაში იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს მისი არც ერთი მოსწავლე არ  მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის პირველ ტურში.“.

გ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არ გამოთქვამს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილს, ამ შემთხვევაში ის აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის რესურსცენტრს და უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებას ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების ვადების თაობაზე.“;

დ) მე-5 პუნქტის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების იმ მოსწავლეთა მონაწილეობას ოლიმპიადის პირველ ტურზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური რესურსის გამოყენებით, რომელთაც არ აქვთ ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის მისაღებად საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ რესურსთან წვდომა.“;

დ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხელს უწყობს  ცენტრს ოლიმპიადის ჩატარებაში;“;

დ.დ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) მე-6 პუნქტის:

ე.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ატარებს ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ტურს ამ წესის შესაბამისად;

დ) განიხილავს ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ტურის საპრეტენზიო განაცხადებს ამ წესის შესაბამისად;“.

6. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა

1. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეს.

2. ​ იმ შემთხვევაში, თუ პირი არის წინა წლის შესაბამისი საგნის/საგნების ოლიმპიადის გამარჯვებული ან საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის წინა წლების ეროვნული/სასკოლო ნაკრები გუნდის წევრი/რეზერვისტი და იგი საპატიო  მიზეზით ვერ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურში, მას უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში იმ საგანში/საგნებში, რომლებზეც ვერ მიიღო მონაწილეობა პირველ ან მეორე ტურში. საპატიო მიზეზს განსაზღვრავს ცენტრი. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის ან წინა წლების ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის/რეზერვისტის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

 მუხლი 12. მონაცემთა ბაზა

1. ოლიმპიადის ჩატარების მიზნით ცენტრი, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქმნის ოლიმპიადაში მონაწილეების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის შესაბამისად, ცენტრი წერილობით მიმართავს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მოსწავლეთა მონაცემების მიწოდების თაობაზე, ხოლო სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ცენტრს უგზავნის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო და საშუალო საფეხურზე აქტიური სტატუსის მქონე მოსწავლეთა შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფლობს პირად ნომერს - ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, რომელშიც ინფორმაციის მიწოდების მომენტში სწავლობს მოსწავლე;

ე) კლასი, რომელშიც ინფორმაციის მიწოდების მომენტში სწავლობს მოსწავლე;

ვ) სექტორი, რომელზეც ინფორმაციის მიწოდების მომენტში სწავლობს მოსწავლე.".

7. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი ტური ჩატარდება ონლაინრეჟიმში, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგისტრაციისას ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია წარადგინოს ცენტრის დირექტორის აქტით დადგენილი დოკუმენტები.“.

8.  მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურის მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:

ა) პირები, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი ;

ბ) მეთვალყურე;

გ) ადმინისტრატორი;

დ) ადმინისტრატორის თანაშემწე;

ე) რეგისტრატორი;

ვ) პასუხისმგებელი პირი;

ზ) ექიმი;

თ) საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური პერსონალი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირველი, მეორე და მესამე ტურის პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ და მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია, შესაბამისი ოლიმპიადის დასრულების მეორე დღის 17 საათამდე პრეტენზია შეიტანოს ცენტრის დირექტორის სახელზე.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საპრეტენზიო კომისია 5 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს და თავის დასკვნას წარუდგენს ცენტრის დირექტორს.“.

10. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის შექმნის მიზნით გათვალისწინებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა რაოდენობა ცენტრის მიერ ოლიმპიადის კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კლასების მიხედვით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა რაოდენობის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა შესაბამისი წლის  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების მიზნით სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ  ინფორმაციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი