ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016484
16
30/11/2022
ვებგვერდი, 30/11/2022
010250020.35.119.016484
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2022 წლის 30 ნოემბერი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 010250020.35.119.016392, 13/03/2019) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. I თავის პირველი მუხლის ,,“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე ან მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;”.

2. I თავის პირველი მუხლის“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე  (მეურვე/მზრუნველი/მინდობით აღმზრდელი) ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;“

3. II თავის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე ან მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.“.

1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (გარდა დიაბეტის, აუტიზმის სპექტრის მქონე და ეპილეფსიის დიაგნოზით დაავადებული ბავშვები) მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე ან მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვზე 200(ორასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირის მშობელმა ან მეურვემ/მზრუნველმა/მხარდამჭერმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან შშმ სტატუსის შესახებ; გ) ბავშვის პირადობის ან დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) შშმ პირის მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი;

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

4. პროგრამის  II თავის მე-4  მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ვ. გადაწყვეტილება ან  ცნობა მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის შესახებ (არსებობის შემთხვევაში)“.

5. II თავის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა

1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული)  0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვის (პირველი ტიპის დიაბეტი-ინსულინზე დამოკიდებული) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; გ) შშმ პირის მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საინფორმაციო ბარათი; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დოკუმენტაციის განახლება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენამდე.

5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

6. პროგრამის II თავის 10მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა

1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული) 0-დან 18-წლამდე ეპილეფსიით დაავადებული ბავშვის ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; გ) შშმ პირის მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საინფორმაციო ბარათი; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დოკუმენტაციის განახლება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენამდე.

5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“.

7. პროგრამის  II თავის 11  მუხლის სათაური და პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 11. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე (მეურვე/მზრუნველი/მინდობით აღმზრდელი) ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა

1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე (მეურვე/მზრუნველი/მინდობით აღმზრდელი) განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“

8. პროგრამის  II თავის 21-ე  მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ბ) გადაწყვეტილება ბავშვის/ბავშვების რეინტეგრაციის შესახებ;

ე) დახმარების მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს  საინფორმაციო ბარათი.’’

9. პროგრამის  II თავის 23-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ზ) ბინის/სასტუმროს გამქირავებლის ბანკის ანგარიშის ნომერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, (იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო კოდი);“.

10. პროგრამის  II თავის 24-ე  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„3. დაფინანსება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებისა და ხელშეკრულების  საფუძველზე.“.

11. პროგრამის  II თავის 241 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 7-წლამდე ასაკის განვითარების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშწყობის ქვეპროგრამის მიწოდებისათვის სპეციალისტის სამგზავრო ხარჯებით (ტრანსპორტირებისათვის) უზრუნველყოფისათვის ღირებულება განისაზღვროს 26 (ოცდაექვსი) ლარის ოდენობით,მაგრამ არაუმეტეს თვეში 400 ლარისა და ერთ ვიზიტზე განხორციელდეს  არაუმცირეს  3 ბენეფიციარის მომსახურეობის გაწევა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე