ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-17. 17223292
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016006
გ-17. 17223292
25/11/2022
ვებგვერდი, 29/11/2022
000000000.00.139.016006
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-17.17223292

2022 წლის 25 ნოემბერი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 09/11/2022 წლის №01/3123 წერილის შესაბამისად:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში კობა წაქაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს „ალექსანდრე გვალიას სახელობის ქუჩა“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი №1, №3);

2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში კობა წაქაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს „ალექსანდრე გვალიას სახელობის ქუჩის I ჩიხი“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი №2, №3);

3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;

4. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; 6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №62).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            დავით ზაალიშვილი