„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2199-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.020696
2199-IXმს-Xმპ
30/11/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
010100000.05.001.020696
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში დასაქმებული პირი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი და ამ კანონის 404 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი;“.

2. 402 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს, აგრეთვე ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესს;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (შემდგომ − სპეციალური წოდება) და აქვეითებს სპეციალურ წოდებაში;“.

3. 408 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი (გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა) არის საჯარო მოსამსახურე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება იმავე კანონით დადგენილი წესით, თუ ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

4. 4018 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40​18. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები).

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი იღებს:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს;

ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს;

გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს, თუ აქვს სპეციალური წოდება;

დ) წელთა ნამსახურობის დანამატს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი.

7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2022 წ.

N2199-IXმს-Xმპ