„ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.017301
115
17/11/2022
ვებგვერდი, 18/11/2022
140060000.22.034.017301
„ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №115

2022 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №85 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2022, 140060000.22.034.017187) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოები − მოქმედებები, რომელთა მიზანია ინციდენტისგან/საგანგებო სიტუაციისგან ადამიანის სიცოცხლის, გარემოს და ქონების გადარჩენა, აგრეთვე ავარიისათვის, კატასტროფისათვის, ინციდენტისათვის/საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების აღმოფხვრა ან მინიმუმამდე შემცირება;“;

ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) მორიგე ცვლა − სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ერთი ან მეტი გათვლის შემადგენლობა (ძირითადი ტაქტიკური დანაყოფი), რომელსაც ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას მინიჭებული აქვს ცალკეული ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებამოსილება;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს და ქონების ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის საშიში ფაქტორებისაგან დაცვისთვის სამსახურის დანაყოფის ამოცანებია:

ა) ხანძრის ლოკალიზაცია;

ბ) ხანძრის ლიკვიდაცია;

გ) ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულება;

დ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

ე) სამაშველო სამუშაოების ჩატარება.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ლიკვიდაციის ღონისძიებები − თუ ხანძრით მოცულია ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობა ან/და დანადგარი და არ არსებობს მისი გავრცელების საშიშროება მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ან/და დანადგარზე.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სამსახურის დანაყოფების შემადგენლობის მიერ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას შესაძლებელია განხორციელდეს ფოტო/ვიდეო გადაღება. ფოტო/ვიდეოგადაღების მიზნით შესაბამისი ტექნიკის გამოყენების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“.

3. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გაითვალისწინოს სახელოს ხაზებისა და საავარიო-სამაშველო მოწყობილობების სახელოების ისეთი სიგრძე, რომელიც უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველის თავისუფალ გადაადგილებას, ლულითა და შესაბამისი საავარიო-სამაშველო ინსტრუმენტით მანევრირების შესაძლებლობას;“.

4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული  მოქმედებები იწყება ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან და ითვლება დასრულებულად ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონაში ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ან/და რეაგირების ღონისძიებების დასრულების მომენტიდან.“.

5. მე-13 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა შეიძლება შეჩერებულ იქნეს როგორც ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი პირების, ასევე სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობის დროს სხვა ხანძრის ან/და საგანგებო სიტუაციის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღმოჩენილი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელს და სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს ოპერატორს. ხელმძღვანელი, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის შემცველი გარემოებებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მორიგე ცვლამ გააგრძელოს მსვლელობა გამოძახების ადგილისკენ;

ბ) მორიგე ცვლა შეუდგეს ახლად აღმოჩენილი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციას;

გ) მორიგე ცვლა შეუდგეს ახლად აღმოჩენილი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციას სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ერთი გათვლის ძალებით, ხოლო მორიგე ცვლის დანარჩენმა სამსახურის დანაყოფებმა და სხვა რეაგირების ძალებმა და საშუალებებმა გააგრძელონ მსვლელობა გამოძახების ადგილისაკენ.“.

6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონა, მასშტაბი და ფართობი, საფრთხის ხასიათი, მომწამლავი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი და სხვა წვადი ნივთიერებებისა და მასალების არსებობა, აფეთქების საშიშროება, აგრეთვე ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის გავრცელების შესაძლო გზები და არეალი;“.

7. მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საგანგებო სიტუაციის ზონაში ხანძრებზე ლიკვიდაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის ან სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ან ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების განკარგულებით საგანგებო სიტუაციის ზონის მეთვალყურეობის მიზნით მობილიზებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფ(ებ)ის შემადგენლობა ვალდებულია:“.

8. მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განშტოებების დაყენება გზის სავალი ნაწილის საზღვრებს გარეთ, თუ არსებობს ამისთვის შესაბამისი პირობები;“.

9. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის დანაყოფები ახორციელებენ:

ა) სატრანსპორტო ავარიის/კატასტროფის დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოებს;

ბ) მიწისქვეშა სამთო-სამაშველო სამუშაოებს;

გ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებულ საავარიო-სამაშველო სამუშაოებს;

დ) ნავთობის ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო საავარიო-სამაშველო სამუშაოებს;

ე) მოსახლეობის, შინაური ცხოველების და მატერიალურ ფასეულობათა საევაკუაციო სამუშაოებს;

ვ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტის/ავარიის/საგანგებო სიტუაციის დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოებს;

ზ) შენობა-ნაგებობების ნგრევის ზონაში სამაშველო სამუშაოებს;

თ) წყალზე სამაშველო სამუშაოებს;

ი) წყალქვეშ საძიებო-სამაშველო სამუშაოებს;

კ) მთაში სამაშველო სამუშაოებს;

ლ) სასიმაღლო-სამაშველო სამუშაოებს;

მ) საგანგებო სიტუაციების ზონაში სხვა გადაუდებელ სამუშაოებს.“.

10. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 32. წყალქვეშ საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება

1. წყალქვეშ საძიებო-სამაშველო სამუშაოები მოიცავს:

ა) ადგილზე არსებული სიტუაციის შეფასებასა და საფრთხეების იდენტიფიცირებას, არსებული საფრთხეების შესახებ საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩაბმული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ინფორმირებას, მიმდინარე სამუშაოების კონტროლს;

ბ) უფლებამოსილი სამსახურის დახმარებით შემთხვევის ადგილის/სამუშაო ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან უცხო პირების გაყვანასა და ტერიტორიაზე დაშვების კონტროლის დაწესებას;

გ) ინციდენტის თვითმხილველების გამოკითხვას, ასევე ამ გამოკითხვისა და ნაპირზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საფუძველზე დაზარალებულის წყალში შესვლის ადგილისა და წყლის ზედაპირიდან გაუჩინარების სავარაუდო ადგილის დადგენას;

დ) საძიებო-სამაშველო სამუშაოების აკვატორიის განსაზღვრასა და სწრაფი დინების არსებობის შემთხვევაში დინების სავარაუდო სიჩქარის დადგენას, სამუშაო ადგილთან მისასვლელი ნაპირების დახრის კუთხის და ზედაპირის შესწავლას, ასევე წყალში ხილვადობის მანძილის განსაზღვრას, ფსკერზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და, საჭიროების შემთხვევაში, ფსკერის მდგომარეობის შესწავლას;

ე) ნაპირზე დროებითი ბაზის მოწყობას, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, და მისი ამკრძალავი მანიშნებლებით შემოფარგვლას, წყალში შესასვლელი სამუშაო მონაკვეთის განსაზღვრასა და მიმთითებელი მანიშნებლებით გამოყოფას;

ვ) რეაგირების დამატებითი ძალების და საშუალებების ჩაბმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

ზ) სამუშაო აკვატორიიდან ყველა სანაოსნო საშუალებების გაყვანას, რომელიც არ არის ჩართული რეაგირებაში, ასევე სამუშაო აკვატორიაზე სანაოსნო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვისათვის საგუშაგოს მოწყობას რეაგირებაში ჩაბმული ერთ-ერთი სანაოსნო საშუალების გამოყენებით;

თ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გეგმის შემუშავებას და რეაგირებაში ჩართული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ინფორმირებას;

ი) სამუშაოების შემსრულებელი ძირითადი და სათადარიგო ჯგუფების, მათ შორის, სანაოსნო საშუალების ეკიპაჟის და ნაპირზე მყოფი უზრუნველყოფის ჯგუფის გამოყოფასა და მათი ხელმძღვანელების დანიშვნას;

კ) შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევასა და, უშუალოდ სამუშაოების დაწყებამდე, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ან ხელმძღვანელის მიერ ჯგუფების მზადყოფნის შემოწმებას;

ლ) წყლის ზედაპირზე და წყლის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუდმივი კომუნიკაციის ორგანიზებას;

მ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების აღრიცხვასა და დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას.

2. წყალქვეშ საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) საძიებო-სამაშველო სამუშაო აკვატორიის მიმდებარედ წყალშემკრები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ტექნიკური ნაგებობების უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შესაბამისი კავშირისა და ურთიერთქმედების ორგანიზება;

ბ) რეაგირებაში ჩაბმული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების დინებით მოტანილი ნარჩენების და სხვა მოტივტივე ობიექტების ზემოქმედებისაგან დაცვისათვის უზრუნველყოფილ იქნეს სამუშაოების ჩატარებისას ადგილიდან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სამუშაო აკვატორიის მიმდებარედ მეთვალყურეების დაყენება;

გ) სწრაფი დინების პირობებში უზრუნველყოფილ იქნეს მყვინთავის მიერ წყალქვეშ სამაშველო სამუშაოების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმებით დადგენილი საბალასტე ტვირთის წონა ვერ უზრუნველყოფს მყვინთავის ჩაძირვას;

დ) წყალში ჩაძირული საგნის ამოღების სამუშაოების დაწყება განხორციელდეს მას შემდეგ, როდესაც მყვინთავის უსაფრთხოება მთლიანად უზრუნველყოფილია;

ე) დღე-ღამის ბნელ დროს/შეზღუდული მხედველობის პირობებში წყალქვეშ საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცულია მყვინთავის და დამხმარე ჯგუფების უსაფრთხოება;

ვ) წყალქვეშ მოქცეულ ტექნიკურ ნაგებობებში, საკომუნიკაციო, დახურულ წყალგამტარ საირიგაციო სისტემებში, ჩაძირული სატრანსპორტო და სანაოსნო საშუალებების შიდა ნაკვეთურებში, ასევე დახურულ სივრცეში წყალქვეშ საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისას, უზრუნველყოფილ იქნეს ტექნიკური ნაგებობის ადმინისტრაციასთან ურთიერთქმედების ორგანიზება და წყალქვეშ საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების უსაფრთხოების ინსტრუქციებით დადგენილი სპეციალური რეჟიმებით მუშაობის მოთხოვნების დაცვა;

ზ) უზრუნველყოფილ იქნეს წყალქვეშ საძიებო-სამაშველო სამუშაოების დაწყებამდე მყვინთავის აღჭურვილობაში არსებული მაღალი წნევის ჰაერის ბალონში წნევის შემოწმება და სასუნთქი საშუალებების გამოყენების დაწყებიდან დროის პარამეტრებსა და მიღწეული სიღრმეების მაჩვენებლებზე კონტროლის ორგანიზება, ასევე ფიქსირებული მონაცემების შესაბამის ჟურნალში შეტანა;

თ) მყვინთავის უსაფრთხოებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი მეთოდების გამოყენებით მასთან მუდმივი კომუნიკაცია, ასევე მყვინთავის წყალში ყოფნისას ძრავით აღჭურვილი სანაოსნო საშუალების ძრავის გათიშვა და მისი უკონტროლოდ ჩართვის გამორიცხვა;

ი) მყვინთავის უსაფრთხოებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად მისი შეცვლისა და დასვენების ორგანიზება, აგრეთვე საძიებო-სამაშველო სამუშაოებიდან მისი მოხსნა, თუ გამოვლენილი იქნება მის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ფაქტები;

კ) მყვინთავის სიღრმიდან ავარიული ამოსვლის და სადეკომპრესიო რეჟიმების სხვადასხვა მიზეზით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ორგანიზებულ უნდა იქნეს დაშავებული მყვინთავის საძიებო-სამაშველო სამუშაო ადგილთან უახლოეს სამედიცინო ან კერძო ორგანიზაციაში გადაყვანა, რომელთაც გააჩნიათ სადეკომპრესიო კამერა;

ლ) მყვინთავის უსაფრთხოებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მის მიერ ბოლოს შესრულებული საძიებო-სამაშველო დავალებიდან შესაბამის ცხრილში მითითებული დაშვებების გამოყენება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა სამუშაოების განხორციელებას, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, უზრუნველყოფს ხელმძღვანელი.“.

11. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ზვავში მოყოლილების ძებნის ორგანიზებას ძაღლებისა და სხვა სპეციალური საშუალებებით;“.

12. 44-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) ისეთი სახის მძიმე ტექნიკის გადაადგილების აკრძალვა, რომელთა ზედაპირზე შეხებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბიძგები;

ო) შესაბამის სამსახურებთან ერთად მატარებლების სიჩქარის მაქსიმალურად შეზღუდვა, თუ ნგრევის ზონა მდებარეობს სარკინიგზო ხაზებთან ახლოს.“;

ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) შესაბამისი სამსახურების დახმარებით ნგრევის ზონის შემოფარგვლა და შემოფარგლული ზონის შიგნით უცხო პირთა გადაადგილების აკრძალვა;“.

13. 45-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ზომების მიღება სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახელოების ხაზების, სახელოების, ელექტრული კაბელების მინის ნამსხვრევებისაგან და სხვა საგნებისაგან დასაცავად;“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) გაზის და ელექტროდენის გათიშვა.“.

14. 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ჩაქრობის ტაქტიკური გეგმის შემუშავება, ხანძრის ჩაქრობის უბნებზე/სექტორებზე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების განთავსება, მუშაობის თითოეულ ეტაპზე შემადგენლობის წინაშე ამოცანების დასახვა და მუდმივი კავშირის ორგანიზება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური