გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელინ ნუსხის) დამტკიცების შესახებ

  • Word
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელინ ნუსხის) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 87, 14/08/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 13/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.998
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
76
05/08/2003
სსმ, 87, 14/08/2003
360.160.000.11.103.005.998
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელინ ნუსხის) დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/08/2003 - 12/09/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.998

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №76

2003 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელი ნუსხის) დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა” და „წითელი წიგნის“ შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი I, 2003 წ., №19, მუხ. 126) 36-ე მუხლის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების შესრულების მიზნით დამტკიცდეს თანდართული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალი (წითელი ნუსხა).

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ ბრძანებით დამტკიცებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალით (წითელი ნუსხით) განსაზღვრული სახეობების ქართულ დასახელებებთან ერთად მოყვანილი არაბული ციფრებით აღნიშნულია ამა თუ იმ კონკრეტული სახეობის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალში (წითელ ნუსხაში) შეტანის საფუძველი. კერძოდ:

ა) ციფრით „[1]” – აღნიშნულია 1982 წლის საქართველოს სსრ წითელი წიგნით განსაზღვრული სახეობა;

ბ) ციფრით „[2]” – აღნიშნულია „ველური ცხოველე-ბის მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ” 1979 წლის 23 ივნისს ქალაქ ბონში შესრულებული კონვენციის შესაბამისად საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მკაცრი დაცვის ქვეშ მოქცეული სახეობა. კონვენციას საქართველო შეუერთდა „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ” კონვენციასთან შეერთების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 11 თებერვლის დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III, 2000 წ., N12, მუხ. 110);

გ) ციფრით „[3]” – აღნიშნულია „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ” ბონის კონვენციით გათვალისწინებული „აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 2 მარტის დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III, 2001 წ., N21, მუხ. 185) რატიფიცირებული „აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ” შეთანხმების შესაბამისად საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მკაცრი დაცვის ქვეშ მოქცეული სახეობა;

დ) ციფრით „[4]” – აღნიშნულია „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ” ბონის კონვენციით გათვალისწინებული „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 2 მარტის დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III, 2001 წ., №21, მუხ. 186) რატიფიცირებული „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ” შეთანხმების შესაბამისად საქართველოს საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მკაცრი დაცვის ქვეშ მოქცეული სახეობა;

ე) ციფრით „[5]” – აღნიშნულია „მიგრირებადი სახეობების დაცვის” ბონის კონვენციით გათვალისწინებული „ევროპაში ღამურების დაცვის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით (საქარ-თველოს საკანონმდებლო მაცნე, III, 2002 წ., N3, მუხ. 24) რატიფიცირებული „ევროპაში ღამურების დაცვის შესახებ” შეთანხმების შესაბამისად საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მკაცრი დაცვის ქვეშ მოქცეული სახეობა.

3. ეს ბრძანება მოქმედებს „საქართველოს „წითელი ნუსხისა” და „წითელი წიგნის“ შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს „წითელი ნუსხის” დამტკიცებამდე.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდგომ, ეს ბრძანება ძალაში შევიდეს მისი სრული ტექსტის (ამავე ბრძანებით დამტკიცებული დანართის ჩათვლით) საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ჩხობაძე

დანართი

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების

ჩამონათვალი (წითელი ნუსხა)

ნაწილი I

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული

ცხოველების სახეობები

 

 

 

სახეობის სახელწოდება

ქართულ ენაზე

 

სახეობის სახელწოდება ლათინურ ენაზე

(სახეობის /სახელწოდების/ განმსაზღვრელის ჩათვლით)

 

კლასი – ძუძუმწოვრები(Mammalia)

 

1.

ნიამორი [1]

Capra aegagrus [Erxleben]

2.

ქურციკი (ჯეირანი) [1]

Gazella subgutturosa [Güld.]

3.

ზოლებიანი აფთარი [1]

Hyaena hyaena [L.]

4.

ჯიქი [1]

Felis pardus [L.] / (=Panthera pardus [L.])

5.

ჭრელტყავა [1]

Vormela peregusna [Güld.]

6.

თეთრმუცელა სელაპი [1,2]

Monachus monachus [Herman]

7.

წავი [1]

Lutra lutra meridionalis [Ogn.]

8.

კავკასიური წაულა [1]

Lutreola lutreola turovi [Kuznez. et Novik.]

9.

კავკასიური ფოცხვერი [1]

Felis lynx orientalis [Sat.]

10.

კავკასიური ირემი [1]

Cervus elaphus maral [Ogilby]

11.

ამიერკავკასიური ზაზუნა [1]

Mesocricetus brandti [Nehring]

12.

რადეს ბიგა [1]

Sorex raddei [Sat.]

13.

ფუღუ [1]

Suncus etruscus [Savi]

14.

მცირე კბილთეთრა [1]

Crocidura suaveolens [Pallas]

15.

მეჰელის ცხვირნალა [1,5]

Rhynolopus mehelyi [Matschie]

16.

ყურგრძელი მღამიობი [1,5]

Myotis bechsteini [Kuhl.]

17.

სამფეროვანი მღამიობი [1,5]

Myotis emarginatus [Geoffroy]

18.

გრძელფრთიანი ღამურა [1,5]

Miniopterus schreibersi [Kuhl.]

19.

გიგანტური მეღამურა [1,5]

Nyctalus lasiopterus [Schreber]

20.

მცირე მეღამურა [1,5]

Nyctalus leisleri [Kuhl.]

21.

მაჩქათელა [1,5]

Barbastella barbastellus [Schreber]

22.

თეთრგვერდა დელფინი [4]

Delphinus delphis [L.]

23.

ზღვის ღორი [4]

Phocoena phocoena [L.]

24.

აფალინა [4]

Tursiops truncatus [Montagu]

25.

სამხრეთული ცხვირნალა [5]

Rhinolophus euryale [Blasius]

26.

მცირე ცხვირნალა [5]

Rhinolophus hipposideros [Bechstein]

კლასი – ფრინველები (Aves)

27.

იშხვარი (ყარყატი) [1,3]

Ciconia nigra [L.]

28.

თეთრკუდა არწივი (ფსოვი) [1,2]

Haliaeetus albicilla [L.]

29.

კრავიჭამია (ბატკანძერი) [1]

Gypaetus barbatus [L.]

30.

ბეგობის არწივი [1,2]

Aquila heliaca [Savigny]

31.

დურაჯი [1]

Francolinus francolinus [L.]   

32.

კასპიის (კასპიური) შურთხი [1]

Tetraogallus caspius [Gmelin]

33.

ხონთქრის ქათამი (პორფირიონი) [1]

Porphyrio porphyrio [Latham]

34.

წითელთავა ნარჩიტა [1]

Regulus ignicapillus [Temminck]

35.

შავარდენი [1]

Falco peregrinus [Gmelin]

36.

მთის არწივი [1]

Aquila chrysaetus [L.]

37.

ველის არწივი [1]

Aquila rapax [Temminck]

38.

შაკი [1]

Pandion haliaetus [L.]

39.

გველიჭამია არწივი (ძერაბოტი) [1]

Circaetus gallicus [Gmelin]

40.

გნოლი [1]

Perdix perdix [L.]

41.

რუხი წერო [1,3]

Grus grus [L.]

42.

სავათი [1]

Otis tarda [L.]

43.

სარსარაკი [1]

Otis tetrax [L.]

44.

ბარი (გავაზი) [1]

Falco cherrug [Gray]

45.

კავკასიური როჭო [1]

Lyrurus mlocosiewiczi [Taczanowskii]

46.

სვავი [1]

Aegypius monachus [L.]

47.

ორბი [1]

Gyps fulvus [Hablizl]

48.

დიდი ოყარი (დიდი თეთრი ყანჩა) [1,3]

Egretta alba [L.] / (=Casmerodius albus [L.])

49.

პატარა ოყარი (პატარა თეთრი ყანჩა) [1]

Egretta garzetta [L.]

50.

მყივანი (ყვითელნისკარტა) გედი [1,3]

Cygnus cygnus [L.]

51.

სისინა (წითელნისკარტა) გედი [1,3]

Cygnus olor [Gmelin]

52.

სირიული ხეკოდა (სირიული კოდალა) [1]

Dendrocopos syriacus [Hemprich et Ehrenberg]

53.

დიდი კოჭობა [1]

Carpodacus rubicilla [Güld.]

54.

წითელმუცელა ბოლოცეცხლა [1]

Phoenicurus erythrogaster [Güld.]

55.

წითელფრთიანი კოჭობურა [1]

Rhodopechys sanguinea [Güld.]

56.

წითელთავა ღაჟო [1]

Lanius senator [L.]

57.

წითური ასპუჭაკა [1]

Cercotrichas (Erythropygia) galactotes [Temminck]

58.

მოკლეთითა მგლინავა [1]

Certhia brachydactyla [Brehm]

59.

ულვაშა წიწკანა [1]

Panurus biarmicus [L.]

60.

პატარა (წრიპინა) ღერღეტი (წრიპინა ბატი, წითელფერა ბატი) [3]

Anser erythropus [L.]

61.

თეთრთვალა ყურყუმელა [2,3]

Aythya nyroca [Güldenstჰdt]

62.

ყარაულა (წყლის ბუღა) [3]

Botaurus stellaris [L.]

63.

წითელჩიჩახვა კაზარი (წითელგულა ღერღეტი) [2,3]

Branta ruficollis [Pallas] / (=Rufibrenta ruficollis [Pallas])

64.

ლაკლაკი [3]

Ciconia ciconia [L.]

65.

მდელოს მერცხალა [3]

Glareola pratincola [L.]

66.

ოჩოფეხა [3]

Himantopus himantopus [L.]

67.

შავთავა დიდთოლია [3]

Larus ichthyaetus [Pallas]

68.

ვიწრონისკარტა იხვინჯა [3]

Marmaronetta angustirostris [Ménétriés]

69.

ტურპანი [3]

Melanitta fusca [L.]

70.

წითელცხვირა ყურყუმელა [3]

Netta rufina [Pallas]

71.

თეთრთავა იხვი [2,3]

Oxyura leucocephala [Scop.]

72.

ქოჩორა (ხუჭუჭა) ვარხვი [2,3]

Pelecanus crispus [Bruch]

73.

ვარდისფერი ვარხვი [3]

Pelecanus onocrotalus [L.]

74.

პატარა ჩვამა [3]

Phalacrocorax pygmaeus [Pallas]

75.

ჟერო [3]

Platalea leucorodia [L.]

76.

რქოსანი კოკონა [3]

Podiceps auritus [L.]

77.

ჭაობის პაწაწა ქათამურა [3]

Porzana pusilla [Pallas]

78.

სადგისნისკარტა [3]

Recurvirostra avosetta [L.]

79.

მცირე მეთოვლია [3]

Sterna albifrons [Pallas]

80.

წითელი იხვი [3]

Tadorna ferruginea [Pallas]

81.

წეროტურფა [3]

Anthropoides virgo [L.] / (=Grus virgo [L.])

კლასი – ქვეწარმავლები (Reptilia)

82.

გრძელფეხა სცინკი [1]

Eumeces schneideri [Daud.]

83.

დასავლური მახრჩობელა [1]

Eryx jaculus [L.]

84.

გრძელი მცურავი [1]

Elaphe longissima [Laurenti]

85.

კავკასიური გველგესლა [1]

Vipera kaznakovi [Nikolsky]

86.

ცხვირრქოსანი გველგესლა [1]

Vipera ammodytes [L.]

87.

ხმელთაშუა ზღვის კუ [1]

Testudo graeca [L.]

კლასი– ამფიბიები (Amphibia)

88.

სირიული მყვარი [1]

Pelobates syriacus [Boett.]

89.

მცირეაზიური ტრიტონი [1]

Triturus vittatus [Jenyns]

90.

კავკასიური ჯვრიანა [1]

Pelodytes caucasicus [Boulenger]

91.

კავკასიური სალამანდრა [1]

Mertensiella caucasica [Waga]

კლასი – თევზები (Pisces)

92.

ატლანტური ზუთხი [I]

Acipenser sturio [L.]

 

ნაწილი II

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სახეობები

 

N

სახეობის სახელწოდება

ქართულ ენაზე

 

სახეობის სახელწოდება ლათინურ ენაზე

(სახეობის /სახელწოდების/ განმსაზღვრელის ჩათვლით)

 

ტიპი – გვიმრები (Filices)

ოჯახი – ჰემიონიტიდასებრნი (Hemionitidaceae)

1.

ანოგრამა [1]

Anogramma leptophylla [(L.) Link]

ოჯახი – ჰიმენოფილასებრნი (Hymenophyllaceae)

2.

ჰიმენოფილუმი [1]

Hymenophyllum tundridgense [(L.) Smith.]

ოჯახი – ოსმუნდასებრნი (Osmundaceae)

3.

სამეფო გვიმრა [1]

Osmunda regalis [L.]

ტიპი – შიშველთესლიანები (Gymnospermae)

ოჯახი – კვიპაროსისებრნი (Cupressaceae)

4.

მყრალი ღვია (მახვილქერქლიანი ღვია, შავი ღვია, მამალი ღვია) [1]

Juniperus foetidissima [Willd.]

5.

აღმოსავლეთის ბრტყელტოტა (აღმოსავლეთის ბიოტა, აღმოსავლეთის ტუია) [1]

Platycladus orientalis [(L.) Franco] / (= Biota orientalis [(L.) Endl.]) / (=Thuja orientalis [L.])

ოჯახი – ფიჭვისებრნი (Pinaceae)

6.

ელდარის ფიჭვი [1]

Pinus eldarica [Medw.]

7.

ბიჭვინთის ფიჭვი [1]

Pinus pithyusa [Stev.]

ოჯახი – ურთხლისებრნი (Taxcaceae)

8.

ურთხელი (უთხოვარი) [1]

Taxus baccata [L.]

 

ტიპი – ფარულთესლიანები (Angiospermae)

კლასი – ორლებნიანები (Dicotyledonae)

ოჯახი – ნეკერჩხლისებრნი (Aceraceae)

9.

ქართული ნეკერჩხალი [1]

Acer ibericum [Bieb.]

 

ოჯახი – თუთუბოსებრნი(Anacardiaceae)

10.

საკმლის ხე (კევის ხე, საღსაღაჯი) [1]

Pistacia mutica [Fisch. et Mey.]

 

ოჯახი – სუროსებრნი (Araliaceae)

11.

პასტუხოვის სურო [1]

 

Hedera pastuchovii [Woronow]

ოჯახი – კოწახურისებრნი surosebrni

12.

ქართული კოწახური [1]

Berberis iberica [Stev. et Fisch.]

13.

ოქროსფერი ბონგარდია [1]

Bongardia chrysogonum [(L.) Boiss.]

14.

მრგვალი წამალი [1]

Gymnospermium smirnowii [(Trautv.) Takht.] / (=Leontice smirnowii [Trautv.])

ოჯახი – არყისებრნი (Betulaceae)

15.

მედვედევის არყი [1]

Betula medwedevii [Regel.]

16.

სამეგრელოს არყი [1]

Betula megrelica [Sosn.]

17.

შავი არყი (რადეს არყი) [1]

Betula raddeana [Trautv.]

ოჯახი – ბზისებრნი (Buxaceae)

18.

ბზა (კოლხური ბზა) [1]

Buxus colchica [Pojark.]

 

ოჯახი – მაჩიტასებრნი (Campanulaceae)

19.

არმაზის მაჩიტა [1]

Campanula armasica [Char.]

20.

ხუჭუჭა მაჩიტა [1]

Campanula crispa [Lam.]

21.

ძაკუს მაჩიტა [1]

Campanula dzaaku [Albov]

22.

ძიშრას მაჩიტა [1]

Campanula dzyschrica [Kolak.]

23.

ენგურის მაჩიტა [1]

Campanula engurensis [Charadze]

24.

საოცარი მაჩიტა [1]

Campanula mirabilis [Albov]

25.

განსაკუთრებული მაჩიტა [1]

Campanula paradoxa [Kolak.]

26.

სვანეთის მაჩიტა [1]

Campanula svanetica [Rupr.]

27.

თავდახრილი სიმფიანდრა [1]

Symphyandra pendula [(Bied.) DC.]

ოჯახი – მიხაკისებრნი(Caryophyllaceae)

28.

პონტური პირთეთრა [1]

Cerastium ponticum [Albov]

29.

აკინფიევის ხარეზია [1]

Charesia akinfiewii [(Schmalh.) E. Busch]

30.

კეცხოველის მიხაკი [1]

Dianthus ketzkhovelii [Makashvili]

31.

კუზნეცოვის მიხაკი [1]

Dianthus kusnetzovii [Marcow.]

32.

მარკოვიჩის ქოთანა [1]

Silene markowiczii [Schischk.]

33.

ქონდარა ქოთანა [1]

Silene pygmaea [Adam]

ოჯახი – აკაკისებრნი (Celtaceae)

34.

კავკასიის აკაკი [1]

Celtis caucasica [Willd.]

3’5.

შიშველი აკაკი [1]

Celtis glabrata [Stev.]

ოჯახი – რთულყვავილოვანნი (Compositae)

36.

ამფორიკარპოსი [1]

Amphoricarpos elegans [Albov] / (=Alboviodoxa elegans [(Albov) Woronow])

37.

სპეტაკი კლადოტეხა [1]

Cladochaeta candidissima [(Bieb.) DC.]

38.

გრიგორაშვილის პოდოსპერმუმი [1]

Podospermum grigoraschvilii [Sosn.]

39.

წვრილფოთოლა

ფსევდოპოდოსპერმუმი [1]

Pseudopodospermum leptophyllum [(DC.) Kuthath.] / (=Scorzonera leptophylla [DC.])

40.

ჯავახეთის ფამფარულა [1]

Scorzonera dzhavakhetica [Sosn.]

41.

კეცხოველის ფამფარულა [1]

Scorzonera ketzkhovelii [Sosn.]

42.

კოზლოვსკის ფამფარულა [1]

Scorzonera koslovskyi [Sosn.]

43.

მასაგეტოვის თავყვითელა [1]

Senecio massagetovii [Schischk.]

44.

ხარისშუბლა [1]

Senecio rhombifolius [(Willd.) Sch. Bip.]

45.

მესხეთის ფამფარა [1]

Tragopogon meskheticus [Kuthath.]

ოჯახი – შინდისებრნი (Cornaceae)

46.

არმაზის შინდანწლა [1]

 

Thelicrania armasica [Sanadze]

ოჯახი – თხილისებრნი (Corylaceae)

47.

კოლხური თხილი [1]

Corylus colchica [Albov]

48.

ქართული თხილი [1]

Corylus iberica [Wittm.]

49.

უხრავი [1]

Ostrya carpinifolia [Scop.]

ოჯახი – ჯვაროსანნი (Cruciferae)

50.

ანხონიუმი [1]

Anchonium elichrysifolium [(DC.) Boiss.]

 

ოჯახი – გოქშოსებრნი (Dipsacaceae)

51.

ოლღას ფოლიო [1]

Scabiosa olgae [Albov]

 

ოჯახი – დროზერასებრნი (Droseraceae)

52.

ინგლისური დროზერა [1]

Drosera anglica [Hunds.]

53.

შუალედური დროზერა [1]

Drosera intermedia [Hayne]

54.

მრგვალფოთოლა დროზერა [1]

Drosera rotundifolia [L.]

ოჯახი – აბანოზისებრნი (Ebenaceae)

55.

ჩვეულებრივი ხურმა [1]

 

Diospyros lotus [L.]

ოჯახი – ფშატისებრნი (Elaeagnaceae)

56.

ქაცვი [1]

Hippophae rhamnoides [L.]

 

ოჯახი – მანანასებრნი (Ericaceae)

57.

ხემარწყვა (ხეშიშველი) [1]

Arbutus andrachne [L. ]

58.

ეპიგეა [1]

Epigaea gaultherioides [(Boiss. et Bal.) Takht.]

59.

სმირნოვის შქერი [1]

Rhododendron smirnowii [Trautv.]

60.

უნგერნის შქერი [1]

Rhododendron ungernii [Trautv.]

ოჯახი – რძიანასებრნი (Euphorbiaceae)

61.

კოლხეთის ლეპტოპუსი (კოლხეთის არახნე) [1]

Leptopus colchicus [(Fisch. et Mey) Pojark.] / (=Arachne colchica [(Fisch. et Mey) Pojark.])

 

ოჯახი – წიფლისებრნი (Fagaceae)

62.

წაბლი [1]

Castanea sativa [Mill.]

63.

ჭოროხის მუხა [1]

Quercus dschorochensis [C. Koch]

64.

ჰართვისის მუხა [1]

Quercus hartwissiana [Stev.]

65.

იმერეთის მუხა [1]

Quercus imeretina [Stev. ex Malleev]

66.

მაღალმთის მუხა (აღმოსავლური მუხა) [1]

Quercus macranthera [Fisch et Mey.]

67.

ჭალის მუხა (გრძელყუნწიანი მუხა) [1]

Quercus pedunculiflora [C. Koch] / (=Quercus longipes [Stev.])

68.

პონტოს მუხა [1]

Quercus pontica [C. Koch]

ოჯახი – ფუმარიასებრნი(Fumariaceae)

69.

ერდელის ბუჩქისძირა [1]

Corydalis erdelii [Zucc.]

 

ოჯახი – გლობულარიასებრნი (Globulariaceace)

70.

ბეწყვავილა გლობულარია [1]

Globularia trichosantha [Fisch. et Mey.]

 

ოჯახი – ჰიდროკარიასებრნი(Hydrocaryaceae)

71.

კოლხური წყლის კაკალი [1]

Trapa colchica [Albov]

72.

ჰირკანული წყლის კაკალი [1]

Trapa hyrcana [Woronow]

73.

მალეევის წყლის კაკალი [1]

Trapa maleevii [Vassil.]

ოჯახი – კრაზანასებრნი (Hypericaceae)

74.

თეთრობის კრაზანა [1]

 

Hypericum thethrobicum [Kem.-Nath.]

ოჯახი – კაკლისებრნი Juglandaceae)

75.

კაკალი (კაკლის ხე, ნიგვზის ხე) [1]

Juglans regia [L.]

76.

ლაფანი (ფრთიანნაყოფა ლაფანი) [1]

Pterocarya pterocarpa [(Michx.) Kunth]

ოჯახი – ტუჩოსანნი (Labiatae)

77.

გარეჯული სალბი [1]

Salvia garedji [Troitzk.]

78.

ბზიფის ქონდარი [1]

Satureja bzibica [Woronow]

ოჯახი – დაფნისებრნი (Lauraceae)

79.

კეთილშობილი დაფნა [1]

Laurus nobilis [L.]

 

ოჯახი – პარკოსანნი (Leguminosae)

80.

კავკასიის ასტრაგალი (გლერძი) [1]

Astragalus caucasicus [Pall.]

81.

მტკვრის ასტრაგალი [1]

Astragalus Cyri [Fom.]

82.

შიშკინის ასტრაგალი [1]

Astragalus schischkinii [Grossh.]

83.

სომიეს ასტრაგალი [1]

Astragalus sommieri [Freyn]

84.

ტანას ასტრაგალი [1]

Astragalus tannae [Sosn.]

85.

მუხუდო [1]

Cicer arietinum [L.]

86.

ნახევრადეკლიანი ევერსმანია [1]

Ewersmannia subspinosa [(Fisch.) B. Fedtsch.]

87.

აფხაზეთის კურდღლისცოცხა [1]

Genista abchasica [Sachok.]

88.

აჭარის კურდღლისცოცხა [1]

Genista adzharica [M. Pop.]

89.

მლაშობის ჩინგილი [1]

Halimodendron halodendron [(Pall.) Voss.]

ოჯახი – ბალბასებრნი (Malvaceae)

90.

ტუხტი (სამკურნალო ტუხტი) [1]

Althaea officinalis [L.]

 

ოჯახი – დუმფარასებრნი (Nymphaeaceae)

91.

ყვითელი დუმფარა [1]

Nuphar luteum [(L.) Smith]

92.

თეთრი დუმფარა [1]

Nymphaea colchica [(Woronow) Kem.-Nath.]

ოჯახი – ზეთისხილისებრნი (Oleaceae)

93.

წყავმაზა [1]

 

Phillyrea wilmoriniana [Boiss. et Bal.]

ოჯახი – იორდასალმისებრნი (Paeoniaceae)

94.

ქართლის იორდასალამი [1]

Paeonia carthalinica [Ketzkh.]

95.

ლაგოდეხის იორდასალამი [1]

Paeonia lagodechiana [Kem.-Nath.]

96.

მაიკოს იორდასალამი [1]

Paeonia majko [Ketzkh.]

97.

მლოკოსევიჩის იორდასალამი [1]

Paeonia mlokosewitschii [Lomak.]

98.

ვიტმანის იორდასალამი [1]

Paeonia wittmanniana [Hartwiss et Lindl.]

ოჯახი – ყაყაჩოსებრნი (Papaveraceae)

99.

ცრუაღმოსავლური ყაყაჩო [1]

 

Papaver pseudo-orientale [(Fedde) Medw.]

ოჯახი – ფურისულასებრნი (Primulaceae)

100.

კოლხური ყოჩივარდა [1]

Cyclamen colchicum [(Albov) Albov] / (=Cyclamen ponticum [(Albov) Pobed.])

101.

იულიას ფურისულა [1]

Primula juliae [Kuzn.]

102.

მრგვალფოთოლა ფურისულა [1]

Primula megaseifolia [Boiss. et Bal. ex Boiss.]

ოჯახი – ბროწეულისებრნი (Punicaceae)

103.

ბროწეული [1]

Punica granatum [L.]

 

ოჯახი – რაფლესიასებრნი (Rafflesiaceae)

104.

წითელი ქვებლანდისა [1]

Cytinus rubrar [(Fourr.) Kom

 

ოჯახი – ვარდისებრნი (Rosaceae)

105.

ქართული ნუში [1]

Amigdalus georgica [Desf.]

106.

ყამბრო [1]

Crataegus pontica [C. Koch]

107.

დიმიტრის ბერყენა [1]

Pyrus demetrii [Kuthath.]

108.

სახოკიას ბერყენა [1]

Pyrus sachokiana [Kuthath.]

ოჯახი – ტირიფისებრნი (Salicaceae)

109.

თურანულა (ტურანგი) [1]

Populus euphratica [Oliv.] / (=Populus transcaucasica [A. Jarm.])

 

ოჯახი – ძაღლყურძენასებრნი (Staphyleaceae)

110.

კოლხური ჯონჯოლი [1]

Staphylea colchica [Stev.]

111.

ჩვეულებრივი ჯონჯოლი (ფრთისებრფოთოლა ჯონჯოლი) [1]

Staphylea pinnata [L.]

ოჯახი – თელასებრნი (Ulmaceae)

112.

თელადუმა (ელიფსური თელადუმა) [1]

Ulmus elliptica [C. Koch]

113.

ქართული თელა [1]

Ulmus georgica [Schchian]

114.

თელადუმა (შიშველი თელადუმა) [1]

Ulmus glabra [Huds.]

115.

თელადუმა (პატარა თელადუმა) [1]

Ulmus minor [Mill.]

116.

თელადუმა (კორპის თელა) [1]

Ulmus suberosa [Moench]

117.

ძელქვა [1]

Zelkova carpinifolia [(Pall.) C. Koch]

ოჯახი – ქოლგოსანნი (Umbelliferae)

118.

აჭარის ანგელოზა [1]

Angelica adzharica [Pimen.]

119.

რიშავის ქვაპურა [1]

Bupleurum rischavii [Albov]

120.

ტილჭირფოთოლა დიყი [1]

Heracleum aconitifolium [Woronow]

121.

სომიეს დიყი [1]

Heracleum sommieri [Manden.]

122.

არაფის ლიგუსტიკუმი [1]

Ligusticum arafoe [Albov]

123.

პანიუტინის პოლილოფიუმი [1]

Polylophium panjutinii [Manden. et Schischk.]

ოჯახი – ვაზისებრნი(Vitaceae)

124.

კრიკინა (ტყის ვაზი, უსურვაზი) [1]

Vitis silvestris [Gmel.]

 

ოჯახი – ნიტრარიასებრნი (Nitrariaceae)

125.

შობერის ნიტრარია [1]

Nitraria schoberi [L.]

 

კლასი – ერთლებნიანები (Monocotyledonae)

ოჯახი – ამარილისებრნი (Amaryllidaceae)

126.

ზღვის შროშანი [1]

 

Pancratium maritimum [L.]

ოჯახი – დიოსკორიასებრნი(Dioscoreaceae)

127.

კავკასიის დიოსკორეა [1]

Dioscorea caucasica [Lipsky]

 

ოჯახი – მარცვლოვანნი (Gramineae)

128.

ოქროწვერა [1]

Chrysopogon gryllus [(L.) Trin.]

129.

ისლი [1]

Molina litoralis [Host]

130.

კუპრიანოვის ჭვავი [1]

Secale kuprijanovii [Grossh.]

131.

დოლის პური (რბილი ხორბალი) [1]

Triticum aestivum [L.]

132.

დიკა (ქართლის ხორბალი) [1]

Triticum carthlicum [Nevsky]

133.

ჩაგვერა პური (ნამგალა პური, ქონდარა პური) [1]

Triticum compactum [Host]

134.

ნამდვილი ასლი [1]

Triticum dicoccum [Schbl.]

135.

თავთუხი (მაგარი ხორბალი) [1]

Triticum durum [Desf.]

136.

გვაწამახა [1]

Triticum macha [Dek. et Men.]

137.

გვაწა-ზანდური [1]

Triticum monococcum var. Hornemannii [Clem.]

138.

ჩელტა-ზანდური (ჩელტა-ზანდური ტიმოფეევის) [1]

Triticum timopheevii [Zhuk.]

139.

ძველი კოლხური ასლი [1]

Triticum palaeo-colchicum [Men.]

140.

ჩელტა-ზანდური (ჩელტა-ზანდური ჟუკოვსკის) [1]

Triticum zhukowskyi [Men. et Eritz.]

ოჯახი – ზამბახისებრნი(Iridaceae)

141.

ჯავახეთის ხმალა [1]

Gladiolus dzhavakheticus [Eristavi]

142.

მინდვრის ყვითელი ზამბახი (ვინოგრადოვის ზამბახი) [1]

Iridodictyum winogradowii [(Fomin) Rodionenko] / (=Iris winogradowii [Fomin])

143.

ქართული ზამბახი [1]

Iris iberica [Hoffm.]

ოჯახი – შროშანასებრნი (Liliaceae)

144.

ყირიმის ასფოდელო [1]

Asphodeline taurica [(Pall.) Kunth]

145.

კავკასიის კაბაჭრელა [1]

Erythronium caucasicum [Woronow]

146.

კავკასიის მთის შროშანი [1]

Lilium caucasicum [(Miscz.) Grossh.]

147.

ქართული მთის შროშანი [1]

Lilium georgicum [Manden.]

148.

ალპანის ყაზახა [1]

Muscari alpanicum [Schchian]

149.

ბიბერშტეინის ტიტა [1]

Tulipa biebersteiniana [Roem. et Schult.]

150.

ეიხლერის ტიტა (წითელი ტიტა) [1]

Tulipa eichlerii [Regel]

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.