„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023736
525
15/11/2022
ვებგვერდი, 15/11/2022
240110000.10.003.023736
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №525

2022 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 20/10/2015; 240110000.10.003.018919) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების  უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“  მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 – 25 პუნქტები:

„2 1. აუდიტის განხორციელების დროს შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს რეკომენდაციას და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, ასევე განუმარტავს რეკომენდაციის შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს.

22. შეუსაბამობის გამოსწორებასთან დაკავშირებული რეკომენდაციისა და მათი შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრისას მონაწილეობას იღებს ბიზნესოპერატორი ან მისი წარმომადგენელი.

23. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გადაამოწმოს რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა.

24. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს უჩერებს  საწარმოო პროცესს  და  ხდება   აღიარების გაუქმება, იმ შემთხვევაში, თუ საწარომო აღიარებულია.

25. ამ მუხლის 21 და 24 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ ბიზნესოპერატორის დაჯარიმება არ ხდება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი